123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 09.11.2018

თქვენი ყაყანის ხელში ეს ამბავი არ მოხდება- თაკო ჩარკვიანმა გადაცემა დატოვა (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “პირისპირ” ეთერის დასრულებამდე დატოვა და განაცხადა, რომ სტუდიაში მყოფი სტუმრების ყაყანის ხელში ეს ამბავი არ მოხდება და  ქვეყანა არ აშენდება.

მოსკოვმა პროტესტი გაიმოთქვა ცნობის გამო, რომ ავსტრიელი ოფიცერი რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა ავსტრიის ხელისუფლების განცხადების თაობაზე, რომ ავსტრიის არმიის ყოფილი ოფიცერი მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. სამინისტრო თვლის, რომ ამას მოჰყვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გართულება. საგარეო უწყება აცხადებს, რომ ავსტრიის მხარის საჯარო განცხადებები გაუგებრობას იწვევს. მოსკოვის რეაქცია მოჰყვა ავსტრიის მთავრობის მიერ პრესით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი ავსტრიის არმიის ყოფილი ოფიცერი. Читать дальше...

"თალიბანი არ არის მზად ავღანეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად"

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში ავღანეთის თაობაზე გამართულ კონფერენციაზე თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თალიბანი არ არის მზად ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელთან მოსალაპარაკებლად. თალიბანის დელეგაცია ამგვარ შეხვედრას მოსკოვში პირველად დაესწრო. ქაბულის მთავრობამ არ გაგზავნა მოსკოვში სამთავრობო დელეგაცია. რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მშვიდობის უზენაესი საბჭოს დელეგაცია, რომელიც არა სამთავრობო, არამედ ეროვნული გაერთიანებაა. მხარეებმა მოსკოვის შეხვედრის თაობაზე განაცხადეს, რომ წინსვლა მიღწეული არ ყოფილა. თალიბების დელეგაციის ლიდერმა... Читать дальше...



სამბისტი ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

Radiotavisupleba.ge 

ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საჭიდაო სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამბოში 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება, რომელსაც ბუქარესტი მასპინძლობს, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ოძელაშვილმა 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს აჯობა და მსოფლიოს კონკურენციაში ზედიზედ ორჯერ (2016 და 2017 წლებში) მოპოვებულ ბრინჯაოს მედლებს ოქროც მიამატა. 9 ნოემბერს საქართველოს სახელით მსოფლიოს კვარცხლბეკზე კიდევ ორი სამბისტი ავიდა - გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა... Читать дальше...

ტაჯიკეთის საპატიმროში ამბოხის უკან ისლამური სახელმწიფოს წევრი იდგა

Radiotavisupleba.ge 

ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი „მებრძოლია“, პასუხისმგებელი ტაჯიკეთის ჩრდილოეთში 7 ნოემბერს მომხდარი ამბოხების დაწყებისთვის. ისლამური სახელმწიფოს განცხადებით, რომელიც სააგენტო „ამაყმა“ გაავრცელა, ამბოხება მაშინ დაიწყო, როცა ისლამური სახელმწიფოს წევრი თავს დაესხა საპატიმროს გუშაგს. ტაჯიკეთის მთავრობასთან და უშიშროების სამსახურთან დაახლოებულმა პირმა რადიო თავისუფლებას უთხრა 9 ნოემბერს, რომ ხუჯანდის ციხეში მოწყობილი ამბოხების ორგანიზატორები იყვნენ ისლამურ სახელმწიფოს მომხრეები, რომლებიც... Читать дальше...

შინ - უცხოეთში: მანქანის "ევაკუაცია" ბერლინში

Radiotavisupleba.ge 

როცა ბერლინში მანქანა არ იქოქება, ან ძვირფასი "ოლდტაიმერია" სადმე გადასაყვანი გამოფენაზე, მიმართავენ ჯაბა ელიკაშვილს, ევაკუატორის საგანგებო სერტიფიკატის ქართველ მფლობელს. რუბრიკის ავტორი, ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი ჯაბა ელიკაშვილთან ერთად ბერლინის ქუჩებში.

პრევენცია და არა პროვოცირება

Radiotavisupleba.ge 

როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ, თუ მის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განხორციელდა? როგორ უნდა შესრულდეს ალიანსის ხელშეკრულების სახელგანთქმული მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულება, რომ ნატოს ყველა დანარჩენი წევრი მხარში უნდა ამოუდგეს აგრესიის სამიზნედ ქცეულ ქვეყანას? ნატო რეგულარულად ატარებს წვრთნებს კრიზისისთვის მოსამზადებლად. წელს ყურადღების ცენტრში ნორვეგია მოექცა - ერთ-ერთი ნატოს ექვსი წევრიდან, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.

სასწავლო ცენტრი - მეტი ნატოსთვის საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

რა არის რა მისია აქვს 2015 წელს გახსნილ „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს" და როგორ ემზადება ცენტრი 2019 ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისთვის, რომელიც ქართული მხარის ხელმძღვანელობით უნდა ჩატარდეს.



