123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 03.01.2019

ეკა ბესელიას შესახებ ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

კომპანია ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის  დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “გია აბაშიძის მიერ ფეისბუქით გავრცელებული ბრალდება ეკა ბესელიასა და ომეგას შორის არამართებული გარიგების შესახებ საფუძველსმოკლებული და მცდარია. მე, ზაზა ოქუაშვილი, პირადად არ ვიცნობ ქალბატონ ეკა ბესელიას და არც პირადი კონტაქტი მქონია მასთან. ამგვარი ბრალდებები არის არასერიოზული და აშკარად ემსახურება არაჯანსაღ მიზნებს“,- […]

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში გამოძიებამ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანს, რომელიც დეკემბრის ბოლოს დააკავეს მოსკოვში. ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება უცნობ წყაროზე დაყრდნობით. მისი თქმით, უილანი ბრალდებას უარყოფს. ამერიკელის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებენკომ ინტერფაქსს უთხრა, რომ უილანის დაცვამ გაასაჩივრა მისი დაკავება და ითხოვს გირაოთი მის გათავისუფლებას. ჟერებენკოვის თანახმად, სააპელაციო საჩივარი გაიგზავნა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატმა უარი თქვა კომენტარებზე. ეფ-ეს-ბე-მ 28 დეკემბერს დააკავა 48 წლის უილანი. Читать дальше...

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან

Radiotavisupleba.ge 

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. 26 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს - სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და პირველ სეტში 6:4 აჯობა. მომდევნო ორი სეტი კი ჯოკოვიჩმა მოიგო - 6:3 და 6:4. დოჰას ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრამდე ორი ეტაპი გაიარა - მოუგო ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (6:1, 1:6, 6:1) და რუს ანდრეი რუბლევს (6:3, 6:4). ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის კორტზე გამომუშავებული... Читать дальше...



მაგნიტოგორსკში ჩამონგრეული სახლი საცხოვრებლად გამოსადეგია, ის ორად გაიყოფა

Radiotavisupleba.ge 

გადაწყვეტილია მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სახლის შენარჩუნება და მისი ორად გაყოფენ. ამის შესახებ განაცხადა ქალაქის არქიტექტურისა და სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოს ხელმძღვანელმა ილია რასოხამ. მისი თქმით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სახლში ცხოვრება შესაძლებელია. ჩამონგრეული სადარბაზო მდებარეობდა თაღის თავზე, რომელიც ორ ბლოკს ერთმანეთს უკავშირებს. სადარბაზოს ერთადერთი გადარჩენილი კედლის გაუქმების შედეგად წარმოიქმნება ორი დამოუკიდებელი შენობა. თავად მოსახლეობა აცხადებს, რომ ეშინია... Читать дальше...

რადიო თავისუფლება რუსეთში დაკისრებული ჯარიმის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართავს საჩივრით  იმის გამო, რომ  ივლისში დაეკისრა ჯარიმა,100 000 რუბლის (1140 ამერიკული დოლარი) ოდენობით.

გია აბაშიძე იპოვეთ ვინმემ – ეკა ბესელიას კიდევ ერთი კომენტარი მის შესაძლო გარიცხვაზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ ეხმიანება ანალიტიკოს გია აბაშიძის მიერ დაანონსებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ქართულ ოცნებას ის დღეს უმრავლესობის რიგებიდან უნდა გაერიცხა. “გია აბაშიძე იპოვეთ ვინმემ მის შეკვეთილ ბოდვაზე სრულიად მედია რომ შეიძრა? სად არის ? ადასტურებს რაც დაწერა? თუ იტყვის, რომ ყალბი გვერდია?? უკვე სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს იმაზე რაც ხდება”– წერს […]

მაგნიტოგორსკში დასრულდა სამაშველო ოპერაცია, მსხვერპლის რიცხვმა 39-ს მიაღწი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგანგებო ვითარებების სამინისტრო აცხადებს, რომ დასრულდა სამძებრო სამუშაოები ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც ნაწილობრივ ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი. მსხვერპლის რიცხვმა 39-ს მიაღწია. სამინისტრომ სამძებრო ოპერაციის დასრულება, რომელშიც ასობით მაშველი მონაწილეობდა, 3 იანვარს გამოაცხადა. მანამდე სამი დღით ადრე, ახალი წლის დადგომის წინ, ჩაინგრა 10-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ერთი სექცია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 31 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის მიზეზი იყო აფეთქება, რომელიც გაზის გაჟონვამ გამოიწვია. Читать дальше...

როგორ აღიარა სირიამ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“

Radiotavisupleba.ge 

მთავარი მოვლენებიდან, რომლებიც, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების შეფასებით, 2018 წლის განმავლობაში მოხდა, გამოირჩევა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სირიის მიერ.



