123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 16.11.2018

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარს ეძებენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

⭕ LIVE ➤ არაოფიციალური ინფორმაციით, იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა, რომლის სამძებრო ღონისძიებაც ამ წუთებში გორში ტარდება Posted by TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews on პარასკევი, 16 ნოემბერი, 2018 გორში მდებარე ე.წ ახალ ბაღში სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარს ეძებს, რომლის […]

გორის ცენტრალურ პარკში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

გორის კულტურის და დასვენების ცენტრალურ პარკში სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შემოსაზღვრულია პარკის შესასვლელის ტერიტორია. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ კეთდება, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოქმედებები უკავშირდება 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული იაგო ნებიერიძის მონაწილეობით მიმდინარე ოპერაციას. 2004 წელს იაგო ნებიერიძე დააკავეს ფულის გამოძალვის ბრალდებით. მაშინ გორში 11 წლის ბიჭი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. Читать дальше...

დონალდ ტრამპი: წერილობით გავეცი პასუხები რობერტ მიულერის შეკითხვებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან წერილობით გასცა პასუხების პეციალური პროკურორის რობერტ მიულერის შეკითხვებს. 16 ნოემბერს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის „ძალიან იოლი“ იყო ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ამისათვის არ დახმარებია ადვოკატების დახმარება. ამასთან ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ როდის აპირებს პასუხების გაგზავნას მიულერისათვის, რომელიც იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს. ჟურნალისტებთან საუბარში, აშშ-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა... Читать дальше...



თინა ხიდაშელი ხელოვნურს უწოდებს ქართველი სამხედროების შესახებ აჟიოტაჟს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ხელოვნურად შექმნილი“ უწოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს. მისი თქმით, ჰააგის სასამართლო სამხედროებს პასუხისგებაში არ მისცემს, რადგან მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამასთან, ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული საკითხი სასამართლომდე მივა თუ არა, არავინ იცის. „მთელი ეს აჟიოტაჟი არის სრულიად ხელოვნურად შექმნილი და სავარაუდოდ, დიახ, ოპოზიციური... Читать дальше...

რატომ სურთ ნაცსექტანტებს ქართველი სამხედროების დადანაშაულება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და გენოციდის მოწყობაში?

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი და მედიაკავშირ “ობიექტივი”-ს მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “ნაცსექტანტები რატომ ამახვილებენ ყურადღებას ქართველი სამხედროების საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წარდგომაზე?! მე მჯერა, რომ ქართველი სამხედროები 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დროს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს არ ჩაიდენდნენ და გენოციდს არ მოაწყობდნენ! 2008 წელს დანაშაული ჩაიდინეს ოსმა ბოევიკებმა და რუსმა სამხედროებმა, როცა გენოციდი მოუწყვეს ქართველებს […]

„ბლუმბერგი“: დასავლეთის სანქციებმა არაეფექტიანი გახადა რუსეთის ეკონომიკა

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის სანქციებმა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა „არაეფექტიანი“ გახადა. 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ „ბლუმბერგ ეკონომიკსის“ ახალი ანგარიშის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა ნავთობზე ფასების შემცირებაც, მთავარი ფაქტორი მაინც იყოს სანქციები, რომელიც რუსეთს დაეკისრა საერთაშორისო აგრესიისა და სხვა ქვეყნების არჩევნების ჩარევისათვის. ანგარიშის თანახმად, რუსეთის ეკონომიკა „10 %-ით შემცირდა იმასთან შედარებით, რაც უნდა... Читать дальше...

ფედერალურმა მოსამართლემ თეთრ სახლს დაავალა ჯიმ აკოსტასთვის აკრედიტაციის დაბრუნება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტიმოთი კელიმ 16 ნოემბერს მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს თეთრ სახლს აკრედიტაცია დაუბრუნოს CNN-ის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას. თავის დროზე აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული კელის გადაწყვეტილებით, აკოსტას დაუყოვნებლად უნდა მიეცეს თეთრ სახლში მუშობის უფლება. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას აკრედიტაცია შეუჩერა 7 ნოემბრის პრესკონფერენციაზე მომხდარი ინცინდენტის გამო. აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივნმა... Читать дальше...

