Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 24.03.2019

უილიამ ბარი: მიულერის ანგარიშის თანახმად, ტრამპს და მის გარემოცვას არ ჰქონიათ რუსეთთან გარიგება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ანგარიში, რომლის დასკვნები დღეს აშშ-ის კონგრესს გადაეგზავნა, ცხადყოფს, რომ არც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და არც მისი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ პირებს შეგნებულად არ ჰქონიათ გარიგება რუსეთთან საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში. მიულერი და მისი ჯგუფი ორი წლის განმავლობაში იძიებდნენ რუსეთის შესაძლო კავშირს აშშ-ის 2016 წლის არჩევნებთან. მიულერი ასევე ცდილობდა იმის დადგენას, უშლიდა თუ არა ტრამპი ხელს გამოძიებას. მას შემდეგ, რაც მიულერმა დაასრულა გამოძიება... Читать дальше...

საოკეანო ლაინერმა Viking Sky-მ მოლდეს პორტს მიაღწია ქარიშხლისა და მგზავრთა ნაწილის ევაკუაციის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგიის საოკეანო სამგზავრო ლაინერმა Viking Sky-მ ნორვეგიის ნაპირებთან ქარიშხლისა და მგზავრთა ნაწილის ევაკუაციის შემდეგ მოლდეს პორტს მიაღწია. შაბათს მუშაობა შეწყვიტა გემის ძრავამ და Viking Sky-მ დრეიფით დაიწყო მოძრაობა ნაპირისკენ, სადაც შეიძლება ავარია მოსვლოდა. ეკიპაჟმა და სანაპირო დაცვის სამსახურებმა ცუდი ამინდის პირობებში მოახერხეს 400-მდე ადამიანის ევაკუირება ვერტმფრენებით. მთლიანობაში გემზე 1400-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. გარკვეული ხნის შემდეგ ეკიპაჟმა მოახერხა ძრავის ამუშავება. Читать дальше...

იმედგაცრუება პოლიტიკური ელიტით?

Radiotavisupleba.ge 

ხმაურიანი საპროტესტო აქციები, ძალადობის ელემენტებით, კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას უკრაინაში, სადაც ამ თვის, მარტის, ბოლო დღეს მოქალაქეები აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს. თუმცა, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, არჩევნების მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ შევიტყობთ, შეემატება თუ არა უკრაინის პოსტსაბჭოთა პრეზიდენტებს ახალი სახე. სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფენ  ასევე ელექტორატის მზარდ იმედგაცრუებას პოლიტიკური ელიტით, რაც ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ადრინდელისაგან კიდევ უფრო განასხვავებს.



აშშ-ის კანონმდებლები ელოდებიან რობერტ მიულერის ანგარიშის დასკვნებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კანონმდებლები ელოდებიან სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის დასკვნებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლზე. მათთვის წინასწარი ინფორმაციის მიწოდება 24 მარტისთვისაა მოსალოდნელი. მას მერე, რაც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა 22 მარტს მიიღო მიულერისგან ანგარიში, მან კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ შეიძლება კანონმდებლებს ამ კვირის ბოლომდე შეატყობინოს ანგარიშის ძირითადი დასკვნები. როგორც აშშ-ის მედია იტყობინება, ბარი გულდასმის ეცნობა დოკუმენტს... Читать дальше...

სომხეთში გაიმართა მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის სოფელ ენოქავანში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა. როგორც სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებმა განიხილეს ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხები. ბახტაძემ და ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დონეზე. ეს ბახტაძის და ფაშინიანის მეორე შეხვედრა იყო. პირველი შეხვედრა იანვარში გაიმართა ბოლნისში.

რუმინეთი ისრაელში საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთი აპირებს, ისრაელში თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს. პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილემ ამის შესახებ კვირას განაცხადა ვაშინგტონში, ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი კავშირების კომიტეტში გამოსვლისას. რუმინეთის პრემიერმა პირობა დადო, რომ შეეცდება, ევროპის კავშირში რუმინეთის თავმჯდომარეობა გამოიყენოს „ისრაელსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განსამტკიცებლად“. ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი კავშირების კომიტეტი არის გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს აშშ-სა და ისრაელს შორის თანამშრომლობას. Читать дальше...

ვინ არის პიტერ ტაბიჩი - მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი კენიიდან

Radiotavisupleba.ge 

ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები - ამ რეგიონში ხშირად ხდება. სკოლაში, სადაც პიტერი ასწავლის 58 მოსწავლე, ერთი კომპიუტერი, ერთი მასწავლებელი და ცუდი ინტერნეტია.

