123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 04.01.2019

სკანდალური ვიდეო – ერთ დროს თანამოაზრეები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

ელისო კილაძე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი კი იმ ვიდეოთი დაიწყო, რომელიც 2019 წლის 4 იანვარს გავრცელდა და ის  რუსთაველის გამზირზე მდებარე კარავშია ჩაწერილი, სადაც მოშიმშილე მამებთან ერთად მყოფი ირმა სიმონიშვილი იგივე “მათე ბიჭი” მიხეილ სააკაშვილთან სკაიპ ჩართვისას ყოფილ პრეზიდენტს ერთგვარ ანგარიშს აბარებს და აცნობებს,  რომ მის დავალებებს ხუთიანზე ასრულებს და აქ არის ბოლომდე. […]

აშშ და რუსეთი: ჯაშუშების გაცვლის მოკლე ისტორია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკელის დაკავებამ გააჩინა ვარაუდი, რომ ადრე თუ გვიან გამეორდება „ჯაშუშების გაცვლის“ სცენა, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში.

სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს ,,პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე უმასპინძლებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს ,,პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე 5 იანვარს ზუგდიდში უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღნიშნული საახალწლო ღონისძიების დედაქალაქიდან ზუგდიდში გადატანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონების საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვის მიმართულებით.



ბრიტანეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ ირლანდიაში ათასამდე პოლიციელს გადაისვრის

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ინგლისიდან და შოტლანდიიდან ათასამდე პოლიციელს გადაისვრის ჩრდილოეთ ირლანდიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ ზომას მიმართავენ არეულობების შემთხვევისთვის, რაც შეიძლება გამოიწვიოს ბრეკსიტის ჩაშლამ. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში შიშობენ, რომ მოსალოდნელია მასობრივი გამოსვლები. დემონსტრაციები შეიძლება დაიწყოს, თუკი ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შესახებ შეთანხმება არ იქნება მოწონებული პარლამენტის მიერ. ასეთ შემთხვევაში ბრიტანეთს მოუწევს ევროკავშირის დატოვება ბრიუსელთან გარიგების გარეშე. Читать дальше...

აკაკი ზოიძე:კანაფის კულტივაციის თემა ამოიწურა და დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანაფის კულტივაციის თემას აღარ დავუბრუნდებით,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის სხდომაზე 3 იანვარს დეპუტატებს უსაყვედურა, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის მიღება ვერ შეძლო. აკაკი ზოიძის განმარტებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა როგორც საზოგადოებასთან ცუდი კომუნიკაციის მაგალითი... Читать дальше...

პატრიარქის 9 ნაბიჯი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 4 იანვარს 86 წელი შეუსრულდა. მისი აღსაყდრებიდან 41 წელია გასული. აქ არის ჩამონათვალი პატრიარქის ბოლო წლების ზოგიერთი იმ გადაწყვეტილებისა თუ კომენტარისა, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - ვის მხარეს დაიჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია?

Radiotavisupleba.ge 

ორ დღეში, 2018 წლის 6 იანვარს, კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ოფიციალურად გადასცემს. დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჯერ ცნობილი არ არის.



მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისაკენ

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოაქვეყნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე. პატრიარქი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდებს, ცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბართლომე ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 6 იანვარს გადასცემს კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს მანამდე ერთი დღით ადრე დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.  გასული წლის 15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება... Читать дальше...

რუსი დეპუტატი გამოდის ჯაშუშობისათვის დაკავებული ამერიკელის რომელიმე რუსზე გაცვლის წინადადებით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატმა ოლეგ მოროზოვმა მოსკოვში ჯაშუშობისათვის დაკავებულ ამერიკელს, პოლ უილანს უწოდა აშშ-ში დაკავებულ რუსებზე გაცვლის კანდიდატი. მოროზოვის აზრით, უილანი შეიძლება გაიცვალოს იარაღით ვაჭრობისათვის დაპატიმრებულ ვიქტორ ბუტზე, ან უკანონო ლობისტობაში დადანაშაულებულ მარია ბუტინაზე. ამის შესახებ მოროზოვი ფეისბუკში წერს. მოსკოვში 28 დეკემბერს დააკავეს პოლ უილანი, რომელიც შეერთებული შტატების გარდა, ცნობების თანახმად, ბრიტანეთისა და კანადის მოქალაქეც არის. მას უკვე წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება. Читать дальше...

