Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 12.11.2018

გინდ მუქარად ჩათვალე და გინდ რჩევად – ირმა ინაშვილის მიმართვა ნიკა გვარამიას

Marshalpress.ge (მარშალ) 

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორს მიმართავს. “იმედია, ნიკა გვარამიას ჩემს პოსტს დაუკოპირებენ, რომ ამობეჭდოს და გაიკრას შუბლზე: კახა თარგამაძეს საერთოდ არ ვიცნობ, პირადად არც კი შევხვედრივარ. რუსეთის აგენტია შენი დირექტორი მიშა სააკაშვილი, რომლის “კაგებეშნიკურ” ფულზეც მიბმული ხარ ძუძუს გოჭივით. რაც შეეხება გადაღუნვას, ნაცმოძრაობაში ბევრი გყავს, ვისზეც შეგიძლია ძალები მოსინჯო! ვაშაძით დაიწყე! […]

კახა კოჟორიძე 9 აპრილის ორგანიზატორებს უფასო საადვოკატო დახმარებას სთავაზობს

Radiotavisupleba.ge 

"9 აპრილის ორგანიზატორებს (გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს), ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მინდა შევთავაზო უფასო საადვოკატო დახმარება ბატონი მეჩითოვის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის." - წერს იურისტი კახა კოჟორიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.  "ბატონმა მეჩითოვმა კრიმინალური აქტი უწოდა 9 აპრილს, რომელიც 1993 წლის პარლამენტის დადგენილებით, მიჩნეულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, საქართველოს ერთიანობისა და წინსვლის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ. Читать дальше...

ენა ჩაიგდეთ ზოგიერთმა სააგენტომ! 1993 წელს აფხაზეთში მე წავიყვანე 1200 ქალი ფრონტის ხაზისკენ – ქეთი დოლიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

კინორეჟისორი ქეთი დოლიძე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. “კარგად მისმინეთ! ჩემთვის ყველს ადამიანი არის ზვარაკად შეწირული 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის! არ გაბედოთ კონტექსტიდან სიტყვების ამოგლეჯა! ცხრა აპრილი უდიდესი ტრაგედია იყო მთელი საქართველოსთვის და მისი ამბავი რეზო ჩხეიძემ და ჩვენ გავიტანეთ საფრანგეთში და ჰოლანდიაში, ჩვენს თეატრთან ერთად!  გოგი მესხიშვილმა ერთ ღამეში, სასტუმროს […]



CIDA ეხმაურება სახალხო დამცველის დასკვნას მათი ყოფილი დირექტორის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველის დასკვნას, რომლითაც დადგინდა სექსუალური შევიწროების სამი შემთხვევა ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მხრიან. ორგანიზაცია აღწერილ შემთხვევებს "სამწუხაროს" და "მიუღებელს" უწოდებს და "სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ ქალებს, ვისი უფლებებიც დაირღვა". განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: "აქვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზვიად დევდარიანი აღარ მუშაობს სიდაში და არ აქვს კავშირი ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან 2018 წლის მარტიდან". Читать дальше...

კახა კალაძე:“ნაციონალური მოძრაობა“ წითელ ხაზებს გასცდა

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები უკავშირდება არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს და ამ სცენარისთვის იგი ყველა ინსტრუმენტს იყენებს-განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. „ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ, სცადეს ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება“-აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის. Читать дальше...

გერმანიაში დააკავეს პირი, ბრალდებული ნაქურდალი ჯონ ლენონის დღიურების გაყიდვაში

Radiotavisupleba.ge 

ბერლინში პოლიციამ დააკავა 59 წლის მამაკაცი, რომელიც ცდილობდა გაეყიდა ნაქურდალი ჯონ ლენონის დღიურები და ასევე სხვა ნივთები, რომელიც ანსამბლ "ბითლზის" ლეგენდარულ მომღერალს ეკუთვნოდა. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ეჭვმიტანილმა, რომელიც გერმანიის გენერალური პროკურატურის 12 ნოემბრის ცნობაში მოხსენიებულია მხოლოდ როგორც ერჰან გ., 2014 წელს სააუქციონო სახლს ბერლინში დაავალა აღნიშნული ნივთების გაყიდვა, რისთვისაც ავანსად მიიღო 750 ათასი ევრო (884 000 ევრო). მათ შორის იყო ლენონის ბოლო დღიური, დათარიღებული 1980 წლის 8 დეკემბრით... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე:“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 12 ნოემბერს გამართული ბიუროს სხდომაზე: „უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე - სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათიათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. Читать дальше...

ერთპარტიული სისტემა უნდა დაინგრეს

Radiotavisupleba.ge 

ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დღევანდელ აქტივისტებს ერთმანეთის განადგურება აქვთ განზრახული და ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოსპობით ქვეყანა საბოლოოდ გაბრწყინდება.



