Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

გაურკვევლობაში გაჭედილები

0
გაურკვევლობაში გაჭედილები

ამ კვირაში ევროკავშირი 28 წევრიდან 27-მდე უნდა შემცირებულიყო, ურსულა ფონ დერ ლაიენს კი ხუთწლიანი ვადით უნდა დაეწყო მუშაობა ევროპის კომისიის პირველ პრეზიდენტ ქალად.

მაგრამ როცა ოქტომბერი ნოემბერში გადაიზარდა, ბრიტანეთი კვლავ ევროკავშირის წევრია და ევროპის კომისიას კვლავაც ჟან-კლოდ იუნკერი ხელმძღვანელობს. ორივე შეთხვევაში ამ საკითხების გადაწყვეტას შეიძლება თვეები დასჭირდეს და ეს პროცესები რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ბრიუსელი კიდევ უფრო მეტად ჩაეფლობა შიდა საქმეებში, ნაცვლად იმისა, რომ ბლოკსა და მის სამეზობლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხოს.

ბრიტანეთთან დაკავშირებით ახლა მთავარი მოვლენა 12 დეკემბრის არჩევნებია. ბრექსიტი მესამედ გადავადდა და 2020 წლის 31 იანვარსაა დანიშნული, თუმცა ევროკავშირის ლიდერები ამჯერად უფრო მოქნილ გეგმაზე შეთანხმდნენ: თუ ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის შეთანხმების რატიფიკაციას ამ თარიღამდე მოახდენს, ბრიტანეთი დათქმულ ვადაზე ადრე შეძლებს ევროკავშირის დატოვებას. მაგრამ ეს რამდენად მოხერხდება, ბუნდოვანია. და, დიდი ალბათობით, ბრიტანეთის არჩევნები კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას მოიტანს. ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი? შედგება თუ არა უმრავლესობა? საერთოდ ახალი რეფერენდუმი ხომ არ დაინიშნება ბრექსიტზე?

ბრიტანეთის საკითხი დაკავშირებულია ევროპის ახალ კომისიასთანაც. ფონ დერ ლაიენმა ახლახან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრიუსელის მანტრა - რომ სანამ ბრიტანეთი კლუბის წევრია, ის ყველა მისი უფლებით ისარგებლებს და ვალდებულებებსაც შეასრულებს. ეს მოიცავს ბრიტანელი კომისრის ყოლასაც. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი, ბორის ჯონსონმა,რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ აპირებს ახალი კომისრის წარდგენას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ქვეყანა კიდევ რამდენიმე თვე დარჩება ბლოკში.

ფონ დერ ლაიენი 1 ნოემბერს ვერ შეუდგა მუშაობას და ახლა გეგმავს 1 დეკემბრიდან შევიდეს ოფისში. რაღაცამ ან ვიღაცამ უნდა დათმოს. ჯონსონი ახალ ფიგურას გაგზავნის ბრიუსელში, მანდატსგაუგრძელებსამჟამინდელ კომისარს, ჯულიან კინგს, თუ ბრიუსელის იურისტებს მოუწევთდაადგინონ, როგორ უნდა იყოს ევროპის კომისიის სამომავლო გადაწყვეტილებები კანონიერი, თუკიბლოკის აღმასრულებელ შტოში ერთ ქვეყანას არ ეყოლება წარმომადგენელი? დრო არ იცდის.

