123ru.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 04.03.2019

ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ქართველი მოჭიდავიდან ოთხი ფინალში გავიდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე სულ თხუთმეტი შეხვედრა ჩაატარეს. აქედან თოთხმეტი მოიგეს და ხუთივე წონით კატეგორიაში ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს. ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ და ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ბექა მამუკაშვილი (77 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში გადავიდა და ბრინჯაოს მედლამდე რჩება ასევე ერთი ნაბიჯი. Читать дальше...

ბუქარესტში ხელი მოეწერა დეკლარაციას სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დროსაც ხელი მოეწერა დეკლარაციას კასპიის ზღვა- შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. „ჩვენი მიზანია გავზარდოთ საქართველოს, როგორც ტრანსპორტაციის და ლოგისტიკის ჰაბის როლი, რათა ეფექტიანად გამოვიყენოთ საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა. მთავრობამ უკვე დაიწყო მასშტაბური, მილიარდობით დოლარის ღირებულების პროგრამა, რომ გააუმჯობესოს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა... Читать дальше...



ჩხუბი პარლამენტში - რატომ დაიხურა შეხვედრა, თუ დასამალი არაფერი იყო

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თითქმის სამი საათის განმავლობაში განიხილავდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ თემებს.

პროკურატურა: ინფორმაცია, თითქოს ხაზარაძემ მიუთითა, რომ მინისტრისგან მიიღო მუქარის წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და უარყოფს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან პროკურატურას წარუდგინა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიღებული მუქარის შემცველი წერილი. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამება“: „მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს. Читать дальше...

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

Radiotavisupleba.ge 

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები 5 მარტს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. ქარხნის თანამშრომლები ხელფასების დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. დასაქმებულების განცხადებით, უკვე ექვსი თვეა, რაც მათ კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ. სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აქცია 7 თებერვალსაც გამართეს. მათი განცხადებით, დავალიანების თაობაზე ისინი ადმინისტრაციის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდნენ... Читать дальше...

ბავშვებს კანონი ახალ უფლებებს ანიჭებს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ბავშვის უფლებათა კანონპროექტი განიხილეს. განხილვისას წამოიწია ფიზიკური დასჯისა და აბორტის თემებმა. უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის ოპონენტები ამ სფეროში საკმარისად კომპეტენტურები არ არიან. „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრ კრიტიკოს ამ თემაზე არ უმუშავია“, - ამბობს ანა არგანაშვილი. აკრძალულია ცემა, თვითნებური მკურნალობა, ბავშვის ქონების გაყიდვა. ასევე, ბავშვმა შეიძლება მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან... უკვე არსებული კანონების გარდა... Читать дальше...

ირმა ნადირაშვილი: არ მიმდინარეობს კონსულტაციები უმცირესობის სტატუსის შესანარჩუნებლად

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს პარლამენტში უმცირესობის სტატუსის შესანარჩუნებლად.



რუსეთი ოფიციალურად გამოეთიშა აშშ-სთან გაფორმებულ სარაკეტო ხელშეკრულებას

Radiotavisupleba.ge 

კრემლი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გაუქმდა რუსეთის მონაწილეობა აშშ-სთან ცივი ომის პერიოდში გაფორმებულ, მნიშვნელოვან ხელშეკრულებაში ატომური იარაღის კონტროლის შესახებ.  პუტინის ბრძანებით, 1987 წელს გაფორმებული ხელშეკრულება საშუალო რადიუსის ბირთვულ იარაღზე (INF) გაუქმებულია მანამ, სანამ ვაშინგტონი მის დარღვევას შეწყვეტს - იუწყება კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება.  რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ხელშეკრულების... Читать дальше...

რომის პაპი ამბობს, რომ ვატიკანი გახსნის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის არქივებს

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ ვატიკანი სრულად გახსნის საიდუმლო არქივებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პაპის, პიუს მეთორმეტის შესახებ - რისკენაც ვატიკანს უკვე ათწლეულებია მოუწოდებენ ებრაელები.  ებრაელთა ნაწილი იტალიური წარმოშობის პიუსს - რომელიც 1939-დან 1958 წლამდე იყო პაპი - ბრალს სდებს ჰოლოკოსტის დაშვებაში, რადგან ის ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობდა. მისი დამცველები კი ამბობენ, რომ პიუსი ჩუმად მუშაობდა და ცდილობდა ნაცისტების დევნილი ადამიანების გადარჩენას, მათ შორის ებრაელთათვის თავშესაფრების სახით მონასტრების გახსნით. Читать дальше...

მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის

Radiotavisupleba.ge 

"პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის"  - ასე უპასუხა "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში წასვლას.  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება... Читать дальше...

ეკა გიგაური: მამუკა ხაზარაძის განცხადებას ადეკვატური რეაქცია არ მოჰყვება

Radiotavisupleba.ge 

„ცუდი და საგანგაშო ის არის, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებას ადეკვატური რეაქცია არ მოჰყვება“, - აცხადებს ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი. ის ეხმაურება „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შინაარსის შემცველი განცხადება მიიღო: „ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ განცხადებებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არ მოჰყვება. Читать дальше...

პრივილეგირებული ბიზნესმენის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - გახარია ხაზარაძეს პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

"ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე",  - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.რომლის თქმითაცგიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. „ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა... Читать дальше...

ჯემემ წასვლა გადაწყვიტა

Radiotavisupleba.ge 

გია კიკვაძემ (ჯემემ) 90-იან წლებში, ჩხოროწყუში მეკობრული რადიოსადგური ააწყო. მხედველობის სერიოზული პრობლემის მიუხედავად, ის მუდამ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც მიხვდა, რომ საქართველოში თავისი სახსრებით ვერ იმკურნალებდა.

დაიშალა საპარლამენტო უმცირესობა

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. “ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი 4 მარტს, უმრავლესობის შემადგენლობიდან ორი დეპუტატის გასვლის შედეგად დაკარგა. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუკი უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი ერთიანდება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20 დეპუტატისგან შემდგარი “ევროპული საქართველოს“ წევრებით იყო წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე... Читать дальше...

52 მილიონი პრემიებისა და დანამატებისთვის, 362 ავტომობილი და ნახევარ მილიონზე მეტი რეკლამისთვის

Radiotavisupleba.ge 

კონკრეტულ წლებში ჩინოვნიკების ფულად დანამატებზე უფრო მეტი იხარჯებოდა, ვიდრე მოქალაქეების ჯანდაცვის პროგრამებზე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე, ტრანსპორტის განვითარებასა და გამწვანებაზე.

გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა

Radiotavisupleba.ge 

გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა. ამის მიზეზი ფრაქციიდან ერთ-ერთი წევრის ირმა ამბარდნიშვილის გასვლა გახდა. საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამი წევრისგან შედგებოდა.   ირმა ამბარდნიშვილის თქმით, ფრაქციიდან წასვლა მან წლების განმავლობაში, პარტიის ადგილობრივი ლიდერის მიერ განხორციელებული ზეწოლის გამო გადაწყვიტა: „დაუფასებლობა და უნდობლობა გახდა ჩემს მიერ ფრაქციის დატოვების მიზეზი. თუ დააკვირდებოდით არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს  ვაქტიურობდი. ამ ყველაფერს ბადრი ბასიშვილი ერთპიროვნულად წყვეტდა. Читать дальше...

გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდნენ

Radiotavisupleba.ge 

"მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად", - განაცხადა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა. გია ჟორჟოლიანის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქციის რამდენიმე წევრი ტოვებს და ისინი უერთდებიან ,,პატრიოტთა ალიანსს” . „უმრავლესობას მე და ჩვენი ფრაქციის სხვა წევრებიც ტოვებენ და ალბათ, სხვებიც დატოვებენ. მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად. Читать дальше...

49 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯგუფ "პროდიჯის" ვოკალისტი, კიტ ფლინტი

Radiotavisupleba.ge 

49 წლის ასაკში გარდაიცვალა კიტ ფლინტი, ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ "პროდიჯის" ვოკალისტი. ეს ჯგუფი ყველაზე ცნობილია ჰიტებით  "Firestarter" და "Breathe".  ფლინტი 1990 წლებში ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, თავისი თითქოს სპონტანური ცეკვის მანერით და ექსცენტრიკული ვარცხნილობით.  ორშაბათს დილით პოლიცია გამოიძახეს ინგლისის აღმოსავლეთში, ესექსში მდებარე ფლინტის სახლში. პოლიციალ მუსიკოსი გარდაცვლილად გამოაცხადა. პოლიციის ცნობით, სიკვდილი საეჭვო გარემოებებში არ მომხდარა და მუსიკოსის... Читать дальше...


