Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 07.11.2019

მღვდელ გიორგი სხილაძის მიმართ მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

„სასულიერო პირის [მღვდელ გიორგი სხილაძის] მიმართ გამოთქმული მუქარის ფაქტზე შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურამ მასალა გადაუგზავნა  შინაგან საქმეთა სამინისტროს", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში. პროკურატურის ცნობით, შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე (მუქარის) მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. Читать дальше...

მამუკა ბახტაძე მიხეილ ბატიაშვილს მადლობას უხდის

Radiotavisupleba.ge 

„განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს“, - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას `„ფეისბუკზე" ეხმაურება. როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, სწორედ,  განათლების იდეის რეალიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევასა და 21-ე საუკუნეში ერთიან, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ბახტაძის თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული იდეა დაცულია კანონმდებლობის დონეზე და ყველა მთავრობას... Читать дальше...

ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილი მზად იყო აფხაზეთში რეფერენდუმის ჩასატარებლად

Radiotavisupleba.ge 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ.   როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილის ჰქონდა იდეები, რომლებიც „რესპუბლიკელებისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა. „ივანიშვილი ბევრ რამეში ავლენდა არაკვალიფიციურობას. ბიძინა ივანიშვილი მზად იყო და იდეა, აკვიატება ჰქონდა, ჩვენ აფხაზეთში ჩავატაროთ რეფერენდუმი აფხაზეთის სტატუსზე, მათ შორის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე, რომელიც 5 წლის შემდეგ ამუშავდება. Читать дальше...



Ryanair-მა ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

Radiotavisupleba.ge 

„გილოცავთ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია Ryanair საქართველოშია და პირველი რეისი შეასრულა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში!!!“ - „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ფეისბუკ“-ჩართვაში საზოგადოებას საზოგადოებას ამცნო, რომ Ryanair-მა ​ მარსელი-ქუთაისის რეისი შეასრულა. ჩოგოვაძის თქმით, საქართველოში Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს მეტი უცხოელი ტურისტის ჩამოსვლას. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები... Читать дальше...

ადამიანთა ჯგუფი ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ პიკეტირებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

„სამასზე მეტი ადამიანი შეიკრიბება 8 ნოემბერს მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც კინოთეატრი „აპოლო“ მდებარეობს“, - უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს აქტივისტმა ვატო ნებურიშვილმა. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს ბათუმის კონსერვატიულ ნაწილს უწოდებს, აპირებს კინოთეატრ „აპოლოს“ პიკეტირებას. ნებურიშვილის თქმით, 300 ადამიანის შეკრება გამოიწვევს ვიწრო ქუჩის გადაკეტვას და კინოთეატრის შესასვლელის პარალიზებას. პროტესტი უკავშირდება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ბათუმურ პრემიერას. Читать дальше...

ემანუელ მაკრონის თქმით, ნატო „ტვინის კვდომას“ განიცდის

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნატო განიცდის „ტვინის კვდომას“, რის გამოც „ევროპამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ფიქრი საკუთარ თავზე, როგორც დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ძალაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გააკონტროლებს საკუთარ თავს“, - აღნიშნა მაკრონმა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში.   მაკრონი ამტკიცებს, რომ ასეთ „გეოპოლიტიკურ ძალად“ ჩამოყალიბება ევროპას შეუძლია, თუ „დაჩქარდება ევროპის თავდაცვის განვითარება.“   საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ნატოს არაეფექტურობაზე მეტყველებს აშშ-სა... Читать дальше...

21 ნოემბრიდან აიკრძალება დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს გაყიდვა

Radiotavisupleba.ge 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას 2019 წლის ოქტომბერში კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების ვადებს ახსენებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. ნაწარმის რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. Читать дальше...

უნდა ვისაუბროთ თუ არა მღვდელმსახურების სექსუალურ ორიენტაციაზე: 5 მოსაზრება

Radiotavisupleba.ge 

მეუფე პეტრეს ხმაურიანი ბრალდებების შემდეგ - რომელმაც ილია მეორეს “პიდარასტიით, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი” უწოდა - საზოგადოებრივი ჯგუფების ნაწილი ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაზე საუბრობს.



პანკისის სპეცოპერაცია: რა (არ) თქვეს მაღალჩინოსნებმა?

Radiotavisupleba.ge 

არ არსებობდა გაწერილი გეგმა და ინსტრუქციები პანკისის ხეობაში იმ სპეცოპერაციის ჩასატარებლად, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილი მოჰყვა;.

