Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

რუსთავის მერიას გარემოსდაცვითი ანგარიშების არ სჯერა

0
რუსთავის მერიას გარემოსდაცვითი ანგარიშების არ სჯერა

რუსთავის თვითმმართველობა გარემოს დაცვის კუთხით დაუხვეწავ საკანონმდებლო ბაზაზე, გარემოსდაცვითი სტრუქტურების არეფექტურ მუშაობასა და საწარმოთა უპასუხისმგებლობაზე ჩივის იმ ფონზე, როცა გამონაბოლქვის გამო მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას პრეტენზიებს უყენებს.

თვითმმართველობა, დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზის პირობებში, საწარმოებისგან თანამედროვე ფილტრების დაყენებას ითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ აქტივობაზე, თუნდაც ხეების დარგვაზე.

ეს მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს რუსთავის მერიასთან მავნე გამონაბოლქვით შეწუხებულმა რუსთაველებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

5 ნოემბერს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, შავი და ფერადი მეტალურგიის საწარმოთა წარმომადგენლები მიიწვია და პირდაპირ განუცხადა, რომ თუ არ დააყენებენ ფილტრებს და არ შეწყვეტენ გარემოზე მავნე ზემოქმედებას, შეიძლება რუსთავის მერიამ მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ჩაატაროს და, შედეგების მიხედვით, ფიზიკურმა პირებმა წარმოებებს უჩივლონ:

„კონსტიტუციის წინაშე პირნათელნი ვართ და ადამიანების წინაშე არ ვართ პირნათელნი, რომელთა ჯანმთელობასაც კონსტიტუცია იცავს? და რომ დადგინდეს, რომ თქვენი მუშაობა აზიანებს მოსახლეობის ჯანმრთელობას, რამხელა გადასახადი მოუწევს თქვენს კომპანიებს? თუნდაც მე რომ მოვიწვიო [სპეციალისტები] და მოსახლეობის ჯანმრთელობა შევამოწმო, რა დამიშლის? ძვირი დაგვიჯდება, მაგრამ გადავიხდით“.

ტაბაღუას ამ მუქარას წინ უძღოდა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ გარემოს დაცვის მენეჯერის, გიორგი ჩალაძის, განცხადება, რომ თანამედროვე ფილტრები უყენიათ და ჰაერის დაბინძურება მათი ბრალი არ არის. მისი თქმით, გამონაბოლქვს მეზობელი „რუსელოისი“ აფრქვევს:

„სამწუხაროდ, როცა ხდება გარემოზე მოქმედების შეფასების გაცემა, არ ხდება იმის გათვალისწინება, რამდენად კარგად არის დამონტაჟებული გამწოვი მილები. მაგალითად, მეზობელი „რუსელოისი“, საიდანაც გამონაბოლქვის შემცველი ნაწილაკები ჩვენს ტერიტორიაზე ილექება“.

სილიკომანგანუმის მწარმოებელი „რუსელოისის“ წარმომადგენელმა, ბიძინა მინდელმა, აღიარა, რომ საწარმოში ძველი, ე.წ. სველი ფილტრები აყენიაიმის გამო, რომ მეტალურგიული წარმოება მთელ მსოფლიოში კრიზისს განიცდის.

ბიძინა მინდელის თქმით, საწარმოს ამ ეტაპზე არ აქვს 350 ათასი ამერიკული დოლარი, რომ თანამედროვე, ე.წ, მშრალი ფილტრები დააყენოს, თუმცა საწარმო, რომელიც ექსპორტზე ყოველთვიურად 2000 ტონა სილიკომანგანუმს გზავნის, ყველანაირად ცდილობს მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე დაიყვანოს.

ფილტრების სიძვირეზე შეხვედრის მონაწილესხვა საწარმოების წარმომადგენლებმაც ილაპარაკეს, თუმცა, ამის მიუხედავად, სილიკომანგანუმის მწარმოებელმა კიდევ ერთმა კომპანიამ, „ჯორჯიან ელოის გრუპმა“, მისი შეძენა მაინც შეძლო, მაგრამ ღუმლის მილი სტანდარტზე მოკლე აღმოჩნდა და მისი დაგრძელება ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი.

„ჯორჯიან ელოის გრუპის“ წარმომადგენელმა, ეკა სურგულაძემ, აქვე შენიშნა, რომ კომპანიას წარმოების გაფართოება სურს, პროექტიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში, მაგრამ მის დამტკიცებას, მესამე თვეა, ელოდებიან.

რუსთავის საწარმოები, გარდა იმისა, რომ მათ გარემოს დაცვის სამსახური პერიოდულად ამოწმებს, დაქირავებულ კომპანიებს იწვევენ მონიტორინგისთვის და ამის უფლება კანონით აქვთ მინიჭებული. მათი ანგარიშები გარემოზე ზემოქმედების სააგენტოს ეგზავნება. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ამანგარიშებში, არც ნარჩენების მართვისა და არც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, დარღვევები არ არის, ხოლო თუ არის, უმნიშვნელო.

რუსთავის მერმა ამ ანგარიშებს ყალბი უწოდა:

„გულწრფელად ვთქვათ, რომ ამ ანგარიშებში წარმოდგენილი მონაცემები არის ძალიან დიდი ტყუილი და, თუ გამონაბოლქვს უშუალოდ მილებზე შევამოწმებთ, სულ სხვა შედეგებს მივიღებთ“.

 

ქალაქის მერმა აქვე მოუწოდა საწარმოებს, მოსახლეობის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ დასოციალური პროექტები განახორციელონ - თუნდაც, ხეები დარგონ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о внедрении ЕМИАС в федеральных и региональных медучреждениях


Спорт в России и мире
Москва

Спортсмены Росгвардии завоевали более 10 медалей на международных и российских соревнованиях по плаванию


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В России замечен доступный кроссовер по цене Lada Granta: что о нем известно?





Путин в России и мире
Москва

Путин и патриарх Кирилл обменялись подарками на Пасху в храме Христа Спасителя


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Queen

White Queen Birthday party «Королева морей»



Москва

Обрести твердую веру в Воскресшего Христа

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net