123ru.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 19.03.2019

ირანის ავიაკომპანიის თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა თეირანის აეროპორტში დაშვებისას

Radiotavisupleba.ge 

თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში დაშვებისას, ცეცხლი წაეკიდა ავიალაინერს, მაგრამ 100-ვე მგზავრი უვნებლად იქნა ევაკუირებული. ამის შესახებ აცხადებენ ირანელი ოფიციალური პირები. საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფირჰოსეინ კოლივანდმა სახელმწიფო ტელევიზიაში განმარტა, რომ თვითმფრინავში ცეცხლი გაჩნდა 19 მარტის საღამოს, როცა სწორად არ გაიხსნა შასი (თვითმფრინავის ნაწილი, რომლითაც იგი მოძრაობს აეროდრომზე აფრენის ან დაჯდომის დროს). ცნობების თანახმად, პრობლემა შეექმნა „ფოკერ 100“ ტიპის თვითმფრინავს, ის ავიაკომპანია „ირან ეარს“ ეკუთვნის. Читать дальше...

პრემიერის განცხადებით, მთავრობის გეგმით პედაგოგის ხელფასი 1800 ლარამდე უნდა გაიზარდოს

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “პირისპირ” სტუმრობისას განათლების სისტემაში მოსაგვარებელ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოში პედაგოგის შრომა უნდა იყოს დაფასებული და მთავრობის გეგმის მიხედვით მასწავლებელმა მაღალი ანაზღაურება უნდა მიიღოს. “პირადად ჩემთვის ეს არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის, მასწავლებლის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელფასი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს […]

დონალდ ტრამპმა ბრაზილიას შესთავაზა ნატოს მოკავშირე ქვეყნად გამოცხადება

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა ბრაზილიის ახალ პრეზიდენტთან, ჟაირ ბოლსონაროსთან, რომელიც 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს ქვეყნის ლიდერად. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპმა მას შესთავაზა ბრაზილიის გამოცხადება ნატოს მოკავშირე ქვეყნად. ასეთ ქვეყნებს შორის არიან, მაგალითად, ავსტრალია, ისრაელი, სამხრეთი კორეა, ეგვიპტე და არგენტინა.  ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი გაააქტიურებს ძალისხმევას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბრაზილიის ინტეგრაციის ხელშესაწყობად. Читать дальше...



ბი-ბი-სი: ტერეზა მეი ევროკავშირს სთხოვს ბრექსიტის 30 ივნისამდე, ან უფრო გვიან გადატანას

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირს სთხოვს ბრექსიტის 30 ივნისამდე გადავადებას და ევროკავშირიდან გასვლის უფრო გვიანი თარიღის შერჩევის შესაძლებლობას ბი-ბი-სი ეყრდნობა თავის წყაროებს ბრიტანეთის მთავრობაში. ბრექსიტის თარიღად განსაზღვრულია 29 მარტი, მაგრამ გასულ კვირაში თემთა პალატის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის გადავადებას. ბრიუსელი აცხადებს, რომ ბრექსიტის გადადება დაუშვებელია ბრიტანეთის მთავრობის კონკრეტული გეგმის გარეშე. Читать дальше...

რუსეთიდან ვრცელდება ცნობები ორი გუბერნატორის გადადგომის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში გადადგნენ ჩელიაბინსკისა და მურმანსკის ოლქების გუბერნატორები, რის ფონზეც მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც შეიცვალოს ადგილობრივი ხელმძღვანელობა. კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 მარტს მიიღო ჩელიაბინსკის გუბერნატორის ბორის დუბროვსკის გადადგომა. პუტინმა ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსეი ტექსლერი დაასახელა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად. რუსეთის მედია კრემლის წყაროებზე დარყდნობით იუწყება, რომ ასევე... Читать дальше...

