Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 30.11.2019

ცნობილია ევრო 2020-ზე საქართველოს ნაკრების პოტენციურ მეტოქეთა ვინაობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში C ჯგუფში მოხვდება და ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპირველობის ფინალური ეტაპის წილისყრა ბუქარესტში დღეს გაიმართა და ჯგუფებიც თითქმის სრულად დაკომპლექტდა. ტურნირის მონაწილე ოცდაოთხი ნაკრებიდან ოცის ვინაობა უკვე ცნობილია, დარჩენილი ოთხი საგზურისთვის ბრძოლა კი უეფას ერთა ლიგის ოთხ დივიზიონში გრძელდება. საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალშია და 2020 წლის 26 მარტს ბელორუსიის ნაკრებს უმასპინძლებს. Читать дальше...

გიორგი გახარია – მნიშვნელოვანია, საქართველომ შეასრულოს ხიდის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული, არამედ ენერგომატარებლების თვალსაზრისითაც

Marshalpress.ge (მარშალ) 

ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თვალსაზრისით TANAP-ი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოებაა და TANAP-ის პროექტი ყველა ამ მიმართულებას პასუხობს. Читать дальше...

დადგინდა ბერლინის ახალი აეროპორტის გახსნის თარიღი

Radiotavisupleba.ge 

ბერლინმა დაადგინა ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის თარიღი ცხრა წლიანი გადადებისშემდეგ, რაშიც სტრუქტურულ პრობლემებს და კორუფციას ადანაშაულებენ. ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებმა დირექტორvა, ენგელბერტ ლიუტკე დალდრუპმა განაცხადა 29 ნოემბერს, რომ თვითმფრინავები დაიწყებენ აეროპორტზე დაჯდომას 2020 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო პირველი აფრენა მოხდება შემდეგ დღეს. პროექტის არასწორმა წარმართვამ ბრანდენბურგის რეგიონში დარტყმა მიაყენა გერმანიის რეპუტაციას ბიზნესში ეფექტიანობის და პატიოსნების შესახებ. Читать дальше...



ერაყში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება მიუხედავად პრემირის განზრახვისა, გადადგეს

Radiotavisupleba.ge 

ერაყში გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდელ-მაჰდიმ ერთი დღის წინ გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, გადადგეს ორთვიანი ზეწოლის და ქვეყნის უზენაესი სასულიერო პირის მხრიდან პარლამენტის მიმართ მოწოდების შემდეგ, არ დაუჭიროს მხარი მთავრობას. "აბდელ მაჰდის გადადგომა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ახლა ყველა კორუმპირებული პირი უნდა მოშორდეს და გასამართლდეს", ამბობს სამხრეთის ქალაქის, დივანიეში ერთ-ერთმა დემონსტრანტმა. დივანიეში, ისევე როგორც დედაქალაქ ბაღდადში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. Читать дальше...

ჰაერის ძლიერ დაბინძურების გამო თეირანში უნივერსიტეტებმა და სკოლებმა მუშაობა შეაჩერეს

Radiotavisupleba.ge 

ირანის დედაქალაქის სკოლებმა და უნივერსიტეტმა მუშაობა შეაჩერეს ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო. ამის თაობაზე ირანის მედია იტყობინება.   30 ნოემბრიდან სკოლების და უნივერისტეტების დახურვის შესახებ ცნობა გამოაცხადა გვიან 29 ნოემბერს თეირანის რეგიონის მმართველის მოადგილემ მოჰამად თაღიზადემ მას მერე, რაც შეხვედრა ჰქონდა ჰაერის დაბინძურების და საგანგებო კომიტეტთან. სასწავლებლები, ისევე როგორც საბავშვო ბაღები, დახურული იქნება 1 დეკემბერსაც, განაცხადა თაღიზადემ. ახალგაზრდებს და ასაკოვან ხალხს, ვისაც სასუნთქი გზებისპრობლემები აქვს... Читать дальше...

