123ru.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 09.03.2019

ირანის პრეზიდენტი პაკისტანს მოუწოდებს გადაჭრით იმოქმედოს საზღვრის არეალში თავდასხმების გამო

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მოუწოდა პაკისტანს, როგორც მან თქვა, გადაჭრით იმოქმედოს სასაზღვრო არეალში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ. სატელეფონო საუბრისას 9 მარტს, როჰანიმ უთხრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, რომ ისლამაბადის უმოქმედობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორ ქვეყნის ურთიერთობაზე. ცნობას ავრცელებს სააგენტო ირნა. 13 თებერვლის თავდასხმისას ირანის ელიტური ისლამური რევოლუციური გვარდიის 27 წევრი მოკლეს თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანის საზღვართან. ... Читать дальше...

სიღატაკე, ქურდობა და უიმედობა - რა ხდება რუსულ დონბასში

Radiotavisupleba.ge 

დონბასის რუსული ნაწილი უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე უკრაინული, თუნდაც იმის გამო, რომ აქ ომი არ არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, როსტოვის ოლქის შახტები დახურულია, სხვა სამუშაო არ არის, საწარმოებს თანამშრომლების დავალიანება დაუგროვდათ

ფეხბურთის თამაშის წესების ცვლილებები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას სამსაჯო ინსპექტორი ლევან ფანიაშვილი საუბრობს ფეხბურთის თამაშის წესების ცვლილებებზე. რადიომსმენელებს ვთავაზობთ პოპულარული მსახიობების გურანდა გაბუნიას, ოთარ მეღვინეთუხუცესისა და კოტე მახარაძის მოგონებებს ქართული სპორტის მიღწევებსა და რეზონანსზე ჩვენს ქვეყანაში (ჩაწერილია გასული საუკუნის 90-იან წლებში).



ვენა პროტესტს უცხადებს უკრაინას ავსტრიელი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გამო

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიამ პროტესტი გამოთქვა უკრაინის მიმართ ავსტრიელი რეპორტიორისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გამო და ქმედებას ცენზურის აქტი უწოდა. უკრაინამ განუცხადა ავსტრიას, რომ ის ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყვის ქრისტიან ვერშიუტცს, ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის „ო-ერ-ეფის“-ის კიევის ბიუროს ხელმძღვანელს, რომელიც კიევის აზრით, „სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მუქარას“ წარმოადგენს. ეს განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ვერშიუტცი აცხადებს, რომ კიევი მას ადანაშაულებს რუსეთის... Читать дальше...

ნატოსთვის მთავარ მუქარად ჩეხეთის თავდაცვის მინისტრს რუსეთი, ტერორიზმი და კიბერ თავდასხმები მიაჩნია

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, ლიუბომირ მეტნარმა ნატოსთვის მთავარ მუქარად დაასახელა რუსეთი, ტერორიზმი და კიბერთავდასხმები. მინისტრმა ეს განუცხადა ჩეხეთის სააგენტო CTK-ს. ევროატლანტიკური კავშირისთვის მთავარი მუქარა, მეტნარის თანახმად, არის ტერორიზმი, შემდეგ მოდის კიბერ თავდასხმები და შემდეგ რუსეთი, თქვა მან, მაგრამ რიგს არ აქვს მნიშვნელობა, მუქარის დინამიკა შეიძლება შეიცვალოს, დასძინა მან. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოსკოვი ცდილობს გააძლიეროს გავლენა ევროპაში, აქტიურად არის დაკავებული არმიის შეიარაღებით... Читать дальше...

დასრულდა 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიკური გამოკვლევა

Radiotavisupleba.ge 

სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ დაასრულა რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ბიძის ფსიქიკური გამოკვლევა. რადიო თავისუფლებას ქვემო ქართლის პროკურატურაში განუცხადეს, რომ ელოდებიან ექსპერტიზის შედეგებს. „ბრალდებული ამ დრომდე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს კლინიკაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება“, უთხრეს რადიო თავისუფლებას ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში. 13 წლის ბიჭი რუსთავში, მე-8 მიკრო-რაიონში 10 თებერვალს, დილით თავის ბინაში დანით მოკლეს. გარდაცვლილი პირველად ნახეს პატრულის თანამშრომლებმა... Читать дальше...

