Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

Новости за 17.11.2019

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები: "სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. გთავაზობთ ტექსტს სრულად: "ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა... Читать дальше...

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიმართოს ძალისმიერ მეთოდს პიკეტების დასაშლელად

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ძალისმიერად არ დაშლის პიკეტებს პარლამენტის შესასვლელებთან. თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება შესაძლებელია. "იმედი მაქვს, ხელისუფლებას შერჩა საკმარისად საღი აზრი, რომ ეს არ გააკეთოს, რადგან ნებისმიერი ძალადობა გამოიწვევს უფრო მწვავე და მასშტაბურ პროტესტს. მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში", უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ბაქრაძემ, რომელიც მოპიკეტეებთან მივიდა. მან მოუწოდა ხელისუფლებას... Читать дальше...

ლონდონი არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს ანგარიშს ბრიტანეთის პოლიტიკაში რუსეთის ჩარევაზე

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 12 დეკემბრის არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს საპარლამენტო ანგარიშს ბრიტანეთის პოლიტიკაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიების შედეგებზე. ამის შესახებ კვირას განაცხადა დიდი ბრიტანეთის უშიშროების მინისტრმა ბრენდონ ლიუისმა. დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში უკვე შეამოწმეს სპეცსამსახურებმა. ოპოზიცია მთავრობას ბრალს სდებს, რომ ის ეწინააღმდეგება დოკუმენტის გამოქვეყნებას, ვინაიდან ანგარიში შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და მის პარტიას ეხება. Читать дальше...



ზვიად გამსახურდია და ილია მეორე

Radiotavisupleba.ge 

რა ვიცით იმ ორი ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიას ქმნიდნენ? ზვიად გამსახურდია და ილია მეორე - მოგონებები, ისტორიული სახეები, სურათები, რომლებსაც უნდა ჩავაცქერდეთ, სიმართლე რომ დავადგინოთ.

გიორგი თარგამაძე „ფორმულაზე“ გადაცემას წაიყვანს

Radiotavisupleba.ge 

„ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“  ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი გიორგი თარგამაძე სატელევიზიო ეთერს უბრუნდება. იგი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემას წაიყვანს. „გიორგი თარგამაძის ფორმულა“  ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დღეს 23 საათზე გავა. გადაცემის ნახვა მაყურებელს  შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე  შეეძლება. გიორგი თარგამაძე სატელევიზიო ეთერს გადაცემის წამყვანის ამპლუაში 12 წლიანი წყვეტის შემდეგ უბრუნდება. მან ტელეკომპანია "იმედის" საზოგადოებრფივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორის პოსტი... Читать дальше...

ქვიშის ტომრების გამო დაპირისპირება იყო პარლამენტის შენობასთან

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დაძაბული ვითარება იყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. პოლიციელები აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშის ტომრების შეტანის საშუალებას. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამართალდამცავებს განუმარტავდა, ქვიშის ტომრები კარვების გასამაგრებლად სჭირდებოდათ, თუმცა სამართალდამცავები წინააღმდეგობას უწევდნენ.   რამდენიმეწუთიანი დაძაბულობის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა... Читать дальше...

საპატრულო პოლიციამ რუსთაველზე აქციაზე მხოლოდ 5500 ადამიანი დათვალა

Radiotavisupleba.ge 

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 5500 მომიტინგე იყო. სირაძის განცხადებით, აქციაზე არავინ დაუკავებიათ.  მისი სიტყვებით, "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, 1500-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. ხოლო ბათუმში პროტესტი 50-მა ადამიანმა გამოხატა. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, 17 ნოემბრის აქციას თბილისში ათობით ათასი (20 000) ადამიანი დაესწრო.

პრაღაში გაიმართა ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების დღისადმი მიძღვნილი მასობრივი მსვლელობა

Radiotavisupleba.ge 

კვირას პრაღაში მასობრივი მსვლელობა გაიმართა. იგი ეძღვნებოდა 1989 წლის 17 ნოემბრის სტუდენტურ აქციას, რომლითაც დაიწყო ხავერდოვანი რევოლუციის მოვლენები. მსვლელობა, ისევე, როგორც 30 წლის წინ, დაიწყო ალბერტოვის რაიონში, სადაც მდებარეობს კარლის უნივერსიტეტის რამდენიმე სამეცნიერო კორპუსი. მარშრუტის ერთ-ერთი პუნქტია მდინარე ვლტავის სანაპიროზე მდებარე ვიშეჰრადის გორა. მარშმა, რომელიც დასრულდა „ნაროდნი ტრჟიდას“ ქუჩაზე, სტუდენტების ლეგენდარული გამოსვლების მარშრუტი გაიმეორა. ეს მსვლელობა მშვიდობიანი რევოლუციის... Читать дальше...