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ძლიერმა ქარმა ორი ადამიანი დააშავა, დაზიანდა ორი ავტომობილი. ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის N39-ში მდებარე რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ჩამოშლილი სახურავის ნაწილი მოპირდაპირე მხარეს მდგომ სახლს დაეცა, დაშავდა ორი ადამიანი. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ ტრავმები თავისა და კიდურების არეში; მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძლიერმა ქარმა ბათუმში სახურავი გადახადა რამდენიმე შენობას, ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინები და ფანჯრის მინები.

ტამიფლუ მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში აქვთ

Radiotavisupleba.ge 

ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ ამ ეტაპზე მსხვილ სააფთიაქო ქსელებში არ აქვთ. გრიპოზული ვირუსების სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ პრეპარატს გაუწია რეკომენდაცია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ჯიპისი“-ს, პე-ეს-პე“-ს, „ავერსი“-ს და „36.6“-ს , „ფარმედეპო“-ს სააფთიაქო ქსელებს. პრეპარატი მცირე რაოდენობით მხოლოდ „ავერსის“ ქსელში აქვთ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ სამინისტრო მუშაობს, რომ პრეპარატზე დეფიციტი არ შეიქმნას. Читать дальше...

71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს  

Radiotavisupleba.ge 

თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში  ზეიმზე პიროტექნიკის აფეთქების გამო დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ თანამდებობები დატოვეს. მათგან დირექტორის მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ კი სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღეს. პიროტექნიკა თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიების დროს 26 დეკემბერს აფეთქდა. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაზიანდა ერთი აღსაზრდელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.

ტრამპის განცხადება და ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის გაკვეთილები

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმომხილველები აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, სსრკ „სწორად“ მოიქცა, როცა ავღანეთში შეიჭრა 1979 წელს.

როგორ ვებრძოლოთ გრიპს? - 10 რჩევა პაატა იმნაძისგან

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძის განცხადებით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რომელი ვირუსით დაინფიცირდება - მთავარი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპების დაცვაა

არც ფრაქციის რომელიმე წევრს, არც პარტიის ხელმძღვანელს არ უსაუბრია ვინმეს გარიცხვაზე – მამუკა მდინარაძ

Marshalpress.ge (მარშალ) 

სამწუხაროა, როდესაც გუნდურობის პრინციპს, პროცედურების, რეგლამენტის წესის დარღვევასა და მოსამართლეების საკითხს ერთმანეთთან აკავშირებენ, – მის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებითა და განცხადებებით პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე წყლის დასხმა არ შეიძლება. „აუცილებლად შევხვდები ეკა ბესელიას და ფრაქციის ყველა წევრს ვისაც ამის სურვილი ექნება. გუშინ იყო ფრაქციის სხდომა. […]

ზაზა სარალიძე და ირმა სიმონიშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში იმყოფებიან

Radiotavisupleba.ge 

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, „შვილმოკლული მამების“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე  ირმა სიმონიშვილი და ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. მათ ცოტა ხნის წინ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს და 3 იანვარს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე რეაგირება  მოითხოვეს. მათი განმარტებით, 3 იანვარს აქციის მონაწილეებთან მივიდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის წარმომადგენელი, რომელმაც ზაზა სარალიძეს, მის ძმას, მალხაზ მაჩალიკაშვილს... Читать дальше...

მაგნიტოგორსკში ეთხოვებიან საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპულებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში დაიწყეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა. 31 დეკემბერს, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად ჩაინგრა მთელი სადარბაზო. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 39 ადამიანი. პარასკევს ასობამდე ადამიანი დაესწრო კრამარენკოების დასაფლავებას. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოჯახის სამივე წევრი: 31 წლის ცოლ-ქმარი და მათი წლინახევრის ქალიშვილი. პარასკევს სულ ექვს ადამიანს კრძალავენ. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ინფორმაციით... Читать дальше...