შეწყალების საქმე, რომელზეც იქნება ზეწოლის მცდელობა, გადაიდება და არ იქნება განხილული – პრეზიდენტის კომენტარი დეკანოზის საქმეზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

“შეწყალების საქმე, რომელზეც იქნება ზეწოლის მცდელობა გადაიდება გვერდზე და არ იქნება განხილული” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ. “ზეწოლა არის შემოთავაზება, რომ შეიწყალეთ ესა თუ ის ადამიანი. დისკრეცია ნიშნავს იმას, რომ მე არავის არ ვეტყვი რა საფუძვლებზე იქნება გადაწყვეტილება. პატრიარქის მიმართ მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა, მაგრამ ამის მიუხედავად ვთვლი, რომ […]

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი

Radiotavisupleba.ge 

„სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 მარტს, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას: „არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართალში ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი... და ეს რუსეთმა გააკეთა, არაერთხელ. სააკაშვილმა დაბობმა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი, მაგრამ მე, ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში. ომის პასუხისმგებლობა არის იმ ქვეყნის... Читать дальше...

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მოსაპოვებლად 20 მარტს, დუბაიში მიემგზავრება

Radiotavisupleba.ge 

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დუბაიში ხვალ, 20 მარტს გაემგზავრება. გამარჯვებული პედაგოგი კი 24 მარტს გამოვლინდება. „არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა. და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა. ისე შემიყვარდნენ ათეულის სხვა წევრები, რომ როდესაც შევხვდები, ალბათ ცრემლებს ვერ შევიკავებ. მინდა ვუთხრა ყველა მასწავლებელს... Читать дальше...



საფეხბურთო კლუბ „მერანის“ თამაშები საეჭვო მატჩების სიაში შეიტანეს

Radiotavisupleba.ge 

იტალიის გამოცემების: agimeg.it-ისა და genovapost.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ასაკობრივი გუნდის - „ნორჩი დინამოს“ მიერ იტალიაში გამართული სამი მატჩი საეჭვო თამაშების სიაში აღმოჩნა. „ნორჩმა დინამომ“, რომელსაც ახლა „მერანი“ ჰქვია, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - „ვიარეჯოს თასზე” სამი შეხვედრა გამართა და სამივე დიდი ანგარიშით წააგო: იტალიის „ტორინოსთან“ - 1:7, „რიეტასთან“ – 1:5 და ბრაზილიის „ატლეტიკო პარანაენსესთან“ - 1:4. იტალიური მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა... Читать дальше...

აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან ვენესუელის ლიდერის ლეგიტიმურობის საკითხზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა და რუსეთმა „პოზიტიური“ და „არსებითი“ მოლაპარაკება გამართეს ვენესუელაში კრიზისის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობის საკითხზე. ამის შესახებ 19 მარტს განაცხადა ვენესუელის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელიოტ აბრამსმა რომში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრის შემდეგ. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდობა იანვარში თავი გამოაცხადა გარდამავალ პრეზიდენტად. ის მალევე აღიარა მრავალმა ქვეყანამ... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: მიეჩვიეთ იმას, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

„მიეჩვიეთ იმას, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი“,  - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „რეაქციის“ ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას შეკითხვას, თვლის თუ არა თავს ვალდებულად ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რომ მნიშვნელოვანი საკითხები მასთან ერთად განიხილოს: „მე მგონი, მეტყობა, რომ არანაირად არ ვთვლი თავს მის წინაშე ვალდებულად. ის (ბიძინა ივანიშვილი ავტ.) მიეჩვია, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში შეეჩვევა იმას, რომ ვარ თავისუფალი ადამიანი. როდესაც ვარ პრეზიდენტის როლში... Читать дальше...

შსს იკვლევს იმ საპატრულო ეკიპაჟის მოქმედებას, რომელიც 13 წლის მოზარდის მკვლელობამდე გამოიძახეს

Radiotavisupleba.ge 

შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს იმ საპატრულო ეკიპაჟის მოქმედებას, რომელიც რუსთავში 13 წლის მოზარდის მოსალოდნელი მკვლელობის დროს გამოიძახეს.

სადამდე მივყავართ სიძულვილს?

Radiotavisupleba.ge 

21 მარტს აღინიშნება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე. „ჩართულობისა და განვითარების ცენტრი“ ამ დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გასულ წელს მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის ხსოვნას უძღვნის. ცენტრის დირექტორი, გიორგი მარჯანიშვილი „დილის საუბრების“ სტუმარია.