სესხის აღება გართულდა

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. სიახლემ ზოგი დააფრთხო, ზოგიც დააბნია. ზოგმა ინფორმაცია სწორად აღიქვა, ზოგმაც - არასწორად. რადიო თავისუფლებამაც ბევრს მოუსმინა.

ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს სოციალურად დაუცველები და ორსულები უფასოდ მიიღებენ

Radiotavisupleba.ge 

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები 4 იანვრიდან, ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს. „გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. Читать дальше...

თბილისის მერია სარალიძის ეჭვებს პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

„თბილსერვის ჯგუფში“ გამორიცხავენ ყოფილი თანამშრომლის მამუკა ჯოჯიშვილის სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას და განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი არაერთი გაფრთხილება გახდა. ამ პიროვნების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ეჭვი გამოთქვა ზაზა სარალიძემ, რომელმაც თავის ფეისბუკ გვერდზე დღეს დაწერა: 2019 წელი დაიწყო„აქციის მონაწილეების დაშინებით და შანტაჟით, ასევე გაათავისუფლეს სამსახურიდან მათე ბიჭის [ირმა სიმონიშვილის] ძმა [მამუკა ჯოჯიშვილი], რომელიც უნარშეზღუდულია და ერთადერთი მარჩენალი არის ოჯახის“. Читать дальше...

„შვილმოკლული მამების“ აქციის მონაწილეებს პირველი კარვების გაშლის ფაქტზე პასუხს სთხოვენ

Radiotavisupleba.ge 

„დღეს მოგვივიდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი, ბატონი გიორგი გადელია და გამოგვიცხადა ხულიგნობის ფაქტით უნდა დაგიჭიროთო, 11 სექტემბრის ამბავზე, პირველი კარვების გაშლის ფაქტზე“,-უთხრა რადიო თავისუფლებას  შვილმოკლული მამების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირმა სიმონიშვილმა. „არანაირი ოქმი არ გვაჩვენა, პირდაპირ დაგვადო ხელი მე, ნუგზარ კუჭაშვილს, ზაზა სარალიძეს, ზაზა სარალიძის ძმას და მალხაზ მაჩალიკაშვილს. სუყველანი ხულიგნობის მუხლით უნდა წამოხვიდეთ დაკითხვაზეო და სასამართლო გადაწყვეტს ადმინისტრაციულსო“,-აღნიშნა ირმა სიმონიშვილმა. Читать дальше...

რთე/რთ რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს მისთვის დაკისრებულ ჯარიმას

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რათა გაასაჩივროს მისთვის ივლისში დაკისრებული 100 000 რუბლი ჯარიმა. სამაუწყებლო კომპანიას ჯარიმა დაეკისრა „უცხოეთის აგენტის“ შესახებ სადავო კანონის მიხედვით. რთე/რთ-ის ამ გადაწყვეტილებამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკუაგდო კომპანიის მიერ შეტანილი საჩივარი, რომელიც ეხებოდა 21 აგვისტოს საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომელიც რთე/რთ-ს ჯარიმის გადახდას ავალდებულებს. სასამართლოების გადაწყვეტილების თანახმად... Читать дальше...

ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი დაკავებიდან სამ დღეში გაასამართლეს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ყაჩაღობაში ბრალდებულ ილია გოგილავას. ის 31 დეკემბერს დააკავეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, „ლენდოს“ გაძარცვისთვის, 3 იანვარს კი სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა საქმის არსებითი განხილვის გარეშე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარების გამო. გოგილავა სასჯელიდან ოთხ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ერთი წელი კი პირობითად განესაზღვრა. Читать дальше...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: გამწარებულმა პოლიციელს მგონი, შევაგინე, არც ვიცი

Radiotavisupleba.ge 

პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ 3 იანვარს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მასთან პოლიციის წარმომადგენელები მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ მის წინააღმდეგ პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმეა აღძრული: „გამესაუბრნენ, თავაზიანად გავესაუბრე, ხელი ჩამომართვეს, ახალი წელიც მივულოცე. გამაფრთხილეს, რომ 11 რიცხვში  სასამართლო შედგება.“-აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი ინფორმაციით საქმე აძღრულია ზაზა სარალიძის საქმის ნაწილში იმ ინციდენტზე... Читать дальше...