ლევან აკინის ფილმიდან ნაწყვეტს ჰოლანდიური კინოთეატრი ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) მორიგ ნაწყვეტს ავრცელებს ჰოლანდიური კინოთეატრი „კრიტერიონი“. ამსტერდამში ფილმის კინოჩვენება 7 ნოემბერს იგეგმება. ღონისძიების ორგანიზატორები, ასევე ინტერესდებიან საქართველოში ლგბტ+ და ქვიარ აქტივიზმით. „და ჩვენ ვიცეკვეთ" ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება.  ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. Читать дальше...

რამზან კადიროვი ცილისმწამებლების „დახოცვასა და დაპატიმრებას“ ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, ბოლო სამთავრობო სხდომაზე თავს დაესხა იმათ, ვინც, მისი აზრით, ინტერნეტით „ღირსებას ხელყოფს“, და მოითხოვა იმ კომენტატორების დასჯა, რომლებიც „ავრცელებენ ჭორებს“ და „წერენ საზიზღრობებს“.

ბატიაშვილის 482 დღე

Radiotavisupleba.ge 

წელიწადი და ოთხ თვე დაჰყო პოსტზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პირველმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

სამი ავღანელი მოსამართლე დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სამი ავღანელი მოსამართლე დაიღუპა ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ჩასაფრების შედეგად პროვინცია პაქტიაში ქაბულთან დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე. პროვინციის გუბერნატორის სპეციალური წარმომადგენლის, მოჰამად აგას თანახმად, თალიბმა მებრძოლებმა გააჩერეს მანქანა, რომელშიც სამი მოსამართლე და ერთი საჯარო მოხელე იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა ისინი გადმოიყვანეს და დახვრიტეს.   თავად თალიბანს, რომელმაც მსგავსი ხელწერით არაერთხელ მოაწყო თავდასხმა ლოგარისა და პაქტიის პროვინციებში, არ აუღია თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.

გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ

Radiotavisupleba.ge 

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ბლოკის თანამშრომლებმა 7 ნოემბრიდან, ხელფასის 50 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით, გაფიცვა დაიწყეს. აქცია თბილსრესის ტერიტორიაზე ჩატარდა. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, ადმინისტრაცია მათ ხელფასის გაზრდას იანვრიდან 15-20 %-ით ჰპირდება, თუმცა გარანტიას ვერც ამაზე იძლევა. ამიტომ მუშები გეგმავენ გაფიცვა გააგრძელონ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასი 50 %-ით გაიზარდოს, არ დაკმაყოფილდება. სადგურის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ანაზღაურების გაზრდა სემეკის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. Читать дальше...

რეფორმები ჯანდაცვის სფეროში ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული – თორნიკე რიჟვაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად აჭარის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია – „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა. ასევე, ისაუბრა დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე. აჭარაში მცხოვრებ სამედიცინო... Читать дальше...

EUMM არ ადასტურებს "საზღვართან" სროლის შესახებ ინფორმაციას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისია (EUMM) არ ადასტურებს დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებას "საზღვართან" სროლის შესახებ. „EUMM -ის არც ერთმა მონიტორმა არ დაადასტურა, რომ გაიგონა სროლის ხმა. ადგილობრივებთან და საქართველოს ხელისულფების წარმომადგენლებთან გასაუბრებით მონიტორინგის მისია რაიონში სროლის შესახებ დამადასტირებელ ინფორმაციას არ ფლობს“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განცხადების თანახმად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 6... Читать дальше...

ოკუპანტების თავნებობის მიზეზად ოპოზიცია ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას ასახელებს

News.ge 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მორიგი გატაცება საკანონმდებლო ორგანოში ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიციაში თვლიან, რომ ოკუპანტების თავნებობის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკაა, მმართველი გუნდი კი შეცდომების დაშვებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განაცხადებით, ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა ყველა მშვიდობიანი მეთოდი გამოიყენოს იმისთვის, რომ რუსეთს პოლიტიკური ფასი გადაახდევინოს. “გახსოვთ ალბათ, მოღალატეებად გამოგვაცხადეს, როცა ვთქვით... Читать дальше...

ვის აბარებენ მერები ანგარიშს, მოსახლეობას თუ საჯარო მოხელეებს

Radiotavisupleba.ge 

კახეთში მერები ძირითადად საჯარო მოხელეებს  მოახსენებენ, რა გააკეთეს გასულ ერთ წელიწადში, თუმცა, წესით, მოსახლეობას უნდა აბარებდნენ ანგარიშს.  მერები წარმატებებზე ლაპარაკობენ, მოსახლეობა კი მოუგვარებელ პრობლემებსა და გაჭირვებულ ცხოვრებაზე ჩივის. რა გააკეთეს პირდაპირი წესით არჩეულმა მერებმა და როგორ აფასებს მათ საქმიანობას ადგილობრივი ოპოზიცია? პირდაპირი წესით არჩეული მერები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკუთარი მუშაობის ანგარიში ჩააბარონ. ასეთი... Читать дальше...

