123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 19.01.2019

რუსეთში დაკავებული, პოლიტიკური განცხადებებით ცნობილი ბელორუსი მოდელი აცხადებს, რომ უდანაშაულოა

Radiotavisupleba.ge 

ბელორუსი მოდელი, რომელიც აცხადებდა, რომ ჰქონდა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი მასალები, ბოდიშს უხდის რუს ოლიგარქს და აცხადებს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ანასტასია ვაშუნკევიჩმა, რომელსაც ასევე ნასტია რიბკას სახელით იცნობენ, მოსკოვის ნაგატინსკის რაიონის სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრა, "უდანაშაულო ვარ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებშიო" და დასძინა, რომ ზიანს არ მიაყენებს რუს მილიარდერ ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას. ვაშუნკევიჩი უწინ ამბობდა... Читать дальше...

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა

Marshalpress.ge (მარშალ) 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია. „საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.

თბილისში გარდაცვლილი იპოვეს ჯართის შესაგროვებლად წასული 12 წლის სოციალურად დაუცველი ბიჭი

Radiotavisupleba.ge 

თბილისის გარეუბანში, აფრიკის დასახლებაში გარდაცვილი იპოვეს 12 წლის ბიჭი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო. ინტერნეტგამოცემა ჯემნიუსი დაღუპულის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოზარდი მშობლების დასახმარებლად ჯართს აგროვებდა ხოლმე. ბიჭის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა პოლიციას 18 იანვარს შეატყობინა. მოზარდის გვამი იპოვეს სახლიდან სამ კილომეტრში მდებარე თხრილში, სადაც ის სავარაუდოდ ჯართს აგროვებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. იუწყებიან, რომ თხრილთან ახლოს აღმოჩენილია ჯართის მოსაძიებელი ხელსაწყო და ბავშვის ველოსიპედი. Читать дальше...



აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშუეთში გადაასვენეს

Radiotavisupleba.ge 

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს. ტაძარში დასვენებულია ერთი ოჯახის სამი წევრი - ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და - ნინო ციცვიძე. წინასწარი ინფორმაციით, 19.00 საათზე, გარდაცვილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გადაიხდის. 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეულ მასშტაბურ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

მოსკოვში ასობით მოქალაქემ მიაგო პატივი მოკლული ადვოკატისა და ჟურნალისტის ხსოვნას

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა მოსკოვის ცენტრში გამართულ მსვლელობაში, რათა პატივი მიეგო ადამიანის უფლებების ადვოკატის, სტანისლავ მარკელოვის და ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას ხსოვნისთვის. ისინი ათი წლის წინ მოსკოვში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მარკელოვი და ბაბუროვა, რომლებიც ულტრანაციონალისტურ ძალადობას ებრძოდნენ, 2009 წელს, კრემლთან ახლოს, დღისით მოკლეს. 2011 წელს მათ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს ნეო-ნაცისტური დაჯგუფების წევრები, ნიკიტა ტიხონოვი და ევგენია ხასისი. ტიხონოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მკვლელობისთვის... Читать дальше...

კანდიდატი, რომელიც ნინო წილოსანის მიერ წარდგენილი ვაკანსიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ევროკომისიის პრეზიდენტად მუშაობს – გიორგი ფოფხაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელის საშუალებით “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს მიერ გამოცხადებული ვაკანსიის პირობებს ეხმაურება. ფოფხაძის თქმით აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს მხოლოდ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აკმაყოფილებს. “ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანის ბიურო აცხადებს ვაკანსიას, დეპუტატის თანაშემწის პოზიციაზე, რომლის მოთხოვნებიც ყველა მოლოდინს აჭარბებს… მდააა, წავიკითხე მოთხოვნები და მყავს ერთი კაი კანდიდატი ამ მოთხოვნების ყველა პუნქტს […]

ბაქოში გაიმართა აქცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართა აქცია კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი დაპატიმრებული ბლოგერის და პოლიტპატიმრებად მიჩნეული სხვა პირების გათავისუფლების მოთხოვნით. სანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მოითხოვეს მეჰმან ჰუსეინოვის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჰუსეინოვის გამოშვებისკენ მოწოდებები გახშირდა როგორც აზერბაიჯანის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მას შემდეგ, რაც მას ახალი ბრალდება წაუყენეს გასულ თვეში, მოსალოდნელ გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე. Читать дальше...