ბრიტანეთის პრესა: მინისტრები ორშაბათს აპირებენ ტერეზა მეის გადადგომა მოითხოვონ

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის სულ მცირე 11 მინისტრი აპირებს ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადადგომის მოთხოვნას იმ ვითარების გამო, რაც შეიქმნა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Sunday Times-ი. გამოცემის თანახმად, მინისტრები აპირებენ, ნებაყოფლობით გადადგომა მოსთხოვონ მეის. პრემიერის თანამდებობაზე მის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ ასახელებენ დევიდ ლიდინგტონს, რომელიც ამჟამად მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელობს. როგორც The Sunday Times-ი წერს, მეის ბრალს სდებენ როგორც უუნარობისთვის... Читать дальше...



ლადო აფხაზავა: მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ

Radiotavisupleba.ge 

"ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს. მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე. ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში... Читать дальше...

„ევროპული საქართველოდან“ მარნეულის მერობისთვის აჰმედ იმამყულიევი​ იბრძოლებს

Radiotavisupleba.ge 

დავით ბაქრაძემ მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა.

ვენესუელაში კვლავ ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავები

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელაში კვლავ ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავები - ორი ილ-62 და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-124. ინტერნეტში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს თვითმფრინავები ასაფრენ ბილიკზე და მამაკაცების ჯგუფი. ადგილობრივი გამოცემის, NoticieraDigital-ის თანახმად, ვენესუელაში ჩავიდა რუსეთის 99 სამხედრო მოსამსახურე და კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები რუსეთის არმიის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის უფროსის, გენერალ ვასილი ტონკოშკუროვის მეთაურობით. ამის შესახებ ასევე იტყობინებიან ბლოგერები... Читать дальше...

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. ნატოს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან. სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას. საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანს დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომლის თქმითაც... Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში გასამართლებული პავლო ჰრიბის გათავისუფლებას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო რუსეთში უკრაინის მოქალაქის, პავლო ჰრიბისთვის გამოტანილი განაჩენი და მისი გათავისუფლება მოითხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ ჰრიბი გახდა დევნის მსხვერპლი იმის გამო, რომ წინ აღუდგებოდა უკრაინაში რუსეთის აგრესიას. „რუსეთმა უნდა დაუყოვნებლივ დააბრუნოს ის უკრაინაში და მოუხსნას ბრალდებები“, ნათქვამია განცხადებაში. მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ აშშ შეშფოთებულია 20 წლის ჰრიბის ჯანმრთელობის მდგომარეობით. უკრაინელი... Читать дальше...

ლადო აფხაზავამ „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო“ ვერ მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) 2019 წლის მფლობელი გახდა მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი კენიიდან.  დაჯილდოების ცერემონია 24 მარტს გაიმართა დუბაიში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დაასახელეს. მისი კონკურენტები იყვნენ პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. Читать дальше...

ტელესერიალ The Grand Tour-ის ახალი ეპიზოდი საქართველოს ეძღვნება

Radiotavisupleba.ge 

22 მარტს გამოვიდა მსოფლიოში პოპულარული ბრიტანული საავტომობილო ტელესერიალის, The Grand Tour-ის მორიგი ეპიზოდი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს ეხება.

გრიგოლ ვაშაძე: აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის

Radiotavisupleba.ge 

„წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო სახელმწიფო, ევროპაში გამორჩეული სახელმწიფო გადაიქცა უიმედობის და ნიჰილიზმს ბუდედ და კორუფციონერების და კრიმინალის სათარეშო ასპარეზად. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ოლიგარქთან არის დაკავშირებული, დაკავებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისებით, აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის, ნაწილი უკვე ემიგრაციაში წავიდა და ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ ემიგრაციაში წავიდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, სადაც ის პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს. Читать дальше...

სააკაშვილი: პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი

Radiotavisupleba.ge 

„ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი 9 წელი, ეს არის  რუსული კლიშე და ვინც ამას იმეორებს, ის არის პუტინის გოშია და მონა. პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელს მრავალ საუკუნეების ისტორიაში, თავისი დიდი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, თასი გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ როცა რამე განსაკუთრებულს ქმნით?!,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ჩართვისას, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.  „საქართველო დიდ განსაცდელშია. Читать дальше...

