Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 13.11.2019

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ემზარ კვიციანის ძმისშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გახსნას ადასტურებენ, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ. უწყების განმარტებით, ერთი მამაკაცი დაკავებულია, როგორც ბრალდებული”- წერს სააგენტო. ბექა კვიციანი მოკლულის შვილის ნათლიაა.

უილიამ ტეილორი იმოწმებს წყაროს, რომ ტრამპი ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებით უფრო იყო დაინტერესებული

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, უილიამ ტეილორის თქმით, ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გორდონ სონდლენდმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ გამოძიების წარმოებით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე უკრაინის მიმართ პოლიტიკით. ეს განცხადება ტეილორმა 13 ნოემბერს გააკეთა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დაწყებული საჯარო მოსმენების პირველ დღეს. მოსმენების მიზანია, დაადგინოს, ცდილობდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას... Читать дальше...

საოკუპაციო ძალებს დაკავებული ჰყავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანოოდ ჰყავთ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. მის გასათავისუფლებლად კი მუშაობა მიმდინარეობს. სუსის ცნობით, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებული პირის ვინაობას არ ასახელებს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 13 ნოემბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 9 და 11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაუკავებიათ კიდევ ორი მოქალაქე... Читать дальше...



კიევმა გაეროს სასამართლოში გაგზავნა რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების დევნასთან დაკავშირებული მასალები

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ საერთაშორისო ტრიბუნალებში, მათ შორის გაეროსა და ჰააგის ტრიბუნალებში, გააგზავნა იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალები, რომლებითაც რუსეთი ასამართლებს ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ წევრებს. კიევი ყირიმელი თათრების დევნას უკანონოდ მიიჩნევს და მოსკოვის ქმედებებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად აფასებს. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2003 წელს „ჰიზბ უტ-ტაჰრირი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. 12 ნოემბერს დონის როსტოვის სასამართლომ მორიგი საბრალდებო განაჩენები გამოუტანა ანექსირებული ყირიმის ექვს მაცხოვრებელს. Читать дальше...

მეტი უსაფრთხოება თუ ტოტალური კონტროლი?

Radiotavisupleba.ge 

ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა უწყების ინფორმაციაზე წვდომა სუს-ს ექნება, ის ჩაატარებს მათი ინფორმაციული სისტემების კონტროლსაც. კანონპროექტით განისაზღვრება კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის 3 კატეგორიის სუბიექტი, ანუ ის ჯგუფები, რომელთა შეუფერხებელი მუშაობაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, შესაბამისად, საჭიროა მათი დაცვა კიბერშეტევებისგან. Читать дальше...

ირაკლი შიოლაშვილი: რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას

Radiotavisupleba.ge 

სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საღამოს გამართული შეხვედრის შესახებ ჰყვება. „საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ... Читать дальше...

ვენეციის ხელისუფლებამ ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო ვითარება გამოაცხადა

Radiotavisupleba.ge 

ვენეციის ხელისუფლებამ ძლიერი წყალდიდობის გამო ქალაქში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. წყლის დონემ 187 სანტიმეტრით გადააჭარბა საშუალო დონეს, რაც მხოლოდ 7 სანტიმეტრით ნაკლებია 1966 წლის წყალდიდობაზე, რომელიც ყველაზე დიდი წყალდიდობა იყო, რაც კი ოდესმე აღრიცხულა ვენეციაში. წყალმა დატბორა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა - წმინდა მარკოზის მოედანი. ოთხშაბათს იქ წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია. წმინდა მარკოზის ბაზილიკა მეექვსედ დაიტბორა უკანასკნელი 1200 წლის განმავლობაში. ზარალი მიადგა სხვა ღირსშესანიშნაობებსაც. Читать дальше...

თხრილში ჩავარდნილი კაცი გაუფრთხილებლობისთვის დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, სადაც გზის საფრის სარემონტო სამუშაოები, უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, 16 ოქტომბერს მოქალაქე საკუთარი ავტომობილით თხრილში ჩავარდა. მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაზარალებულმა პატრულის ეკიპაჟი გამოიძახა და აუხსნა, რომ ინციდენტი ცუდად განათებულ, ნახევრად დაგებულ, თხრილებიან გზაზე გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობამ გამოიწვია. პატრულმა დაშავებული მოქალაქე უყურადღებობის გამო 250 ლარით დააჯარიმა. “შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს გზის სამშენებლო მოწყობის სამუშაოები... Читать дальше...



პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

Marshalpress.ge (მარშალ) 

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ე.წ სამოქალაქო აქტივისტები და ნაც.მოძრაობასთან დაკავშირებული ჯგუფები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ არ ჩააგდოს კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს.

დიღმელაშვილი აქციაზე: პროპორციული არჩევნების ჩაგდება პირადად ივანიშვილის ინიციატივა იქნება

Radiotavisupleba.ge 

„არ გაბედო ჩაგდება!“ - პარლამენტის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს აუჯანყდა, რა მოხდება - ხვალ „ტროლმედიები“ დაიწყებენ პასკვილების გამოცხობას“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. მისი თქმით, თუ გაბედეს პროპორციული არჩევნების ჩაგდება, ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. „ჩვენს პროტესტს არ შეიძლება სხვა ადრესატი ჰყავდეს, გარდა ივანიშვილისა. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება... Читать дальше...

დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს აუმხედრდნენ?

Radiotavisupleba.ge 

რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და ვის აწყობს, რომ არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს?

აშშ-ის კონგრესში იმართება პირველი საჯარო მოსმენა ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში იმართება პირველი საჯარო მოსმენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, ახდენდა თუ არა ტრამპი უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინა თავისი პოლიტიკური ოპონენტის, დემოკრატ ჯო ბაიდენისთვის, და თუკი ეს ასე იყო, ექვემდებარება თუ არა ასეთი მოქმედებები იმპიჩმენტს. შესაძლოა ტრამპისთვის სხვა ბრალდებების წაყენებაც, მაგალითად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის თაობაზე. Читать дальше...

ივანიშვილის ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან

Radiotavisupleba.ge 

პარტიაში შექმნილმა კრიზისმა ერთ კაცს ათქმევინა - ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკანო. ეს კაცი დაუმარხავი წევს მოსკოვის შუაგულში და თავისი მდგომარეობით რაღაცნაირად ეხმიანება ჩვენს რეალობასაც, რომელიც სავსეა დაუმარხავი პოლიტიკური გვამებით, თითქოს რომ წავიდნენ, მაგრამ მაინც სულ აქვე რომ არიან და გვიწამლავენ ცხოვრებას აგერ უკვე 30 წელია, მათ შორის, გვიწამლავენ წინ და უკან გადადგმული ნაბიჯებით. სულ ახლახან ვნახეთ, უბოდიშოდ გასტუმრებული პრემიერ-მინისტრი როგორ დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე... Читать дальше...

ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ

News.ge 

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. მთავარი თემა ის ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. საკითხის გარშემო მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ცვლილებას მხარი დაუჭირონ, რადგან, მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას აკისრია. „ბევრი ვისაუბრეთ... Читать дальше...

ესპანეთის პოლიცია ეძებს ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთის პოლიციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ეძებს ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, უგო კარვახალს. მანამდე ესპანეთის სასამართლომ მიიღო აშშ-ისთვის კარვახალის ექსტრადირების გადაწყვეტილება. აშშ-ში მას ბრალად ედება ნარკოტრაფიკის ორგანიზება. კარვახალი ამ ბრალდებებს უარყოფდა. აშშ-ის ხელისუფლებას ასევე იმედი აქვს, რომ მისგან შეძლებს მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი გარემოცვის შესახებ. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ იანვარში ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი... Читать дальше...

ბაქრაძე: დღესაც მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ ისრები ოპოზიციისკენ არ გადმოიტანონ

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი,  პარლამენტის დეპუტატი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია მმართველი პარტიისგან შეურაცხყოფას, მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს ითმენს იმისთვის, რათა მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება არ ჩააგდონ: „დღესაც კიდევ ერთი დღე მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ არავის მიეცეს საბაბი, რომ ისრები ოპოზიციისკენ გადმოიტანოს, თითქოს ეს ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება. ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და სერიოზული განსაცდელის წინაშე. Читать дальше...

საია მოუწოდებს დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციური კანონის პროექტს

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შერეულ საარჩევნო სისტემას ქართული დემოკრატიის განვითარების მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. ორგანიზაცია პარლამენტის დეპუტატებს საზოგადოებისთვის მიცემულ პირობას შეახსენებს და მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადაყვანას.   „ჩვენ მოვისმინეთ ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები და მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მათ საკმარისი თეორიული საფუძველი არ აქვთ, რომ გადაწონონ ის სიკეთეები... Читать дальше...

აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარდგა ისრაელიდან ექსტრადირებული რუსეთის მოქალაქე ალექსეი ბურკოვი

Radiotavisupleba.ge 

ისრაელიდან აშშ-ში ექსტრადირებული რუსეთის მოქალაქე ალექსეი ბურკოვი 12 ნოემბერს წარდგა ფედერალური სასამართლოს წინაშე ვირჯინიის შტატში, სადაც მას ბრალდებები ჰქონდა წაყენებული. როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, 29 წლის ბურკოვს ბრალი ედება თაღლითობაში, პირადი მონაცემების მოპარვაში, ფულის გათეთრებასა და კომპიუტერული სისტემების გატეხვაში, ასევე გარიგებებში ამ დანაშაულებების ჩასადენად. მას 80 წლით პატიმრობა ელის. პარასკევს გაიმართება სასამართლო ბურკოვისთვის აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე. Читать дальше...

საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმა შეეფარდათ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 11 ნოემბერს დაკავებული, კოდისწყაროს მცხოვრებლები, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი. როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, 9 და 11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე ჰყავდათ დაკავებული. ერთი მათგანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. „ახმაჯისა და ორჭოსანის მიდამოებში 9 და 11 ნოემბერს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე. რამაზ ზადიშვილი... Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Шнуров

Матильда Шнурова примерила откровенный наряд в сетку





Персональные новости
Анфиса Чехова

Отец из Панамы, школьная любовь и любимая еда: Елена Борщёва раскрыла все тайны на шоу ТВ-3 «Вкусно с Анфисой Чеховой»





2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა

News.ge 

2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოსსოციალური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საპარლამენტო სესიაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ასევე, პრიორიტეტად რჩება კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისთვის. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება... Читать дальше...

დავით აღნიაშვილი - "ინფორმაციული უსაფრთხოების" კანონპროექტის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი დავით აღნიაშვილი საუბრობს ა"ინფორმაციული უსაფრთხოების" კანონპროექტის გამოწვევებზე.

სომხეთში არ განიხილეს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ამკრძალავი კანონპროექტი

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პარლამენტმა უარი თქვა ერთ-ერთი პარტიის ინიციატივით მომზადებული პროექტის განხილვაზე, რომელიც პირდაპირ კრძალავს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას ამ კავკასიურ სახელმწიფოში. კანონმდებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარტია „აყვავებული სომხეთის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება სრულიად ზედმეტია, როდესაც კონსტიტუციით ქორწინება ისედაც არის განსაზღვრული, როგორც კავშირი „ქალსა და მამაკაცს“ შორის.   კანონპროექტის თანაავტორია დეპუტატი გევორქ პეტროსიანი, რომელიც წარსულში ხშირად გამოხატავდა ანტილგბტ განწყობებს. Читать дальше...

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დანიშნეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა პირველად გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. „პრემიერის ხელმძღვანელობით, უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება დღეიდან პრემიერის ხელმძღვანელობით, გაძლიერებული ძალისხმევით, კოორდინაციის მაღალი ხარისხითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის... Читать дальше...

შოთა დიღმელაშვილი: თუ გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ მუშტს და წიხლს

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი, პროპორციული არჩევნების კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ცირკს დგამს და პერმანენტულ აქციებს აანონსებს.  „მთელი ეს დღეები იდგმებოდა ცირკი. ეს არის რუსული სცენარი. ჩვენ გვართმევენ არჩევანის თავისუფლებას. თუ გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ მუშტს და წიხლს“, - თქვა შოთა დიღმელაშვილმა, რომელიც მოსახლეობას პარლამენტის წინ გამოსვლისკენ მოუწოდებს. აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები დღეს, 13 ნოემბერს, 19 საათზე აპირებენ პარლამენტის შენობასთან აქციის გამართვას. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: დავინახეთ რისკი, რომ კანონპროექტი ჩავარდებოდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ დაინახა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის რისკი და ამიტომ გადადო კენჭისყრა: „რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება საშუალება  შეკრების და განხილვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11 საათამდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ ან დღეს საღამოს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова обыграла Шнайдер на старте грунтового турнира WTA 1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пообещал потенциальным агрессорам ответ всеми видами оружия




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

ПРОЕКТ «КЛАССИКА: ИСТОРИЯ И СОВРЕМЕННОСТЬ»



Москва

Московский ветеринар спас зрение кролику, которому грозило удаление глаза

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net