Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ არის

0
ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ არის

„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული, - უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მან შეაფასა პროპორციული არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროეტის ჩაგდების შემდეგ შექმნილი ვითარება.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში იხლართება ხოლმე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმართული ცრუ კამპანიის ერთ-ერთი ნარატივი იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ აიღებდა 30% - ზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 30%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული სისტემა გვექნება, თუ შერეული. აი, ამ დონის „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა“. თუ 30%-ზე მეტს ვერ აიღებს პარტია, სულ ერთია, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, აგებს არჩევნებს. ენას ძვალი არ აქვს. ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან. თვითონ იხლართებიან ხოლმე თავიანთ ტყუილში. ამასწინათ სააკაშვილი საუბრობდა წყალტუბოს პროექტზე. რა თქმა უნდა, დაგმო და თქვა, რომ ჩვენ 2008 წლიდან დავიწყეთ ეს პროექტი და 2013 წელს უნდა დასრულებულიყოო, თუმცა „ქართულმა ოცნების“ გამო ვერ დავასრულეთო. ეს ხომ ბურატინოს რანგის ტყუილია,“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე და განაცხადა, რომ შეეცდებიან უმრავლესობიდან წასული დეპუტატები დაარწმუნონ დაბრუნდენ, ვინაიდან ასე სჭირდება საქმეს. მისი სიტყვებით ყველაფერს გააკეთებს რომ გუნდის ერთიანობა იყოს უზრუნველყოფილი და გუნდში ის გულისხმობს ყველა მათგანს ვინც 14 ნოემბრის დილას იყო უმრავლების წევრი.

„კონსულტაციები გრძელდება დეპუტატებთან, მათ შორის იმ დეპუტატებთანაც, რომლებმაც უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს. იმედი მაქვს და დიდწილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსულტაციები წარმატებული იქნება. ეს დეპუტატები პირადად ჩემთვის არიან როგორც კოლეგები, ასევე მეგობრები. ვისაუბრებთ დღეს, ვისაუბრებთ ხვალ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ვეცდებით, დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დაბრუნება სჭირდება იმ საქმეს, რომელიც ქვეყანას წაადგება,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის შემობრუნება და კენჭისყრაზე ხელახლა გატანა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის პერსპექტივა არ არსებობს და რეგლამენტი გამორიცხავს.

„პირველი მოსმენის შემდეგ შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება სრული პროცედურის დაცვით. ამ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება, უნდა შეგროვდეს ან 200 ათასი ხელმოწერა ან 76 დეპუტატის ხელმოწერა, შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო სახალხო განხილვა შემდეგ საკომიტეტო განხილვა და შემდეგ სამი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომებზე. ეს არის სტანდარტული პეოცედურა. მე მოვისმინე ერთ-ერთი საპრლამენტო პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ რეგლამენტში ასეთი ნორმა არის. ერთადერთი პროცედურა რაც არსებობს ეს არის თავიდან ინიცირება ყველა წესის დაცვით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან მისი სიტყვებით საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არ მიდის.

„რიგგარეშე არჩვენებზე საუბარი არ არის, იმისთვის, რომ ზოგადად ქვეყანა სტაბილურად ვიტარდებოდეს მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ტარდებოდეს სათანადო ვადებში, თუ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს არჩევნები ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. არჩევნები უწევს 2020 წლის 31 ოქტომბერს და ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიმშვიდისკენ, მისი განცხადებით რადიკალიზმი არ წაადგება არაფერს, მის სიყვებით „სახელმწიფოს და ეკლესიაზე თავდასხმისაგნ ყველამ უნდა შეიკაოს თავი“,- განაცადა ირაკლი კობახიძემ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин на стройке судоверфи в Москве


Спорт в России и мире
Москва

Полина Гагарина — про уход на пенсию и особые способности Сергея Лазарева


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Свентек переиграла Соболенко и выиграла титул WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о героях нашего времени


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья приехал в Минск и попросил защиты у Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Каков скандал. Катя Гордон режет правду матку про Анастасию Волочкову



Москва

Режим работы Московской канатной дороги временно изменится 9 мая

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net