Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 30.03.2019

არჩევნების წინა დღით აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება შეტაკებები

Radiotavisupleba.ge 

ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მრავალჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.   უკრაინის სამხედრო უწყების 30 მარტის ცნობით, სეპარატისტების პოზიციებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა ასევე ექვსი სამხედრო მოსამსახურე. ხუთშაბათს კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპერატისტების პოზიციიდან დაწყებული სროლების შედეგად.   2014 წლის აპრილის შემდეგ, პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა... Читать дальше...

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი, დოსტუმი მორიგ თავდასხმას გადურჩა

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ რაშიდ დოსტუმი გადაურჩა სავარაუდო თალიბების თავდასხმას, რომელსაც მისი დაცვის ერთი წევრი შეეწირა. ოფიციალური ინფორმაციით, დოსტუმის კორტეჟზე თავდასხმა მოხდა 30 მარტს მაზარ-ი შარიფის მახლობლად ბალხის პროვინციაში. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელმაც გაავრცელა ცნობა, რომ მოკლულია დოსტუმის დაცვის ოთხი წევრი. რვა თვის წინ ეთნიკურ უზბეკთა საველე მეთაური და ავღანეთის ყველაზედ უფრო სადავო ვიცე-პრეზიდენტი ერთხელ გადაურჩა თავდასხმას, რომელიც ორგანიზებული იყოს... Читать дальше...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათს” შეუერთდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

გლობალური აქციის ფარგლებში დღეს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში ელექტროენერგია გამოირთო. „დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.



“კონსტიტუციის 42 მუხლი“ უსაფუძვლოს უწოდებს მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლე ლევან მურუსიძის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს გამოეხმაურა დასაფუძველს მოკლებული უწოდა სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის განცხადებას, რომ კანონის ფარგლებში ის ვერ შეძლებდა აღნიშნულ საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.   ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სხვა ალტერნატივებთან ერთად ლევან მურუსიძეს შეეძლო გამოეყენებინა 2007 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი. კოდექსის ეს მუხლი ადგენს... Читать дальше...

ვაშინგტონი გმობს რუსეთის სამხედრო ძალის განლაგებას ვენესუელაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ი გმობს ვენესუელაში რუსეთის სამხედრო ძალის შესვლას, რაც ვაშინგტონის მიერ ფასდება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობა.   „ჩვენ გადაჭრით ვაფრთხილებთ დასავლეთ ნახევარსფეროს მიღმა მყოფ ყველა სუბიექტს, რომ არ გაგზავნონ სამხედრო ძალა ვენესუელაში, თუ ამ ნახევარსფეროს სხვა ადგილებში სამხედრო ოპერაციის დაწყების ან მისი გაფართოების მიზნით,“- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონის განცხადებაში... Читать дальше...

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს რუსეთის აგენტთან სავარაუდო კავშირისთვის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 30 მარტს დააკავა საქართველოს მოქალაქე, ვანო ნადირაძე, რომელიც გავრცელებული ცნობით, იმყოფებოდა ძებნაში და მიმოწერა ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტ ნიკოლაი დულსკისთან.   უკრაინის უშიშროების უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოლდოვიდან შევიდა. გავრცელებული ცნობებით, დაკავებული რუსეთის სპეცსამსახურების აგენტთან მიმოწერაში „მიმოიხილავდა პოლიტიკური მოვლენების შესაძლო განვითარებას და ერთობლივი მოქმედების კოორდინირებას ახდენდა.“

ზვიად გამსახურდიას მკვლელებიდან, ზოგი მოკვდა… და საპატიო ადგილებში ჩავფალით! – გელა ზედელაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს. “ესე იგი, თქვენ მეუბნებით, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე გამოძიებული არ არის? გეუბნებით, გამოძიებულია! თუ გინდათ, 1991 წლის შემოდგომიდან მოგიყვებით! თუ გნებავთ – ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყებ! 1993 წლის ამბებზე გაწყობთ? “პაჟალუსტა”! სულ წვრილ-წვრილად ჩამოგიწიკწიკებთ, ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში ჭამა ბებიამისისა! ჰმ… […]

საქართველოს პატრიარქს სურს, რომ გალობა და ხალხური სიმღერები სკოლის პროგრამებში შევიდეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აცხადებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მას დაჰპირდა, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შეიტანენ გალობას და ხალხურ სიმღერებს, - ამის შესახებ ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა. ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19 მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული... Читать дальше...