ზუგდიდის გამარჯვებულ ეზოში ქანდაკებებია გამოფენილი

Radiotavisupleba.ge 

პროექტ „დავასუფთავოთ საქართველოს“ კონკურსის ნომინაციაში - „კორპუსის ეზო“ გამარჯვებულად დასახელდა ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე ეზო. გამარჯვებულ ეზოში მოქანდაკე მიხეილ ფიფიას მიერ ბეტონის ქანდაკებები, ცხოველები და ფრინველებია განთავსებული. კონკურსის თანახმად, სისუფთავე მთავარი კრიტერიუმი იყო. თუმცა „ზუგდიდდასუფთავების“ ხელმძღვანელის, ნუგზარ მალაშხიას განცხადებით, ამ ეზოს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მიხეილ ფიფიას ნამუშევრებმაც. როგორც მალაშხიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კონკურსის ფარგლებში ზუგდიდში რამდენიმე კორპუსის ეზო შეარჩიეს... Читать дальше...



გაზის აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენეს

Radiotavisupleba.ge 

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალი წაუყენეს. ადვოკატ თამარ ჯაფარიძის თქმით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. „ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით, მათ გირაო შეეფარდოთ“, - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ. Читать дальше...

შეძლებს თუ არა რუსეთი ბელორუსიის გადაყლაპვას?

Radiotavisupleba.ge 

უკანასკნელ ხანებში გააქტიურებულმა დიპლომატიურმა ნაბიჯებმა გააჩინა ეჭვი, რომ რუსეთი ბელორუსიის გადასაყლაპავად ემზადება. მაგრამ მრავალი ანალიტიკოსის აზრით, მკვეთრი სვლების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ გაგრძელებაა იმ თამაშისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის. ვარაუდებმა, რომ რუსეთისა და ბელორუსიის გაერთიანება კარსაა მომდგარი, უკანასკნელი კვირების განმავლობაში იმდენად მკვეთრი ხასიათი მიიღო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერებმა დაიწყეს მათი უარყოფა. „ეს ვარაუდები ძალიან სულელური და თითიდან გამოწოვილია საიმისოდ... Читать дальше...

პოლონეთში ათასობით მოქალაქე დაესწრო გდანსკის მოკლული მერის დაკრძალვას

Radiotavisupleba.ge 

ათასობით ადამიანი, მათ შორის პოლონეთის და ევროკავშირის ოფიციალური პირები, დაესწრო პოლონეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქის, გდანსკის მოკლული მერის, პაველ ადამოვიჩის დაკრძალვას. ადამოვიჩი 14 იანვარს გარდაიცვალა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მას დანით მიაყენეს ჭრილობები საქველმოქმედო ღონისძიების დროს. დაპატიმრებული ეჭვმიტანილი ყოფილი პატიმარია, რომელიც სიბრაზეს ატარებს ადამოვიჩის ყოფილი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის მიმართ. დაკრძალვას დაესწრნენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი -  რომელიც ადამოვიჩის მეგობარი იყო - ასევე პოლონეთის პრეზიდენტი... Читать дальше...

ჭორვილამ, ზუგდიდმა და კახეთმა გაიმარჯვეს

Radiotavisupleba.ge 

პროექტ „დავასუფთავოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის - „სუფთა რეგიონის“ შედეგების თანახმად, ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელმა ჭორვილამ გაიმარჯვა.

უკრაინის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს კავშირები აქვს რუსეთის ტელე და კინოკომპანიებთან

Radiotavisupleba.ge 

პოპულარულ უკრაინელ მსახიობს და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს, როგორც ჩანს, კავშირები აქვს რუსეთში მდებარე შოუბიზნესის რამდენიმე კომპანიასთან, თუმცა თავად მსახიობი უარყოფს მსგავსი ინტერესების ქონას. ვლადიმირ ზელენსკი, რომელმაც გასულ თვეში გამოაცხადა პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი, დაკავიშრებულია სამ რუსულ სატელევიზიო და კინოკომპანიასთან, თანახმად ინფორმაციისა, რომელიც მოიპოვა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის და უკრაინული ტელეარხის, UA-ს ერთობლივმა საგამოძიებო პროექტმა, "სქემებმა". ამ სამმა კომპანიამ... Читать дальше...