ანა ფოტიგა: რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ მეტი აქტიურობაა საჭირო

Radiotavisupleba.ge 

პოლონელ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ მომზადებული ანგარიში კოლეგებს მოუწოდებს, ევროკომისიაში შეიქმნას ახალი თანამდებობა პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად და გამოიყოს დამატებითი რესურსები ევროკავშირის შესაბამისი სამსახურისათვის, რომელიც რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიის წინააღმდეგ უკვე მუშაობს.

სალომე ზურაბიშვილი: მე არ ვემუქრები არც ერთ ჯარისკაცს

Radiotavisupleba.ge 

„მე არ ვემუქრები არც ერთ ჯარისკაცებს  და პირიქით, ამ დილითაც გამოვთქვი ის, რომ ის პატივისცემა რაც მე მაქვს და გამაჩნია ჯარის, სამხედრო ძალების მიმართ. სწორედ ეს ადამიანები შეურაცხყოფენ ამ ღირსებას, რაც არის ჩვენი სამხედრო ძალების ღირსება, როცა მანიპულებენ, მუქარით გამოდიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. Читать дальше...

თბილისის მეტროს მუშაობა ნაწილობრივ შეფერხდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მეტროს სადგური-ვარკეთილის მონაკვეთზე მიმოსვლა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა რომ ამის მიზეზი მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა იყო, რის გამოც მისი გვირაბში გადაყვანა გახდა საჭირო. გადაადგილება არ შეფერხებულა საბურთალოს ხაზზე და სადგურიდან მეტრო ახმეტელის მიმართულებით. შეფერხება 18:50-ზე დაიწყო. მანამდე მეტროში კიდევ ერთი ინციდენტი გახდა ასევე 20 წუთიანი შეფერხების მიზეზი. საღამოს 5:30 წუთზე ისნის მეტროსადგურში... Читать дальше...

კოსოვოს პრეზიდენტი: აშშ-სთან შევთანხმდით, რომ საჭიროა სერბიასთან ყოვლისმომცველი შეთანხმება

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩის თქმით, ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმდა, რომ აუცილებელია კოსოვოსა და სერბიას შორის გაფორმდეს საბოლოო და ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულება. ტაჩი ტრამპს 11 ნოემბერს, პარიზში შეხვდა, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისდამი მიძღვნილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, ტრამპი მხარს უჭერს სავალდებულო ძალის ხელშეკრულების გაფორმებას კოსოვოსა და სერბიას შორის. "მადლობელი ვარ მისი და აშშ-ის მხარდაჭერისთვის" - წერს ტაჩი ტვიტერით. კოსოვოს ლიდერი ამბობს, რომ პრიშტინასა და... Читать дальше...

რატომ იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი წინასაარჩევნოდ სამეგრელოში

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ერთ კვირაზე მეტია ზუგდიდში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

აშშ-ის დემოკრატები: შესაძლოა კანონმდებლობა დავუკავშიროთ რუსეთის ჩარევის გამოძიების დაცვას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში დემოკრატების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის განცხადებით, მისი პარტია აპირებს კონგრესს წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც დაიცავს მიმდინარე გამოძიებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. 11 ნოემბერს CNN-თან ინტერვიუში სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა თქვა, რომ მისმა პარტიამ შესაძლოა კანონპროექტი შექმნას საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის დასაცავად იმ შემთხვევაში, თუკი გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, მეტ უიტეკერი უარს არ იტყვის გამოძიების ხელმძღვანელობაზე. Читать дальше...

ფინეთი იკვლევს რუსეთის შესაძლო ჩარევას GPS-ის სისტემაში, ნატოს წვრთნების დროს

Radiotavisupleba.ge 

ფინეთი აცხადებს, რომ იძიებს რუსეთის მხრიდან შესაძლო ჩარევას GPS-ის, ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემის სიგნალში იმ დროს, როცა ფინეთის რეგიონ ლაპლანდიაში ნატოს წვრთნები მიმდინარეობდა. იუწყებიან, რომ ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საჰაერო მოძრაობას. ამ განცხადებით 11 ნოემბერს გამოვიდა პრემიერ-მინისტრი იუხა სიპილია, რამდენიმე დღესი მას შემდეგ, რაც ფინეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურებმა გაფრთხილება გაავრცელეს ქვეყნის ჩრდილოეთში GPS-ის სისტემის მასშტაბურ დარღვევაზე. ანალოგიური გაფრთხილება გაავრცელა მეზობელმა ნორვეგიამაც - იუწყებოდა... Читать дальше...

