რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა
ლეგენდარული რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. რეჟისორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ცნობილი რეჟსორი და მწერალი ბერნარდო ბერტოლუჩი 1940 წლის 16 მარტს იტალიის ქალაქ პარმაში დაიბადა. ბერნარდო ბერტოლუჩი აშშ–ს კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ მფლობელი გახლავთ ფილმისათვის „უკანასკნელი იმპერატორი“.