ალექსანდრე წულაძე: 21 საუკუნეა და დროა, ცვლილებები მენეჯმენტშიც განხორციელდეს

Radiotavisupleba.ge 

უზენაესი სასამართლოს  უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ალექსანდრე წულაძე ამბობს, რომ 21 საუკუნეა და დადგა დრო, როცა ცვლილებები მენეჯმენტშიც უნდა განხორციელდეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას მან განაცხადა, რომ დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსების კი არა ლიდერების დროა და  მენეჯმენტი საჯარო მმართველობაში, მათ შორის სასამართლოშიც სხვანაირად უნდა მოეწყოს: „რაც შეეხება თვითონ მოსამართლეებს,  კონსტიტუციით და ყველანაირი კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი... Читать дальше...


Музыкальные новости
Композитор

Композитор из рода Аксаковых. Часть 2





Персональные новости
Вызов

В рамках празднования Дня Победы в Москве пройдет ежегодный турнир среди студенческих футбольных команд «Вызов»





სუს-ი: დეზინფორმაციაა დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადება "საზღვართან" სროლის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას სუს-ში. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ „5 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდასთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი უკავშირდება... Читать дальше...

ბათუმში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, ახლადაშენებული მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სახლის შეღებვის დროს მუშას ბაგირი გაუწყდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კომპანია „გიგერომ“ ააშენა. მის წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახლადაშენებული კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული ჯერ არ არის. Читать дальше...

ეკა ბესელია არასამთავრობოებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს, „პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ“

News.ge 

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციებს, თანამოაზრეებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იმ დღეს, როდესაც პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის, პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა. ბესელია ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, ხვალიდან დაიწყონ კონსულტაციები და მოხდეს შეთანხმება, როგორ და რა ფორმით გამოიხატება ეს პროტესტი. „მინდა მივმართო ...

საკუთარი ნაკვეთიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე - დაძაბული ვითარება კონფლიქტის ზონაში

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხუზი ძმასთან ერთად საკუთარ ვენახში მუშაობდა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ.  სროლის მუქარის მიუხედავად, ძმამ გამოქცევა მოახერხა, ზაქრო ბუთხუზი კი ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით საკუთარ ნაკვეთში დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბუთხუზების ვენახი ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება, არცევში საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ზაქრო ბუთხუზი ჯერ ამ ბაზაზე წაიყვანეს... Читать дальше...

„თბილისი პრაიდი" ვასაძეს საჩუქრად უგზავნის ბილეთს ლევან აკინის ფილმის ჩვენებაზე დასასწრებად

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება, „თბილისი პრაიდი" ბილეთს საჩუქრად უგზავნის.  „თბილისი პრაიდის" გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად", - წერს „თბილისის პრაიდი" „ფეისბუკზე". „თბილისი პრაიდი" ეხმაურება ლევან ვასაძის გადაწყვეტილებას, რომ მან უცხოეთში დაგეგმილ ღონისძიებაზე წასვლა გადადო. „ვაცნობიერებთ... Читать дальше...

უსაფრთხოების მიზნით კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმამდე სხვა კინოსეანსი მოიხსნა  

Radiotavisupleba.ge 

კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებამდე დაგეგმილი სხვა ფილმის სეანსის მოხსნა მაყურებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. „კავეას კინოთეატრების ქსელში კინოჩვენებები დაგეგმილი რეპერტუარით იქნება გავა, მოიხნსა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინა სეანსი, მხოლოდ ამ ფილმის წინ არსებული სეანსი, რათა კინოთეატრების ქსელში უსაფრთხოების სამსახურის მობილიზება მოხდეს, რომ მათ მაყურებლის უსაფრთხოების დაცვა უკეთ უზრუნველყონ და... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Монсон заявил, что его спортивная карьера практически завершена


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова вылетела с турнира в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

10 РЕДКИХ животных из Красной книги, которых можно встретить в Москве





Путин в России и мире
Москва

Обучила 24 женщин-снайперов: Кто сидел на параде рядом с Путиным?


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: великая Победа является главным моментом становления белорусской нации




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью



Москва

Уехавший из Польши судья Шмидт представил единственный секретный документ

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net