გიორგი გახარია – მნიშვნელოვანია, საქართველომ შეასრულოს ხიდის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული, არამედ ენერგომატარებლების თვალსაზრისითაც
ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თვალსაზრისით TANAP-ი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოებაა და TANAP-ის პროექტი ყველა ამ მიმართულებას პასუხობს. „დღეს […]