თალიბანი უარყოფს ცნობებს, რომ მზად არის ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა უარყო გავრცელებული ცნობები, რომ ის მზად არის განაახლოს მოლაპარაკება აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელთან, ზალმაი ხალილზადთან, ავღანეთში 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე. მანამდე პაკისტანის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ შესაძლებელი იყო ისლამაბადში შეხვედრის გამართვა, მას შემდეგ, რაც 18 იანვარს იქ ერთმანეთს შეხვდნენ ხალილზადი და პაკისტანის მაღალჩინოსნები, პრემიერ-მინისტრ იმრან ხანის ჩათვლით. მაგრამ თალიბანმა 19 იანვარს მოლაპარაკების გამართვა გამორიცხა. "გვსურს განვმარტოთ... Читать дальше...

პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) გამოკვლევის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 33,4%-მდე შემცირდა და ეს ისტორიული მინიმუმია ბოლო 13 წლის განმავლობაში. თუმცა პუტინი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერობას სხვა პოლიტიკოსებს შორის. ВЦИОМ-ის ინფორმაციით, ამ რიგში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ თავდაცვის მინისტრი - სერგეი შოიგუ (13,7%) და საგარეო საქმეთა მინისტრი - სერგეი ლავროვი (9.3%). ანტირეიტინგს კი, ძველებურად, ვლადიმირ ჟირინოვსკი (26,3%) უდგას სათავეში. Читать дальше...

#10yearschallenge - რა შეიცვალა მსოფლიოში ბოლო 10 წლის განმავლობაში [განახლებადი]

Radiotavisupleba.ge 

2019 წლის პირველი პოპულარული ჰეშთეგის - #10yearschallenge თავდაპირველი მიზანი 10 წლის მანძილზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა გარეგნული ცვლილებების ჩვენება იყო. თუმცა იგივე ჰეშთეგი სხვადასხვა ორგანიზაციებმა იმის საჩვენებლად გამოიყენეს, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო.

ბელორუსია არკვევს რუსეთის მიერ სკანდალური პოლიტიკური განცხადებებით ცნობილი მოდელის დაკავებას

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში ბელორუსიის საელჩო ამბობს, რომ არკვევს ბელორუსი მოდელის საქმეს, რომელიც მოსკოვში ტაილანდიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს. ანასტასია ვაშუნკევიჩი გასულ წელს აცხადებდა, რომ ჰქონდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ კრემლის ჩარევის დამადასტურებელი მასალები. ის 17 იანვარს დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში, მასთან ერთად დეპორტირებულ კიდევ სამ პირთან ერთად. მოსკოვის პოლიცია განცხადებაში ამბობს, რომ ვაშუნკევიში, რომელსაც სოციალურ მედიაში ნასტია რიბკას სახელით იცნობენ, დაკავებულია... Читать дальше...

"ისლამური სახელმწიფოს" განცხადების ფონზე რუსეთი ამბობს, რომ მაგნიტოგორსკის აფეთქება გაზმა გამოიწვია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ გასულ თვეში მაგნიტოგორსკში მომხდარი სახლის აფეთქების გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა რჩება, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ" თქვა, რომ შენობა მან ააფეთქა. 39 ადამიანი ემსხვერპლა სახლის ნაწილობრივ დანგრევას 31 დეკემბერს. "გამომძიებლები ამ ტრაგედიის ყველა შესაძლო თეორიას სწავლობენ პირველივე დღიდან. პრიორიტეტულ თეორიად რჩება სამომხმარებლო გაზის აფეთქება. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალისტებმა ადგილიდან აღებულ მასალაზე ვერ... Читать дальше...

საგანგებო პროკურორი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებს

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის ოფისმა ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის ინტერნეტგამოცემის, BuzzFeed-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ყოფილ ადვოკატს დაავალა ტყუილი ეთქვა კონგრესისთვის მოსკოვში არსებულ უძრავი ქონების პროექტზე. მიულერის ოფისმა პირველი ღია განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს ცნობა, რომელიც ეყრდნობოდა ანონიმურად დატოვებულ ორ სამართალდამცველ წყაროს, არ არის "ზუსტი". მიულერის ოფისის პრესმდივანი, პიტერ კარი გავრცელებულ განცხადებაში წერს: "საგანგებო... Читать дальше...


