Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 21.01.2019

“მოლოტოვის კოქტეილების” წუილში ამზადებდა უკანასკნელ ცნობებს…“ – ლევან ლორთქიფანიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

პოლიტიკური პარტიების მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: “სტუდიიდან სტუდიაში გადარბენის დროს ხშირად გადავაწყდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ტვინი მქონდა წაღებული მისთვის, რადგან ყოველი შეხვედრისას უკრაინის მოვლენებს ვახსენებდი. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა რეპორტაჟებმა “ევრომაიდნის” ცეცხლის ხაზიდან. “მოლოტოვის კოქტეილების” წუილში ამზადებდა უკანასკნელ ცნობებს. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს”, – წერს ლორთქიფანიძე. ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე […]

რთე/რთ-მ განაახლა მუშაობა ბულგარეთის აუდიტორიისათვის

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ (რთე/რთ) განაახლა მუშაობა ბულგარეთის აუდიტორიისათვის: მედიაკორპორაციამ გახსნა ახალი ვებსაიტი ბულგარულ ენაზე. ბულგარულენოვანი რადიომაუწყებლობა, რომელიც რადიო თავისუფალმა ევროპამ 1950 წელს დაიწყო, შეჩერდა 2004-ში ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, სლოვაკურ და რუმინულ ენებზე მაუწყებლობასთან ერთად. მაშინ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყნებში უკვე დამკვიდრდა დემოკრატიის პრინციპები, ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლება და აღარ არსებობდა გარედან მაუწყებლობის საჭიროება. Читать дальше...

მოსამართლეები მიმართავენ პარლამენტს, აღარ განიხილონ მათი კანდიდატურები

Radiotavisupleba.ge 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას. თუმცა, მოსამართლეები არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტს მიმართავენ, არ მისცეს მსვლელობა განხილვას. მოსამართლეთა განცხადებაში ვკითხულობთ: „საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით... Читать дальше...



როგორ ჩაიცვა 5 ლარად დაახლოებით ისე, როგორც დემნა ჩაგაცმევდა

Radiotavisupleba.ge 

ჩვენ ვიყავით მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ტანსაცმლის უმეტესობა ერთ ლარად იყიდება და გადავიღეთ სხვადასხვა სტილის, სეზონისა და გემოვნების ადამიანისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის ნაკრები, რომელთა ფასები 5-დან 80 ლარამდე მერყეობს.

ევროკავშირის მინისტერიალზე მხარი დაუჭირეს სკრიპალებთან დაკავშირებულ სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სირიისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც უკავშირდება ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას. 21 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრები მიემხრნენ ანგარირების გაყინვასა და ვიზაზე უარს რუსეთის ოთხი და სირიის ხუთი მოქალაქისათვის, აგრეთვე სირიის ერთი კომპანიისათვის. სანქცირებულთა ვინაობა მოგვიანებით გამოქვეყნდება. სანქციების მიზეზია ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება სირიის სამოქალაქო ომში და ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის... Читать дальше...

გარდაიცვალა ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე უნგრეთის დედაქალაქში ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში: „იმედში“, „მაესტროში“, „იბერიასა“ და „ტვ პირველში“. ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო „ტვ პირველის“ 5 -საათიანი საინფორმაციო გამოშვება სპეციალური ფორმატით გავა. რადიო თავისუფლება მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრებს და კოლეგებს.

თავზარი, როგორც ნორმა

Radiotavisupleba.ge 

სიღარიბე გარდაუვალი არ არის. ბავშვთა სიღარიბე პოლიტიკური ფენომენია - მთავრობისა და საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი.

ლიეტუვა საქართველოს უდასტურებს მტკიცე მხარდაჭერას

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა ვილნიუსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. Читать дальше...



რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მთავარ პრიორიტეტად ასახელებს „აღმოსავლეთის პარტნიორობას“

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თეოდორ მელესკანუ ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტს უწოდებს „აღმოსავლეთის პარტნიორობას“. ამჟამად რუმინეთია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე, მელესკანუმ აღნიშნა, რომ წელს შესრულდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შექმნის მე-10 წლისთავი და მაისში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ გაწეულ სამუშაოზე, იმსჯელებენ აგრეთვე პროგრამის მომავალზე. „უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენი პარტნიორები არიან ერთ-ერთი... Читать дальше...

რატომ არ უნდა აიკრძალოს ბურკის ტარება

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გვახარიას სტუმრები არიან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები - თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი და ომბუდსმენის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვნახავთ, შესაძლებელია თუ არა საქართველოსთან „რეალური ინტეგრაცია“

Radiotavisupleba.ge 

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდიე რეინდერსის განცხადებით, ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და ნახავს, „შესაძლებელია თუ არა საქართველოსთან რეალური ინტეგრაცია ისე, რომ კვლავაც მასთან ერთად" იმუშაონ ევროკავშირმა და ნატომ. ბელგიელმა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა სამხედრო მისიაში.

ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე დაკავებულია

Radiotavisupleba.ge 

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ბოლოს ესაუბრნენ 6 იანვარს და დათამ აცნობა, რომ ლიბიაში იმყოფება თურქული კომპანიის გემზე. დავით რაზმაძის ბიცოლამ ნინო ლაბაძემ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დავით რაზმაძე 7 იანვარს დაიკარგა, მაგრამ თურქულმა კომპანიამ ოჯახს წერილობით შეატყობინა მხოლოდ 14 იანვარს. „ლიბიის პოლიციასთან ერთად ვეძებთო. შემატყობინეს, რომ 7 იანვარს 12 საათზე ჩავიდა ვახტზეო, ხოლო 16 საათზე როცა მისი შემცვლელი მივიდა დათა იქ აღარ იყოო. Читать дальше...

არის თუ არა კანონზომიერი "ჯეოსელისა" და "მაგთის" ტარიფების ზრდა?

Radiotavisupleba.ge 

მობილური ოპერატორების მიერ ტარიფების მოსალოდნელ გაძვირებას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია "მოულოდნელს" უწოდებს და "არაკანონზომიერ" გადაწყვეტილებად აფასებს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მიიჩნევს „ძალიან სანდო და ერთგულ“ პარტნიორად

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკი „ძალიან საინტერესოდ“ მიიჩნევს იმას, თუ როგორ ხედავს საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალს. ამის შესახებ ლაიჩაკმა განაცხადა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. ლაიჩაკმა აღნიშნა, რომ წელს შესრულდება 10 წელი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ამოქმედებიდან. მისი აზრით ამჟამად არ არის კარგი დრო „სამომავლო ხედვებისათვის“, რადგან ევროპა არჩევნებისათვის ემზადება. „მაგრამ... Читать дальше...

"არ გვინდა ეს ზიზილ-პიპილო ქალაქი, რომელშიც ბავშვი ცოცხლად ჩაიმარხა მიწაში"

Radiotavisupleba.ge 

ორიოდე დღის წინ თბილისში, ორხევის დასახლებაში, ერთ-ერთ თხრილში, სავარაუდოდ, ჯართის საძებრად ჩასული 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვნეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ვისზე შეიძლება ნაწილებოდეს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე?

ლინკევიჩიუსის აზრით, ბრიუსელში ზურაბიშვილის ვიზიტი აჩვენებს, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვანია საქართველოსათვის

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩასვლის შესახებ. „კარგია, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში ჩამოდის. ეს აჩვენებს, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსათვის და ვიცით, რომ საქართველოს მხარე რეფორმების პროცესშია“, განაცხადა მან ბრიუსელში, სადაც იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. საქართველოს საკითხი არ დგას ოფიციალურ დღის წესრიგში. ჟურნალისტებთან საუბრისას, ლინკევიჩიუსი შეეხო რთულ ვითარებას... Читать дальше...

რუსეთის რეგიონებში მოითხოვენ გაზის დავალიანების ჩეჩნეთის მსგავსად ჩამოწერას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის რამდენიმე რეგიონის წარმომადგენელმა დეპუტატებმა პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, მოსახლეობას ჩამოუწერონ გაზის დავალიანება, როგორც ეს ჩეჩნეთში მოხდა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ასეთი განცხადებებით მიმართეს ორგანოებს ჩუვაშეთში, ბაშკირეთში, კრასნოიარსკში, ასტრახანის, როსტოვის, კურსკის, სვერდლოვსკისა და სმოლენსკის ოლქებში. მანამდე გროზნოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანია „გაზპრომ მეჟრეგიონგაზ“-ს დაავალა ჩეჩნეთის მოსახლეობისათვის 9 მილიარდი რუბლის დავალიანების ჩამოწერა. სასამართლოს მიმართა პროკურატურამ... Читать дальше...

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ბედი ჯერჯერობით უცნობია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს იმის დამადასტურებელ ინფორმაციას, რომ ლიბიაში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილია. „შეიძლება ბევრი ვერსია არსებობდეს, მაგრამ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და საბოლოო ვერსიას არ გამოაქვეყნებს, ამას ვერ დავადასტურებთ. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას ლიბიური მხარისგან“ - უთხრა ჟურნალისტებს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისი ინფორმაციით, ვითარების გასარკვევად მუშაობენ საქართველოს საელჩო ეგვიპტეში... Читать дальше...

დაიწყო გამოძიება მაგნიტოგორსკში ტერორისტული თავდასხმით მუქარასთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში რამდენიმე ორგანიზაციამ ელფოსტით მიიღო ანონიმური წერილები შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. საავადმყოფოები, სკოლები და სავაჭრო ცენტრებია ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 21 იანვარს ასეთი წერილები მიიღეს. ადგილობრივი ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, „ნუ წამოეგებიან პროვოკაციას“ პანიკაში ჩავარდნით. დაწყებულია გამოძიება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, მოწმდება ინფორმაცია მაგნიტოგორსკის ინსტიტუტებში ბომბების დამონტაჟების შესახებ. Читать дальше...