სულ მცირე 35 კაცი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად ავღანეთში

Radiotavisupleba.ge 

წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 35 კაცი დაიღუპა ავღანეთში, დანგრეულია მრავალი სახლი და გარე სამყაროს მოწყდა შორეული სოფლები. გადაუღებელი წვიმები 29 მარტიდან გრძელდება ფარიაბისა და ჰერათის პროვინციებში, სადაც სტიქიას 22 ადამიანი ესწრება.ც მძიმე ვითარებაა ასევე ბადგისის და ბალხის პროვინციებში. იქიდან იუწყებიან 10 ადამიანის დაღუპვისა და 3000-ზე მეტი სახლის დანგრევის შესახებ.

უკრაინაში გაძლიერდა სტრატეგიული ობიექტების დაცვა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის უშიშროების სამსახური სპეცდანიშნულების ნაწილებმა პატრულირება დაიწყეს უკრაინის მთელი მასშტაბით ცენტრალურ ქუჩებში, ვაგზლებში, ავტოსადგურებში და აეროპორტებში.   უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ამ ღონისძიებების მიზანი არჩევნების დღეს ქვეყანაში მოქალაქეთა სიმშვიდის დაცვა და ნებისმიერი შესაძლოა პროვოკაციის თავიდან აცილება. პატრულირებაში მონაწილებს საბრძოლო მანქანები და უპილოტო ავიაცია.   კვირას, 31 მარტს, უკრაინაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური... Читать дальше...

დაპატიმრებული ყირიმელი აქტივისტები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმელი მოქალაქეები, რომლებიც დააპატიმრეს „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ საქმის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნახევარკუნძულის ტერიტორიიდან დონის როსტოვში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული „ინტერფაქსი“ იუწყება ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით. უფრო ადრე, მოძრაობა „ყირიმის სოლიდარობამ“ ასევე გაავრცელა ცნობა, რომ როსტოვია სავარაუდო 23 დაპატიმრებული ყირიმელი თათარი აქტივისტის ადგილსამყოფელი. აღნიშნავენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირიმელი... Читать дальше...

შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს ესტუმრა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა. უწყების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, გახარიამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.   შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების სხვა ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. Читать дальше...

ზვიად გამსახურდიას შვილები: ეს ფილმი ბევრჯერ გვაქვს ნანახი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები აცხადებენ, რომ "არავითარი საფუძველი არა აქვთ" დაუჯერონ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო - ამ პოლიტიკურ კონტექსტში. ეს ნათქვამია, მათი სახელით გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვის შემდეგ გაავრცელეს.   ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს განცხადებით გამოეხმაურა. ივანიშვილი მიიჩნევს „ქვეყნის დიდ სირცხვილად“ მიიჩნევს... Читать дальше...

რობერტ მიულერის ანგარიში კონგრესს აპრილის შუა რიცხვებში წარედგინება

Radiotavisupleba.ge 

სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიში, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, კონგრესს აპრილის შუა რიცხვებში წარედგინება, - ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა პარასკევს განაცხადა. მისი სიტყვებით, თეთრი სახლი ამ დოკუმენტს წინასწარ არ გაეცნობა. მიულერი და მისი ჯგუფი ორი წლის განმავლობაში იძიებდნენ რუსეთის შესაძლო კავშირს აშშ-ის 2016 წლის არჩევნებთან. მიულერი ასევე ცდილობდა იმის დადგენას, უშლიდა თუ არა ტრამპი ხელს გამოძიებას.   ამჟამად სპეცპროკურის... Читать дальше...

პეტრო პოროშენკომ და მთავრობის წევრებმა „სიჩუმის დღეზე“ უკრაინის ერთიანობისათვის ილოცეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში შაბათს, 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „სიჩუმის დღეა“, როდესაც კანონმდებლობის წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. 30 მარტს კიევის ცენტრში ჩატარდა ერთიანი ლოცვა უკრაინის ერთიანობისათვის, რომელიც აღასრულეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანიმ და უკრაინაში არსებული ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების მეთაურებმა. ღონისძიებაში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი, უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. Читать дальше...

მოსამართლემ დაათვალიერა ადგილი, სადაც ბავშვები იღუპებიან

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცველები მოითხოვენ თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია შემოიღობოს და მოზარდებისთვის მიუწვდომელი გახდეს. შსს-ის ინფორმაციით, 2015 წლიდან ყოველ წელს აქ 3 კაცი იღუპება, მათ შორის ბავშვები.