Музыкальные новости
Тимати

Валентина Иванова спровоцировала слухи о свадьбе с Тимати: «Невеста!»





Персональные новости
Metallica

Фронтмен Metallica Хэтфилд сделал тату с прахом умершего лидера Motorhead Лемми





Airbnb წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

Radiotavisupleba.ge 

აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისი Airbnb საკუთარი საიტიდან წაშლის განცხადებებს აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ აღნიშნულია Airbnb-ის ოფიციალურ ვებსაიტზე. "როგორც გლობალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს 191 ქვეყანაში და 81 000 ქალაქში მოქმედებს, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგბელობას და ვმოქმედებთ შესაბამისად. ჩვენ შევიმუშავეთ სტრუქტურა იმის შესაფასებლად თუ როგორ უნდა მივუდგეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებს. მათ შორის არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ითვლება ოკუპირებულად... Читать дальше...

იაშვილის კლინიკა 6 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი. „გარდაცვლილი პაციენტის ს.კ-ს დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი. დიაგნოზი დადასტურდა ძვლის ტვინის პუნქტატის ჰისტოპათოლოგიური შესწავლით, იმუნოლოგიური კვლევით, ასევე იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, რადიოლოგიური კვლევებით. ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი მიეკუთვნება რთულად სადიაგნოსტიკო, იშვიათ, გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს... Читать дальше...

ნაკურთხ ზღვაში მორწმუნეები შევიდნენ

Radiotavisupleba.ge 

ნათლიღების დღესასწაული ბათუმში, 19 იანვარს, შუაღამისას, ტრადიციულად მრევლისა და სასულიერო პირების შავ ზღვაში შესვლის რიტუალით აღინიშნა. ამ რიტუალს განბანვას (იგივე შთაფვლას) უწოდებენ. ზღვაში შესვლამდე მორწმუნეები ეკლესიაში სადღესასწაულო ლოცვას ესწრებიან. შავ ზღვაზე გამოცხადებული შტორმის გამო, სანაპირო დაცვა და სამაშველო სამსახური მრევლს რიტუალის უსაფრთხოდ შესრულებაში ეხმარებოდნენ.

ბერლინის პროკურატურაში იძიებენ ულტრამემარჯვენე გერმანელი ჟურნალისტის საქმეს

Radiotavisupleba.ge 

ბერლინის პროკურატურა იძიებს იმ ულტრამემარჯვენე გერმანელი ჟურნალისტის საქმეს, რომელიც პოლონეთში მიმდინარე სასამართლოზე დასახელდა როგორც გასულ წელს დასავლეთ უკრაინაში მდებარე უნგრეთის კულტურული ცენტრისათვის ცეცხლის წაკიდების ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი.

წითელას უფასო ვაქცინაცია შაბათ-კვირასაც შესაძლებელია

Radiotavisupleba.ge 

მთელი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციის მიზნით მოქალაქეებს შაბათ-კვირასაც მოემსახურებიან, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, მინისტრი დავით სერგეენკო, წითელას შემთხვევების გაზრდის გამო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და ამ ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების თაობაზეთან მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება გააცნო. სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით... Читать дальше...

სპორტული კვირა

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტთა დაუმთავრებელი დაპირისპირება; გამოჩენილი მწვრთნელის, ცნობილი მოჭადრაკეების აღმზრდელის, ვახტანგ ქარსელაძის დაბადების მე-100 წელი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალი არჩევნები - ასეთია საუბრის თემები.

Спорт в России и мире
Москва

Сотрудники Росгвардии приняли участие в чемпионате Центрального округа по боксу.


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA отреагировала на суперкамбэк Елены Рыбакиной


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о сохранении экологии Севастополя





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о догазификации СНТ  


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Очередные кадровые назначения объявлены в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Владимир Зеленский подтвердил ракетный удар по аэродрому в Джанкое


Навальный в России и мире
Москва

В Москве арестован на пять суток историк-публицист Сергеев за пост памяти Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Владимир Высоцкий

Лариса Лужина раскрыла, был ли у нее роман с Владимиром Высоцким



Москва

Для лидеров «Московского долголетия» запустили новый образовательный курс

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net