სააკაშვილი: ივანიშვილი შეპირდა ხალხს 100 ქარხანას და რამიშვილი-ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა შექმნა

Radiotavisupleba.ge 

"ივანიშვილი შეპირდა ხალხს 100 ქარხანას და 100 საწარმოს და ამის ნაცვლად შექმნა რამიშვილი-ყანდიაშვილის ტროლების ქარხანა" - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ჩართვისას, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.  "საქართველო გაყიდდა ყოველ წელიწადს ერთი მილიარდი დოლარის მაღალტექნოლოგიურ იარაღს მთელ მსოფლიოში. ივანიშვილმა დახურა დელტა და გახსნა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყანდიაშვილის ტროლების ქარხანა. დელტა იყო მთელ რეგიონში ყველაზე წარმატებული საწარმო და მისი ერთ-ერთი... Читать дальше...

ნიკა მელია: „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანები

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ ვიხილეთ გაბოროტებული ოლიგარქი, რომელიც ფეხქვეშ თელავს სახელმწიფო ღირსებას. „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული მეტი და მეტი ადამიანები. ოკუპაციის ხაზის მუდმივი გადმოწევა ხდება. სულ უფრო მეტ ჩვენ თანამოქალაქეს არ ეძლევა საშუალება ოჯახის წევრების საფლავებზე მისვლის,“- თქვა ნიკა მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, რომელიც სასტუმრო "ბილტმორში" იმართება და სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.  პარტიის თავმჯდომარე ამ დრომდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი... Читать дальше...


Музыкальные новости
Анастасия Волочкова

«Это будет для вас сюрприз и фурор!»: Анастасия Волочкова взяла с собой на Мальдивы свадебное платье





Персональные новости
Россия

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга





ნატომ დაადასტურა, რომ გეგმავს პოლონეთში საწყობების შექმნას

Radiotavisupleba.ge 

ნატომ დაადასტურა, რომ გეგმავს პოლონეთში საწყობების შექმნას ამერიკული ჯავშანტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის, რის მოცულობაც მთელი ბრიგადისთვის იქნება საკმარისი. ნატოს წარმომადგენელმა დაადასტურა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობა იმის თაობაზე, რომ დაგეგმილია საცავების მშენებლობა ავიაბაზაზე პოვიძაში, ვარშავის დასავლეთით. ობიექტების მშენებლობა 260 მილიონი დოლარი დაჯდება. მშენებლობა დაიწყება 2019 წელს და ორ წლამდე გასტანს. გადაწყვეტილება მიღებულია ალიანსის ყოფნის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ფლანგზე... Читать дальше...

„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, მარნეულში მერის შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი წარადგინა. ბაქრაძემ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა. „ცვლილებების გზა „ევროპული საქართველოსთვის“ გადის პოლიტიკურ პროცესებზე, გადის არჩევნებზე და გადის იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ყოველგვარი არეულობის გარეშე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ახალი ხელისუფლების მოსვლა, ქვეყნის წინ წაყვანა და ხალხის პრობლემის გადაწყვეტა. Читать дальше...

ბრალდება მოუხსნეს 13 წლის რუსთაველი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის სასამართლოს მოსამართლემ მადონა მაისურაძემ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძას შეურაცხაობის გამო ბრალდება მოუხსნა და მას ორწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა. ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მოზარდის ბიძა "მკვლელობის დროს არ იყო ადეკვატური​". „ექსპერტიზამ ავადმყოფს ეპილეფსიური ფსიქოზი დაუდგინა, მკვლელობის დროს ის არ იყო ადეკვატური“, - უთხრეს რადიო... Читать дальше...

შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების პარკირებაზე ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

Radiotavisupleba.ge 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს და ფინანსური სანქცია გაეზარდოს.   პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 25 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო... Читать дальше...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ყრილობას მართავს

Radiotavisupleba.ge 

24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს. ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ვიდეო-მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, სადაც ასევე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა" ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ქვეყნის გადარჩენაზე და ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ემზადება.  მიხეილ სააკაშვილმა 18 მარტს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Легионер "Локомотива" Ньямси: в Москве жизнь дешевле, чем в Париже


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Первый в России электромобиль Tesla Cybertruck заметили на Москве





Путин в России и мире
Москва

Собянин: к 2030 году на долю Москвы придется 35–40% туристов в России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

«Папа сегодня в Кемерово, и здесь кайф»: как Баста собрал стадион кузбассовцев



Москва

1 мая: какой сегодня праздник, что было в этот день

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net