Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 26.11.2018

ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ევრიპიდეს უკანასკნელ ტრაგედიაზე, მისი გენიის უკანასკნელ გაელვებაზე, გენიალურ ტრაგედიაზეც „იფიგენია ავლისში“, რომელიც პოეტის სიკვდილის შემდეგ დაიდგა თეატრალურ ფესტივალზე.

ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ოპოზიციასაც ადანაშაულებენ

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბი ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს. შტაბის ხელმძღვანელის, ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას განცხადებით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ზურაბ გაბისონიამ, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრია, სოფელ ხაბუმეში ფქვილი დაარიგა. გაბისონიამ, რომელიც ადგილობრივ პოლიციაში წუხელ გამოკითხეს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხაბუმეში 22 ოჯახში ფქვილი მართლაც მიიტანა... Читать дальше...

აჭარის ტელევიზიამ ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა

Radiotavisupleba.ge 

მაუწყებლობა შეწყდა აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის და რადიოს შენობაში ძლიერი დაკვამლიანების გამო. მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ ჯემალ გვეტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის გამო ხანძარი გაჩნდა ელექტროენერგიით მომარაგების სისტემაში. გვეტაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაიწვა უმნიშვნელო რაოდენობით სადენები, ხანძარმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. „ადგილზე დათვალიერებით დავადგინეთ, რომ არაფერი სერიოზული არ მომხდარა. კაბელები გამოვცვალეთ და მაუწყებლობა მალე აღდგება“ - განაცხადა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ. Читать дальше...



ტელეკომპანია „იბერიიდან“ გათავისუფლებული 21 თანამშრომელი სასამართლოში ჩივის

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურიდან განთავისუფლებული 21 თანამშრომელი 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს  ტელეკომპანია „იბერიის“  წინააღმდეგ.

16 დღე ქალთა უფლებებისთვის

Radiotavisupleba.ge 

25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო 16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც ყოველწლიურად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აერთიანებს აქტივისტებსა და უფლებადამცველებს.

უკრაინის ელჩი: რუსეთი შავ ზღვაზე ახორციელებს აგრესიას და ექსპანსიას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ღია სამხედრო აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა. მან საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მინისტრს გააცნობს ინფორმაციას რუსეთის მიერ შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელებული აგრესიული აქტის შესახებ. „შავი ზღვა ჩვენი საერთო შეშფოთების საგანია, რადგან მისი უსაფრთხოება საკვანძო საკითხია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და შავი ზღვის სხვა ქვეყნებისთვის“ - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა. Читать дальше...

„რუსკი კლუბი“: დიახ, ფონდი „ქართუ“, წლებია, გვეხმარება

Radiotavisupleba.ge 

"რუსული კლუბი" საქართველოში - ეს არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანა საქართველოში რუსული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაა და რომელსაც ფონდი "ქართუ" და პუტინის მიერ შექმნილი ფონდი "რუსული სამყარო" აფინანსებენ.

„ბათომმა“ ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლები ითხოვენ საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე კონცხის ტერიტორიის ნაწილს ტურისტულ-რეკრეაციული სტატუსი შეუცვალეს, მის ნაცვლად კი  საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა გამოცხადდა, რომელიც  არის მაღალი ინტენსივობის განაშენიანების ზონა.



პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსეთს მოთხოვა უკრაინელი მეზღვაურების და გემების გათავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთს ხელისუფლებას მოთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით დაკავებული უკრაინელი სამხედროები. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა მოითხოვს, რომ რუსეთმა მეზღვაურებთან ერთად სასწრაფოდ დაუბრუნოს სამხედრო გემები და უზრუნველყოს აზოვის ზღვაში სიტუაციის დეესკალაცია.  25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით... Читать дальше...

„ევროპულმა საქართველომ“ უკრაინის საკითხზე რეზოლუციის პროექტი მოამზადა

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაფასებლად სპეციალური რეზოლუცია მიიღოს. რეზოლუციის პროექტს დეპუტატ გიორგი კანდელაკის განმარტებით, „ევროპული საქართველო“  პარლამენტში დღეს შეიტანს. „ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები დაუწესებენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის აქტის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომავალი... Читать дальше...

რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ლეგენდარული რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. რეჟისორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ცნობილი რეჟსორი და მწერალი ბერნარდო ბერტოლუჩი 1940 წლის 16 მარტს იტალიის ქალაქ პარმაში დაიბადა. ბერნარდო ბერტოლუჩი აშშ–ს კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ მფლობელი გახლავთ ფილმისათვის „უკანასკნელი იმპერატორი“.

"იბერიის" ჟურნალისტი ტელეკომპანიის მფლობელებს ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი არხის მფლობელებს ბრალს სდებს თანამშრომლებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და შრომითი უფლებების დარღვევაში. „თვენახევარია ვიყენებ აბსოლუტურ პაუზას, არ მინდოდა არანაირი განცხადების გაკეთება და ბოლომდე მინდოდა დავლოდებოდი ყველანაირ ფორმალობას“ - თქვა ხუზმიაშვილმა თბილსიში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და აქვთ კრედიტები, თვენახევარია იმყოფებიან უმძიმეს მდგომარეობაში... Читать дальше...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ელჩს შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდება უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს. 13 საათზე დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ უკრაინელი დიპლომატი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსთვის შემაშფოთებელი და კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის უკანონო ქმედებები, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობას მყისიერი და ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს.  „ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო ინიციატივას... Читать дальше...

ხორვატიამ მეორედ მოიგო „დევისის თასი“

Radiotavisupleba.ge 

ხორვატიის საჩოგბურთო ნაკრებმა „დევისის თასის“ ფინალში საფრანგეთი სტუმრად დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩემპიონის გამოსავლენად ხუთის ნაცვლად ოთხი მატჩი აღმოჩნდა საკმარისი. ერთეულთა პირველი დაპირისპირებების შემდეგ ხორვატია 2:0 დაწინაურდა. ბორნა ჩორიჩმა ჟერემი შარდის მოუგო, ხოლო მარინ ჩილიჩმა ჟო-ვილფრიდ ცონგას. წყვილებში ფრანგების - პიერ-იუგ ერბერისა და ნიკოლა მაიუს დუეტმა ივან დოდიგსა და მატე პავიჩს აჯობა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ფინალის მასპინძლებს თასის ზედიზედ მეორედ მოსაპოვებლად ორივე დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდებოდათ... Читать дальше...

რას აჩვენებს "სამართლიანობის აღდგენის" პრაქტიკა?

Radiotavisupleba.ge 

რას გულისხმობს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესი? როგორ არჩევს პროკურატურა ათიათასობით საჩივრიდან რომელი გადასცეს საგანგებოდ შექმნილ დეპარტამენტს? რას აჩვენებს სამწლიანი პრაქტიკა? გიორგი კაკუბავა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი კოლეგებთან ერთად სწავლობდა საკითხს.

უკრაინა ევროკავშირს თხოვს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა, ახალი სანქციებით უპასუხოს რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში ძალის გამოყენებას. ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლის ნიკოლაი ტოჩიცკის განცხადებით, რუსეთი უკრაინას უტევს, სამხედრო აგრესიის ახალი ტალღა ქერჩის სრუტეში ააგორა, დაჭრილია 6 უკრაინელი სამხედრო და დატყვევებულია სამი გემი, რაზეც ევროკავშირს მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს. უკრაინელმა დიპლომატმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის მიმართა, რუსეთის წინააღმდეგ... Читать дальше...

„ქართული მარშის“ ნაწილი არჩევნების მეორე ტურს ემიჯნება

Radiotavisupleba.ge 

„ქართული მარშის“ ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. „ჩვენ “არას” ვეუბნებით გრიგოლ ვაშაძეს და ამავე დროს “არას” ვეუბნებით სალომე ზურაბიშვილს“, - აღნიშნა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ. „ჩვენი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა განსხვავებულია. სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება ქართველი ერის ინტერესების განმახორციელებელი. ჩვენი გზა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გზაა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ადანაშაულებს სამარცხვინო კამპანიის გაგრძელებაში

Radiotavisupleba.ge 

პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დღეს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს  „ევროპულ საქართველოს“ დააბრალოს სოფელ ვეჯინში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სახლში „მოლოტოვის კოქტეილის“ შეგდება. ოპოზიციური პარტიის შეფასებით, „ეს მორიგი გაგრძელებაა იმ სამარცხვინო კამპანიის, რასაც ხელისუფლება მთლიანად ოპოზიციის და ევროპული საქართველოს წინააღმდეგ ეწევა.“ „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, „ხელისუფლება მომხდარ დანაშაულებებში მოძალადეებისთვის ხელის დაფარების... Читать дальше...


