123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 06.11.2018

სკანდალური ინფორმაცია გრიგოლ ვაშაძის შესახებ (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შესახებ “ობიექტივი”-ს ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში შვეიცარიის გაეროს სპეციალური ორგანოებიდან დაახლოებით 200 საბჭოთა დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გამოაძევეს, რომელთა შორის გრიგოლ ვაშაძეც აღმოჩნდა .

მონაკოში დააკავეს რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლევი

Radiotavisupleba.ge 

მონაკოში დააკავეს რუსი მილიარდერი, საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მფლობელი დმიტრი რიბოლოვლევი. საფრანგეთის გაზეთ „ლე მონდის“ ინფორმაციით, მას კორუფციაში ეჭვმიტანის საფუძველზე დაკითხავენ. ამავე წყაროს თანახმად, რიბოლოვლევი 6 ნოემბრის დილას დააკავეს და გაჩხრიკეს მისი სახლი. ბიზნესმენმა 2011 წელს შეიძინა „მონაკოს“ საკონტროლო პაკეტი. საინფორმაციო საშუალებებში ადრე გავრცელებული ცნობებით, რიბოლოვლევი კლუბში ფულს დებდა ფინანსური წესებისათვის გვერდის ავლით. კლუბი უარყოფს ასეთ ბრალდებებს. გამოცემა „ფორბსის“ რეიტინგით... Читать дальше...

გაერო უარყოფს, რომ პაკისტანიდან წასვლა აიძულა სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის ადვოკატს 

Radiotavisupleba.ge 

გაერო უარყოფს, რომ პაკისტანიდან გამგზავრება აიძულა ადვოკატს, რომელმაც წარმატებით დაიცვა მკრეხელობისათვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის, ეიჟა ბიბის ინტერესები. ადვოკატი საიფულ მულოკი ნიდერლანდში გაემგზავრა, როცა პაკისტანში ისლამისტები მართავდნენ საპროტესტო აქციებს ბიბის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ 31 ოქტომბერს გააუქმა მისთვის გამოტანილი განაჩენი. მაგრამ 3 ნოემბერს მთავრობა შეუთანხმდა ისლამისტების პარტია თეჰრიკ-ე-ლაბაიკს, რომ პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ, მთავრობა... Читать дальше...



როგორ შევძელით? - ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძის „რუს პიარტექნოლოგთან“

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის კულისებზე გვიამბობს გრიგოლ ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი.

ერთი მეჩეთი ბათუმში

Radiotavisupleba.ge 

ერთი მეჩეთი ბათუმში და იმედგაცრუებული ქართველი მუსლიმები. ბათუმის მოსახლეობა წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ მათ მხოლოდ ერთი სალოცავი დაუტოვეს. მეჩეთის ისტორია ბათუმში - ვუყურებთ სოციალურ ანტროპოლოგ თამთა ხალვაშთან ერთად.

დაგროვებითი პენსია - რა უნდა ვიცოდეთ

Radiotavisupleba.ge 

პირველი იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა.

საგარეო უწყება გმობს სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის გასამაგრებელი სამუშაოების დაწყებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების დაწყებას, რასაც მოიხსენიებს „ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებად“. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც 6 ნოემბერს გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე. სოფელი ატოცი ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. უკანონო სამუშაოები ტარდება ატოცთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს „საქართველოს... Читать дальше...

ევროკომისარი ჰანი: "არარეალურია" თურქეთის „თვალსაწიერ მომავალში“ გაწევრიანება ევროკავშირში

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ „არარეალურია თვალსაწიერ მომავალში თურქეთის გაწევრიანება ევროკავშირში“. გერმანიის გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში, ჰანმა აღნიშნა, რომ უფრო კეთილსინდისიერი საქციელი იქნებოდა „თურქეთის მიღებაზე მოლაპარაკების შეწყვეტა“ და კონცენტრირება თანამშრომლობაზე ისეთ სფეროებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია. ჰანმა აღიარა, რომ ამჟამად, პრაქტიკულად, შეწყვეტილია თურქეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები ევროინტეგრაციის საკითხზე. Читать дальше...



რა დგას ოთარ ფარცხალაძის ძალადობის უკან?

Radiotavisupleba.ge 

ოთარ ფარცხალაძეს სჯიან, მაგრამ სჯიან მსუბუქად. საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს გამოძიება მხოლოდ ცემისა და ძალადობის ფაქტის გამო ედავება.

ხარვეზები თუ დაუსრულებელი სამუშაო საზეიმოდ გახსნილ „თეთრ ხიდზე“?

