Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 14.11.2019

დეპუტატი გიორგი ბეგაძე „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობას ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც 14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას არ დასწრებია, პარტია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. „დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. Читать дальше...

#შეცვალე - აქტივისტებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან წარწერა დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რამდენიმე აქტივისტი გამოეყო და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტებს პოლიცია გაჰყვა. მათ სამართალდამცველები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთანაც დახვდნენ. აქტივისტებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორ ადგილზე შეძლეს დაეწერათ #შეცვალე. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხს შეისწავლიან და ზომებს მიიღებენ. აქტივისტებმა ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. Читать дальше...

მდინარაძე ენმ-ზე: პუტინთან ერთად დასხდნენ და გვებრძოლონ, უფრო ძლიერი ძალაა

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მოქმედებას გამოეხმაურა. „ჩვენი პირველი ინტერესია საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი, სამწუხაროდ, რომელსაც აორგანიზებენ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა შტოებით და პრორუსული ძალები ერთად. არგუმენტადაც მეუბნებიან ჩვენი ის მაჟორიტარები... „დღეს, რასაც ვამბობდით, ვიყავით მართლები?!“ - თქვა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დაამატა, - „როდესაც რაღაცას გეგმავ პრორუსულ ძალასთან ერთად, ეს არის სხვა რაღაც. Читать дальше...



„ქართული ოცნების 14 ნოემბერი“ – გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება პარლამენტის გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების 14 ნოემბერი“ - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, - წერს კვირიკაშვილი „ფეისბუკზე“. 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო... Читать дальше...

რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა კარვების ქალაქი. აქტივისტებმა გაშლილი კარვებით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. როგორც დიღმელაშვილი ამბობს, აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ ხალხს დაპირებას არ შეუსრულებენ. 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

მარგველაშვილი: მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეუერთდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. მან სიტყვით გამოსვლისას უცხოელ ლიდერებს მიმართა. „მივმართავ ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის საქართველო, ის თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ, ჩემო ევროპელო, ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, იმ საქართველოს ცდილობენ, რომ დაუმთავრონ მომავალი. მე მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი, კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. Читать дальше...

უმრავლესობაში კონსერვატორების დარჩენის საკითხი ხვალ გაირკვევა

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ ხვალ, 15 ნოემბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, დარჩება, თუ არა უმრავლესობაში - ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა ფარქციის წევრმა, ნინო გოგუაძემ. ის დღეს პარლამენტში შეხვდა თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უმრავლესობა დატოვა კიდევ შვიდ დეპუტატთან ერთად მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად. ნინო გოგუაძის თქმით, საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო. "ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. Читать дальше...



„35 გავრილოვი“, „მხეიძე - სირცხვილი“, „გადაგვავგდე, გადაგაგდებთ, ივანიშვილო“ - ქუთაისში სპროტესტო აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

დღევანდელი გადაწყვეტილებით მეორე თვალიც დასთხარეს ახალგაზრდებს, - ასე შეაფასეს ქუთაისში დღეს საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კანონპროექტის პირველ მოსმენაზე ჩავარდნა. მესხიშვილის თეატრთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატებს გავრილოვები უწოდეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ქალაქის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის, ბიუროა განთავსებული. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ არის

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული, - უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მან შეაფასა პროპორციული არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროეტის ჩაგდების შემდეგ შექმნილი ვითარება. მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში იხლართება ხოლმე. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმართული ცრუ კამპანიის ერთ-ერთი ნარატივი იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ აიღებდა 30% - ზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 30%-ზე მეტს... Читать дальше...

აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემმა დაბლოკა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია სომხების გენოციდის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატორმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა დაბლოკა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც გენოციდად აღიარებს ოსმალეთის იმპერიაში თურქების მიერ სომხების მასობრივ განადგურებას. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ. როგორც საიტი The Hill-ი იტყობინება, მან განაცხადა, რომ სენატორებმა არ უნდა შეალამაზონ ან გადაწერონ ისტორია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ოქტომბრის ბოლოს მიიღო გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია ხმების დიდი უმრავლესობით - 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ. Читать дальше...

გიგა მაქარაშვილი: ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სამოქმედო გეგმა სამ პუნქტად ჩამოყალიბდა

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განმარტებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სამოქმედო გეგმა სამ პუნქტზე შეჯერდა. ესენია  ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა  დროებით მთავრობაში  შევიდეს ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი. ანუ ბიძინა ივანიშვილი „ჩაეხსნას“ ყველა პოლიტიკურ პროცესს, „ქართული ოცნების“ მთავრობა კი ქვეყნის მართვას  დროებითი მთავრობა ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს განაცხადა აქციაზე სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა. პარლამენტის შენობის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელზეც... Читать дальше...

კორძაია: ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს ტექნიკური მთავრობის პირობებში

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით, ან პროპორციულის მსგავსი გერმანული მოდელის სისტემით, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მსვლელობისას რადიო თავისუფლებას უთხრა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ. შეკითხვას, რა სამართლებრივი გზა არსებობს ამისთვის, კორძაიამ უპასუხა: „თუ გონს მოეგებიან და თუ გადაწყვეტენ, რომ ბოლოს და ბოლოს მოქალაქეების მოთხოვნა უნდა შესრულდეს, შესაძლებელია ინიცირება, ახალ წლამდე... Читать дальше...

