Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 27.03.2019

იქნებ დაოკდეთ და ადამიანებს მისცეთ საშუალება საკუთარ საწოლებში არსებობის – მაკა რაზმაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

პირადი ცხოვრების ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მაკა რაზმაძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს. “აღარაფერი დარჩა “ფარულისგან” და აღარაა უკვე ფარული.იქნებ დაოკდეთ და ადამიანებს მისცეთ საშუალება საკუთარ საწოლებში არსებობის”– წერს მაკა რაზმაძე.

ყაზახეთში სამხედრო ვერპტმფრენის ჩამოვარდნას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის სამხედრო ვერტმფრენმა ავარია განიცადა საწვრთნელი ფრენისას, რის შედეგადაც დაიღუპა მასში მყოფი 13 ადამიანი, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს თანახმად, ვერტმფრენი 27 მარტს ჩამოვარდა ჟალაგაშის რაიონში, არალის ზღვის აღმოსავლეთით. მი-8 ტიპის ვერტმფრენი ნაწილი იყო საჰაერო ხომალდების ჯგუფისა, რომლებიც აქტაუდან ჩიმკენტში მიფრინავდნენ. ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, მან განკარგულება გასცა, გამოძიება ჩატარდეს ავარიის მიზეზების დასადგენად.

ფაშინიანი: სომხეთი და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთობლივ რეგიონულ პროგრამებს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის დეპუტატებთან საუბრისას ისაუბრა საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ფაშინიანმა დაწვრილებით ილაპარაკა ნინოწმინდა-ბავრის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყების შესახებ, რასაც, მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ექნება ჯავახეთის სომხური მოსახლეობისთვის. მაგრამ, ფაშინიანის თქმით, ამჟამად ერევანი და თბილისი განიხილავენ უფრო ფართო საკითხებს, რომლებიც რეგიონული პროგრამის რეალიზაციას ეხება. ფაშინიანმა თქვა, რომ ამ საკითხებს ის განიხილავდა როგორც საქართველოს წინა... Читать дальше...



ტერეზა მეი მას მერე გადადგება, რაც პარლამენტი მოიწონებს ბრექსიტზე შეთანხმებას

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მას მერე გადადგება, რაც პარლამენტი მოიწონებს შეთანხმებას ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შესახებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადეს მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრმა დეპუტატებმა, რომელთა წინაშეც გამოვიდა პრემიერი. მეის კანცელარიაში ოფიციალურად დაადასტურეს ეს ცნობა. მეის არ დაუსახელებია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ზუსტი თარიღი. შეხვედრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ეს ზაფხულში მოხდება. თუკი პარლამენტი მოიწონებს შეთანხმებას, ბრიტანეთი 22 მაისს უნდა გავიდეს ევროკავშირიდან. Читать дальше...

საჩივარი ბოლო მომენტში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სასამართლოს გზით დაუპირისპირდა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ კაცს, იგორ კოლომოისკის, რომელიც გარდა იმისა, რომ პოროშენკოს სტაჟიან და ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგედ ითვლება, ზურგს უმაგრებს ლიდერს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ვლადიმირ ზელენსკის. წინასაარჩევნო ვნებათაღელვა თუ ვინმეს სურს  ყურადღების გადატანა ყველაზე მწვავე პრობლემებიდან, რომლებიც უკრაინელებს წინასაარჩევნოდ აწუხებთ, არჩევანი დიდია... Читать дальше...

გაფიცული სოციალური მუშაკი: ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზება ფასადურია

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის მიერ შემოთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა აბსურდულია და ჩვენ მას ფასადურად მივიჩნევთ, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაფიცვის პროცესში მონაწილე სოცმუშაკმა, სოფო ხვთისიაშვილმა. „ეს 4-პუნქტინი გეგმა წარმოგვიდგინეს ჯერ კიდევ გაფიცვამდე, მედიაციის პროცესში, როდესაც დავა დავიწყეთ. მაშინ ჩვენ არ დავთანხმდით, არ იყო მისაღები. ეს იყო პრობლემების ფასადურად მოგვარების მცდელობა. ამ 4-პუნქტიანი გეგმის გაცნობის შემდეგ გავიფიცეთ, ახლა გაფიცულები ვართ და გამოდის, რომ ისევ ამ 4-პუნქტიან გეგმას გვთავაზობენ?! ეს არასერიოზული მიდგომაა“... Читать дальше...