თუმცა მხოლოდ ბრიტანეთი არ არის ფონ დერ ლაიენის თავისტკივილი. შემოდგომაზე კომისიაში რუმინეთისა და უნგრეთის მიერ წარდგენილი კანდიდატები - როვანა პლამბი და ლაზლო ტროშჩანი - უარყო ევროპის პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა და მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. მოგვიანებით საფრანგეთის კანდიდატი, სილვი გულარი, დაბლოკა პარლამენტის შიდა საბაზრო კომიტეტმა ორი წარუმატებელი მოსმენის შემდეგ. პარლამენტი, როგორც წესი, კუნთებს ათამაშებს ხოლმე და ერთ კანდიდატს უარყოფს, მაგრამ ამჯერად ის განსაკუთრებით აგრესიული იყო, რაც ასახავდა მის ახალ პალატაში ფრაქციათა დაპირისპირებას. ზემოთჩამოთვლილი სამი ფიგურა სამ უდიდეს პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენდა - კონსერვატორებს, სოციალისტებსა და ლიბერალებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ორი კვირის განმავლობაში გამოთქვამდა უკმაყოფილებას, ბოლოს კი ახალი კანდიდატი, ბიზნესმენი ტიერი ბრეტონი, წარადგინა. ბუდაპეშტმა დაასახელა ოლივერ ვარჰელი, თავისი ელჩი ევროკავშირში. ბუქარესტში ბოლო კვირებში სამთავრობო კრიზისი იყო და ახალი კანდიდატი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა 4 ნოემბერს ახალი მთავრობა შეიქმნა და ამან, შესაძლოა, დააჩქაროს მოვლენები. ცხადია, რომ საფრანგეთი შეინარჩუნებს შიდა ბაზრების გავლენიან პორტფელს, თუმცა გაურკვეველია, ანდობენ თუ არა უნგრეთს გაფართოებისა და სამეზობლოს სფეროს, ხოლო რუმინეთს - ტრანსპორტს, როგორც ეს სექტემბერში გამოცხადდა. შესაძლოა, ამ ორმა ქვეყანამ სფეროები გაცვალოს. ნათელი ის არის, რომ კომისრების პოსტებზე სამ ახალ კანდიდატს - ან ოთხს, თუ ბრიტანეთიც დაასახელებს კანდიდატს - ევროპის პარლამენტში მძიმე მოსმენების გავლა მოუწევს. პარლამენტმა პლენარულ სესიაზე ნოემბრის ბოლოს უნდა გამართოს ამ საკითხზე კენჭისყრა საიმისოდ, რომ ფონ დენ ლაიენმა 1 დეკემბერს მუშაობის დაწყება შესძლოს. ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია, ეს რამდენად მოხერხდება. არ არის გამორიცხული პროცესები საშობაო დღესასწაულების შემდეგაც გადაიდოს.

მთავარი შეკითხვა ახლა არის ის, თუ რატომაა მნიშვნელოვანი პროცესების რამდენიმე კვირით ან თვით დაგვიანება. ამ კითხვის პასუხი კი ძევს ევროკავშირის ბიუჯეტში, რომელიც 2021-2027 წლებს მოიცავს. ეს ფინანსური პაკეტი, რომელიც, შესაძლოა, ტრილიონ ევროს გაუტოლდეს, მომავალ წელს უნდა შეათანხმონ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკვე არის უთანხმოება ხარჯვით პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ფონ დენ ლაიენმა ამბიციურად ილაპარაკა ევროკავშირის ახალ, მწვანე შეთანხმებასა და ბლოკის საჭიროებაზე რეალური მოთამაშე გახდეს ბევრ სფეროში - დიგიტალური და ხელოვნური ინტელექტიდან საერთაშორისო მაღალ პოლიტიკამდე. მან და მისმა კომისრებმა უკვე აქტიურად უნდა დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სახელმწიფოთა დედაქალაქებში საიმისოდ, რომ მის კომისიას ფრთები შეკვეცილი არ აღმოაჩნდეს ჯერ კიდევ ფრენის დაწყებამდე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил православных христиан с Пасхой


Спорт в России и мире
Москва

Шесть скейт-парков и роллердром работают на площадках «Московских сезонов»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Российский бизнесмен подозревает Алькараса в участии в договорных матчах и направил письмо в ATP и правоохранительные органы


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В России замечен доступный кроссовер по цене Lada Granta: что о нем известно?





Путин в России и мире
Москва

Мантуров: на инаугурации Путина 7 мая представят обновленный Aurus Senat


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

«Синий троллейбус» будет курсировать по улицам Иркутска 9 и 10 мая под песни Булата Окуджавы



Москва

Тула вошла в ТОП-10 городов России по качеству жизни

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net