Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 05.11.2019

ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მეუფე პეტრე პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო – ივანე მაჭავარიანი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მეუფე პეტრე პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედი”-ს ახალ გადაცემაში “არენა”.

Source

გაურკვევლობაში გაჭედილები

Radiotavisupleba.ge 

ამ კვირაში ევროკავშირი 28 წევრიდან 27-მდე უნდა შემცირებულიყო, ურსულა ფონ დერ ლაიენს კი ხუთწლიანი ვადით უნდა დაეწყო მუშაობა ევროპის კომისიის პირველ პრეზიდენტ ქალად. მაგრამ როცა ოქტომბერი ნოემბერში გადაიზარდა, ბრიტანეთი კვლავ ევროკავშირის წევრია და ევროპის კომისიას კვლავაც ჟან-კლოდ იუნკერი ხელმძღვანელობს. ორივე შეთხვევაში ამ საკითხების გადაწყვეტას შეიძლება თვეები დასჭირდეს და ეს პროცესები რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ბრიუსელი კიდევ უფრო მეტად ჩაეფლობა შიდა საქმეებში, ნაცვლად იმისა, რომ ბლოკსა და... Читать дальше...



მიტროპოლიტი ანტონი ეკლესიაში პედოფილიაზე: შემოგვეპარნენ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ

Radiotavisupleba.ge 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. „ჩვენთვის ეს არახალია. მე ვიცოდი და ვიცი, რაც ხდება. ჩვენ ამას დროდადრო ვისმენ ადამიანებისგან. მე ველოდი, რომ ოდესღაც ეს ასე იქნებოდა. იმიტომ, რომ დაძაბულია ფონი, სიტუაცია. ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს ახლა კი არა, „კომუნისტებიდან“ მოდის. ისინი, რომ იღებდნენ ფილმებს, სულ ოხროხინედ გვაჩვენებდნენ. რომ სასულიერო პირნი დაკნინებულნი ყოფილიყვნენ“, - ამბობს მიტროპოლიტი ანტონი. Читать дальше...

IPN: ყოფილი ქმარი უარყოფს სოფო კილაძის მიმართ ძალადობას

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილი ქმარი ავთანდილ ხარაძე ყოფილი მეუღლის მიმართ, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ხარაძე სოფო კილაძის განცხადებას ბავშვთან დაკავშირებულ უთანხმოებას უკავშირებს.   „6 წელია, სოფო კილაძესთან ვიმყოფები საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინებაში. 2 თვის წინ ვთხოვე გაყრის პროცედურის დაწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს... Читать дальше...

ფაშინიანს სურს, რომ ერევანი მოკავშირეებისაგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას ღებულობდეს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მოსკოვის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრებს, რომ „გაითვალისწინონ ყველა მოკავშირე ქვეყნის ინტერესები“, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო პოლიტიკას და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას.     აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა გააკეთა 5 ნოემბერს, ერევანში მიმდინარე ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთისა და ბელორუსის, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელიც სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან კოლექტიური უსაფრთხოების არაწევრ აზერბაიჯანს. Читать дальше...

გარდაიცვალა რუსი გენერალი ნოგოვიცინი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცნობილი თავისი პრესკონფერენციებით

Radiotavisupleba.ge 

რუსული სააგენტოების ცნობით, სამშაბათს გარდაიცვალა გენერალ-პოლოკოვნიკი ანატოლი ნოგოვიცინი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეგულარულ პრესკონფერენციებს მართავდა სამაჩაბლოს რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ.   67 წლის გენერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს გენერალი ნოგოვიცინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო და სწორედ შტაბის შენობაში მართავდა რეგულარულ პრესკონფერენციებს... Читать дальше...



რუსთავის მერიას გარემოსდაცვითი ანგარიშების არ სჯერა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის თვითმმართველობა გარემოს დაცვის კუთხით დაუხვეწავ საკანონმდებლო ბაზაზე, გარემოსდაცვითი სტრუქტურების არეფექტურ მუშაობასა და საწარმოთა უპასუხისმგებლობაზე ჩივის იმ ფონზე, როცა გამონაბოლქვის გამო მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას პრეტენზიებს უყენებს. თვითმმართველობა, დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზის პირობებში, საწარმოებისგან თანამედროვე ფილტრების დაყენებას ითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ აქტივობაზე, თუნდაც ხეების დარგვაზე. ეს მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს რუსთავის მერიასთან მავნე გამონაბოლქვით... Читать дальше...