მოსკოვის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა ყოფილ მინისტრ მიხეილ აბიზოვს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების შუამდგომლობა  ყოფილი მინისტრის, მიხეილ აბიზოვის ორი თვით დაპატიმრების თაობაზე 62 მილიონი დოლარის მიტაცებაში ეჭვმიტანის საფუძველზე.  თავად ექს-მინისტრი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ არც კი შეუძლია ილაპარაკოს ბრალდებებზე მათი „ბუნდოვანი ფორმულირებების“ გამო. ღია მმართველობის საკითხთა ყოფილი მინისტრი 25 მარტს დააკავეს უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებმა. გამოძიების ვერსიით, აბიზოვის სახელს უკავშირდება ოთხ მილიარდამდე... Читать дальше...

დონალდ ტრამპი: "რუსეთი უნდა მოშორდეს" ვენესუელას

Radiotavisupleba.ge 

"რუსეთი უნდა მოშორდეს" ვენესუელას, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ამერიკის ლიდერმა თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მიაღწიოს სამხრეთ ამერიკის ქვეყნიდან რუსეთის სამხედროების წასვლას. მაგრამ დააზუსტა, რომ საამისოდ ყველა შესაძლო ზომას განიხილავს. ეს განცხადება ტრამპმა გააკეთა თეთრ სახლში, სადაც იგი შეხვდა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, აშშ-ის მიერ დროებით პრეზიდენტად აღიარებული ხუან გუაიდოს მეუღლეს, ფაბიანა როსალესს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მან განაცხადა... Читать дальше...



დავით სერგეენკო გაფიცულ სოცმუშაკებს 4-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას სთავაზობს

Radiotavisupleba.ge 

„ბენეფიციარებს სერვისები შეფერხების გარეშე მიეწოდებათ“ - ეს განცხადება დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მინისტრის განმარტებით, სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო, სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. „დღეს, დამატებით, 15 შტატგარეშე თანამშრომელი ავიყვანეთ. კიდევ 20-ის აყვანის შესახებ ნებართვას, სავარაუდოდ, ხვალ მთავრობის სხდომაზე მივიღებთ და ავიყვანთ. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიწია მსგავს რეჟიმში მუშაობა, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება“... Читать дальше...

"2018 წელს ჩატარდა 7 ინსპექტირება, აქედან 6 საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის"

Radiotavisupleba.ge 

"არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) სპეციალურ ანგარიშში.

ბათუმელმა ეკოდამცველებმა საპროტესტო აქცია თბილისში გამართეს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმიდან ჩამოსულმა გარემოსდამცველებმა 27 მარტს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალის დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.

ნიდერლანდმა და ავსტრალიამ რუსეთთან კონსულტაციები გამართეს 2014 წელს უკრაინაში ჩამოგდებულ "ბოინგ 777"-ზე

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდისა და ავსტრალიის წარმომადგენლებმა რუსეთთან კონსულტაცია ჩაატარეს კომპანია Malaysian Airlines-ის თვითმფრინავის მიერ 2014 წლის ივლისში უკრაინაში განცდილი ავარიის შესახებ. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი შეიძლება ჩამოეგდოთ კურსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზიდან ჩასული საჰაერო თავდაცვის კომპლექსით. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს კატასტროფასთან კავშირს. სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს ნიდერლანდისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა... Читать дальше...

პირველი ქართველი მოკრივე ქალი ევროპის ჩემპიონატის მედლით

Radiotavisupleba.ge 

პირველი ქართველი მოკრივე გოგო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების პოვნას ცდილობს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების პოვნას ცდილობს მას შემდეგ, რაც ჩიხში შევიდა ტერეზა მეის მთავრობის მცდელობა, პარლამენტს დაამტკიცებინოს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკუთარი გეგმა. ბრექსიტის ოფიციალურ თარიღამდე, 29 მარტამდე, ორი დღე რჩება. მანამდე დეპუტატებმა ჩაატარეს ერთგვარი პროცედურული რევოლუცია, როცა მხარი დაუჭირეს იმას, რომ ერთი დღით საკუთარ ხელში აიღონ პარლამენტის დღის წესრიგი. ჩვეულებრივ ამას მთავრობა აკეთებს. დღეს დეპუტატები კენჭს უყრიან ბრექსიტის სხვადასხვა ვარიანტს. Читать дальше...

