Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2019

საჩივარი ბოლო მომენტში

0
საჩივარი ბოლო მომენტში

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სასამართლოს გზით დაუპირისპირდა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ კაცს, იგორ კოლომოისკის, რომელიც გარდა იმისა, რომ პოროშენკოს სტაჟიან და ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგედ ითვლება, ზურგს უმაგრებს ლიდერს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ვლადიმირ ზელენსკის.

წინასაარჩევნო ვნებათაღელვა

თუ ვინმეს სურს  ყურადღების გადატანა ყველაზე მწვავე პრობლემებიდან, რომლებიც უკრაინელებს წინასაარჩევნოდ აწუხებთ, არჩევანი დიდია: იქნება ეს პრეზიდენტობის კანდიდატთა ურთიერთბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ, ცნობები საარჩევნო კამპანიის საეჭვო წყაროებით დაფინანსებაზე, თუ სკანდალი ფარული მოსმენების გარშემო.

ახლა კი საარჩევნო კამპანიამ სასამართლომდეც მიაღწია: არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტის გუნდმა გამოაცხადა, რომ უჩივის ტელეარხ 1+1“-ს - მედიასაშუალებას, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის,  ეკუთვნის. პოროშენკოს გუნდი მას ბრალად სდებს პრეზიდენტის შესახებ „სისტემატურად სიცრუისა“ და „დეზინფორმაციის“ გავრცელებას, რათა შური იძიოს ტელეარხის ნაციონალიზაციის გეგმისათვის.

ვის ეშინია ნაციონალიზაციის?

იგორ კოლომოისკიმ უკვე გამოსცადა, რას მოასწავებს ასეთი გეგმა: მას  ეკუთვნოდა უკრაინაში კრედიტების გამცემი უდიდესი საფინანსო ინსტიტუტი, „პრივატბანკი“, რომელიც  2016 წელს დაექვემდებარა ნაციონალიზაციას. კოლომოისკისათვის დიდი დარტყმა იქნებოდა „1+1“-ზე კონტროლის დაკარგვაც. ტელეარხის ეთერში გადის უაღრესად პოპულარული იუმორისტული შოუ, რომლის ვარსკვლავიც, კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი, პრეზიდენტს განასახიერებს.  

ტელეარხის ხელმძღვანელობამ პიარ-აქციად მონათლა პოროშენკოს საარჩევნო გუნდის სარჩელი - პრეზიდენტის ბრძოლად პოლიტიკური სიკვდილისაგან თავის გადასარჩენად. „1+1“-ში აცხადებენ, რომ ფაქტებს ეფუძნება ყველა საინფორმაციო გამოშვება, რომელიც იქ მზადდება. თავის მხრივ, ტელეარხი „ჟურნალისტური ნორმების“ დარღვევასა და პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს „პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებულ მედიას“. პრეზიდენტს ეკუთვნის „მეხუთე არხი“, რომელიც გამოირჩევა კოლომოისკის, ისევე როგორც ზელენსკის მიმართ კრიტიკული პოზიციით.

მსახიობი, როგორც პრეზიდენტი

ამ კვირაში საზოგადოებრივი აზრის სამმა დამოუკიდებელმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ვლადიმირ ზელენსკი პოპულარობით სარგებლობს არამარტო პრეზიდენტის როლის შესრულებისას: ის დამაჯერებლად ლიდერობს პრეზიდენტობის, მთლიანობაში, 39 კანდიდატს შორის. პოროშენკო მეორე-მესამე ადგილებს იყოფს ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან.

ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, გამარჯვებულის ვინაობას ვერ გამოავლენს 31 მარტის კენჭისყრა, რადგან ვერავინ მოიპოვებს ხმების ნახევარზე მეტს. თუ მართლაც ასე მოხდა, 21 აპრილს გაიმართება არჩევნების მეორე ტური პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატების მონაწილეობით.

ინტერნეტის მზარდი პოპულარობის მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინაში ოთხიდან სამი ადამიანი ძირითადად მაინც ტელევიზიიდან იღებს ინფორმაციას. ამდენად, გასაკვირი არ არის ოლიგარქების ძლიერი ინტერესი: ხუთი მათგანი აკონტროლებს ქვეყნის წამყვან ტელეარხებს.

„დუმილის ძალიან ხმაურიანი დღე“ 

„1+1“-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის გუნდის სარჩელსა და ბრალდებებს ემატება კრიტიკული შეფასებები 30 მარტის ტელეპროგრამაში შეტანილი გადაცემების გამო.

უკრაინის კანონით, კენჭისყრის წინა დღე „დუმილის დღედ“ ითვლება, საარჩევნო კამპანია დასრულებული უნდა იყოს. არადა, „1+1“-ის პროგრამაში ჩართულია ზელენსკის იუმორისტული შოუ, ისევე როგორც დოკუმენტური ფილმი, რომლის ტექსტსაც ზელენსკი კითხულობს. ძნელი წარმოსადგენია შემთხვევითი იყოს, რომ დოკუმენტურ ფილმში გვევლინება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი - კაცი, რომელიც პოლიტიკაში წასვლამდე მსახიობი იყო, რის გამოც უკრაინაში ხშირად ავლებენ პარალელს მასა და ზელენსკის შორის.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии инновационной экосистемы Москвы


Спорт в России и мире
Москва

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин рассказал о развитии инновационной экосистемы Москвы





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о качественном росте отечественного автомобилестроения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский заявил, что обеспокоен заявлениями республиканцев в США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Балерина Волочкова продолжила участвовать в благотворительных концертах



Москва

Актовый зал в мытищинской школе № 6 обновят этим летом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net