საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზღვო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა რუსი მესაზღვრეების იერიში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებზე. ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ მსგავსი ქმედება ხელყოფს მთელი რეგიონის უსაფრთხოებასაც. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ყურადღებით აკვირდება ქერჩის სრუტეში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს და სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.