პარტია „გირჩი“ მთაწმინდის მაჟორიტარად ჰერმან საბოს წარადგენს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „გირჩს“  საკუთარი კანდიდატი ეყოლება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში. „გირჩს“ შუალედურ არჩევნებში წარადგენს პარტიის წევრი, 30 წლის ჰერმან საბო. „ჯერჯერობით რეგისტრაცია დაწყებული არ არის და ამიტომ კანდიდატად ჯერ არ ვარ ოფიციალურად რეგისტრირებული, თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰერმან საბომ. მთაწმინდა მაჟორიტარ კანდიდატს ამ მოწვევის პარლამენტში მეორედ აირჩევს. პირველი მაჟორიტარი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია. მთაწმინდის... Читать дальше...

ჯორჯ ბუში აშშ-თვის „სიკეთედ“ და „ძალად“ მიიჩნევს იმიგრაციას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ახალი მოქალაქეების ნატურალიზაციის ცერემონიაზე გამოსვლისას გამოთქვა აზრი, რომ იმიგრაცია ქვეყნისათვის „სიკეთე“ და „ძალაა“. ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა 18 მარტს გამოვიდნენ ტეხასის ქალაქ დალასში, ჯორჯ ბუშის სახელობის პრეზიდენტის ცენტრში გამართულ ცერემონიაზე, რომლის მსვლელობაშიც აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭა 51 ადამიანს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონში მალე შეძლებენ იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების მოდერნიზებას. მისი... Читать дальше...

მოზამბიკში, სავარაუდოდ, 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ტროპიკულმა ციკლონმა "იდაიმ"

Radiotavisupleba.ge 

შიშობენ, რომ მოზამბიკში 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტროპიკულმა ციკლონმა „იდაიმ“, რომელიც ოთხი დღის წინ დაატყდა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანას. ინდოეთის ოკეანისპირა ქალაქ ბეირაში, რომლის მოსახლეობა ნახევარ მილიონს აღემატება, ქარიშხალმა და წყალდიდობამ გაანადგურა სახლები და გზები. პრეზიდენტმა ფილიპე ნუისიმ სახელმწიფო რადიოში განაცხადა, რომ ოფიციალურად დასტურდება 84 ადამიანის სიკვდილი, მაგრამ შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აღემატება. ციკლონმა დააზარალა აფრიკის ზოგი სხვა ქვეყანაც. Читать дальше...

უტრეხტის ინციდენტში ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს კავშირი ეჭვმიტანილსა და მსხვერპლთ შორის

Radiotavisupleba.ge 

ნიდერლანდელი გამომძიებლები, რომლებიც დაკითხვას უტარებენ ქალაქ უტრეხტში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს, თურქეთში დაბადებულ გოკმენ ტანისს, აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს კავშირი ეჭვმიტანილსა და მსხვერპლთ შორის. პროკურატურის 19 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი 18 მარტს უტრეხტის ტრამვაიში მომხდარი სროლის ერთ-ერთ სერიოზულ მოტივად კვლავაც განიხილავენ ტერორიზმს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის საბაბს იძლევა ჩანაწერი, რომელიც გოკმენის მანქანაში იპოვეს. თუმცა არ არის გამორიცხული ოჯახური უთანხმოება. Читать дальше...

სომხეთში ქალის მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცი სამხედრო ბაზაზე რჩება

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე დაკავებული დარჩება რუსი ჯარისკაცი, რომელსაც წაყენებული აქვს სომეხი ქალის მკვლელობის ბრალდება. 23 წლის ანდრეი რაზგილდეევი დეკემბერში დააკავეს 57 წლის გიუმრელი დამლაგებლის, ჯულიეტა ღუკასიანის ცემით მოკვლასთან კავშირში ეჭვმიტანით. მიუხედავად იმისა, რომ რაზგილდეიევი ბრალდებულია სომხეთის კანონებით, ის იმყოფება რუსეთის სამხედრო ბაზაზე, სადაც მსახურობდა. ეს გარემობა მსხვერპლის ოჯახისა და უფლებადამცველების უკმაყოფილებას იწვევს. Читать дальше...


