Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 08.11.2019

ლევან ვასაძე: მოვალთ 9 ნოემბერს და იგივეს ვიზამთ

Radiotavisupleba.ge 

ჰომოფობიური განწყობებით გამორჩეულმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კინოთეატრ „ამირანთან“ ისაუბრა 9 ნოემბრის გეგმების შესახებ. „მოვალთ და იგივეს ვიზამთ. ვეცდებით შესვლას კინოდარბაზში, ამ სეანსის ჩაშლას და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა“, - თქვა ვასაძემ ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მეორე სეანსის დასრულების შემდეგ. როგორც ვასაძე ამბობს, შეკრებას შედარებით გვიან შეუერთდება. „იმიტომ კი არა, რომ მეზარება, არამედ, როცა მოვდივარ, იწყება ჟურნალისტების ერთი ვაი-უშველებელი. რაღაც დრო ვიქნებით ერთად... Читать дальше...

კინოთეატრ „ამირანში“ ლევან აკინის ფილმის მეორე სეანსი დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის მცირე ნაწილი კინოთეატრ „ამირანთან“ მეორე ჩვენების დასრულებას ელოდებოდა. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მეორე სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელმა კინოთეატრი დატოვა. მათ პოლიციელთა უსაფრთხოების დერეფანი გაიარეს. დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ მაყურებლებს, რომლებსაც ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ პირველი ჩვენებისთვის. მაყურებლების ნაწილმა კინოთეატრში შესვლა მხოლოდ დაგვიანებით, პოლიციის მიერ გაკეთებული დერეფნის გავლით მოახერხა. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ამერიკის კინოაკადემიის... Читать дальше...

ანა სუბელიანი: დამადეს 7 ნაკერი, მაქვს ღრმა ჭრილობა

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელიც დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავდა, ამბობს, რომ მას ღრმა ჭრილობა აქვს და ექიმებმა 7 ნაკერი დაადეს.  ის მოითხოვს, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულმა და ასევე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი სამართლებრივად აგოს.  “მოვთხოვ პასუხს შსს-ს, რომელმაც მე უდანაშაულო მოქალაქე არ დამიცვა,“ - თქვა ანა სუბელიანმა კლინიკის დატოვებისას და აღნიშნა, რომ ღრმა ჭრილობის გარდა, კვლევებმა დაადასტურა რომ სხვა სერიოზული დაზიანება არ აქვს. Читать дальше...



პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებულ გიორგი სულაშვილს ჰკითხა, ნამყოფი იყო თუ არა ოფთალმოლოგთან

Radiotavisupleba.ge 

20-21 ივნისის დაშავებულ გიორგი სულაშვილს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, პროკურატურამ ჰკითხა, ნამყოფი იყო თუ არა ოფთალმოლოგთან და როგორი მხედველობა ჰქონდა 20 ივნისამდე.  გიორგი სულაშვილამდე პროკურატურიდან დაურეკეს ამავე აქციის კიდევ ერთ დაშავებულს, მაკო გომურს, რომელთანაც მსგავსი კითხვა ჰქონდათ - იყო თუ არა თვალი, რომელიც მან დაკარგა, ჯანმრთელი.  "ვერ ვწვდები კითხვის აზრს, რა მნიშვნელობა აქვს იმას ჩემთვის, თუ რა პროცენტული ხედვა მქონდა 20 ივნისამდე, ფაქტია, რომ თვალი აღარ მაქვს" - წერს გიორგი სულაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. Читать дальше...

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ წინ სამი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

კინოთეატრ „აპოლოში“ დაგვიანებით დაიწყო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება. კინოთეატრის შესასვლელთან კი  რადიკალურად განწყობილი ჯგუფის სამი წარმომადგენელი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი, როგორც აჭარის ა/რ პოლიციის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობა იყო. რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები კინოთეატრის წინ ისევ რჩებიან. კინოჩვენებიდან შეგვატყობინეს, რომ დარბაზში სიმშვიდეა. 8 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვცეკვავთ" ქართული პრემიერა... Читать дальше...

ტრამპი აწონ-დაწონის პუტინის მიწვევას გამარჯვების დღის აღლუმზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აწონ-დაწონის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიწვევას მოსკოვში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, გაისად, 9 მაისს. ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფასებს მიწვევას, თუმცა პერიოდი ემთხვევა პოლიტიკურად აქტიურ დროს და არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა წასვლას. სიამოვნებით წავიდოდი რომ შემეძლოს, განაცხადა ტრამპმა.   მოსკოვში, კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან ოფიციალური პასუხი მოწვევის გამო, არ მიუღიათ. Читать дальше...

