Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 26.03.2019

რუსეთში დააკავეს ყოფილი მინისტრი მიხაილ აბიზოვი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ყოფილი მინისტრის, მიხეილ აბიზოვის მიმართ 62 მილიონი დოლარის მიტაცებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ამავე წყაროს თანახმად, ღია მმართველობის საკითხთა ყოფილი მინისტრი 26 მარტს დააკავეს უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებმა. გამოძიების ვერსიით, აბიზოვის სახელს უკავშირდება ოთხ მილიარდამდე რუბლის მიტაცება ორი ღია სააქციო საზოგადოებიდან და ფულის საზღვარგარეთ გატანა, რითაც აბიზოვმა და სხვა ბრალდებულებმა „საფრთხე შეუქმნეს რუსეთის... Читать дальше...

ალჟირის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი მოითხოვს პრეზიდენტის ქმედობაუუნაროდ გამოცხადებას

Radiotavisupleba.ge 

ალჟირის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, აჰმედ ჰაედ სალაჰი, მოითხოვს პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას ქმედობაუუნაროდ გამოცხადებას. ამის შესახებ გენერალმა გამოაცხადა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, რის შესახებაც იუწყება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი. მოსახლეობისადმი მიმართვაში, გენერალ-ლეიტენანტი სალაჰი გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მოჰყვა ცნობას, რომ პრეზიდენტი აპირებს მეხუთე ვადითაც წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა მიუხედავად რამდენიმეწლიანი მძიმე ავადმყოფობისა. Читать дальше...



​საქართველოს პრეზიდენტი იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის გახსნას დაესწრო

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეაში მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის ,,ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” გახსნას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის. პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს […]

მდინარაძემ მესიჯი შეცდომით ბესელიას გაუგზავნა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მან „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძისგან, შემთხვევით მისი სალანძღავი გზავნილი მიიღო, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის სურდა. ბესელიას შეფასებით,  მისი საწინააღმდეგო განცხადებები საკნონმდებლო ორგანოში სწორედ ამ მესიჯის გამო კეთდებოდა. „მივწერე მამუკას და ბოდიშების მოხდა დაიწყო, მაგრამ მე არ მჭირდება არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული“,-  განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი სიტყვებით... Читать дальше...

ფეისბუკმა წაშალა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშები

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკმა 26 მარტს გამოაცხადა, რომ წაშალა რუსეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და კოსოვოსთან დაკავშირებული 2600-ზე მეტი გაყალბებული გვერდი და ანგარიში. ამ ნაბიჯით კომპანია განაგრძობს ზომების მიღებას საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორი ქსელების წინააღმდეგ. ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსმა, ნათანიელ გლეიჩერმა განაცხადა, რომ წაშლილია რუსეთთან დაკავშირებული 1907 გვერდი და ანგარიში და რომ მათი ნაწილი ავრცელებდა „სპამს“ უკრაინის პოლიტიკის შესახებ ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე. Читать дальше...

ქუთაისის მერიამ "გამაფრთხილებელი სტიკერების" შესახებ სასამართლო დავა მეორედ წააგო

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ჩუბინიძემ, „თეთრ ხიდზე“ გამაფრთხილებელი სტიკერების გაკვრა - ქმედება არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“ - გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ქუთაისის მერიის მოთხოვნა ორგანიზაციის დაჯარიმების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხიდზე სტიკერის გაკვრა არის გამოხატვის პრაქტიკული გამოვლინება და მის განხორციელებას ზიანი არ მიუყენებია საზოგადოებრივი ინტერესებისთვის. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის... Читать дальше...

რუსეთისკენ აღარც გავიხედავ - დეპორტირებული ქართველი

Radiotavisupleba.ge 

58 წლის დავით ლაცაბიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრით მოუგო და ახლა კომპენსაციასაც დაელოდება.



ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. სამხრეთ ოსეთში წინასაარჩევნო სეზონი გაიხსნა - ცნობილია საპარლამენტო არჩევნების თარიღიც -  9 ივნისი, კვირა. შესაბამის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და წინასაარჩევნო კამპანიაც გახნილად გამოაცხადა. საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად ათი პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. „ეხო კავკაზას“ ცხინვალელი კორესპონდენტის, მურატ კუგამეხოვის ცნობით, ის კანდიდატები... Читать дальше...

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საათის სეზონური გადაწევის გაუქმებას

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტის წევრთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საათის სეზონური გადაწევის გაუქმებას 2021 წლიდან - ორი წლით უფრო გვიან, ვიდრე ევროკომისიის წინადადება ითვალისწინებს. ევროკავშირში ამჟამად მოქმედი წესით, დროს გაზაფხულზე ერთი საათით წინ წევენ ხოლმე და შემოდგომაზე ისევ უკან აბრუნებენ. ბევრმა ქვეყანამ ეს წესი 1970-იან წლებში, ნავთობის კრიზისის პერიოდში აამოქმედა ენერგიის დასაზოგად. 1996 წლიდან ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთდროულად მოქმედებს ზაფხულისა და ზამთრის დროზე გადასვლისას. ევროპის... Читать дальше...

საშიში მდინარე

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა, მდინარის კალაპოტისა და ჯებირების მოწყობის პარალელურად, უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვს.

რუსეთი, ირანი, არაბული ქვეყნები გმობენ გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი, ირანის და რამდენიმე არაბული ქვეყანა გმობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი არღვევს საერთაშორისო სამართალს და ქმნის რეგიონში დესტაბილიზაციის გამწვავების საფრთხეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 26 მარტს ვაშინგტონში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას გული ატკინა, მაგრამ არ გაუოცებია საზღვარგარეთ გამოთქმულ კრიტიკას. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოთქვა შეფასება... Читать дальше...

ია კერზაია პოლიტიკური შეხედულებების გამო დასაჯეს - რას ამბობს ISFED-ის ანგარიში

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული იყო დირექტორის, ია კერზაიას, დასჯაზე - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) დასკვნა.

ინგუშეთში კვლავ გააპროტესტეს ჩეჩნეთთან ტერიტორიების გაცვლა

Radiotavisupleba.ge 

ინგუშეთში ათასობით ადამიამა გააპროტესტა ჩეჩნეთთან გაფორმებული შეთანხმება საზღვრის დადგენის შესახებ. დემონსტრანტებმა დაგმეს ტერიტორიების გაცვლა, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს და მოითხოვეს ინგუშეთის ლიდერის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომა. პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასში 26 მარტს გამართულ რამდენიმესაათიან აქციას, რომელიც ხელისუფლების ნებართვით ჩატარდა. ინგუშეთში ადრეც გაიმართა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც ევკუროვმა და კადიროვმა 2018 წლის 26 სექტემბერს... Читать дальше...

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პროკურორს პარლამენტში იბარებს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“  მოითხოვს დადგეს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პასუხი გაეცეს დაგროვილ კითხვებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე. სერგი კაპანაძის განცხადებით, კერზაიას გარდაცვალებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა, პროკურატურას კი არანაირი შედეგი არ აქვს: „ ჩვენ ამ თემაზე პარლამენტში დაბარებული გვყავდა განათლების მინისტრი, რომელსაც დავუსვით კითხვები. ამის შემდეგ გავიდა 1 თვეზე მეტი. პროკურატურამ თითქოს გამოძიებაც დაიწყო... Читать дальше...

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საავტორო უფლებების დაცვის სადავო რეფორმას

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში საავტორო უფლებების დაცვის გამკაცრებას. რეფორმას ბევრი ოპონენტი ჰყავს, მათ შორის გიგანტური ინტერნეტ-კომპანიები, როგორიცაა გუგლი და ფეისბუკი, რომლებიც კანონში ხედავენ თავისუფლებისა და შემოქმედებითი მიდგომის შეზღუდვის საფრთხეს. სტრასბურგში 26 მარტს გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა მწვავე დებატები და ლობისტების აქტიური მუშაობა. რეფორმას მხარი დაუჭირა 348 პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 274, თავი შეიკავა 36-მა. ახლა ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი... Читать дальше...