თბილისში თავს დაესხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრს

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, პარტიის თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი დავით ნაფეტვარიძე მეუღლესთან ერთად მზიურის ტერიტორიიდან ყოფილი იპოდრომის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებოდა. მას თავდამსხმელი აედევნა და თავში ჩაარტყა ქვა. „ევროპულ საქართველოში“ განმარტავენ, რომ დავით ნაფეტვარიძე თავდამსხმელს არ იცნობს. მას ასევე არ იცნობენ ნაფეტვარიძის ოჯახის წევრები. დავით ნაფეტვარიძე, მოთავსებულია საავადმყოფოში. ექიმის განმარტებით მას ტვინის შერყევის ნიშნები და გემატომა აღენიშნება. Читать дальше...

მოსკოვი: აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შერემეტიევოს აეროპორტში ბარგში ჭურვის გატანას ცდილობდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ობიექტი, რომელიც ჰგავდა ნაღმმტყორცნის ჭურვს ასაფეთქებელი ნაწილის გარეშე", ჩამოართვეს მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, 9 მარტს, შერემეტიევოს აეროპორტში. ცნობას ავრცელებს ტასსი. მის თანახმად, ჭურვს მხოლოდ დეტონატორი ჰქონდა, ასაფეთქებელი ნივთიერების გარეშე. ტასსის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტს პროვოკაციად აფასებს. ინციდენტის ფონია რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობა. ვაშინგტონმა დატოვა ცივი ომის პერიოდის მნიშვნელოვანი შეთანხმება ბირთვული იარაღის შესახებ... Читать дальше...



დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ქალი იაპონიაში ცხოვრობს

Radiotavisupleba.ge 

გინესის რეკორდების წიგნში შევიდა 116 წლის იაპონელი ქალი, კანე ტანაკა, რომელიც იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში, ფუკუოკაზე ცხოვრობს, და რომელიც სამაგიდო თამაშით, ოტელოთია გატაცებული. სარეკორდო ასაკის აღიარების ცერემონიაზე, მოხუცებულთა სახლში ტანაკას ნათესავებთან ერთად მივიდა ქალაქის თავი. ტანაკა დაიბადა 1903 წლის 3 იანვარს. ის თავი რვა და-ძმას შორის მეშვიდე იყო. 1922 წელს ის დაქორწინდა ჰიდეო ტანაკაზე. წყვილმა ოთხი ღვიძლი შვილი და ერთი ნაშვილები გაზარდა. კანე დილით 6 საათზე იღვიძებს და მათემატიკით ერთობა. Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო მაუწყებელი: ფხენიანი შეიძლება რაკეტისა თუ კოსმოსური რაკეტის გაშვებას ამზადებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მაუწყებლის 9 მარტის ინფორმაცია ემყარება  თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოგრაფიებს, რომელზეც გამოსახულია ჩრდილოეთ კორეის სამუნდონგის ობიექტი, რომელსაც ფხენიანი საკონტინენტშორისო რაკეტების და კოსმოსური რაკეტების წარმოებისთვის მოიხმარდა. ფოტოები გადაიღო „DigitalGlobe“-მა რამდენიმე დღით ადრე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვიეტნამში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდებოდა.    22 თებერვალს გადაღებულ სურათებზე სავარაუდოდ, გამოსახულია როგორ მუშაობენ ობიექტზე  ავტომობილები, ამწეები, სატვირთო მანქანები. Читать дальше...