Музыкальные новости
Фридерик Шопен

Музыка Шопена под небом





Персональные новости
ЛокоТех

Филиалы АО "Желдорреммаш" приняли участие в региональном этапе второй Всероссийской ярмарки трудоустройства «Работа России. Время возможностей»





დაუდევრობა თუ უხარისხო რემონტი - დევნილები კვლავ  დახმარებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თოთხმეტსართულიან კორპუსებში 2017 წელს შესახლებული დევნილები ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივიან და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ნაზარბაევი კვლავაც უხელმძღვანელებს მმართველ პარტიას და გავლენიან უშიშროების საბჭოს

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგაც უხელმძღვანელებს მმართველ პარტიას და სიცოცხლის ბოლომდე დარჩება გავლენიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ნაზარბაევმა 19 მარტს პირდაპირ ტელეეთერში გამოაცხადა, რომ წყვეტს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას. მისი თქმით, პრეზიდენტს ამ ეტაპზე შეცვლის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი. ნაზარბაევმა განაცხადა აგრეთვე, რომ დარჩება მმართველი „ნურ ოტანის“ პარტიის სათავეში და პრეზიდენტის „უშიშროების საბჭოს“ თავმჯდომარედ... Читать дальше...

იაკუტიაში დაარბიეს შუააზიელების კუთვნილი ობიექტები გაუპატიურებაში ყირგიზი კაცის დადანაშაულების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა სახაში (იაკუტია) შუააზიელების კუთვნილი ობიექტების დარბევა მოჰყვა დემონსტრაციებს, რომლებზეც გააპროტესტეს ადგილობრივი ქალის გაუპატიურება. პოლიციამ ეჭვმიტანილად დაასახელა ყირგიზი კაცი. შეჩერებულია ავტობუსების მოძრაობა და ყირგიზ მიგრანტებს მოუწოდებენ, ნუ გავლენ შინიდან. რეგიონის დედაქალაქ იაკუტსკში, რომელიც მოსკოვის აღმოსავლეთით 4900-მდე კილომეტრში მდებარეობს, ვითარება 19 მარტსაც დაძაბული იყო მას შემდეგ, რაც წინა დღეს 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა აქციაზე დამნაშავის... Читать дальше...

კოსმონავტი მაიმუნები სოხუმიდან

Radiotavisupleba.ge 

პროგრამა „ბიონი“ 1970-იან წლებში ამუშავდა. საბჭოთა კავშირმა კოსმოსში მაიმუნების გაშვება დაიწყო. მაიმუნები სოხუმის მაიმუნების სანაშენედან მიჰყავდათ.

ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა

Radiotavisupleba.ge 

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება გააკეთა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი გადაყენების საკითხის კენჭისყრის დაწყებამდე. „კოლეგებო, როდესაც ამ საკითხზე გაიმართა კენჭისყრა, მე გავედი ჟურნალისტებთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ მე გადავწყვიტე თავად დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიუროს სხდომა, რომელზეც მე არ დამპატიჟეს და მე რომ მიმეღო მოწვევა ბიუროზე, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. Читать дальше...

ყაზახეთის პრეზიდენტმა მოულოდნელად გამოაცხადა გადადგომის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აცხადებს, რომ ტოვებს თანამდებობას ქვეყნის თითქმის 30 წელი მართვის შემდეგ. მან 19 მარტს პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, აღარ შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები. მანამდე რამდენიმე საათით ადრე მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტი აპირებდა მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას. ნაზარბაევის თქმით, პრეზიდენტს ამ ეტაპზე შეცვლის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი. ნათელი არ არის, აპირებს თუ არა 78 წლის ნაზარბაევი რომელიმე სხვა პოზიციის დაკავებას. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Эксперт рассказала, как правильно выбрать одежду для спортзала


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Финалисты «Мастерса» в Монте‑Карло опередили Рублева в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о сохранении экологии Севастополя





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге: «Запуск «Ангары-5» — новая страница в развитии космической отрасли России» 


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Очередные кадровые назначения объявлены в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: Западу неинтересны планы Киева по атаке на Крымский мост


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Виктор Тепляков

Депутат ЗСК Виктор Тепляков принял участие в круглом столе по вопросам развития туристической отрасли в Сочи



Москва

В Москве мигрант зарезал мотоциклиста из-за замечания

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net