გერმანიის ელჩმა რუსთავში, გერმანელ სამხედრო ტყვეთა სასაფლაოზე გვირგვინი მიიტანა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა, რუსთავში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გერმანელ სამხედრო ტყვეთა სასაფლაო გვირგვინით შეამკო. ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  17 ნოემბერს, გერმანიაში სახალხო გლოვის დღეს აღნიშნავენ და ძალადობრივი მმართველობის მსხვერპლთ იხსენებენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი გერმანელი სამხედროები 1944-1945 წლებში რუსთავის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. მათი უდიდესი ნაწილი რუსთავში გარდაიცვალა. Читать дальше...

"შეცვალემ" "ქართული ოცნების" მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი მოთხოვნები დატოვა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა. გამაფრთხილებელი აქცია სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა გამართეს. “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი გახდა აქციის მონაწილეების სურვილი, პარტიის შენობის წინ, ასფალტზე გაეკეთებინათ წარწერა "შეცვალე", „წადი” და "სისტემა უნდა დაინგრეს". . დაპირისპირების მიუხედავად, საბოლოოდ... Читать дальше...

ზუკა ბერძენიშვილი: ხვალ სამ საათზე დანიშნული ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდება!

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე ხალხმრავალ აქციაზე გამოსვლები დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე რჩებიან. ისინი ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათევენ. აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ 18 ნოემბერს პარლამენტარებს არ ჩაატარებინონ სამ საათზე დანიშნული ბიუროს სხდომა. „ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ივანიშვილს ხელის კანკალით მოუწიოს ჩვენთვის ამ ქვეყნის გასაღების ჩაბარება, ამისთვის კი გვჭირდება, რომ პროტესტი გაგრძელდეს“, - განაცხადა აქციის ბოლოს ზუკა ბერძენიშვილმა. Читать дальше...

თბილისში, სავარაუდოდ, მამაკაცმა თვითმკვლელობამდე ოჯახის ორი წევრი მოკლა

Radiotavisupleba.ge 

შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს, რომ 17 ნოემბერს, თბილისში, ატენის ქუჩაზე „ნათესაურ კავშირში მყოფი“ სამი ადამიანია მოკლული. პრესსამსახურიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე [განზრახ მკვლელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძება-შენახვა-ტარება] მუხლების მიხედვით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ატენის ქუჩაზე მამაკაცმა დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ბოლივიაში 23 ადამიანი დაიღუპა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ბოლივიაში, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა და 715 დაშავდა პოლიციასა და ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის მომხრეთა შორის შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ იტყობინება ადამიანის უფლებების ინტერამერიკული კომისია. მანამდე, გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა მიშელ ბაშელეტმა განაცხადა, რომ ბოლივიის პოლიცია და სამხედროები გადამეტებულ ძალას იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ. პოლიცია კი აცხადებს, რომ თავად დემონსტრანტები იყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და „მოლოტოვის კოქტეილებს“. 15 ნოემბერს... Читать дальше...

მაკო გომური: მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?

Radiotavisupleba.ge 

„აი, იმ ადგილას ვიდექი, როდესაც ტყვია მომხვდა“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა 17 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა. „გუშინ  მეტროში ბიჭები მომიახლოვდნენ და მითხრეს, შენ იმ ადგილზე, იმ აქციაზე არ უნდა იდგე, იქ რა გინდაო. იქ ვერ ვუპასუხე, ძალიან  გავბრაზდი, მაგრამ ახლა აქედან მინდა ვუთხრა, მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?“. მაკო გომურის თქმით, ის რუსთაველზე დგას უკეთესი მომავლისთვის, რისთვისაც თავად უნდა იბრძოლოს. Читать дальше...

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო სტრუქტურები კანონის შესაბამისად მოიქცევიან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. პარტიის ცენტრალურ ოფისში მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ უკანონობას სახელმწიფო კანონს უპირისპირებს:   „ჩვენ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც კანონსა და კანონიერებას უპირისპირებდნენ უკანონობასა და ბოროტებას. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში... Читать дальше...

თეთრმა სახლმა ახსნა, რატომ არ გამოცხადებულა წინასწარ ტრამპის სამედიცინო გამოკვლევის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი მოინახულა ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის ფარგლებში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სტეფანი გრიშემმა განაცხადა. „პრეზიდენტი ჯანმრთელი და ენერგიულია, არაფერს უჩივის, რაზეც მეტყველებს მისი არაერთი ენერგიული გამოსვლა ათასობით ამერიკელის წინაშე, კვირაში რამდენჯერმე“, - დასძინა პრესმდივანმა. სამედიცინო ცენტრში ტრამპის გამგზავრებამ, რაც არ შეუტანიათ პრეზიდენტის გრაფიკში, შეკითხები გააჩინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. Читать дальше...

იური უშაკოვი: წელს შეიძლება გაიმართოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული სამიტი

Radiotavisupleba.ge 

კრემლის მაღალი რანგის მრჩეველმა, იური უშაკოვმა კვირას განაცხადა, რომ წლის ბოლომდე შეიძლება გაიმართოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული სამიტი. უშაკოვის მიერ 17 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებული კომენტარი ეხმიანება კრემლის პრესსპიკერის მსგავს განცხადებას, რასაც იმის სიგნალად მიიჩნევენ, რომ კრემლი ემხრობა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზების ძიებას. 2014 წელს დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასულ კვირაში საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ 9 დეკემბრისთვის დაგეგმილია საფრანგეთის... Читать дальше...