Музыкальные новости
Желдорреммаш

Улан-Удэнский ЛВРЗ подвел производственные итоги первого квартала 2024 года





Персональные новости
Актёр

«Поборол это гнусное чувство». Актер Галкин — о своей маленькой дочке, зависти и настоящей любви





ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაშავდა წებელდის პოლიგონის მახლობლად. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ დღეს, 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. სამხედრო ოლქის ოფიციალური განცხადების თანახმად, წებელდის მთიანი პოლიგონიდან დისლოკაციის მუდმივი ადგილისკენ მიემართებოდა საბრძოლო ტექნიკის კოლონა, რომლის შემადგენლობაში მყოფი ჯავშანმანქანა ხეობაში გადავარდა. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობითვე... Читать дальше...

ისრაელი ადასტურებს სირიაში ირანის ჯარებზე ავიაიერიშის მიტანას

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა 21 იანვარს დაადასტურა, რომ იერიში მიიტანა ირანის სამხედრო ობიექტებზე სირიაში. ისრაელის სამხედრო ძალების ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ავიაიერიშები განხორციელდა დამასკის საერთაშორისო აეროპორტთან. ასევე ამ განცხადებამდე ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვამ ჩამოგდო რაკეტა გოლანის მაღლობებზე. „ვაფრთხილებთ სირიის შეიარაღებულ ძალებს, ნუ შეეცდებიან ავნონ ისრაელის ჯარებს, ან ტერიტორიას“, ნათქვამია ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებაში. მასში არ არის მოყვანილი ოპერაციის დეტალები. Читать дальше...

ოპოზიციური პარტიები ქუთაისის მერს გადადგომისკენ მოუწოდებენ

Radiotavisupleba.ge 

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. „ევროპული საქართველოს, „ძალა ერთობაშიას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, ისინი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს, მერის შეცვლას სთხოვენ.  "ქართული ოცნების" მავნებლურ პოლიტიკას, რამაც დააკარგვინა ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ემატება ის რომ ვერც ერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო. ერთადერთი -თეთრი ხიდია.თქვენ ხედავთ რა დამართეს... Читать дальше...

ერაყში ეთხოვებიან არქეოლოგს, რომელიც სათავეში ედგა ეროვნული მუზეუმის აღდგენას

Radiotavisupleba.ge 

ერაყში გლოვობენ არქეოლოგ ლამია ალ-გაილანის, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა გაძარცვული ეროვნული მუზეუმის აღდგენაში. მუზეუმი გაძარცვეს 2003 წელს ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ბაღდადში, ეროვნულ მუზეუმში, 21 იანვარს შეიკრიბნენ კოლეგები და რიგითი მოქალაქეები გაილანის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ის 18 იანვარს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუზეუმის გაძარცვის შემდეგ გაილანი მუშაობდა მოპარული არტეფაქტების აღსარიცხად და 2015 წელს ექსპოზიციის ხელახლა გასახსნელად. Читать дальше...

მერიამ ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიასთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა ვაკის პარკში სასტუმროს ასაშენებლად 2013 წელს გაცემული ნებართვის გამო. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი არ თანხმდებიან არც ადგილმონაცვლეობას და არც პარამეტრების შემცირებას. „ორი ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული. ერთი იყო სპეცნებართვა 2013 წელს გაცემული, რომელიც გიგი უგულავამ გასცა. ამის საფუძველზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა ვადიანი, რომელსაც ეს ვადა ამოეწურა. Читать дальше...

„ჯეოსელი“ და „მაგთი“ მომსახურებას აძვირებენ

Radiotavisupleba.ge 

1 მარტიდან "ჯეოსელის" აბონენტებს მომსახურების საფასური გაეზრდებათ. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტარიფის ზრდა უკავშირდება გარკვეული სერვისების გაფართოებას, ასევე მობილურ ქსელში 4.5G ტექნოლოგიის დანერგვას. 1 მარტიდან ჯეოსელის აბონენტებს მობილური სერვისის „ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი დაუჯდებათ. „ახალი პაკეტი მეტი M“-ის საფასური15 ლარი გახდება,10 -ის ნაცვლად. „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან 25 ლარის ნაცვლად30 ლარი ეღირება, კომპანია „მაგთის“ თანახმად კი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Спортсменка из Бутово выиграла «золото» на турнирах по художественной гимнастике


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева установила новый рекорд на турнирах WTA-1000


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Прокуратура Москвы: тело мужчины нашли в лесопарке в Сокольниках





Путин в России и мире
Москва

Путин поздравил Леонида Рошаля с днем рождения


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Басманный суд Москвы арестовал продюсера Reuters Константина Габова за помощь ФБК в подготовке материалов



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Ольга Бузова прошла плановый осмотр в больнице



Москва

Минобороны РФ показало кадры ночной поисков-спасательной работы вертолетов Ми-8

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net