კონსულტანტი – უკმაყოფილო მომხმარებლის დაუმსახურებელი სამიზნე

News.ge 

საქართველოში მომსახურების სფეროს შეფასებისას, ბუნებრივი რეაქცია ცინიკური ღიმილი და კრიტიკული შენიშვნებია. ბუნებრივია ისიც, რომ სუპერმარკეტის, პარფიუმერიული მაღაზიის, რესტორნის, ბანკის მენეჯმენტს სურს, მისმა მომხმარებელმა დაწესებულება კმაყოფილმა დატოვოს. ამისთვის, დიდი ყურადღება ექცევა – უნდა ექცეოდეს, იმ ადამიანების გადამზადებას, ვისთანაც უწევს კლიენტს უშუალო შეხება. სუპერმარკეტი ის დაწესებულებაა, სადაც ყოველდღიურად უწევს მომხმარებელს მომსახურების მიღება. ქსელური მარკეტები მუშაობის დაწყებამდე ამზადებენ... Читать дальше...

მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა დედა ეკლესიაში იგრძნობოდა, ამიტომაც შეტევის სამიზნე ხდებოდა – მამუკა ბახტაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ, მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მხნეობასა და ჯანმრთელობას უსურვებს. „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია […]

ჰელმანდის პროვინციაში ავღანეთის არმიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის არმიის სასაზღვრო ჯარის მაღალი რანგის ოფიცერი მოკლეს აფეთქების დროს ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში. გენერალ ზაჰირ გულ მოღბილის მანქანა გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა 30 ნოემბერს, დილით, ნავასა და მარჯას რაიონებს შორის, იტყობინება პროვინციის გუბერნატორი, მოჰამად იასინი. მოღბილი სასაზღვრო ჯარებს მეთაურობდა არეალში ხუთი წლის განმავლობაში, განაცხადა ჰელმანდის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლმა, ზამან ჰამდარდმა. აფეთქების შედეგად დაშავდა ორი სხვა ოფიცერი, უთხრა რადიო თავისუფლებას ჰელმანდის... Читать дальше...



ირმა ინაშვილი: ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია ქვეყანაში, ეს არის სიმართლე

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია ქვეყანაში, ეს არის სიმართლე“, - უთხრა სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრებაზე მისულ ადამიანებს პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, რომლის თქმითაც, ყველაფერი, რაც ახლა ხდება, იმის ბრალია, რომ თავის დროზე დამნაშავეები არ დაისაჯნენ და დღეს მისი მთავარი მიზანია, „დაისაჯონ დამნაშავეები, სააკაშვილები და ბოკერიები“. „მინდა, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ ჩვენს რწმენას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას, ჩვენს ფასეულობებს, საქართველოს გაუმარჯოს! Читать дальше...

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის ოფისი: საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს

Radiotavisupleba.ge 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისითა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ თავდასხმებით, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიულ პროგრესს და უშედეგოს ხდის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ბერლინის ოფისმა გაავრცელა.  „ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა მიცემული დაპირების შესრულებაზე, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის... Читать дальше...

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭომ პრემიით ოთხი ირანელი ადვოკატი დააჯილდოვა

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭომ 2019 წლის პრემიით უფლებების დაცვის სფეროში დააჯილდოვა ოთხი ირანელი ადვოკატი, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან. მათ შორისაა უფლებადაცვის სფეროში ცნობილი ადვოკატი, ნასრინ სოთუდე, რომელსაც 2012 წელს სიტყვის თავისუფლების სფეროში ევროპის პარლამენტის, სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭა. სოთუდეს ირანში 38 წლით პატიმრობა და 148 შოლტის დარტყმა აქვს მისჯილი პოლიტიკური პატიმრების დაცვის გამო. ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს პრემიის წლევანდელი ლაურეატები არიან... Читать дальше...

ელიზაბეთ რუდი: შევთანხმდით, რომ გაგრძელდება დისკუსია

Radiotavisupleba.ge 

„ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოსავალზე, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, შევთანხმდით, რომ გაგრძელდება დისკუსია. ოპოზიცია და მმართველი გუნდი დათანხმდნენ, რომ კიდევ უნდა გაიმართოს საუბრები და შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, დაეხმარონ ამ პროცესში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.    სასტუმრო... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე: ეს არ არის ფორმატი, სადაც აქტივისტები მონაწილეობენ

Radiotavisupleba.ge 

„ეს არ არის ფორმატი, სადაც აქტივისტები მონაწილეობენ, ეს არის ფორმატი, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჩვენი პარტნიორები მონაწილეობენ“, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, სადაც ისინი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საარჩევნო წესის ცვლილების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ.  თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციას მისცეს დრო, რამდენიც დასჭირდებათ, გააგრძელონ აქციები თუ პროტესტი იმ კანონმდებლობის ფარგლებში, როგორც მათ ეს სურთ და წარმოუდგენიათ. Читать дальше...