წალკის მუნიციპალიტეტის გზებზე მოძრაობა აღდგენილია

Radiotavisupleba.ge 

16 ნოემბრისთვის მაღალმთიანი წალკის მუნიციპალიტეტის გზებზე მოძრაობა აღდგენილია, გუშინ გვიან ღამით მოსული თოვლის შედეგად გამოწვეული შეფერხებების შემდეგ. წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში ახლაც თოვს. „წუხელ თოვლის საფარი 15 სანტიმეტრი იყო, განსაკუთრებული პრობლემა წალკა-ფარავნის უღელტეხილზე შეგვექმნა. გზა მოიყინა, თუმცა ღამის 3 საათზე ტექნიკური მარილი დავყარეთ და უღელტეხილიც გაიხსნა“, თქვა ილია საბაძემ, რომლის თქმით, ღამის საათებში ტემპერატურა მინუს 4 გრადუსამდე ეცემა. Читать дальше...



დავით ზალკალიანი:ჩვენი მოლოდინია, დადგეს რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი

Radiotavisupleba.ge 

ჩვენი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და როგორ შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს? - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით,ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობა  აქტიურად თანამშრომლობს და  სპეკულაციები, რომლებიც  ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხზე ისმის,  ძალიან სახიფათოა. „ეს ძალიან რთული და მგრძნობიარე იურიდიული საკითხია. უამრავი მასალაა საქართველოს მხრიდან მთავარი პროკურორის ოფისისა და ჰააგის სასამართლოსადმი მიწოდებული. Читать дальше...

რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლება?

Radiotavisupleba.ge 

ის, რაც ბევრს შეცდომა ან ხუმრობა ეგონა, „ქართული ოცნების“ გამიზნული ნაბიჯი აღმოჩნდა. საარჩევნო ბილბორდებზე და სარეკლამო კლიპში სალომე ზურაბიშვილი უპრობლემოდ ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა.

გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ჟორეს მედვედევი

Radiotavisupleba.ge 

ლონდონში 93 წლის ასაკაში გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ჟორეს მედვედევი. ამის შესახებ ინფორმაცია 16 ნოემბერს გაავრცელა მისმა მეგობარმა, მწერალმა სემიონ რეზნიკმა. აღიარებული ბიოქიმიკოსი, ყველაზე უფრო ღიად აკრიტიკებდა სტალინის ფავორიტ ბიოლოგ ტროფიმ ლისენკოს, რომელიც უარყოფდა გენეტიკას და შექმნა ფსევდომეცნიერული კონცეფცია „ლისენკოიზმი“. 1950-იან წლებში მედვედევი გაათავისუფლეს ყირიმის ნიკიტსკის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. შემდეგ კი 1969 წელს საერთოდ ჩამოაშორეს აკადემიურ საქმიანობას მას შემდეგ... Читать дальше...

თეიმურაზ გორჯესტანი:  ჩემი მოვალეობაა დედაჩემთან ვიყო და დავიცვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ამბობს, რომ გადაწყვიტა ჩამოსულიყო საქართველოში და დაეცვა დედა, როგორც შვილს და როგორც ქართველს: ”როგორც იცით, გასულ კვირას მე დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო, გადავწყვიტე რომ ჩამოვსულიყავი თბილისში. იმიტომ რომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილის და როგორც ქართველი კაცის, რომ დედაჩემთან ვიყო და დედაჩემი დავიცვა. Читать дальше...

