რუსეთ-უკრაინის საზღვაო ინციდენტისას ყირიმის სანაპიროსთან ექვსი უკრაინელი სამხედრო დაშავდა
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა უკრაინის სამხედრო გემები დაიკავა. ამავე ცნობით, რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ფლოტის გემებს შავ ზღვაში, ყირიმის სანაპიროსთან. წინასწარი ცნობით, დაშავებულია ექვსი მეზღვაური.