სახალხო დამცველი: შსს-მ გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კინოთეატრ ამირანთან ჰომოფობიურ აქციასთან და დაშავებულებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს.  "ამ ძალადობას ჰყავდა, ჩემი აზრით, თავისი ორგანიზატორები თავისი წამხალისებლები და ადგილი ჰქონდა რეალურად ძალადობისკენ მოწოდებებს, როდესაც ითქვა, რომ ეს ხალხი უნდა დაუპირისპირდეს პოლიციას, გაარღვიოს პოლიციის კორდონი და ა.შ.", - თქვა ნინო ლომჯარიამ 9 ნოემბერს კინოთეატრს ამირანთან დაშავებული აქტივისტის, ანა სუბელიანის კლინიკაში მონახულების შემდეგ. Читать дальше...

საქართველოს კინომატოგრაფისტები მხარდაჭერას უცხადებენ ლევან აკინს და შემოქმედებით ჯგუფს

Radiotavisupleba.ge 

„დღევანდელ საქართველოში აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი ცენზურას და ადამიანების დისკრიმინაციას მათი ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა კუთვნილების გამო“, - საქართველოს კინემატოგრაფისტები მხარდაჭერას უცხადებენ კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება! მათი განცხადებით, დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება... Читать дальше...



მინსკის კინოფესტივალზე ლევან გელბახიანმა საუკეთესო მსახიობის ჯილდო აიღო

Radiotavisupleba.ge 

მინსკის საერთაშორისო ფესტივალზე „ფოთოლცვენა“ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) შესრულებული როლისთვის ლევან გელბახიანი დააჯილდოვეს. გელბახიანმა საუკეთესო მსახიობის ჯილდო აიღო. საერთაშორისო ფესტივალი მინსკში ყოველწლიურად ტარდება. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით არის წარდგენილი. ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. პრემიერა ფილმისა Then We Danced” კანის ფესტივალზე გაიმართა.

კრემლი არ გამოიკვლევს კადიროვის მოწოდებებს მათი მოკვლისკენ, ვინც ღირსებას „თავს ესხმის“

Radiotavisupleba.ge 

კრემლმა განაცხადა, რომ არ გამოიკვლევს რუსეთის რეგიონის, ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის განცხადებებს, რომლებიც წარმოადგენს მათ მკვლელობის, დაპატიმრების და დამცირების მხარდაჭერას, ვინც ინტერნეტის სხვა მომხმარებლების ღირსებას "შეურაცხყოფს". კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა 7 ნოემბერს, რომ მას არ მოუსმენია კადიროვის განცხადებები და დასძინა, რომ კადიროვის განცხადებები უნდა იკვლიონ სამართალდამცველებმა, არა კრემლმა. 5 ნოემბერს ჩეჩნეთის რეგიონულმა ტელევიზიამ აჩვენა კადოვის შეხვედრა რეგიონული მთავრობების წევრებთან. Читать дальше...

ბათუმის კინოთეატრთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს ორასამდე მოქალაქე. აქციის ორგანიზატორები თავს ბათუმელ კონსერვატორებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საპროტესტო შეძახილებით ხვდებოდნენ კინოთეატრში 22 საათზე დანიშნულ სეანსზე მისულ მაყურებელს, შენობის შესასვლელისკენ ისროლეს კვერცხები და მაშხალები და რამდენჯერმე სცადეს პოლიციელთა რიგების გარღვევა და კინოთეატრში შესვლა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით... Читать дальше...

„ამირანში“ მაყურებელი იკრიბება მეორე სეანსისთვის ფილმისა - „და ჩვენ ვიცეკვეთ“

Radiotavisupleba.ge 

ვითარება მცირე ხნით დაიძაბა კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც მაყურებელი იკრიბება მეორე სეანსისთვის შვედურ-ქართულ-ფრანგული ფილმისა „და ჩვენ ვიცეკვეთ“. პირველი სეანსი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც რადიო თავისუფლების  კორესპონდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ კიდევ ორი ადამიანი დააკავეს მაშხალების სროლის გამო. „მოღალატეებო“, „გამყიდველებო“, „სამარცხვინოებო“, „ვინ გაგზარდათ“ - ასეთი შეძახილებით ხვდებიან  რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პირველი კინოსეანსიდან გამოსულ მაყურებელს და ასევე მათ... Читать дальше...