Музыкальные новости
Большой театр

Театральный фестиваль «БАШНЯ» в Калининграде откроет Большой театр России





Персональные новости
ЦСКА

ЦСКА обыграл «Зенит» в Санкт-Петербурге впервые за 13 лет





მსოფლიოს ჩემპიონები ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეები თბილისში ბინას მიიღებენ

Radiotavisupleba.ge 

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს - ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეებს თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემათ. 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობიდან დაბრუნებული ძმები 23 ნოემბერს მშობლიურ ამბროლაურში ჩავიდნენ და სოფელ ჭრებალოში, მათი სახელობის სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ. მოულოდნელი საჩუქრის შესახებაც იქვე შეიტყვეს, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატისგან - გოჩა ენუქიძისგან. ნიკოლოზ და ავთანდილ კენჭაძეები უკვე წლებია, თბილისში, სპორტსკოლაში ცხოვრობენ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც დიდი ხანია, დამკვიდრდნენ. Читать дальше...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზღვო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა რუსი მესაზღვრეების იერიში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებზე. ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ მსგავსი ქმედება ხელყოფს მთელი რეგიონის უსაფრთხოებასაც. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ყურადღებით აკვირდება ქერჩის სრუტეში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს და სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის უკიდურესად გამწვავებაზე გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს უშიროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს ქერჩის სრუტეში სიტუაციის უკიდურესად გამწვავების გამო. სხდომა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. სააგენტო ფრანსპრესის ინფორმციით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს როგორც უკრაინამ, ისე რუსეთმა. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, მოსკოვი მოითხოვს, რომ სხდომაზე განიხილონ ქერჩის სრუტეში სიტუაციის საშიში განვითარება და მისი თანმდევი მოვლენები. გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმირ ელჩენკოს ინფორმაციით... Читать дальше...

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები პრეზიდენტს დღეს ირჩევენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ავღანეთში გახსნილ ორ უბანზე. მტკიცე მხარდაჭერის საერთაშორისო მისიის მონაწილე ქართველი სამხედროები ხმას აძლევენ ბაგრამის საავიაციო ბაზასა და მაზარი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ განთავსებულ საარჩევნო უბნებზე. ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი. მათ არჩევანი უნდა გააკეთონ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს შორის. Читать дальше...

უკრაინის პრეზიდენტი პარლამენტს თხოვს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარლამენტი - ვერხოვნა რადა დღეს განიხილავს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტს გვიან ღამით მიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ. 25 ნოემბერს, შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინელ მეზღვაურებს ცეცხლი გაუხსნეს და ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამი სამხედრო გემი. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია 6  სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გემებზე სულ 23 მეზღვაური იმყოფებოდა. Читать дальше...

რუსეთ-უკრაინის საზღვაო ინციდენტისას ყირიმის სანაპიროსთან ექვსი უკრაინელი სამხედრო დაშავდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა უკრაინის სამხედრო გემები დაიკავა. ამავე ცნობით, რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ფლოტის გემებს შავ ზღვაში, ყირიმის სანაპიროსთან. წინასწარი ცნობით, დაშავებულია ექვსი მეზღვაური.

Спорт в России и мире
Москва

Сергей Лёвкин: в Митине завершат возведение физкультурно-оздоровительного комплекса


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Даниил Медведев одолел 121-ю ракетку мира Меджедовича и вышел в 1/8 финала Рима


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля





Путин в России и мире
Москва

Амурские семьи могут попасть в кино и отправить особенную открытку благодаря душевному проекту


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко надеется на восстановление транспортных маршрутов с Израилем




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Последняя ставка. Киев в отчаянии из-за успехов российских сил. Зеленский прибегает к немыслимому способу спастись


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Антонио Вивальди

30 мая «Времена года» Антонио Вивальди прозвучат в Эрмитаже



Москва

Теперь амурчане могут прокатиться на теплоходе в Благовещенске только с паспортом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net