თავისუფლების #კითხვები: გლობალური დათბობა

Radiotavisupleba.ge 

მეცნიერები შიშობენ, რომ თუ ინდუსტრიულ საქმიანობას ადამიანები ამ ტემპით განაგრძობენ, შესაძლოა გლობალური დათბობა გარდაუვალი გახდეს. საშიშ ზღვარს კი დედამიწას 1,5 გრადუსი უკლია.

ნატოს სამკაპის ტრაექტორია

Radiotavisupleba.ge 

წარმოსახული აგრესიის შესაკავებლად ნატომ ნორვეგიის ნაპირებთან თავი მოუყარა რეალურ ძალას. წვრთნებში, სახელწოდებით "ტრაიდენტ ჯანკჩერი", რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც „სამკაპის გაერთიანება“, 65 გემი, 250 საფრენი აპარატი, ათიათასობით საბრძოლო მანქანა და ჯარისკაცი მონაწილეობდა. რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების გათვალისწინებით, პრევენციული ხასიათის სწავლების დაწყებას ნატოს გენერალური მდივნის შესაბამისი განმარტებებიც ახლდა.

დავით ზალკალიანი: ოკუპაცია მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან

Radiotavisupleba.ge 

ვიდეო, რაც ვრცელდება სოციალურ მედიაში, კიდევ უფრო ამძიმებს იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რომელმაც ვერ შეძლო აეცილებინა ეს მძიმე შედეგი, -  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის გამო, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყო. "ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და მიმდინარეობს ფაქტობრივი ანექსია, რაც არის ის, რაც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან. Читать дальше...

თინა ხიდაშელი: ორივე ერთმანეთს აბრალებს პრორუსულობას და ორივე ამტკიცებს პრორუსულობას

Radiotavisupleba.ge 

2015 წელს, როდესაც თბილისთან ახლოს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაფუძნდა, თავდაცვის მინისტრი იყო თინა ხიდაშელი. „საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია - ჩვენ ვიღვწით, რათა გავხდეთ დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - ეს სიტყვები თინა ხიდაშელმა 2015 წლის 27 აგვისტოს წარმოთქვა. რამდენად მიუახლოვდა საქართველო მის მთავარ სტრატეგიულ მიზანს? როგორ აღიქმება საქართველოს პროდასავლური კურსისადმი ერთგულება იმ ფონზე, როდესაც... Читать дальше...

11 რჩევა ხელისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას 11 რჩევას აძლევს და პასუხს ელის. არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ბოლო თვეების მოვლენებმა - მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებმა - აჩვენა, რომ საქართველოში სისტემური პრობლემებია.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „დიპლომატის დღე“ მისი დაარსებულია

Radiotavisupleba.ge 

„მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ", - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. საქართველოში დიპლომატის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. "დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მეც კი არა... Читать дальше...

ქუთაისის ყოფილი მერის სამოქალაქო კამპანია

Radiotavisupleba.ge 

შოთა მურღულიას შეფასებით, მოსახლეობა გაბრაზებულია, მაგრამ ქუთაისში არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვება, მაინც მოქალაქეებთან კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგია.

მელბურნში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“

Radiotavisupleba.ge 

ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა მელბურნში მომხდარ თავდახმაზე. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ჯერ ავტომობილით შევარდა სავაჭრო ცენტრში, შემდეგ კი გამვლელებს დანით დაესხა თავს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაიჭრა. თავად თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს. მათი ცნობით, იგი წარმოშობით სომალელია.

ბრძოლა დევნის წინააღმდეგ, ბრძოლა პრეცედენტისთვის

Radiotavisupleba.ge 

სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი განცხადებების გამო ჟურნალისტ ნათია კობერიძის მიმართ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოთქმულ მუქარაზე ბრალდებულ პირს პროკურატურამ ბრალი შეუცვალა.

ქუთაისში გაიმართა აქცია - "თანასწორობა გვჭირდება"

Radiotavisupleba.ge 

"დიასახლისი არ არის უფასო მუშახელი", "კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ გვჭირდება",- ამ და სხვა სლოგანებით ქუთაისში აქცია მოეწყო. პერფორმანსი "თანასწორობა გვჭირდება" კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. კამპანიის მიზანია საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება იმ უთანასწორობის შესახებ, რომელიც არსებობს ეკონომიკაში ქალებსა და მამაკაცებს შორის. მათ შორისაა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ქალებისათვის, სახელფასო ანაზღაურებას შორის სხვაობა და სხვა. "ეს ის საკითხებია... Читать дальше...