Музыкальные новости
Певец

Певец SHAMAN расплакался на концерте в Уфе после исполнения песни «Мама»





Персональные новости
10

Доходность инвестиций в недвижимость в Пскове составляет 10%





პოროშენკომ ახლო მოკავშირე გაათავისუფლა, იარაღის უკანონოს შემოტანის შესახებ სკანდალის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ თავისი ახლო მოკავშირე, ოლეგ ჰლადკოვსკი გაათავისუფლა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტიდან, იმ სკანდალის ფონზე, რომ ჰლადკოვსკის ვაჟი ჩართული იყო რუსეთიდან იარაღის ნაწილების უკანონოდ შემოტანაში. პოროშენკომ 4 მარტს ტვიტერით დაწერა, რომ ჰლადკოვსკი ასევე გათავისუფლებულია სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის და ექსპორტის კონტროლის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან.  ერთი კვირით ადრე მედიაორგანიზაცია Bihus.Info-ს პროგრამაა "ნაში ჰროშიმ"... Читать дальше...

რუსთავში CO2-თი მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში წუხელ CO2-თი მოწამლული 6 მცირეწლოვანი ბავშვი და მათი ბებია საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს მენეჯერმა მარინა აბულაშვილმა განაცხადა, რომ ბავშვებს მცირე ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. „ყველა მათგანს ჩაუტარდა შესაბამისი გადაუდებელი დახმარება და დაკვირვებისთვის საავადმყოფოში დავტოვეთ“, თქვა მარინა აბულაშვილმა. ოჯახის წევრები მაშინ მოიწამლნენ, როცა დედა ბავშვებს აბანავებდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ორმა მათგანმა აბაზანაში გონება დაკარგა, დანარჩენებს კი ღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. Читать дальше...

ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული ბანკი „შანტაჟის“ თაობაზე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. ეროვნულ ბანკის განცხადებით, მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების „შანტაჟად“ შეფასება არასწორია. „კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. Читать дальше...

ოტელო – გენერალი და პაიკი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს გენიალური შექსპირის ერთ-ერთი საუკეთესო ტრაგედიის პროტაგონისტზე, ვენეციელ მავრ ოტელოზე. ბრწყინვალე სტრატეგოსი, მჭევრმეტყველი გენერალი, შავკანიანი ბუმბერაზი, რომელიც უამრავი განსაცდელის გამო შეიყვარა მასზე ბევრად უმცროსმა, ვენეციელი პატრიციის ასულმა დეზდემონამ. სამხედრო, რომლის წინაშეც თრთოდნენ ოსმალები, უმწეო პაიკი აღმოჩნდა ადამიანში განსხეულებული სატანის, იაგოს ხელში. შექსპირისთვისაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რომ ამ ტრაგედიაში... Читать дальше...

"ევროპული საქართველო" შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველო“ ითხოვს პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ „თიბისი ბანკის“ ათი წლისწინანდელი ოპერაციის შემოწმების კანონიერებას. გარდა ამისა, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში იბარებს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას. „დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკვეთება ძალიან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა უკანონო და სისხლისსამართლებრივი ქმედებებისთვის“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა... Читать дальше...

ხაზარაძე: წერილში ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებებზე, უკავშირდება წინასაარჩევნო თემებს

Radiotavisupleba.ge 

„წერილში ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებებზე, თუ რა უნდა განვახორციელოთ და თუ არ განვახორციელებთ... ძირითადად უკავშირდება საარჩევნო, წინასაარჩევნო თემებს“, - ასე აღწერს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ წერილის შინაარსს, რომელიც მისი თქმით, შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო: „არ დაგტოვებთ ინფორმაციის გარეშე. ყველა სიტყვაზე აღებული მაქვს სრული პასუხისმგებლობა. ვიცი ამას რაც მოჰყვება. ალბათ დამიბარებენ პროკურატურაში. პრობლემა არ არის. ჩემი პასუხისმგებლიანი გამოსვლა გაგრძელდება... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Мордовии пройдёт IX Интеллектуальная олимпиада ПФО среди студентов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Россиянин Сафиуллин потерял четыре места в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

LG ЗАНИМАЕТ ЦЕНТРАЛЬНОЕ МЕСТО НА 37-М МЕЖДУНАРОДНОМ СИМПОЗИУМЕ И ВЫСТАВКЕ ЭЛЕКТРОМОБИЛЕЙ





Путин в России и мире
Москва

Площадь трех вокзалов в Москве получит новое имя


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Сегодня президент Беларуси Александр Лукашенко встретился в Минске с губернатором Поморья Александром Цыбульским




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский допустил, что Москва и Киев начнут мирные переговоры


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Эдвард Григ

«В путешествие с Григом»: в Свердловской филармонии стартовала вузовская неделя музыки



Москва

Синоптики сообщили о теплой и сухой погоде в Москве 24 апреля

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net