დაბრუნება

Radiotavisupleba.ge 

ჯინსის შარვალი, კაპიუშონიანი ქურთუკი, საცვლები, სხეულის ფრაგმენტები - შიოს და და მამიდაშვილი შიოს ტანსაცმელსა და ნივთებს ათვალიერებენ.


Музыкальные новости
Земфира

Жена оскандалившегося Валерия Меладзе провела вечер на концерте Земфиры в Испании





Персональные новости
Россия

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга





ჯეკ შეფერდი თანახმაა ბრიტანეთში ექსტრადიციაზე

Radiotavisupleba.ge 

26 მარტს, თბილისის საქალაქოს სამართლოში გამართულ პროცესზე  ჯეკ შეფერდმა განაცხადა, რომ ის თანახმაა დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებაზე. ბრალდებული მზადაა საკუთარი უდანაშაულობა ბრიტანულ სასამართლოში დაამტკიცოს. „მსურს ისე ვიმოქმედო, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, და დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და ჩემს ვაჟს“, - თქვა ჯეკ შეფერდმა სასამართლო პროცესზე. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი თბილისში, პოლიციას 23 იანვარს ჩაბარდა, რის შემდეგაც დააკავეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული ჰქონდა სექსტრადიციო პატიმრობა. Читать дальше...

"ძალადობაგანცდილი ბავშვი 7 თვე ვერ დაელოდება ფსიქოლოგის დახმარებას"

Radiotavisupleba.ge 

სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გაფიცულთა ფუნქციები "ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უკვე გადანაწილდა".

მოგერინი ქაბულში: ევროკავშირი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს, რომელსაც ავღანელები უძღვებიან

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ ქაბულში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს, რომელსაც ავღანელები უძღვებიან. 26 მარტს პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუდამ გვერდში ედგა ავღანელ ხალხს ერთადერთი სურვილით - ქვეყანაში იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე ყატარში დასრულდა აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკების ჯერ-ჯერობით ბოლო რაუნდი. პროცესის მიზანია... Читать дальше...

დეპორტირებულთათვის კომპენსაციის გადახდა რუსეთს ინდივიდუალურ საქმეებშიც დაეკისრა

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, 26 მარტს  დააკმაყოფილა 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელები. სასამართლომ დაადგინა, რომ 19 მომჩივნიდან თითქმის ყველას მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევეს. Читать дальше...

თურქმენეთს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ თურქმენეთს მოუწოდებს, ქვეყნიდან გამგზავრების უფლება მისცეს ჟურნალისტ სოლტან აჩილოვას. ის 11 მარტს აპირებდა თბილისში გამგზავრებას საერთაშორისო სემინარზე დასასწრებად, მაგრამ აშხაბადის აეროპორტში არ მისცეს თვითმფრინავში ასვლის უფლება. ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გულნოზა საიდმა 25 მარტს განაცხადა, რომ ბოლო უნდა მოეღოს აჩილოვასა და სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების „სისტემატურ დევნას“ და რომ ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ... Читать дальше...

500 ლარამდე ღირებულების ამანათები, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს

Radiotavisupleba.ge 

თუ საქართველოს პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ინტერნეტ მაღაზიებში ნაყიდი ნივთების განბაჟების ზღვარი 500 ლარამდე გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ამაზონიდან ან რომელიმე სხვა ონლაინ მაღაზიიდან შესაძლებელი გახდება 500 ლარიანი ნივთის გამოწერა ისე, რომ ის არ დაიბეგრება. დღეს მოქმედი წესის მიხედვით, 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის გამოწერის შემთხვევაში განბაჟების საფასურის გადახდაა საჭირო.   „ევროპელი დემოკრატების“ ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Волейболисты «Зенита-Казань» стали чемпионами России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга





Путин в России и мире
Москва

Собянин: к 2030 году на долю Москвы придется 35–40% туристов в России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

«Смотреть было брезгливо»: мама Тимати отреагировала на интервью Алены Шишковой



Москва

Панда Катюша ненадолго вышла в уличный вольер в Московском зоопарке

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net