Музыкальные новости
Моргенштерн

Моргенштерну* не нужны деньги? Рэпер рассказал о своем отношении к богатству





Персональные новости
#123ru.net

Объявленный в розыск житель Майминского района оплатил почти миллион рублей задолженности по алиментам





მალხაზ კობაურის ადვოკატი ბრალის დამძიმების საფუძველს ვერ ხედავს

Radiotavisupleba.ge 

გამოძიებამ მტიცებულების გარეშე გადაწყვიტაბრალის დამძიმება,- აცხადებს ხადის ხეობაში მოკლული სმითების საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ლექსო კობაიძე. „გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია. თუმცა, მათ მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ. ბრალი დაფუძნებულია მხოლოდ სპერმის აღმოჩენაზე და ამ მტკიცებულებაზე, თუმცა ჩვენ ამ მტკიცებულებას სადავოს ვხდით. მით უმეტეს მკვლელობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“,- უთხრა კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ ინტერპრესნიუსს. პროკურატურამ... Читать дальше...

“იი სალიომე მოღალატეაზე“ რომ დაგკერავენ ისევ ეს მანიაკი “ნაცები”… აი, იმ უტ**მოყვარეო ქართველებს არ უნდათ ეს მრავალცოცხნანახი სამშობლო – ტორონჯაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ქალთა უფლებების დამცველი, ბლოგერი ირინა ტორონჯაძე სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ასე ეხმაურება: „იიი სალიომე მოღალატეაზე“- რომ დაგკერავენ ისევ ეს მანიაკი “ნაცები” – 26 მაისს სახურავზე შემოყრილ ტრუპებს რომ ზეიმობდნენ და ტ***ში ცოცხებს შემოგახაზინებენ – აი, მაგ უტ**მოყვარეო ქართველებს არ უნდა ეს მრავალცოცხნანახი სამშობლო. და ვინც – „რაღაც მესამე ძალას მიცა“ – იქნებ ზურგის […]

სომხეთის ელჩი გერმანიაში დადანაშაულებულია მაფიასთან კავშირში

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს თანამდებობას ჩამოაშოროს აშოტ სმბატიანი, ქვეყნის ელჩი ბერლინში, რომელსაც, გერმანიის მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო კავშირი ჰქონდა ქვეყანაში მოქმედ სომხურ მაფიოზურ ჯგუფთან.

ბორჯღალოსნები თბილისში შესრულებულ ჰიმნს იტალიაში თამაშის წინ მოისმენენ

Radiotavisupleba.ge 

„გააგონე ჰიმნი“ - ასე ჰქვია აქციას, რომელიც ქართული რაგბის გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, ფლორენციაში მყოფ საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრებს მხარში დგომა თბილისიდან, რესპუბლიკის მოედნიდან აგრძნობინონ. 10 ნოემბერს „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდებიან. ეს არის თამაში, რომელსაც ევროპის სარაგბო სამყარო დიდი ინტერესით ელის. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში უკვე დიდი ხანია, უკან მოიტოვა იტალია, რომელიც ევროპის პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე - ექვს ერზე სტაბილურად აუტსაიდერია. Читать дальше...

ბორჯღალოსნები გულშემატკივრების მიერ თბილისში შესრულებულ ჰიმნს იტალიასთან თამაშის წინ მოისმენენ

Radiotavisupleba.ge 

„გააგონე ჰიმნი“ - ასე ჰქვია აქციას, რომელიც ქართული რაგბის გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, ფლორენციაში მყოფ საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრებს მხარში დგომა თბილისიდან, რესპუბლიკის მოედნიდან აგრძნობინონ. 10 ნოემბერს „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდებიან. ეს არის თამაში, რომელსაც ევროპის სარაგბო სამყარო დიდი ინტერესით ელის. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში უკვე დიდი ხანია, უკან მოიტოვა იტალია, რომელიც ევროპის პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე - ექვს ერზე სტაბილურად აუტსაიდერია. Читать дальше...

ბორჯღალოსნების შემადგენლობა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 10 ნოემბერს გასამართი მატჩისთვის. ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა დაასახელა ბორჯღალოსნების სასტარტო და სათადარიგო შემადგენლობა, რომელსაც იტალიის წინააღმდეგ ათამაშებს. საქართველოსა და იტალიის მატჩი ფლორენციაში 10 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

Спорт в России и мире
Москва

Баскетболист ЦСКА Хэнлан назвал Москву лучшим местом для жизни


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Хромачёва и Бабош выиграли турнир WTA в Руане в парном разряде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Кабардино-Балкарии стартует крупнейшая экологическая акция «Вода России»





Путин в России и мире
Москва

Путин сказал Алиеву: "Пора!". Новый БАМ пройдет через Кавказ. Транспортным коридором "Север — Юг" Россия и Азербайджан перешли дорогу Западу


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске открывается ВНС: что будет




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Во Франции назвали бредом слова Зеленского про угрозу Путина Европе


Навальный в России и мире
Москва

Патриарх Кирилл запретил в служении священника, проводившего панихиду по Алексею Навальному



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Старшая дочь Оксаны Самойловой и Джигана призналась, боялась ли она развода родителей



Москва

Андрей Воробьев рассказал о подготовке к акции "День добрых дел"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net