„ბელინგკატი“: ფსბ ცდილობდა ბრიტანეთის სავიზო ცენტრის თანამშრომელთა გადაბირებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ფსბ) ცდილობდა მოსკოვში მდებარე ბრიტანეთის სავიზო ცენტრის თანამშრომელთა გადაბირებას. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო ჯგუფ "ბელინგკატისა" და რუსულ საიტ „ინსაიდერის“ ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაში. მათი ცნობით, ფსბ-ს თანაშრომლებს აქვთ დაშვება ბრიტანეთის სავიზო ცენტრში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზე და კომიუტერული ქსელის სქემაზე, ხოლო ცენტრის გადაბირებულ თანამშრომლებს ავალებდნენ შემოწმების გარეშე „გაეშვათ რამდენიმე თავიანთი კაცი“, რასაც ადგილი ჰქონდა... Читать дальше...

ტერეზა მეის ოპონენტები უნდობლობის გამოცხადებით ემუქრებიან

Radiotavisupleba.ge 

„თუ ჩვენ არ ვივლით წინ ამ შეთანხმებისკენ, არავინ იცის, ამას რა შედეგები მოჰყვება. ეს შესაძლოა იყო გზა ღრმა და სერიოზული გაურკვევლობისაკენ, მაშინ როცა ბრიტანელ ხალხს სურს, რომ ჩვენ ბოლო მოვუღოთ ამ გაურკვევლობას“, - განაცხადა ტერეზა მეიმ 15 ნოემბერს პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ.

არასამთავრობოები:ცესკოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნის შესახებ მიუღებელი და არამიზანშეწონილია-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. ”მოცემული გადაწყვეტილებით საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, შეუქმნა რა მათ ხელოვნური ბარიერი არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით. მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ... Читать дальше...

ვიტალი საფაროვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის ქომაგის წოდება უფლებადამცველ ვიტალი საფაროვს მიანიჭეს. „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს, სავარაუდოდ ქსენოფობიური სიძულვილის ნიადაგზე. იგი მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი... Читать дальше...

 ვიტალი საფაროვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის ქომაგის წოდება უფლებადამცველ ვიტალი საფაროვს მიანიჭეს. „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს, სავარაუდოდ ქსენოფობიური სიძულვილის ნიადაგზე. იგი მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი... Читать дальше...

ხობში ხანძარს 85 წლის ქალი ემსხვერპლა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ხობში, სოფელი ქვემო ქვალონში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 6 კვ.მ ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სანაძრო-სამაშველო ჯგუფი.

„ძალა ერთობაშია“ არჩევნების მეორე ტურის თარიღის შეცვლას სასამართლოში ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კვირის  სამუშაო დღეს დანიშვნის ფაქტი პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“თბილისის საქალაქო  სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადებით სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა მიმართა: “ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს. არსებული კანონმდებლობით, შეეძლო პირველი ტურის შედეგები შეეჯამებინა შაბათ-კვირას და მეორე ტური დაენიშნა არასამუშაო დღე. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა მიეცემოდა თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. Читать дальше...


Музыкальные новости
Иоганн Себастьян Бах

Бах vs Бетховен в Петрикирхе





Персональные новости
Александр Бастрыкин

Бастрыкин взял дело хирурга, на которого пожаловались пациенты, на контроль





ზემო ფონიჭალის 23-ე კორსპუსის მცხოვრებლებს ბინებიდან ნივთების გამოტანის უფლება მისცეს

Radiotavisupleba.ge 

ზემო ფონიჭალაში, 23 კორპუსში  მცხოვრებლები პირველადი მოხმარების ნივთების გამოსატანად მეხანძრე-მაშველების თანხლებით შეუშვეს. როგორც კრწანისის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ჩარგეიშვილმა განუცხადა მედიას, საცხოვრებელ ბინებში ოჯახები სპეციალურად შედგენილი სიის მიხედვით, რიგ-რიგობით შედიან, უსაფრთხოების ზომების დაცვით.  არჩილ ჩარგეიშვილის განმარტებით, ექსპერტიზის პასუხების შესაბამისად გადაწყდება, რა ზომების მიღება გახდება საჭირო კორპუსის რეაბილიტაციისთვის.მისი თქმით, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს... Читать дальше...

