Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

მეტი უსაფრთხოება თუ ტოტალური კონტროლი?

0
ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა უწყების ინფორმაციაზე წვდომა სუს-ს ექნება, ის ჩაატარებს მათი ინფორმაციული სისტემების კონტროლსაც.


კანონპროექტით განისაზღვრება კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის 3 კატეგორიის სუბიექტი, ანუ ის ჯგუფები, რომელთა შეუფერხებელი მუშაობაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, შესაბამისად, საჭიროა მათი დაცვა კიბერშეტევებისგან.


ესენია:



სახელმწიფო სექტორი (სამინისტროები, სახელმწიფო საწარმოები...)
ელექტრონული კომუნიკაციების სექტორი ( „მაგთი“, „სილქნეტი“...)
კერძო სექტორი (ბანკი, სადაზღვევო კომპანიები, გაზმომარაგების კომპანია და ა.შ.)


სახელმწიფოსა და ელექტრონული კომუნიკაციების სექტორს გააკონტროლებს სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (OTA),


ხოლო კერძო სექტორს - მონაცემთა გაცვლის სააგენტო. ის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და საჯარო სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა ევალებოდა.


ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომაა საჭირო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში გადავიდეს სახელმწიფოს ინფორმაციულ სისტემაზე წვდომა. ასევე, ჩნდება კითხვები იმის თაობაზეც, თუ რა ინფორმაციას მოიპოვებს სუს-ი საკომუნიკაციო და კერძო სექტორიდან, იქნება თუ არა დაცული პერსონალური მონაცემები.




ჩანაწერის მიხედვით, ყველაზე მკაცრი რეგულაციები დაუწესდებათ პირველი კატეგორიის სუბიექტებს. ანუ ამ კატეგორიაში შემავალი სახელმწიფო უწყებები ვალდებული იქნებიან:


ა) ჰქონდეთ ქსელური სენსორები (მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერული ინციდენტების აღმოსაჩენად) და მისცენ მათზე წვდომა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს.


ბ) მოთხოვნისთანავე მისცენ წვდომა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის.


საინფორმაციო ტექნოლოგიური შემოწმება შესაძლებელია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ჩატარდეს ნებისმიერ დროს, გეგმიური ან არაგეგმიური სახით.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საპარლამენტო წევრი ირაკლი აბესაძე არ ემხრობა სუს-ის ხელში ინფორმაციის ნაკადის კონცენტრირებას:




„აშკარად დაუსაბუთებლად და შეუსაბამოდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები ამ მიმართულებით. თუ ადგილი აქვს კიბერტერორიზმს და საჭიროა გამოძიება, რა თქმა უნდა, სუს-ი ჩაერთვება, მაგრამ გაუგებარია პრევენციულ ღონისძიებებში რატომ უნდა ჩაერთოს ის.


საინტერესო დეტალი არის ის, რომ უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც უნდა ჰყავდეთ ჩამოთვლილ უწყებებს, ექნება სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების უფლება, ამის ნებართვას კი გასცემს სუს-ი, ანუ, ფაქტობრივად, სახელმწიფო უწყებებსა და საკომუნიკაციო სექტორში გვეყოლება სუს-ის ე.წ. „ოდეერი“.


მისი თქმით, ეს კანონპროექტი კიბერუსაფრთხოების საფარქვეშ სუს-ს აძლევს საშუალებას მუდმივი წვდომა ჰქონდეს ამ კომპანიებში არსებულ ინფორმაციებზე, ეს კი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი საარჩევნო პერიოდია, ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ ოპონენტების დევნისთვის და ა.შ.


 


რას ამბობს კანონპროექტის ინიციატორი?

ირაკლი სესიაშვილი განმარტავს:



„სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურაზე სავალდებულო წვდომა კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის. მსგავსი წვდომა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ სატელეკომუნიკაციო კომპანიის ნებართვით. ასე რომ, ოპონენტების მოსაზრება საფუძველს მოკლებულია“.
„კერძო სტრუქტურები, მათ შორის სატელეკომუნიკაციო კომპანიები, თავად არიან უფლებამოსილი შეარჩიონ ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს მათი ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს. ასეთი შესაძლოა იყოს ასევე სააგენტოც“.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, თუმცა არა ქვეყნის კიბერსივრცის უსაფრთხოებაზე. ამ უწყების უუფლებო სტატუსი მნიშვნელოვნად აბრკოლებს მის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესის წარმართვას. ამასთან, იგი ფლობს შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ და საკადრო ბაზას ამ ფუნქციის წარმატებით განსახორციელებლად, რაც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს არ გააჩნია“.


„სახელმწიფო უწყებაში თუ კიბერშეტევის მოგერიება ან ინციდენტის აღმოფხვრა მოითხოვს ამ კონკრეტულ ობიექტზე წვდომას, სააგენტო მიმართავს შესაბამისი უწყების კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც ვალდებული იქნება მისცეს მას ამგვარი წვდომა. თუმცა აქ ხაზის უნდა გაესვას იმას, რომ ამგვარი წვდომა ხორციელდება კონკრეტული, დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე (მოთხოვნაში მიეთითება, რა ინციდენტზეა საუბარი, რატომ არის საჭირო წვდომა და ა.შ.) და არა ავტომატურად.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რა ინფორმაციის თავმოყრაზეა საუბარი და ვის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული ეს ინფორმაცია“.


გამართლდება თუ არა კანონპროექტის ოპონენტთა ვარაუდები, იქნება ეს ტოტალური კონტროლის მექანიზმი თუ რეალურად მეტი უსაფრთხოებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი, ეს მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც კანონპროექტს მიიღებენ. წამყვანმა კომიტეტმა კანონპროექტი 2019 წლის 12 ნოემბრიდან 2020 წლის 4 თებერვლამდე უნდა განიხილოს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net