Музыкальные новости
Оркестр

Оркестр территориального управления Росгвардии приступил к репетициям парада победы в Челябинске





Персональные новости
Петербург

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об эффективных решениях в дорожном строительстве   





გრიპის ვირუსის გამო რუსთავის კლინიკებში შიდა რეჟიმი გამკაცრდა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პაპუნა ბახტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კლინიკაში უშვებენ მხოლოდ პაციენტების თავზემდგომებს და მხოლოდ პირბადით. „თერაპიული განყოფილება გადავსებულია პაციენტებით. მათგან 18 გრიპის გართულებული ფორმით წევს, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ღორის გრიპი“ - ამბობს პაპუნა ბახტაძე. მისი შეფასებით, საგანგაშო ჯერჯერობით არაფერია და „საუბარია სეზონურ გრიპზე, რომელიც წლის ამ პერიოდისთვის... Читать дальше...

ჰაკერებმა გამოაქვეყნეს ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები

Radiotavisupleba.ge 

ჰაკერებმა ინტერნეტში გაავრცელეს ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები და პოლიტიკური პარტიების შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი დოკუმენტები. ამის შესახებ იუწყება ბერლინის რადიოსადგური „ერბებე ინფორადიო“ (RBB Inforadio), რომელიც გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელში შედის. ჰაკერული თავდასხმა შეეხო პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიას, გარდა ერთისა - ეს არის მემარჯვენე-პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისათვის“. მონაცემების გაჟონვა შეამჩნიეს 3 იანვრის საღამოს, თუმცა დოკუმენტები ნაწილ-ნაწილ ქვეყნებოდა ჯერ კიდევ დეკემბერში. Читать дальше...

ბრიტანეთი გამოთქვამს „უკიდურეს შეშფოთებას“ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით პოლ უილანის დაკავების გამო

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის განცხადებით, ლონდონის „უკიდურეს შეშფოთებას“ იწვევს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით პოლ უილანის დაკავება. უილანს ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს - შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის.

საქართველოში ირანის და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთილად გამოაცხადა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონოდ შემოტანის ფაქტი. სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, "სადახლოს" სასაზღვრო სექტორის ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე. ეს დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...

რუსეთში ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს ნავალნის მხარდამჭერ აქტივისტს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ პერმში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქტივისტი, ალექსანდრ შაბარჩინი. ცნობების თანახმად, ის 3 იანვრის დილას დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით. შაბარჩინი ეჭვმიტანილია პერმის ცენტრში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სურათიანი ფიტულის დაყენებაში. ადგილობრივი გამოცემა "ზვეზდა" ავცრელებს ცნობას, რომ პერმში ნავალნის შტაბის კოორდინატორ სერგეი უხოვის ინფორმაციით, შაბარჩინს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. Читать дальше...

ზაქარია ქუცნაშვილი: თამაზ მეჭიაური მავნე ზეგავლენას ახდენს თიანეთის მოსახლეობაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაბა თიანეთში 3 იანვარს მომხდარი მკვლელობა მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის მიერ „უზნეო ცხოვრების წესის მავნე ზეგავლენას“ დაუკავშირა. „ბევრი იუმორით ხვდებოდა იმას, რომ „კაპოტზე“ ქეიფის პროპაგანდირება ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული ამბავი, მე მგონი ყველა დარწმუნდება, სამწუხაროდ, რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, იმიტომ რომ, როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Like FM – федеральный партнер релиза «Идеальная зависимость»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина: знаю, что меня поддерживают в России, но болельщиков из Казахстана намного больше


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

"Самое опасное" начнётся в пятницу: Синоптик предупредил об аномальной погоде в России





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии отечественного судостроения   


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко сравнил Всебелорусское народное собрание с «пустотой»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Владимир Зеленский подтвердил ракетный удар по аэродрому в Джанкое


Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Иоганн Себастьян Бах

Бах vs Бетховен в Петрикирхе



Москва

Самых инициативных старост деревень наградили в Чехове

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net