კარლ ჰარცელი: ჩემი მოლოდინი არ იყო, რომ ამ შეხვედრის დროს საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით

Radiotavisupleba.ge 

„როგორც ვიცით, ევროკავშირის პოზიცია იყო ძალიან ცხადი სერიოზული დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, რათა შევსებულიყო ის ნაპრალი, რომელიც არსებობს ნდობასა და პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო 2 კვირაა, ვხედავთ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს იყო ძალიან ღირსეული განხილვა, რომელშიც სხვადასხვა მხარე იყო ჩართული. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: შეხვედრაზე #სირცხვილიას ვაშაძე და ბოკერია წარმოადგენდნენ

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, სადაც ისინი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საარჩევნო წესის ცვლილების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილია დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ესწრებოდა, რადგან მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ წარმოადგენდა. მისი თქმით, ეს ერთი პოლიტიკური ძალაა. „აქტივისტების წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია, უშუალოდ #სირცხვილიას და #გაბედეს წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია და მათ დააფიქსირეს... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძის დასკვნით, ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური კონსულტაციები სამომავლოდ კიდევ გაიმართოს. „პირველი შეხვედრა შედგა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ჩვენ ოპოზიციის მისამართით არაერთხელ ვთქვით და რაც თქვეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ პოლიტიკურ მხარეებს... Читать дальше...

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი: შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა. ამ შეხვედრის ინიციატორი დიპლომატიური კორპუსი იყო. „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს ვაშაძის სიტყვები, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არავითარი წინადადება და იდეა არ ჰქონდათ და მათ კატეგორიული უარი თვეს იმ კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. „ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით... Читать дальше...

ყირიმის გამო პროტესტის შემდეგ Apple-ი „სადავო საზღვრების“ რუკების პოლიტიკას გადასინჯავს

Radiotavisupleba.ge 

Apple-მა გამოაცხადა, რომ გადასინჯავს, როგორც თვითონ უწოდებს, „სადავო საზღვრებს“ მას მერე, რაც კრიტიკის სამიზნე გახდა უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის გამო. Apple-მა ყირიმი თავის რუკებსა და რუსი მომხმარებლისთვის შექმნილ ამინდის აპლიკაციებზე რუსეთის ნაწილად დაიტანა. Apple-ის წარმომადგენელმა, ტრუდი მალერმა „როიტერსს“ 29 ნოემბერს უთხრა, რომ ტექნოლოგიის ამერიკული გოლიათი „ღრმად შეისწავლის საკითხს, თუ როგორ მოიქცნენ სადავო საზღვრების შემთხვევაში“. მალერის თანახმად, Apple-მა ცვლილება რუსი მომხმარებლისთვის... Читать дальше...

ლონდონის ტერაქტის შემდეგ მოკლულ ეჭვმიტანილს კავშირი ჰქონდა პაკისტანთან

Radiotavisupleba.ge 

ეჭვმიტანილი, რომელმაც ორი პირი სასიკვდილოდ დაჭრა დანით ლონდონში თავდასხმისას, ადრე ნასამართლევი იყო ტერორისტული დანაშაულისთვის და, სავარაუდოდ, „ტერორისტული სამხედრო საწვრთნელი“ ცენტრის ამოქმედებას გეგმავდა პაკისტანის ცენტრში. ამის თაობაზე ბრიტანეთის ხელისუფლება იტყობინება. ხელისუფლებამ 30 ნოემბერს გამოაცხადა ეჭვმიტანილის ვინაობა. პოლიციის მიერ მოკლული პირი 28 წლის უსმან ხანია. 29 ნოემბერს, დაახლოებით დღის ორ საათზე, „ლონდონის ხიდზე“ მომხდარ თავდასხმაში სხვა ეჭვმიტანილს პოლიცია აქტიურად არ ეძებს. Читать дальше...