აქტივისტებმა იური მეჩითოვის ბინის კარი ააჭრელეს

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტებმა კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, იური მეჩითოვის საცხოვრებელი სახლის კარებზე  1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გვარები და ანტისაოკუპაციო სტიკერი მიაკრეს და დატოვეს ნიჩბები იმის მისანიშნებლად,თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი. „ასეთი ადამიანები საქართველოში არ უნდა ჩერდებოდნენ“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ანა ჭარხალაშვილმა იური მეჩითოვის საცხოვრებელ სახლთან. 9 აპრილი იყო  შოუ  და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა  ასეთი შედეგი მიეღოთ. Читать дальше...

ადვოკატის ინფორმაციით, პირი რომელიც სალომე ზურაბიშვილის ემუქრება უკრაინაში იმყოფება

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, პირი, რომელიც ზურაბიშვილს და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა და ამჟამად უკრაინაში იბრძვის ერთ-ერთი შენაერთის შემადგენლობაში. „ქალბატონი სალომეს განცხადების შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მთელი რიგი კომენტარები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირი სიცრუე და ტყუილი. მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება... Читать дальше...

კაძუო იშიგურო, ნობელიატი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“  გთავაზობთ საუბარს თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერალზე, ნობელის პრემიის უკანასკნელ, 2017 წლის ლაურეატზე (წელს ეს პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა) იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალზე, კაძუო იშიგუროზე.


Музыкальные новости
Фрэнк Синатра

Леонардо ДиКаприо может сыграть Фрэнка Синатру в новом байопике Мартина Скорсезе





Персональные новости
#123ru.net

«Символ» от Донстрой победил в премии CRE Awards 2024





“მორიგი ფსევდოპატრიოტული ისტერია…” – გიორგი მაისურაძე (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით  ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები“ შეაფასა. „მე ასე დრამატულად არ აღმიქვამს ეს ამბავი… იური მეჩითოვი არის კერძო პიროვნება და მას ასეთი აზრი აქვს… როდის გაუჩნდა? რა მიზეზებით ? – ეს ალბათ პირადად მას უნდა ვკითხოთ. ის არც ქვეყნის მთავარსარდალია, არც […]

ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა ხორავას საქმის დადგენილებაზე მსჯელობას

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ წევრები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტმა შსს-ს და პროკურატურას მოსთხოვოს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ჩაწერილია ხორავას საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დადგენილების პროექტში. ოპოზიცია მოითხოვს ამ დადგენილების განხილვას მიმდინარე კვირაშივე.  კერძოდ, როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე აცხადებს,  საუბარია სამი ძირითადი რეკომენდაციის შესრულებაზე: ·       დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ... Читать дальше...

ფესტივალი, სახელწოდებით „თეთრი ხიდი“, ბრალდებების საგნად იქცა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის მერიას, შესაძლოა, საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლონ. საქმე ეხება გასულ კვირაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალაქში ჩატარდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, სახელწოდებით „თეთრი ხიდი.“

მაკრონი და მერკელი შეუერთდნენ უკრაინაში სეპარატისტული კენჭისყრის საერთაშორისო კრიტიკას

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთმა და გერმანიამ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ჩატარებულ არჩევნებს უწოდეს "უკანონო და არალეგიტიმური", რითიც შეუერთდნენ ამ კენჭისყრის საერთაშორისო კრიტიკას. კიევი და მისი საერთაშორისო მხარდამჭერები აცხადებენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ადგილებში 11 ნოემბერს ჩატარებული კენჭისყრა კიდევ უფრო გაართულებს იმ კონფლიქტის დასრულებას, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. თუმცა, მოსკოვი აცხადებს... Читать дальше...

„თვალი რომ გავახილე, სისხლის გუბეებს ვხედავდი“ - თბილისში ორი ტრანსგენდერი ქალი სცემეს

Radiotavisupleba.ge 

გვიან ღამით თბილისში, გმირთა მოედანზე, ორი ტრანსგენდერი ქალი სცემეს. ორივეს ტვინის შერყევა აქვს, სახეზე ფიზიკური დაზიანებები:  გატეხილი ცხვირი, ჩამოხეული ყური, დალურჯებული თვალი.

ამ სერიაში ონისეს მივაგებთ ჯეროვან პატივს

Radiotavisupleba.ge 

ონისე ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და უცნაური მუსიკოსია საქართველოში. ცოტა თეთრი ყვავია - არც პოპია და არც ანდერგრაუნდი. თავისი თავის ტიპია და მაგიტომაცაა ეგეთი მაგარი.

Спорт в России и мире
Москва

Депутат Московской областной Думы провела осмотр ФОКа в Волоколамске


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Москвичам назвали пять мест, где можно полюбоваться цветущей сакурой





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о формировании взаимовыгодного международного сотрудничества


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Это не бомжовые заведения»: 72-летний Александр Розенбаум зарабатывает миллионы на пивном бизнесе



Москва

Синоптик Жуков рассказал о погоде в Москве и Подмосковье в начале мая 2024 года

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net