Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2019

ბაქრაძე: დღესაც მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ ისრები ოპოზიციისკენ არ გადმოიტანონ

0
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი,  პარლამენტის დეპუტატი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია მმართველი პარტიისგან შეურაცხყოფას, მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს ითმენს იმისთვის, რათა მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება არ ჩააგდონ:


„დღესაც კიდევ ერთი დღე მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ არავის მიეცეს საბაბი, რომ ისრები ოპოზიციისკენ გადმოიტანოს, თითქოს ეს ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება. ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და სერიოზული განსაცდელის წინაშე.


ქვეყანაში არასტაბილურობას რამე თუ შექმნის, ეს კენჭისყრაზე პროპორციული სისტემის ჩაგდება იქნება. ამაზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იქნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამას ვიტყვი დღეს მხოლოდ და ხვალინდელ კენჭისყრას დაველოდები“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.  


„პასუხისმგებლობა მთლიანად მათ მხარესაა. კიდევ ერთი დღე მაქსიმალური თავშეკავებით დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობის გაზრდა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. იგი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რიცხვი „ნაციონალური მოძრაობის“ „პროვოკაციული გამოსვლების“ ფონზე გაიზარდა:


„ეს ფაქტია და ჩემი გამოგონილი არ არის. მეც ვითხოვე დღეს ტრიბუნიდან, მოდით, დავანებოთ თავი ამ არარეალურ რიტორიკას, დემაგოგიასა და პროვოკაციებს.


საუბრები, რომ მაჟორიტარებს თავისი სუბიექტური ინტერესები აქვთ, ამიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს, არის დამაზიანებელი, უფრო აღიზიანებს მათ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მერე რა, რომ უმრავლესობის წევრები არიან, ხომ არ არიან რკინის, აქვთ ემოციები, წარმოდგენები, არგუმენტები და ახმოვანებენ ამ არგუმენტებს. არ უნდა გავაღიზიანოთ დამატებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 12 ნოემბერს დაიწყო.


საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.


მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.


პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net