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის ისტორიულ ნაწილში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ახლახან რეკონსტრუირებული „თეთრი ხიდის“, ხარვეზებმა მისი ოფიციალური გახსნიდან ორ დღეში იჩინა თავი.

გურამ კაშია - „ძლიერები არ ძალადობენ“

Radiotavisupleba.ge 

ბულინგის წინააღმდეგ მიმართული სოციალური პროექტის - „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გურამ კაშია პროექტის ფარგლებში ესტუმრა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას. მოსწავლეებთან საუბრის შემდეგ, სტუმარ-მასპინძლებმა ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრაც ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა ამავე პროექტში ჩართული თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმაც მიიღეს. „ძლიერები არ ძალადობენ. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორებს. ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და მიხარია, რომ მეც ჩართული ვარ ამაში. Читать дальше...

ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი კახეთში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

Radiotavisupleba.ge 

სჯერა თუ არა მოსახლეობას ახალი დაპირებების და რას ფიქრობენ ექსპერტები რეგიონში დაანონსებულ მოსალოდნელ ცვლილებებზე?

რა აჩვენა ბავშვის მკვლელობის გამო გორში გამართულმა აქციამ?

Radiotavisupleba.ge 

გორის ცენტრში საპროტესტო აქცია 5 ნოემბერს, საღამოს 8 საათის შემდეგ დაიწყო. 25 ოქტომბერს მოკლული გოგონას ოჯახის წევრები და ნათესავები ათეულობით ადამიანის თანდასწრებით მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდნენ.

ბათუმს თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი ექნება

Marshalpress.ge (მარშალ) 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად გაეცნო. საცხოვრებელი 200 სტუდენტზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ოთხსართულიანი შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის. „უახლოეს მომავალში დასრულდება როგორც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კამპუსის, ისე სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება... Читать дальше...

ფეისბუკმა დაბლოკა 115 ექაუნთი აშშ-ის ხელისუფლებისაგან გაფრთხილების საფუძველზე

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკი აცხადებს, რომ დაბლოკა 115 ექაუნთი მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის ხელისუფლებამ გააფრთხილა, სავარაუდოდ, უცხო ქვეყანასთან დაკავშირებული საეჭვო აქტივობების შესახებ. კომპანიის ნაბიჯი, რომლის შესახებაც 5 ნოემბრის საღამოს გახდა ცნობილი, რამდენიმე საათში მოჰყვა აშშ-ის სამართალდამცავი უწყებების გაფრთხილებას ამერიკელი ამომრჩევლებისადმი, რომ 6 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნების დროს სოციალურ მედიაში შესაძლოა, ყალბი ცნობების გავრცელება სცადონ რუსეთმა, ირანმა და სხვა ქვეყნებმა. გასულ კვირაში გამოქვეყნებული კვლევით... Читать дальше...

ატოცთან ოკუპანტებმა ე.წ. სასაზღვრო სამუშაოები განაახლეს

Radiotavisupleba.ge 

ოსური მედიის ინფორმაციით ზნაურის რაიონის სოფელ ბალთას მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა და რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ერთკილომეტრიანი ღობე აღმართეს და ეს ეგრეთ წოდებული საზღვრის დაცვის გასაუმჯობესებლად გააკეთეს. სოფელი ბალთა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს ესაზღვრება. ატოცის მცხოვრებლების თქმით, აქტიური მოძრაობა შეინიშნება ატოცის მოპირდაპირედ მდებარე სოფელ ბალთასთან, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. Читать дальше...

საფრანგეთში დააკავეს ექვსი ადამიანი პრეზიდენტზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანით

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში დააკავეს ექვსი ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მზადებაში. ამის შესახებ იუწყება საფრანგეთის საინფორმაციო ტელეარხი BFMTV. მისი მონაცემებით, დაკავებულ იქნენ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევრები და მათ კვალს მიაგნეს გამოძიებისას, რომელიც დაიწყო პრეზიდენტის მიმართ მუქარის გამო. ჯერ არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება დაკავების შესახბ.

ვის დარჩება კონგრესი

Radiotavisupleba.ge 

დიდი ანგარიშით, 6 ნოემბრის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს არა მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 მანდატის ბედი, არამედ იგი დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იმოქმედებს პრეზიდენტობის ვადის დარჩენილ ორ წელიწადში დონალდ ტრამპი.