სტამბოლში გარდაიცვალა თურქეთში სომეხთა პატრიარქი, მესრობ მეორე

Radiotavisupleba.ge 

მესრობ მეორე, თურქეთში სომეხ ორთოდოქს ქრისტიანთა პატრიარქი, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მესრობ მუტაფიანი, რომელიც კონსტანტინოპოლის სომეხთა 84-ე პატრიარქი იყო, სტამბოლში, სავადმყოფოში გარდაიცვალა 8 მარტს. მესრობ მეორე პატრიარქის პოსტზე იყო 1998 წლიდან. ის 2008 წლიდან, მას მერე, რაც დემენციიის დიაგნოზი დაუსვეს, შრომისუუნარო იყო. თურქეთის სომხური თემის პატრიარქის მოვალეობის შესრულება ახლა დაეკისრა მთავარეპისკოპოს, არამ ატესიანს. თურქეთში სომეხთა რიცხვი დაახლოებით 70 ათასს უდრის. თურქეთის პრეზიდენტმა... Читать дальше...

თურქეთმა პატრულირება დაიწყო სირიაში რუსეთთან შეთანხმების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის ძალებმა დაიწყეს პატრულირება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ, იდლიბის პროვინციაში, როგორც ანკარა ამაზე შეთანხმდა რუსეთსა და ირანთან. ანადოლუს სააგენტო იტყობინება, რომ პატრული მოძრაობს იდლიბის ჩრდილოეთში თურქეთის საზღვრის გასწვრივ ალეპოს პროვინციამდე. თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის თქმით, თურქეთის ძალები პატრულირებას ეწევიან 15-20 კილომეტრიან  დემილიტარიზებულ ზონაში, ხოლო რუსეთის ძალები იმოძრავებენ იდლიბს გარეთ არეალში. აქარის თქმით, რუსეთს პატრულირება უნდა დაეწყო 8 მარტს... Читать дальше...

აშშ-ის მთავრობას სურს 2020 წლის ბიუჯეტში სამხედრო სფეროში ხარჯები გაიზარდოს და სოციალურისა შემცირდეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაასრულა 2020 წლის ფედერალურ ბიუჯეტზე მუშაობა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობას სურს სამხედრო სფეროსთვის 750 მილიარდი დოლარის გამოყოფა, ხოლო არასამხედრო ხარჯების ხუთი პროცენტით შემცირება. ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, რომლის ვინაობას არ ამხელენ, თქვა 8 მარტს, რომ შემოთავაზებული ბიუჯეტი მომავალ კვირაში გამოქვეყნდება და15 წელიწადში ის მიგვიყვანს გაწონასწორებულ ბიუჯეტამდე.  ექსპერტების ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს გათვლა ეფუძნება დინამიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც არარეალისტურია. Читать дальше...

„ევროპული საქართველო“ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გამკაცრებას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გამო კრიმინალურ სამყაროსთან ვალშია, რის გამოც გახშირდა ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები, ასევე ორგანიზებული დანაშაული. „მარტო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი. მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებული, შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება.ეს არის ვითარება... Читать дальше...

ზუგდიდში ინკასატორების დაყაჩაღებაში ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს

Radiotavisupleba.ge 

„ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულ ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო. ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით, ორი პირი 6 მარტს დააკავა. ერთ-ერთი მათგანი, ომარ ხუბუა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. Читать дальше...

ირინა გაჩეჩილაძის საოპერო სპექტაკლის უცხოური წარმატება

Radiotavisupleba.ge 

კომპოზიტორ ჯან კარლო მენოტტის მონო ოპერა „ტელეფონი“, საოპერო სპექტაკლად აქცია ქართველმა რეჟისორმა ირინა გაჩეჩილაძემ და ვენისა და ბრატისლავის სცენიდან უჩვენა მაყურებელს.

2018 წელს 5006-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო საბერძნეთში ბინადრობის მოწმობა

Radiotavisupleba.ge 

2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო, - ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. ელჩის მიმართვის თანახმად, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.რისთვისაც საელჩო ნაყოფიერად თანამშრომლობს საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об эффективности программ по формированию здорового образа жизни  


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Теннисист Рублев разбил ракетку после поражения на турнире в Барселоне


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Швеция хочет ограничить доступ в Балтийское море российским танкерам





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии отечественного судостроения   


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко сравнил Всебелорусское народное собрание с «пустотой»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Тимати купил бронированный автомобиль, который занимает два места на парковке



Москва

Жители Балашихи смогут бесплатно проверить здоровье в апреле

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net