საქართველო ევროპის ყველაზე „განვითარებად ტურისტულ მისამართად“ დასახელდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველო დასახელდა ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 30 ყველაზე განვითარებულ ტურისტულ მისამართებს შორის. ამის შესახებ იუწყება საიტ travellemming-ზე 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია იმ ყოველწლიური გამოკითხვის შესახებ, რომელმაც გამოავლინა 2020 წლისათვის ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მისამართები. საიტის თანახმად, ამ ქვეყნებს დადებითი მნიშვნელობა ენიჭებათ ტურიზმის განვითარებისა და ჭარბტურიზმიანობის“ ანუ „ოვერტურიზმის“ პრობლემის გადაჭრის საქმეში.   გამარჯვებული ქვეყნების ჩამონათვალი იწყება საქართველოთი... Читать дальше...

ზოსიმეზე ყველამ ყველაფერი იცოდა - გიორგი სხილაძე 31 წლის წინანდელ ამბავს ჰყვება 

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლება ესაუბრა თბილისში, რამდენიმე საათის წინ დაბრუნებულ მამა გიორგი სხილაძეს, საფრანგეთში მოღვაწე, “ემიგრაციულ ეკლესიის” მოძღვარს, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსს, ზოსიმე შიოშვილს, სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.

ჯეფრი სილვერმანის საკითხს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი შეისწავლის

Radiotavisupleba.ge 

„მითების დეტექტორი“ აქვეყნებს სტატიას ჯეფრი სილვერმანზე, რომელიც მოხალისე მასწავლებელია პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ჯეფრი სილვერმანი აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ სანქცირებული USA Really-ს ავტორი და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ის  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამის ფარგლებში სსიპ-ში საზოგადოებრივ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ინგლისურ ენას ასწავლის. Читать дальше...

ვასაძე: არავითარი კომბალი, შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება. „ფეისბუკზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვასაძე ხალხს კვლავ ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც მან თქვა, შეკრებილები გაიყოფიან და თბილისში მდებარე ხუთივე კინოთეატრში მივლენ, სადაც კინოჩვენება იგეგმება. ვასაძე იმედოვნებს, რომ ხალხი ბათუმშიც ჩაშლის ჩვენებას. „მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. Читать дальше...

„ინტერნეტის თავისუფლების“ ინდექსით რუსეთი ჩამორჩება ზიმბაბვეს და ანგოლას

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგის თანახმად, რუსეთი აღმოჩნდა „არათავისუფალი ინტერნეტის“ მქონე ქვეყნების ჩამონათვალში.   „Freedom house“-ის რეიტინგის თანახმად, საქართველო 75 ბალით თავისუფალი ინტერნეტის ქვეყნებში შედის. ყოველწლიურად „ინტერნეტის თავისუფლების“ რეიტინგი დგინდება სამი გლობალური კრიტერიუმის საფუძველზე გაკეთებული ექსპერტული შეფასებით: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, საინფორმაციო კონტენტის შეზღუდვა და მომხმარებლების კონტროლი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან. ინტერნეტის თავისუფლება ფასდება ასბალიანი სისტემით... Читать дальше...

„კოალიცია თანასწორობისთვის“ შსს-ს ძალადობრივი ჯგუფების მუქარაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიაში გავრცელებულ მუქარას ეხმაურება. „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტი თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი, აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს. ამ ჯგუფების წარსულში გახმოვანებული მუქარის ფონზე... Читать дальше...

ჩაიკოვსკის სახლის უკანასკნელი დღეები

Radiotavisupleba.ge 

მთაწმინდის რაიონში, ჩაიკოვსკისა და ჭონქაძის ქუჩების კვეთაზე, უკანასკნელ დღეებს ითვლის ორსართულიანი ისტორიული შენობა, რომელშიც პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი ჩერდებოდა თბილისში სტუმრობისას, XIX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს. მრავალი ათეული წლის განმავლობაში, სახლისა და კომპოზიტორის ამ ურთიერთკავშირზე მიუთითებდა ჯერ უბრალო მემორიალური დაფა, შემდეგ კი გრანიტის მასიური ბარელიეფი, რომელიც ერთი წლის წინ გაქრა სადარბაზოს ჩამონგრეულ კედელთან ერთად. ჩაიკოვსკის ქუჩა N12 – შენობის თანამედროვე მისამართია. XIX საუკუნეში... Читать дальше...

ზურაბიშვილი: მიუღებელია ქალთა მიმართ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდეგ „ფეისბუკზე“ წერს. „მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა. ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა, აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის ყოფილ... Читать дальше...