Музыкальные новости
Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)





Персональные новости
Эвелина Блёданс

Звезды шоу-бизнеса Эвелина Бледанс, Костя Дзю, Катя Лель, Катя Гордон примут участие в церемонии награждения премии «PERSONO года 2024»





უკრაინის მმართველი კოალიცია მხარს არ უჭერს გენერალური პროკურორის გადადგომას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა ირინა გერაშჩენკომ განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია მხარს არ უჭერს გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადადგომას. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, გერაშჩენკომ ეს განცხადება გააკეთა სამშაბათს პარლამენტში გამოსვლისას. მან პარლამენტოს თავმჯდომარეს მოუწოდა, კენჭისყრაზე გაიტანოს ლუცენკოს გადადგომის საკითხი, რათა „ყველამ ნახოს“, რამდენი ხმა იქნება კოალიციიდან. მანამდე გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ სამშაბათს... Читать дальше...

მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის ადვოკატი: ქვეყანა დავტოვე ჩემი სურვილის საპირისპიროდ

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანში მკრეხელობისთვის სიკვდილმისჯილი ქრისტიანი ქალის ადვოკატმა განაცხადა, რომ აიძულეს პაკისტანი დაეტოვებინა და ნიდერლანდში ჩასულიყო. მისი კლიენტი, ასია ბიბი, პაკისტანის სასამარლომ გაამართლა და მას მერე მისი ადგილსამყოფელი, უსაფრთხოების მოსაზრებით, უცნობია. ადვოკატ აიფულ მულუკის თანახმად, გაერომ და ევროკავშირმა უზრუნველყო მისი წასვლა პაკისტანიდან საკუთარი სურვილის საპირისპიროდ, სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო. მულუკმა პრეს-კონფერენციაზე ჰააგაში განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა გაეროს ოფიციალური თანამშრომელი ისლამაბადში მას მერე... Читать дальше...

რუსთავში ზაზა სარალიძის პროცესი დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზაზა სარალიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითს. პროცესის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ იცის რისთვის დაიბარეს სასამართლოში და რაში სდებენ ბრალს. პროკურატურის განცხადებით, ზაზა სარალიძეს ბრალი ედება სისიხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პრიმა მუხლის პირველი ნაწილით: პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული კომენტარის მიხედვით, ბრალდების... Читать дальше...

ავღანეთში დაუდგენელმა სენმა 12 ახალშობილი იმსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

12 ახალშობილი დაიხოცა ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთში „უცნობი და ჯერ დაუდგენელი წარმოშობის“ სენის გამო. იტალიის არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც საავადმყოფოს მართავს, განაცხადა 5 ნოემბერს, რომ ახალშობილები დაიხოცნენ წინა დღით მის სამშობიარო კლინიკაში პანჯშირის პროვინციის, ანაბადის ოლქში. ორგანიზაციის განცხადებით, ახალშობილები, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ და ანტიბიოტიკით მკურნალობას უწევდნენ, დაიხოცნენ ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში სეფსისის, გართულებული ინფექციის შედეგად. საავადმყოფომ... Читать дальше...

მაკრონი ევროპისთვის აუცილებლად მიიჩნევს არმიას, რომელიც მას დაიცავს რუსეთის, ჩინეთისა და "შტატებისგანაც კი"

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის აზრით, ევროპისათვის აუცილებელია საკუთარი არმია, რათა თავი დაიცვას "რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგანაც კი". ეს აზრი მაკრონმა რადიო „ევროპა 1“-თან ინტერვიუში გამოთქვა. მის თქმით, ევროპის ქვეყნებმა უნდა შექმნან ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ იქნებიან დამოკიდებული აშშ-ზე და დამოუკიდებლად იმოქმედებენ. როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროპის მეზობლად არსებობს სულ უფრო მეტი ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც ევროპას საფრთხეს უქმნის კიბერსივრცეში და ერევა დეოკრატიაში. Читать дальше...

ეროვნული ბანკი: ლარის კურსი არჩევნების ზემოქმედების შედეგია, დოლარის ფასი კი გადაჭარბებული

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობა არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს და ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც ახასიათებს მოკლევადიანი მერყეობა. ეროვნული ბანკი „დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Сотрудник ОМОН «Крепость» стал бронзовым призером на соревнованиях Центрального округа Росгвардии по боксу


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Пятая ракетка мира Пегула не выступит на турнире WTA 1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Московскую компанию заподозрили в хищении 103 млн рублей при реализации нацпроекта в Орле





Путин в России и мире
Москва

Киркоров и Пелагея спели для амурчан-бамовцев в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

VII Всебелорусское народное собрание: основные заявления Александра Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Во Франции назвали бредом слова Зеленского про угрозу Путина Европе


Навальный в России и мире
Москва

Патриарх Кирилл запретил в служении священника, проводившего панихиду по Алексею Навальному



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт «Юрий Башмет, Константин Хабенский, ансамбль «Солисты Москвы». К. Сен-Санс «Карнавал животных»



Москва

В Якутске открылась первая в России мастерская креативных профессий

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net