Музыкальные новости
Юрий Лоза

«Это теперь не россияне»: Юрий Лоза прокомментировал намерение Хаматовой вернуться





Персональные новости
Владимир Путин

Путин поручил рассмотреть вопрос о создании профильных агроклассов





ჩვენი მუშკეტერები

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს ჩემპიონი და მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული, ქართული საფარიკაო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იური ოსიპოვი სპორტის ამ რაინდული სახეობის ისტორიის ეპიზოდებს გაიხსენებს.

„ბრძანებებს ასრულებენ და არ აპირებენ არაფრის შეცვლას“

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: ირინა რომალიისკაია („ნასტოიაშჩეე ვრემია“)   გამოქვეყნდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) თანამშრომელთა იმ ჯგუფის ფოტოები და გვარები, რომლებიც, ჟურნალისტების თანახმად, შეიძლება კავშირში იყვნენ ბულგარელი ბიზნესმენის, ემელიან გებრევის, მოწამვლასთან 2015 წელს. იარაღით მოვაჭრე მოწამვლას გადაურჩა, თუმცა დიდხანს იყო საავადმყოფოში. ამ საქმის გამოძიების თაობაზე წერდნენ ჯგუფ Bellingcat-ის ექსპერტები, ასევე რუსეთის გამოცემა The Insider-ი და გერმანიაში გამომავალი Spiegel-ი. ჟურნალისტები ამტკიცებენ... Читать дальше...

ექსპერიმენტი გრძელდება: მეორე კვირა საარსებო მინიმუმზე

Radiotavisupleba.ge 

უკვე ორი კვირაა, ვცდილობ, საარსებო მინიმუმი (170.80 ლარი) თვის ბოლომდე ვიმყოფინო. წინა კვირას 100 ლარი დავხარჯე - რაში და როგორ, ყველაფერი აქ წერია. ამ კვირას კი საქმე გაცილებით გართულდა. დღე მერვე ვერ გავიგე, საარსებო მინიმუმი ზამთარ-ზაფხულ ნაძვივით ერთი და იგივე რატომ არის?! ზამთარში აშკარად ორმაგს ხარჯავ. მეორე კვირა ისე დაიწყო, ხილი ვერ ვიყიდე, როცა ზაფხულში ერთი ყუთი ვაშლატამა შეიძლება ხუთ ლარად მოგცენ. დღეს პატარა (სამლარიანი) პიცა და ნამცხვარი მქონდა. ეს მენიუ მალე შიმშილობად დამიჯდება, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას შეგვიძლია, მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ, ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ​“, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, დღეს გამართულ შეხვედრაზე რას შესთავაზებს ხელისუფლება ოპოზიციას კონსენსუსის მისაღწევად. კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ დაადასტურა... Читать дальше...

ელიზაბეთ რუდი: იმედი მაქვს, დიალოგი იქნება გამოსავლის მოძებნისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგი, რომელიც ახლა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს, შედეგს გამოიღებს და კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა შესაძლებელი იქნება.  „ამერიკის შეერთებული შტატები იმყოფება აქ ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად და გამოთქვამს დიალოგის დიდ იმედს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩავარდა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დიალოგი იწყება. Читать дальше...

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციას შეხვედრას #სირცხვილია და სხვა მოძრაობები არ ესწრებიან

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობა #სიცხვილია, რომელიც ჩამოყალიბდა და აქტიურად ჩაერთი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, 30 ნოემბერს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრის შესახებ, რომელიც ე.წ. "გერმანულ მოდელზე" გადასვლაზე მსჯელობისთვის ტარდება, განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მათთვის მოლაპარაკების ფორმატი, რომელშიც სამოქალაქო სექტორი ჩართული არ არის, მათ ეჭვებს უჩენს.  "მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда Орловской области стала победителем хоккейного турнира среди команд Черноземья


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Zoomlion продемонстрировала последние достижения на выставке INTERMAT





Путин в России и мире
Москва

Путин поздравил Леонида Рошаля с днем рождения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Басманный суд Москвы арестовал продюсера Reuters Константина Габова за помощь ФБК в подготовке материалов



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

Певец Розенбаум похвастался возрождением сети советских пивных в Петербурге



Москва

Российский дзюдоист Башаев завоевал бронзу чемпионата Европы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net