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას ლგბტ+ თემის გამოხატვის თავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა ზოგადი წინადადებით, რათა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე მოხდეს ბოლო წლებში ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტების გააზრება და ამ მიმართულებით, ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებების დაგეგმვა. „სახალხო დამცველმა ზოგად წინადადებაში მიმოიხილა ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ ფაქტების ფონზე... Читать дальше...

აშშ-მა დაიწყო გასვლის პროცესი კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან ქვეყნის გასვლის პროცესი, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა.   „კლიმატის შესახებ საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენ გავაგრძელებთ რეალისტური და პრაგმატული მოდელის შეთავაზებას, გამყარებულს მსოფლიოში არსებული რეალური ვითარების შესახებ ანგარიშით, რომელიც ცხადყოფს, რომ ინოვაციებს და ღია ბაზრებს მივყავართ მეტ კეთილდღეობასთან, მცირდება სათბური გაზების ემისია და იზრდება უფრო უსაფრთხო ენერგეტიკა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში. Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Прокофьев

Мариинский театр исполнил оперу Прокофьева в честь дня рождения композитора





Персональные новости
Бизнес

Бизнес-астролог Александра Секачева дала интервью журналу “Фокус внимания”





სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, თუმცა ფიზიკურ ძალადობას უარყოფს

News.ge 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. კილაძე ადასტურებს იმასაც, რომ მის ყოფილ მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას უარყოფს. „დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, უფლებადამცველი, მათ შორის, ...

საბერძნეთში დაკავებული მძღოლი საქართველოს მოქალაქეა?

Radiotavisupleba.ge 

საგარეო უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაცია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

მეუფე ზოსიმე სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი, ცილისწამებას უწოდებს ბრალდებას, რომელიც მის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფეისბუკის პოსტში, რომელსაც სასულიერო პირი, გიორგი სხილაძე აქვეყნებს, წერია, რომ 1988 წელს, ზოსიმე შიოშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა სემინარიის ერთ-ერთ სტუდენტზე: „1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი, სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს... Читать дальше...

თურქეთი აცხადებს, რომ შეპყრობილია „ისლამური სახელმწიფოს“ მოკლული ლიდერის და

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე შეიპყრეს ამერიკული სპეცრაზმის მიერ მოკლული ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის და.   „როიტერსისა“ და „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, 4 ნოემბერს თურქმა სამხედროებმა რეიდის დროს 65 წლის რასმია ავადი ალეპოს პროვინციაში მდებარე ქალაქ აზაზში იპოვეს. ანონიმური ოფიციალური წყაროების ცნობით, რასმია, რომელიც შეიძლება „ოქროს მოწმე“ იყოს სპეცსამსახურებისთვის, მეუღლესთან, რძალსა და ხუთ შვილიშვილთან ერთად ტრაილერში ცხოვრობდა. Читать дальше...

ლომჯარია კილაძეზე: ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობას სოციალური სტატუსი, ასაკი და რელიგია არ აქვს და მსხვერპლი შეიძლება ყველა გახდეს. სახალხო დამცველი „ფეისბუკში“ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე, სოფიო კილაძეზე ყოფილი ქმრის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ნინო ლომჯარია პოსტში ამბობს, რომ ძალადობის დროს ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება რთულია: „ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე... Читать дальше...

მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის კვლავ უცნობია ტოგოს რესპუბლიკაში გატაცებული მეზღვაურების ადგილსამყოფელი. სააგენტოს თანახმად, გემთმფლობელი კომპანია გამტაცებლებისგან კავშირს ელოდება. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზაზა მახარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოცდილების გათვალისწინებით, გამტაცებლები კონტაქტზე შემთხვევიდან 2-3  დღის შემდეგ გადიან და, როგორც წესი, მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდს ითხოვენ ხოლმე: „ქართველი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Спартак» набрал больше всех очков в играх с командами из верхней половины таблицы РПЛ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Легенда тенниса рассказал, готов ли он опять стать тренером Джоковича


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Мокрый фасад: как сделать отделку по технологии СФТК





Путин в России и мире
Москва

Транспортный коридор «Север-Юг» станет катализатором социального и экономического развития стран Евразии и глобального Юга


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил, что не собирается проводить в Белоруссии мобилизацию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Оззи Осборн

Своим трудом: Келли Осборн отрицает, что похудела с помощью препаратов



Москва

МВД: в Подольске началась проверка после публикации видео мужчины с ежами

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net