კინოთეატრ "ამირანთან" 11 პირია დაკავებული

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ 11 პირი დააკავეს. ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე. შსს-ს ცნობით, თავდასხმის ინციდენტის მონაწილე დაკავებულია. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, „თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე... Читать дальше...

ჰააგის სასამართლომ უარყო რუსეთის არგუმენტები უკრაინის სარჩელის მიმართ

Radiotavisupleba.ge 

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე უარყო რუსეთის ფედერაციის არგუმენტები უკრაინის სარჩელზე საქმეში უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს ადანაშაულებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში. რუსეთი თავის მხრივ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჰააგის სასამართლოს არ გააჩნია იურისდიქცია მსგავსი საქმეების განსახილველად.   აღნიშნული გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღეს ჰააგაში, პრაქტიკულად ერთხმად, გარდა ერთი მოწინააღმდეგისა, რომელიც რუსი მოსამართლე აღმოჩნდა. Читать дальше...

ლავროვი იმედოვნებს, რომ ირანთან შეთანხმება გადარჩება, მიუხედავად აშშ-ის მიერ მისი „მიუღებელი“ დატოვებისა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საეტაპო ბირთვული შეთანხმება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის გადარჩება მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა დატოვა ხელშეკრულება. აშშ-მა მაისში დატოვა შეთანხმება - ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA) და შემდგომ დაუწესა ირანს სანქციები, რათა აიძულოს თეირანი დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვაშინგტონი თვლის, რომ შეთანხმების პირობები არ იყო საკმარისად მკაცრი იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღის განვითარებაში შეშლოდა ხელი... Читать дальше...

"ამირანთან" ანა სუბელიანს სახის არეში სავარაუდოდ ქვა მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

კინოთეატრ „ამირანთან“ სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. მას სახის არეში, შუბლზე სავარაუდოდ ქვა მოხვდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.  ანა სუბელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს: „მომვარდნენ, მიცნეს და მემუქრებოდნენ. პოლიცია არაფერს არ აკეთებდა მათ შესაჩერებლად. ყველაფერი აჩვენებდა, რომ შეიძლებოდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გავმხდარიყავი. სრულიად შემთხვევით ვარ გადარჩენილი... Читать дальше...

 ამ ცოდვის რეცეპტი საპატრიარქოს გამოუწერონ, იქ იღებს სათავეს – მამა ანდრია

Marshalpress.ge (მარშალ) 

ამ ცოდვის რეცეპტი საპატრიარქოს გამოუწერონ, იქ იღებს სათავეს – ასე გამოეხმაურა მღვდელმონაზონი ანდრია სარია ფილმის ,,and than we danced” ჩაშლის მცდელობას. ,,სწორედ ამას ქვია ფარისევლობა რასაც ტელევიზიით ვუყურებთ, ჯერ ეკლესიის შიგნით გვაქვს მოსაგვარებელი ეს ცოდვა რომ ვიცოდეთ. ცოდვის რეცეპტი უმჯობესია საპატრიარქოს გამოუწერონ, რადგან ამ ცოდვის საწყისი იქ იღებს სათავეს; ცოცხალ ფილმებს აყურებინებდნენ თავისი ცხოვრებით ახალგაზრდებს […]

Source

გურამ ფალავანდიშვილი "გალერია თბილისში" შევიდა

Radiotavisupleba.ge 

„საზოგადოება ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად "გალერია თბილისში" შევიდა, ისინი აპროტესტებენ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აკავებენ

Radiotavisupleba.ge 

კინოთეატრ "ამირანთან" პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო. ჩვენი კორესპონდენტის თანახმად, ბოლო 15 წუთის განმავლობაში პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. მათგან ერთი ტელეოპერატორია. დაკავებულები სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ავტომანქანებით გაიყვანეს. ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ 2 პირის დაკავებას ადასტურებს. უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში... Читать дальше...