ნატოს სამხედრო კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან

Radiotavisupleba.ge 

ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ავიაციის მთავარმა მარშალმა, სერ სტიუარტ პიჩმა ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. „ნატო, როგორც ალიანსი, სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც. ალიანსი ისევ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები. ნატო მიესალმება საქართველოს მცდელობებს... Читать дальше...

„მოგვწონს თუ არა რომელიმე ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს მსხვერპლი, ასეთი კადრების გავრცელების, ამ ადამიანის მიმართ სოლიდარული უნდა ვიყოთ” – მამუკა მდინარაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

,,ქართული ონცების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ფარული კადრების მორიგი გავცრცელების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული ყველა დეტალი, რათა ქვეყანაში დამთავრდეს,  ვიღაცების მიმართ კადრების გავრცელება. „მოგვწონს თუ არა რომელიმე ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს მსხვერპლი, ასეთი კადრების გავრცელების, ამ ადამიანის მიმართ სოლიდარული უნდა ვიყოთ. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, ბოლო დეტალიც გამოიძიონ, რათა ქვეყანაში დამთავრდეს, ვიღაცების […]

მადრიდში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს დაკავებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა "თავისუფალმა ჩოსონებმა"

Radiotavisupleba.ge 

ჯგუფ „თავისუფალი ჩოსონის“ წევრებმა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულებს უჭერენ მხარს, საკუთარ თავზე აიღეს ესპანეთში ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს დაკავება მიმდინარე წლის თებერვალში. ინტერნეტში გაჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, საელჩოშია გაკეთებული. ვიდეოზე სავარაუდო აქტივისტი კედლიდან გლეჯს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და ქვეყნის მარადიული პრეზიდენტის, კიმ ირ სენის პორტრეტებს. ინციდენტი 22 თებერვალს მოხდა მადრიდში. ესპანეთის სასამართლოს ცნობით,... Читать дальше...


Музыкальные новости
Певец

Певец Стас Михайлов заявил, что в детстве пел шансон заключенному за деньги





Персональные новости
ЦСКА

ЦСКА проиграл «Балтике» в гостевом матче 26-го тура РПЛ





დავით სერგეენკო სოცმუშაკების გაფიცვას გამოეხმაურა

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების პრობლემების გადასაჭრელად გეგმა შემუშავდა, თუმცა ამ გეგმის აღსრულების ვადებს გაფიცული სოციალური მუშაკები არ ეთანხმებიან. „სოციალური მუშაკები ითხოვენ ამ გეგმის ბევრად დაჩქარებულად, უმოკლეს ვადებში განხორციელებას. ვეცადეთ, მოგვეძებნა კომპრომისი. უკლებლივ ყველა სამუშაოს აღსრულების ვადას ვერ გადმოვწევთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის დაწყებამდე გვქონდა მათთან ერთად შემუშავებული გეგმა, რომლის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულდა გაფიცვის დაწყებამდე“... Читать дальше...

თავდაცვის სამინისტრო ყოფილი სამხედრო მფრინავი ქალის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

შეწყალების კომისია - პრეზიდენტთან თუ იუსტიციის სამინისტროსთან?

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას გეგმავს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ ინიციატივის შესახებ, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა

Спорт в России и мире
Москва

Хоккейный клуб из Балашихи выиграл Кубок Регионов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ключевой аспект успеха: как построить долгие и хорошие отношения с клиентом





Путин в России и мире
Москва

Пашинян подготовил "подарок" Путину к его инаугурации. Запад будет доволен


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Стинг

Стинг и Эминем – хедлайнеры культурной программы в США



Москва

Иллюзионист Амаяк Акопян назвал "причину ненависти Запада к России"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net