„ქართული მარშის“ ნაწილი არჩევნების მეორე ტურს ემიჯნება
„ქართული მარშის“ ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.
„ჩვენ “არას” ვეუბნებით გრიგოლ ვაშაძეს და ამავე დროს “არას” ვეუბნებით სალომე ზურაბიშვილს“, - აღნიშნა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.
„ჩვენი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა განსხვავებულია. სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება ქართველი ერის ინტერესების განმახორციელებელი. ჩვენი გზა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გზაა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე.