123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 02.11.2019

ეს ეპიკოპოსები, ყველა არა, მაგრამ 80%-ი ჩემს თვალში არიან ანაფორაში გამოწყობილი სატანები – გივი სიხარულიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

“პატრიარქი ძალიან ბრძენი კაცია, პატიოსანი და კეთილშობილი, მაგრამ ხანიდან და ჯანიდან გამომდინარე ის ენერგია აღარ აქვს რომ ეს უმსგავსობა დაალაგოს. როცა შენს გარშემო ამხელა ჯოჯოხეთია – ძნელია სამოთხე მოაწყო” – ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. “ყველას უნდა, რომ ქართული ეკლესია დაიშალოს და ქართველი კაცის ცნობიერებიდან ქრისტეს მოძღვრება წაიშალოს. ამაზე […]

Source

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შოუს გამო, სადაც ბავშვები გეის ესაუბრებიან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა არასრულწოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე ვიდეო რგოლის გამო, რომელშიც ბავშვები გეი უსვამენ შეკითხვებს. გადაღებაში მონაწილე ყველა მონაწილე პოლიციაში დაიბარეს, ხოლო ბავშვები დედებს ემუქრებიან მშობლების უფლების ჩამორთმევით. ამის შესახებ შაბათს განაცხადა ორგანიზაცია „უფლებათდამცველის ღია ბარათების“ კოორდინატორმა, ვალენტინა დეხტიარენკომ.   სექტემბერში რუსეთის ფედერალრუი საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ... Читать дальше...

მოსკოვში მოკლეს ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში მოკლეს იბრაგიმ ელჯარკიევი, ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელზეც, რუსული საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებული ცნობების ​თანახმად, თავდასხმა მოხდა მოსკოვის ტროპარევო-ნიკულინოს რაიონში. ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, დაქირავებული მკვლელმა მიმალვამდე საკონტროლო გასროლაც განახორციელა. ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის გარდა სროლის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ელჯარკიევის ძმა. პოლიციამ მოსკოვში დაიწყო ოპერაცია... Читать дальше...



დეკანოზი შალვა კეკელია: "ერთხელ უკვე მოვკალით ილია ჭავჭავაძე და ნუღა ვკლავთ მეორე ილიას"

Radiotavisupleba.ge 

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის მიერ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ბრალდებას დეკანოზი შალვა კეკელია ქართული ეკლესიის განადგურებისკენ მიმართულ ქმედებად მიიჩნევს. “მეუფე პეტრემ მთელ ერს მიაყენა ამით შეურაცხყოფა. მთელ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა. მარტო ილია მეორეს კი არ მიაყენა, მთელ ერს მოგვაყენა შეურაცხყოფა. ქართველმა ერმა ერთხელ უკვე მოვკალით ილია ჭავჭავაძე და ნუღა ვკლავთ მეორე ილიას. ნუღა მოვკლავთ მეორე ილიას!“- განაცხადა დეკანოზმა.

აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი ამოქმედდა 

Radiotavisupleba.ge 

აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციოდ შეექმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ყველა რთულ უბანზე ეცნობა ვითარებას. შტაბის ხელმღვანელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნო, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები. შესაბამისი სამსახურების მხრიდან სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია. Читать дальше...

სოფია და კიევი გაანაწყენა ემანუელ მაკრონის განცხადებამ „ბულგარელ და უკრაინელ არალეგალებზე“

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ დაავალა თავის უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბულგარელი მიგრანტების თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ არაკორექტულ კომენტარზე.   ამავე საკითხზე ორშაბათს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულია საფრანგეთის ელჩი, ფლორანს რობინი. ბულგარეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების გულისწყრომა გამოიწვია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის... Читать дальше...

სულ მცირე 13 კაცი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან მომხდარ აფეთქებაში

Radiotavisupleba.ge 

დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 კაცი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად. თურქული წყაროების თანახმად აფეთქება 2 ნოემბერს ქალაქ ტალ აიაბში, ბაზრის მახლობლად მოხდა.   ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით დაღუპულთა შორის არიან ასევე თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სახალხო ლაშქრის მონაწილეები.   თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარ აფეთქებაში სირიაში მოქმედი ქურთების სახალხო დაცვის გაერთიანება (YPG) დაადანაშაულა, რომელსაც ანკარა უკანონოდ... Читать дальше...

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა პირველი ნაბიჯი გადადგა დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანისკენ

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილმა მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოწესრიგება სწორი მიმართულებით მიდის.   აღნიშნული იგორ დოდონმა 1 ნოემბერს განაცხადა რადიოსადგურ „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, მას შემდეგ, რაც კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ ამა წლის დასაწყისში გამოთქმულ მზადყოფნაზე, განაახლოს სოფელ კონბასის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი მსხვილი იარაღის საწყობში თავმოყრილი საბრძოლო მასალის გატანისა და უტილიზაციის პროცესი.   1990-წლებიდან... Читать дальше...



პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება

Marshalpress.ge (მარშალ) 

პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მეუფეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ბოლოს მომხდარი მოვლენები ხომ არ დააჩქარებს პატრიარქის გადაყენებას და მისი თანამოსაყდრის, მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევას. მეუფე გრიგოლი ამ წუთებში მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღამოს ლოცვას აღავლენს. ლოცვის დაწყებამდე […]

Source

რუსეთის პატრიარქი ლოცვებში აღარ მოიხსენიებს ელადის ეკლესიის მეთაურს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობების სინოდალური ორგანოს ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამიერიდან წყვეტს ევქარისტიულ კავშირს ელადის ეკლესიის მეთაურთან, რომელიც საბერძნეთის მართლმადიდებლებს აერთიანებს.   ამის მიზეზი გახდა ათონის არქიეპისკოპოს იერონიმ მეორის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, ეპიფანის სახელზე ამ კვირაში გაგზავნილი წერილი, რომელშიც ლაპარაკია ამ ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე.   მანამდე, რუსეთის... Читать дальше...

მღვდელმონაზონი ანდრია სარია: პეტრე ცაავამ ინჩხურის მონასტერში განწესებაზე უარი მიიღო

Radiotavisupleba.ge 

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი თხოვნა, დარჩენილიყო ჭყონდიდის ეპარქიაში, ილია მეორემ არ დააკმაყოფილა. პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებას ითხოვდა. „საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, არის ამორალური. საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან უკეთესის მოლოდინი არ გვქონდა, იმ საშინელების შემდგომ, რაც მათ გააკეთეს, თუმცა ეს იყო შეთავაზება სიყვარულისმიერი... Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილი: ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები, არამედ ქართული სუფრაა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს სიტყვას, რომელიც მან 1 ნოემბერს, პუბლიცისტისა და ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე თქვა. ამ სიტყვაში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თამაზ ტყემალაძის ნიჭიერების ყველაზე დიდი ამოფრქვევა იყო ქართული სუფრა, მისი მთავარი ღირსება კი - ამ სუფრაზე თამადობა.  „მიმაჩნია, რომ ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით... Читать дальше...

პომპეო აცხადებს, რომ ერაყის მთავრობამ უნდა მოუსმინოს დემონსტრანტების მოთხოვნებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს ერაყელი ხალხის „კანონიერ მოთხოვნებს“ და შეარბილოს „მკაცრი ზომები“, რაც პრეზიდენტმა ბაჰრამ სალიჰმა შემოიღო ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდავად. ამ განცხადების ფონია ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი ანტისამთავრობო აქციები, რომლის მონაწილეები ილაშქრებენ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის, უმუშევრობისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.   მორიგ საპროტესტო აქციაზე, 2 ნოემბერს... Читать дальше...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა 

Radiotavisupleba.ge 

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რვა მეწყრული კერა გამოვლინდა. მიწის მასა ჩამოწვა გზებზე და ასევე საცხოვრებელ სახლებთან. მეწყერმა სოფლების - ზედა და ქვედა აჭყვას დამაკავშირებელი გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მიწამ გადაადგილება შეზღუდა სოფელ ჩაისუბანთან დამაკავშირებელ გზაზე. მიწის მასისგან გზის გაწმენდაზე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამისი ტექნიკით. გადაადგილების პრობლემა მეწყერმა სოფელ სახალვაშოშიც შექმნა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა. Читать дальше...

9 ბავშვი დაიღუპა ავღანეთში გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სკოლაში მიმავალი 9 ბავშვი დაიღუპა 1 ნოემბერს ავღანეთის ტახარის პროვინციაში, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, ჯავად ჰიჯრიმ ტრაგედიაში დაადანაშაულა ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანი, რომელსაც მძლავრი პოზიციები აქვს ამ პროვინციაში. მაგრამ მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.     ავღანეთში გაეროს მხარდამჭერმა მისიამ (UNAMA) სამწუხარო უწოდა ძალადობის იმ „უპრეცედენტო მასშტაბებს“, რომელსაც ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. Читать дальше...

საახალწლოდ თბილისის მოსართავად 3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

Radiotavisupleba.ge 

2019 წელს ნაძვის ხის, გასანათებელი მოწყობილობებისა და საშობაო ნაძვის ხის ნათურების შესაძენად თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებულ 3 სხვადასხვა ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, რომლისგანაც 2018 წელს თბილისს უკვე ნაყიდი ჰქონდა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ნაძვის ხის ნათურები, ლამპრები და სანათი ნივთები.  იტალიური ნაძვის ხე ქალაქს 1 100 000 ლარი დაუჯდება, გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები - მილიონ-ნახევარზე მეტი.    გარდა იმ სამი ტენდერისა, რომელშიც უკვე გამოვლინდა გამარჯვებული იტალიური კომპანია... Читать дальше...

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ისევ დაიტბორა ქუჩები 

Radiotavisupleba.ge 

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 112-ში ბათუმიდან 45 გამოძახება დაფიქსირდა, ძირითადად ქუჩებისა და ეზოების დატბორვის გამო. უწყების ინფორმაციითვე, ბათუმში დაიტბორა ჭავჭავაძის, ლერმონტოვის, გრიბოედოვის, ტბელ აბუსერიძის ქუჩები და აეროპორტის გზატკეცილი. ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, მახვილაურის დასახლებაში გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ამ წუთებში მიწის მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად 31 ოქტომბერს, ღამით... Читать дальше...

ჰონგ-კონგში პოლიციამ ლეგიტიმური ძალის გამოყენებით დაშალა მორიგი დემონსტრაცია

Radiotavisupleba.ge 

ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლსადენი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო აქცია, რომლის მონაწილეებმა უგულებელყვეს აკრძალვა და კვლავ შეიკრიბნენ, რათა ავტონომიის მოთხოვნის საგანგებო მოწოდება მსოფლიოსათვის შეეტყობინებინათ.   ვიქტორიას პარკში შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციის ზეწოლის შემდეგ დაიფანტნენ და აქციის გამართვას ქალაქის სხვა ნაწილში შეეცადნენ.   საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ყოველ შაბათ-კვირას უწყვეტად იმართება ივნისის შემდეგ. თავდაპირველად უკმაყოფილება გამოიწვია ნახევრად... Читать дальше...

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას თბილისის მეტროში დაკვამლიანების შესახებ, რის გამოც მგზავრების ევაკუაციის საჭიროება დადგა. მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" დაკვამლიანების მიზეზად თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოძველებულ სადენებს ასახელებს. მისი ინფორმაციით, შეფერხება დაახლოებით 12 წუთს გაგრძელდა და ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.


Музыкальные новости
Желдорреммаш

Команда АО "Желдорреммаш" стала призером СпортЛиги ТМХ





Персональные новости
Владимир Путин

Президент Швейцарии написала письмо Путину





დომინანტური მზერა საქართველოს აზერბაიჯანული თემის მიმართ

Radiotavisupleba.ge 

მნიშვნელოვანია საჯაროდ ვისაუბროთ და გამოვამზეუროთ ჩვენს საზოგადოებაში არსებული პრობლემური, ხშირად უღიარებელი და უმცირესობებისთვის მტკივნეული დომინანტი მზერის ტიპები ეთნიკური აზერბაიჯანელების (და, ზოგადად, თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის) მიმართ.

აშშ-მა „მსოფლიო ტერორიზმის“ ყველაზე უარესი სპონსორი უწოდა ირანს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ირანი რჩება „მსოფლიო ტერორიზმის“ ყველაზე უარეს სპონსორ სახელმწიფოდ, რომელიც აფინანსებს საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებს და დაკავებულია „ტერორისტული შეთქმულების“ ორგანიზებით მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში.   სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშის თანახმად, ირანი ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს იმ ტერორისტული დაჯგუფებების დასაფინანსებლად, რომლებიც „მის ინტერესს ემსახურებიან და რომელთა მეშვეობით ირანი მთელ მსოფლიოში ავრცელებს თავის დამღუპველ გავლენას“. Читать дальше...

თბილსერვისი 7 600 ლარს გადაიხდის წინასწარი ესკიზის მიხედვით მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვისთვის

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტიტეტის პირველ კორპუსთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელის კედლის მოხატვაზე წინასწარ შემუშავებული ნახატის მიხედვით ტენდერს აცხადებს. სამუშაოს ღირებულება 7 600 ლარით არის განსაზღვრული. ესკიზზე, რომლის შემქმნელის ვინაობასაც თბილსერვისში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ, უნივერსიტეტის დამაარსებლები, თსუ-ს და თბილისის მერიის ლოგოებია გამოსახული.  ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე... Читать дальше...

ანიტა რაჭველიშვილი: ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 1 ნოემბერს, გვიან საღამოს, მისი ოჯახის წევრს, რომელიც მისი მანქანით გადაადგილდებოდა, ქუჩაში თავს დაესხნენ. რაჭველიშვილის მონათხრობის მიხედვით, უცნობი მამაკაცი მანქანაში შეღწევას ცდილობდა, მანქანას ურტყამდა და ყვიროდა. ფაქტს შეესწრნენ სამართალდამცველებიც, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.  „გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში, ეს კაცი შუშაზე რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა, დაინახეს, დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. Читать дальше...

რუსეთი სამხედრო სამსახურს აიძულებს ანექსირებული ყირიმის მოქალაქეებს

Radiotavisupleba.ge 

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ (HRW) აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, რუსეთის არმიის რიგებში სამხედრო სამსახურს აიძულებს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოქალაქეებს. „როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთს უფლება არ აქვს შეიარაღებულ ძალებში გაიწვიოს ყირიმის მოქალაქეები. ამ დანაშაულს რუსეთი აორმაგებს იმით, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უარს აცხადებენ იმსახურონ მის შეიარაღებულ ძალებში“, - განაცხადა... Читать дальше...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ "ფეიკნიუსს"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ "ფეიკნიუსს" და ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა, შესაბამისად, პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე არ ფიქრობს.    ,,ასეთი ,,ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და, ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა“, - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Игра в футбол на каблуках: как блогеры резко стали футболистками и решили завоевать новые горизонты


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Пятая ракетка мира Пегула не выступит на турнире WTA 1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

LG ЗАНИМАЕТ ЦЕНТРАЛЬНОЕ МЕСТО НА 37-М МЕЖДУНАРОДНОМ СИМПОЗИУМЕ И ВЫСТАВКЕ ЭЛЕКТРОМОБИЛЕЙ





Путин в России и мире
Москва

Владимир Путин поздравил ветеранов с 50-летием начала строительства Байкало-Амурской магистрали


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске открывается ВНС: что будет




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский допустил, что Москва и Киев начнут мирные переговоры


Навальный в России и мире
Москва

Патриарх Кирилл запретил в служении священника, проводившего панихиду по Алексею Навальному



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

Певец Розенбаум похвастался возрождением сети советских пивных в Петербурге



Москва

Публичная и тайная жизнь одного из самых ярких российских адвокатов XIX века в новом историческом детективе “Плевако”

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net