საუდის არაბეთში გაიმართა ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებული სასამართლოს პირველი სხდომა

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთში გაიმართა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სასამართლოს პირველი სხდომა. მასში მონაწილეობდნენ 11 ბრალდებული და მათი ადვოკატები. ხუთი ბრალდებულისთვის სახელმწიფო ბრალმდებელმა სიკვდილით დასჯა მოითხოვა. საუდის არაბეთის გამოძიება ელოდება საგამოძიებო მასალებს თურქი კოლეგებისგან. ზოგიერთი ეჭვმიტანილის დაკითხვა ჯერაც გრძელდება. ჯამალ ხაშოგი, ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, რომელიც „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მუშაობდა, ოქტომბერში იქნა მოკლული სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში. Читать дальше...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ამ დასკვნით გამოჩნდა, თემირლანი იწვა, თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული

Radiotavisupleba.ge 

თბილისის პროკურატურაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გააცნეს, პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და ოჯახის ადვოკატს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, წარმოდგენილი დასკვნა მას არ აკმაყოფილებს, თუმცა ამ დასკვნითაც დადასტურდა, რომ სროლის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს თავი არ წამოუწევია. „არაფერი არ აკმაყოფილებს, ვიცი გარშემო რა სიბინძურე და რა ტყუილები ტრიალებს. ყველაზე მთავარი -... Читать дальше...

გარდაცვლილი ქალი და გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა გორში

Radiotavisupleba.ge 

გორის კლინიკის, „გორმედის“, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა 39 წლის ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით იყო დაავადებული.

ტრამპმა რუსეთს, პაკისტანსა და ინდოეთს მოუწოდა, მეტად მიიღონ მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ბრძოლებში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს, პაკისტანსა და ინდოეთს მოუწოდა, მეტად მიიღონ მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ბრძოლებში, ვინაიდან ის მხარს არ უჭერს იქ აშშ-ის ჯარების გრძელვადიან ყოფნას. სატელევიზიო კომენტარში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 1980-იან წლებში ავღანეთის საქმეებში მოსკოვის ჩარევამ საბჭოთა კავშირის „გაკოტრება“ და დაშლა გამოიწვია.


Музыкальные новости
Игорь Бутман

Бутман: не стоит обращать внимания на выбранную МОК музыку для россиян на ОИ





Персональные новости
Спорт

В Гостином дворе прошел форум «Мы вместе. Спорт»





ბესელია საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს იურიდიულ კომიტეტში "გაჩაღებულ ბრძოლაზე"

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა მის დასჯად აღიქმება, მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევის გამო ფოფხაძემ პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. „გედი ფოფხაძის პირველ მოადგილედ გადმოსვლა ბევრად ადრე იყო გადაწყვეტილი, პროცედურის დაცვით მოხდა ამ საკითხის გადაწყვეტა. ეს შემიძლია პუნქტობრივად და საჯაროდ განვიხილო, ვისაც სურს ეს მსჯელობა. Читать дальше...

აკრძალვა არასწრულწლოვნებისთვის და პიროტექნიკით დაშავებულები

Radiotavisupleba.ge 

საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული ტრავმების გამო 4 პაციენტს ამ დრომდე მკურნალობენ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში.

გედევან ფოფხაძის არჩევა არ იყო გუნდთან შეთანხმებული – მისი გაწვევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – მამუკა მდინარაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გამოიწვია ფრაქციამ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ფრაქციამ მიიღო უმრავლესობით, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე მდინარაძემ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი გუნდთან არ იყო შეთანხმებული. „გედევან ფოფხაძე გამოიწვია ფრაქციამ კომიტეტიდან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, […]

მამუკა მდინარაძე ყველაზე რბილ რეაქციად აფასებს კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ფოფხაძის არჩევის საკითხი გუნდთან შეთანხმებული არ იყო და დაირღვა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაც. მდინარაძის თქმით, კომიტეტიდან ფოფხაძის გაწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილება ფრაქციამ პრაქტიკულად ერთხმად მიიღო და მხოლოდ სამი წევრი იყო წინააღმდეგი. მამუკა მდინარაძემ ფრაქციის გადაწყვეტილება... Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების კომისიას ახალი წევრებით დააკომპლექტებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია გეგმავს ახალი წევრებით დააკომპლექტოს პატიმართა შეწყალების კომისია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და კომისიის წევრთა შესარჩევად მუშაობა უკვე დაწყებულია. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ რამდენიმე წევრმა შეწყალების კომისია დატოვა და მათ საქმიანობისთვის მადლობას უხდის. დღეს ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ თანამდებობიდან წასვლის განცხადება 31 დეკემბერს დაწერა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Like FM – федеральный партнер релиза «Идеальная зависимость»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина: знаю, что меня поддерживают в России, но болельщиков из Казахстана намного больше


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Московские краснокнижные зайцы обзавелись потомством





Путин в России и мире
Москва

Кремль: в Москве 22 апреля состоится встреча Путина с Алиевым


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко сравнил Всебелорусское народное собрание с «пустотой»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Владимир Зеленский подтвердил ракетный удар по аэродрому в Джанкое


Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Шапка

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Москва

Путин назвал ММКФ праздничным событием в культурной жизни Москвы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net