რევაზ არველაძე: სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო

Radiotavisupleba.ge 

“ქართულ ოცნებას“ საპრზიდენტო  არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა წარედგინა და სალომე ზურაბიშვილი არ უნდა ყოფილიყო  მისი მხარდაჭერილი კანდიდატი-უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რევაზ არველაძემ. „როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, მე ჩემი აზრი გამოვხატე, ვთქვი, რომ პარტიას ღირსეული ხალხი ჰყავდა და მხარს არც დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა უჭერდეს და არც სხვა პარტიის მიერ წარდგენილს. ცხადია, საბოლოოდ, მხარი დავუჭირე იმას, რაც უმრავლესობამ გადაწყვიტა“... Читать дальше...

ქალთა მოძრაობა მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპები

Radiotavisupleba.ge 

“მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, გაექრო მის მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის კამპანიიდან და სარეკლამო ბილბორდებზეც კი ჩაენაცვლებინა იგი კაცი პოლიტიკოსებით, აზიანებს გენდერული თანასწორობის იდეას და კიდევ უფრო ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების მარგინალიზაციას”-აღნიშნულია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  მოძრაობა მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხაზგასმით კი „ქართულ ოცნებას“, მეტი გენდერული მგრძნობელობა გამოიჩინოს და არ წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად... Читать дальше...

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის ''ძალა ერთობაშია'' ლიდერები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, უცხოელ დიპლომატებს ესაუბრნენ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის და მოსყიდვის ფაქტებსა და არჩევნების მეორე ტურის თარიღზე „პირველი ეს არის ძალადობა, ახალქალაქის კონკრეტული მაგალითი, როცა ჩვენი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და კომისიაში დამკვირვებლებს, მარნეული, კასპი და სამწუხაროდ, ამას განგრძობადი ხასიათი აქვს. Читать дальше...

სომხეთში რუსეთის მფლობელობაში მყოფ გაზის კომპანიას ადანაშაულებენ გადასახადებისთვის თავის არიდებაში

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საგადასახადო სამსახურმა მილიონობით დოლარის ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულა ქვეყნის გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც რუსეთის კომპანია გაზპრომის მფლობელობაშია.  სახელმწიფო შემოსავლების სამსახურმა 14 ნოემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება გაზპრომ-სომხეთის მიმართ. სამსახური იუწყება, რომ კომპანიამ 2016 და 2017 წლებში ყალბი, გადაჭარბებული მონაცემები წარმოადგინა ხარჯებად და სრულად არ განაცხადა მოგების თაობაზე. ჯერჯერობით კონკრეტული პირებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. Читать дальше...

ევროპის საბჭოს კვლევა: 36% მრავალფეროვნებას უარყოფით მოვლენად მიიჩნევს

Radiotavisupleba.ge 

ტოლერანტობის დღესთან დაკაცშირებით, ევროპის საბჭომ ახალი კვლევა წარადგინა, რომელშიც საქართველოში  სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა შესწავლილი. შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ მოსახლეობის 36% -ის აზრით, მრავალფეროვნება ქვეყნისთვის უარყოფითი მოვლენაა. ამის მიზეზად გამოკითხულები კულტურისა და ტრადიციებისადმი საფრთხის შექმნას ასახელებენ. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ტოლერანტობისკენ. 18-23 წლის ახალგაზრდებში ტოლერანტობის საშუალო მაჩვენებელი 16%-ია და ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Прием заявок на участие в конкурсе на лучшее путешествие по Дальнему Востоку начнется в мае


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Сафиуллин не смог выйти во второй круг турнира ATP в Барселоне


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Швеция хочет ограничить доступ в Балтийское море российским танкерам





Путин в России и мире
Москва

На окружном полуфинале конкурса «Это у нас семейное» Калмыкию представляют четыре семьи


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко сравнил Всебелорусское народное собрание с «пустотой»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Владимир Зеленский подтвердил ракетный удар по аэродрому в Джанкое


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Юрий Лоза

«У меня такого не было»: Лоза предположил, почему зрители ушли с концерта Серова



Москва

Концертный Директор в тарифе Maxi.

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net