ჰააგის სასამართლო: დაიწყება ბირმაში მუსლიმი როჰინჯების მიმართ დანაშაულებების გამოძიება

Radiotavisupleba.ge 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა, დაიწყოს გამოძიება ბირმაში მუსლიმი როჰინჯების უმცირესობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებების თაობაზე. სასამართლომ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, 14 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიანმარისა და ბანგლადეშის საზღვარზე დეპორტაციებთან დაკავშირებით „არსებობს გონივრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ჩადენილ იქნა ძალადობის ფართოდ გავრცელებული და/ან სისტემური აქტები, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს... Читать дальше...

ვახუშტი მენაბდე: ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება შეუძლებელია

Radiotavisupleba.ge 

ზოგი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში გაისმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. „ძირითადი, მემგონი, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ ეს ხელისუფლება რომ წავიდეს შესაბამისად, საჭიროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და რაც გავარკვიეთ, მე პირადად არ ვიცოდი, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ეს არჩევნები იყოს პროპორციული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარტია „გირჩის“ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაში მონაწილეობდა. ჯაფარიძის თქმით: „შედეგი ამ ყველაფრის უნდა იყოს ის... Читать дальше...

გრიგოლ ვაშაძე "ქართულ ოცნებას" - არჩევნებზე გაგხევთ ნაკერავზე

Radiotavisupleba.ge 

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეკრებიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. „თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისი არის, შეთანხმება შეთანხმება არის. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი. მთელი ოპოზიცია გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკოში“... Читать дальше...

დავით უსუფაშვილი: ივანიშვილის გეგმაა ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ

Radiotavisupleba.ge 

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა არ გამოუვა. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სავარაუდოდ გეგმებშია „ოპოზიციის სადღაც ერთად მიდევნა" და  მისი "სახელმწიფოს გადამტრიალებლებად გამოცხადება“.  „ივანიშვილის გეგმა არის ის, რომ ჩვენ დაგვღალოს, ემოციურად გაგვაბრაზოს, ანუ ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ. სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ. ამიტომ ეს უნდა გაიგოს მან და ამ იმედით უნდა იყოს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. Читать дальше...

ზუგდიდში გააპროტესტეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პარლამენტის უარი

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს საქართველოს პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შედეგი, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ  საკმარისი ხმები ვერ მიიღო. საპროტესტო აქცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაიმართა. ქვარაია იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. Читать дальше...

დევალ პატრიკი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში ჩაერთვება

Radiotavisupleba.ge 

მასაჩუსეტსის შტატის ექს-გუბერნატორი დევალ პატრიკი ჩაერთვება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში. როგორც მოელიან, 15 ნოემბერს ის საბუთებს შეიტანს პირველად არჩევნებში მონაწილეობისთვის შტატ ნიუ-ჰემფშირში. პატრიკი 63 წლისაა. ის ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელია, რომელიც შტატის გუბერნატორი გახდა. მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეგობარია. გასული წლის ბოლოს პატრიკმა განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა... Читать дальше...


Музыкальные новости
Анастасия Волочкова

«Разрешаю им делать вообще все»: Волочкова рассказала об отношениях единственной дочери с бойфрендом





Персональные новости
Михаил Кутушов

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





სახალხო დამცველი: "საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების!"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ პარლამენტის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება არის "უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება": "სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო". ნინო ლომჯარიას აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს... Читать дальше...

„ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება"  - „პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „უწყვეტ საპროტესტო აქციებს“ იწყებს. ინაშვილის ცნობით, პირველი აქცია ჩატარდება თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე. აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება". „სრულიად საქართველოსთვის ნათელია, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია. ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცება დაწყებულია“, - ამბობს ინაშვილი. Читать дальше...

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმი, სახელმწიფოს გვიანი რეაქცია თუ ინფორმაციის გასაიდუმლოება?

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმმა წასვლის წინ სახლში მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე საათში კი მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ.

დონალდ ტუსკმა რუსეთს „ევროპის სტრატეგიული პრობლემა“ უწოდა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა რუსეთს „ევროპის სტრატეგიული პრობლემა“ უწოდა. ტუსკმა, რომელიც დეკემბერში ტოვებს თანამდებობას, ეს განაცხადა ბელგიის ქალაქ ბრიუგეში, სტუდენტების წინაშე გამოსვლისას. მან გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მაკრონი, რომელმაც ახლახან ჟურნალ Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია მოსკოვთან სტრატეგიული დიალოგის განახლება. „საფრანგეთის პრეზიდენტმა ახლახან განაცხადა, რომ ამ საკითხში ეთანხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და იმედი აქვს... Читать дальше...

"მედიქლაბჯორჯია" საოკუპაციო ძალების მიერ ქართველი ექიმის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

Radiotavisupleba.ge 

„მედიქლაბჯორჯია“  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სამედიცინო ცენტრი შეშფოთებას და პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება არღვევს ადამიანის ძირითად უფლებას, კერძოდ, ზღუდავს თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. "ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესიული მოღვაწეობა ითვლის 35 წელს. ის გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციების ნამდვილი წევრი, მრავალი სერთიფიკატისა და პუბლიკაციის ავტორი. Читать дальше...

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

News.ge 

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას “ქართული ოცნების” დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი: “როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Спартак» лидирует по очкам с командами из первой половины РПЛ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





Путин в России и мире
Москва

Транспортный коридор «Север-Юг» станет катализатором социального и экономического развития стран Евразии и глобального Юга


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пообещал потенциальным агрессорам ответ всеми видами оружия




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Михаил Кутушов

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье



Москва

Выпуск металлообрабатывающих станков в Москве ...

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net