ლაშა ბაქრაძე: 30 წელზე მეტია, სამწუხაროდ, აქ ვდგავართ

Radiotavisupleba.ge 

ისტორიკოსის, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის ლაშა ბაქრაძის თქმით, საზოგადოება მრავალფეროვანია და მრავალფეროვანია ასევე პარტიული ლანდშაფტიც, თუმცა მათ  მაინც იპოვეს გამაერთიანებელი. ლაშა ბაქრაძის განმარტებით, სწორედ ეს გამაერთიანებელია  სურვილი იმისა, რომ ხალხი  პარლამენტში  ისეთი არჩევნებით შევიდეს, რომელსაც ყველა ენდობა: „30 წელზე მეტია სამწუხაროდ ჩვენთვის ყველასთვის აქ ვდგავართ, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ხმა გაგონილი იქნას იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო რომელიც მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს ყველას. Читать дальше...

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს წერილი გაუგზავნა. „მოგესალმებით, ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო, ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. Читать дальше...


Музыкальные новости
НОПРИЗ

Уральские проекты победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023





Персональные новости
ЦСКА

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве





„პატრიოტთა ალიანსმა“ ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენა

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, ოპერის შენობასთან დასრულდა „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია, რომელმაც სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღო და რომლის მოთხოვნაც იყო „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან. როგორც ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, მათი ძირითადი მოთხოვნით და ასევე, პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები დაიწყება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აქციების სერიას კი დაასრულებს დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არ... Читать дальше...

გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტს რუსული ბოქლომები დაადო

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ  საქართველოს პარლამენტის შესასვლელ კარებებს ბოქლომები დაადო, როგორც ირკვევა, უგულავას მიერ გამოყენებული ბოქლომები რუსული წარმოებისაა და გრიგოლ ვაშაძემ ბოქლომები მოსკოვში მოღვაწეობის დროს საბითუმო ფასად ცალი  277 რუსულ რუბლად შეიძინა.

ირმა ინაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დაამთავროს პოლიტიკური სპექტაკლები

Radiotavisupleba.ge 

„პატრიოტთა ალიანსის“ აქციამ რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ გადაინაცვლა. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, ისინი არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ და აქციებს დამოუკიდებლად გააგრძელებენ. „'ქართულმა ოცნებამ' დაამთავროს პოლიტიკური სპექტაკლები, პოლიტიკური მელაკუდობა. მთავარი დაპირება „ქართული ოცნების“ იყო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. დღეს უკან წაიღეს ეს დაპირება ძალიან უხერხული, მიუღებელი ფორმებით. ამიტომ არ შეწყდება პროტესტი, ძალიან დიდი საპროტესტო აქციები დაიწყება და გადატყდება ხელისუფლება [წელში]“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვყავს ფლიდი ბიძინა, მატყუარა ბიძინა, ჩვენ მას არ მოვითმენთ

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ხალხისთვის დაპირებული პროპორციული სისტემის უკან წაღებით ბიძინა ივანიშვილმა იკადრა ის, რაც არ უკადრია არცერთ მის წინამორბედს. „რუსებს ჰყავდათ ცრუ დიმიტრი, ორი თან. ჩვენ გვყავს ფლიდი ბიძინა, მატყუარა ბიძინა, ცრუ ბიძინა და ჩვენ მას არ მოვითმენთ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე:   „გადამგდები გადავაგდოთ“. როგორ უნდა გადავაგდოთ? როგორ და არჩევნებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე ეს არის საქართველო პროპორციული არჩევნებით. Читать дальше...

პიკეტირება დაიწყო: პარლამენტის ერთ-ერთ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს.  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს გარედან „ბოქლომი“ დაადო. უგულავას განცხადებით, ბოქლომს პარლამენტის ყველა შესასვლელს გაუკეთებენ. აქციაზე გამოსვლისას გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ხვალ არ შეუშვებენ სახელმწიფო დაწესებულებებში. საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ უკანა შესასვლელს პოლიცია იცავს. საპროტესტო აქცია, რომლის... Читать дальше...

საპატრიარქო: ვთხოვთ ყველას, დროულად გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო და ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში. საპატრიარქოს განცხადებით, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა, პირველ რიგში, მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური. „ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Москве завершился Кубок России по спортивному программированию


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева замыкает год // 16-летняя российская теннисистка успешно стартовала на крупном турнире WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Zoomlion продемонстрировала последние достижения на выставке INTERMAT





Путин в России и мире
Москва

Путин поздравил Леонида Рошаля с днем рождения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Продюсера Reuters арестовали за публикацию материалов на YouTube-канале «НавальныйLIVE»



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Пётр Чайковский

В Клину состоится праздничная программа в честь дня рождения Чайковского



Москва

«Пришло время жить на своей земле»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net