უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს რუსეთის აგენტთან სავარაუდო კავშირისთვის
უკრაინის უშიშროების სამსახურმა 30 მარტს დააკავა საქართველოს მოქალაქე, ვანო ნადირაძე, რომელიც გავრცელებული ცნობით, იმყოფებოდა ძებნაში და მიმოწერა ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტ ნიკოლაი დულსკისთან.
უკრაინის უშიშროების უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოლდოვიდან შევიდა. გავრცელებული ცნობებით, დაკავებული რუსეთის სპეცსამსახურების აგენტთან მიმოწერაში „მიმოიხილავდა პოლიტიკური მოვლენების შესაძლო განვითარებას და ერთობლივი მოქმედების კოორდინირებას ახდენდა.“