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთის მოქალაქეები 30 მარტს განმეორებით ტურში ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ. სახელმწიფოს უმაღლეს პოსტზე ერთმანეთის მეტოქეები არიან ოპოზიციონერი კანდიდატი, პროევროპელი ზუზანა ჩაუპტოვა და სახელისუფლებო პარტია „სმერის“ კანდიდატი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭიროა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმა.   17 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, ზუზანა ჩაპუტოვამ ხმის უფლების მქონეთა 40-ზე მეტი პროცენტი მიიმხრო. შეფროვიჩმა თითქმის 19 პროცენტი მოაგროვა. სლოვაკეთის... Читать дальше...

„კანონი და სამართალი” - საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსული ინტერესების გამტარებელია

Radiotavisupleba.ge 

პარტია „კანონი და სამართალი“ საზოგადოებრივ მაუწყებელს „პოლიტიკურად მიკერძოებულობასა და რუსული პროპაგანდის გატარებაში“ ადანაშაულებს. პარტიის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანის თმით: „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ხალხის არჩევანს. გამოკითხვებითა და რეფერენდუმებით ხალხმა ევროატლანტიკური სივრცისკენ თავისი არჩევანი დიდი ხანია გააკეთა. ამ დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა ხდება?! რაღაც პატარა გადაცემა გაკეთდება ევროატლანტიკურ სივრცეს განიხილავენ, მოიწვევენ მოწინააღმდეგესაც და უცებ... Читать дальше...

თალიბებმა ხელთ იგდეს არგანჯ ხვას რაიონი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში

Radiotavisupleba.ge 

ორდღიანი ინტენსიური ბრძოლების შედეგად თალიბთა რაზმებმა ხელთ იგდეს არგანჯ ხვას რაიონი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში. ბრძოლის შედეგად დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 12 მებრძოლი და დაიჭრა 5-ი.   ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უცნობია დაღუპული თალიბების რაოდენობა. ადგილობრივი ძალები, ავღანეთის არმის დახმარებით, აპირებენ აღადგინონ კონტროლი არგანჯ ხვას რაიონზე, რათა თალიბებმა არ შეძლონ პროვინციის დედაქალაქ ფაიზ აბადისკენ იერიშის განხორციელება.   ბოლო სამი... Читать дальше...

ქუთაისში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი ფორუმი გაიხსნა

Radiotavisupleba.ge 

„ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში“ - ეროვნული მასშტაბის კამპანია ქუთაისიდან დაიწყო და სასტუმრო „ბაგრატი1003“-ში  დღეს გაიხსნა ორდღიანი ბიზნესფორუმი „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელზეც საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ.  ფორუმის ორგანიზატორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია  და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ერიკა კვაპილოვას განცხადებით, „ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის... Читать дальше...

შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახი ერთ-ერთია, რომელსაც შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილმა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს უამბო იმ სირთულეების შესახებ, რომლის წინაშეც ის და მისი მეუღლე ყოველდღიურად, ოკუპანტების ქმედებების გამო დგანან. გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული […]

რუსთავიდან მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა, 30 მარტის დილიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. "ინტერპრესნიუსს" კომპანია „ინტერტრანსში“ განუცხადეს, რომ დილიდან ამ ხაზზე 21 მიკროავტობუსი დადის. „შეთანხმების შედეგად მძღოლები გადაიხდიან იმ თანხას, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მათ დილიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს და ხაზზე 21 ერთეული სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს ", - განაცხადა "ინტერტრანსის" წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ. წინა დღით, რუსთავიდან თბილისში... Читать дальше...

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებისთვის ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ დარეგისტრირდა

Radiotavisupleba.ge 

20 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“. „თავისუფალი დემოკრტების“ წარმომადგენლის, ნინო გოგუაძის თქმით, ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის შეიქმნა, თუმცა პარტიებს შორის ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა კვლავ გაერთიანდნენ, არსებული ხელისუფლების შესაცვლელად.„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ერთობის მიზანია იმ სისტემის დასრულება, რომელიც... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Легионер "Локомотива" Ньямси: в Москве жизнь дешевле, чем в Париже


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Полина Михайлова

Россиянка Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве заметили первый в России электромобиль Tesla Cybertruck





Путин в России и мире
Москва

«Ану-ка, девушки!»: какой была легендарная передача, которая вернется на ТВ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Антонио Вивальди

«Вивальди. Времена Года. Шнитке. Кончерто Гроссо»: концерт в старинном соборе при поддержке Relax FM



Москва

Горячая степь: что посмотреть и чем заняться в Калмыкии весной

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net