Музыкальные новости
Шапка

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)





Персональные новости
#123ru.net

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге про географию экспорта российской рыбы





დავით ბერძენიშვილს კონოთეატრ "ამირანთან" სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

Radiotavisupleba.ge 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით ბერძენიშვილს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლებმა აიძულეს, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა. ბერძენიშვილმა შეკრების ადგილი პოლიციის თანხლებით დატოვა. მას რამდენიმე ადამიანი მისდევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. საპასუხოდ, დავით ბერძენიშვილი ამბობდა: „ხალხს აქვს ფილმის ნახვის უფლება!“. "ამირანთან" ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მოწინააღმდეგე, რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები იმყოფენიან. Читать дальше...

„გალერია თბილისში“ კინოჩვენებაზე მაყურებლები დაუბრკოლებლად შევიდნენ

Radiotavisupleba.ge 

„გალია თბილისში“ მდებარე კინოდარბაზთან მივიდა რამდენიმე სასულიერო პირი, „საზოგადოება ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და დემონსტრანტების მცირე ჯგუფი, რომლებიც აპროტესტებენ  ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“.  ისინი შევიდნენ სავაჭრო ცენტრში და ამბობენ, რომ თუკი შეუშვებენ მშვიდობიანი გზით, „შიშველი ხელებით“ ჩაშლიან კინოჩვენებას, რომელიც 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა სეანსი უკვე დაწყებულია. როგორც შემდეგ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის 10 საათზე დაგეგმილ კინოსეანს ჩაშლის და იქ... Читать дальше...

მაყურებლები „ამირანში“ შეუშვეს, ფილმის ჩვენება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

ბოლო ინფორმაციით, კინოთეატრ "ამირანში" პოლიციის მიერ გაკეთებული დერეფნის გავლით შევიდნენ მაყურებლები, რომლებიც მანამდე ამას ვერ ახერხებდნენ. „ამირანში“ 19:30 საათისთვის იყო დაგეგმილი პრემიერა შვედურ-ქართულ-ფრანგული ფილმისა „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ფილმის ჩვენება "ამირანში" რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო.  „ამირანში“ შესვლა გაუჭირდა მაყურებელთა ნაწილს და მათ შორის იყო სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი. მისი თქმით, შეუძლებელი იყო კინოთეატრის ცენტრალურ შესასვლელამდე მისვლა, საიდან შესვლაც მას პოლიციამ ურჩია. Читать дальше...

პოლიციამ "ამირანთან“ ორი პირი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. შსს-ს ცნობით, ადგილზე აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკაც გამოიყენეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა. დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ... Читать дальше...

ტაჯიკეთის საზღვართან დახოცილთა რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური ვერსიით

Radiotavisupleba.ge 

სამართალდამცველებს შორის მსხვერპლის რაოდენობა თავდასხმის შედეგად, რომელსაც ტაჯიკეთის ხელისუფლება უწოდებს „ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას“, ხუთით მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურად გამოცხადდა“ - ამცნო რადიო თავისუფლებას წყარომ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 6 ნოემბერს ორი სამხედრო იქნა მოკლული უზბეკეთის საზღვართან, დუშანბედან 60 კილომეტრში. თავდამსხმელები ავღანეთიდან შევიდნენ. 15 პირი მოკლეს, ხუთი დააპატიმრეს. ადგილობრივი ხელისულების და სხვა წყაროების თანახმად, ამ თავდასხმის დროს დახოცილი კიდევ ხუთი სამხედრო წინა დღით დაასაფლავეს.

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან" 250-მდე პოლიციელია მობილიზებული

Radiotavisupleba.ge 

ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ბათუმში აპროტესტებს მოქალაქეთა ჯგუფი, რომლის წარმომადგენლები თავს კონსერვატორებს უწოდებენ.  კინოთეატრ „აპოლოს“ შესასვლელთან დაახლოებით 250 პოლიციელია მობილიზებული.  რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოპირდაპირე მხარეს დგას აქციის 50-მდე მონაწილე. ისინი ხმის გამაძლიერებლით მიმართავენ კინოთეატრის ადმინისტრაციას, არ დაუშვას ფილმის ჩვენება. სამართალდამცველების განმარტებით, კინოდარბაზში შესვლა შეუძლია მოქალაქეს, რომელიც ბილეთს წარმოადგენს. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черного моря до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пообещал потенциальным агрессорам ответ всеми видами оружия




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Блогер Алена Водонаева заявила, что Тимати нужно похудеть



Москва

Спортсмен из Щелкова стал победителем этапа Кубка мира по шашкам-64

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net