123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 06.01.2019

ტრამპი: აშშ-ის სამხედროებმა მოკლეს "ალ-ყაიდის" ერთ-ერთი გავლენიანი წევრი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს სამხედრო-საზღვაო გემ „კოულზე“ 2000 წელს განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. „ჩვენმა დიადმა შეიარაღებულმა ძალებმა სამართალი აღასრულა გმირებისთვის, რომლებიც დაეცნენ და დაიჭრნენ აშშ-ის სამხედრო გემის, „კოულის“ წინააღმდეგ განხორციელებული ლაჩრული თავდასხმის შედეგად,“ დაწერა ტრამპმა 6 იანვარს ტვიტერში. „ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას!“ დასძინა მან. აშშ-ის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს... Читать дальше...

ავღანეთში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად. ბადახშანის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის, სანაულა როჰანის თქმით, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა 6 იანვრის ინციდენტისას. კოჰისტანის ოლქის გუბერნატორის, მოჰამად რუსტამის თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლები ექსკავატორს იყენებდნენ ახლომდებარე მდინარის მახლობლად, როცა თვითნაკეთი მაღარო ჩაინგრა. დაზარალებულები იყვნენ სოფლელები, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ ოქროს, განაცხადა... Читать дальше...

რუსთავში ბუნებრივი აირით 5 წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა

Marshalpress.ge (მარშალ) 

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 5 წლის გოგონამ და ორმა ქალმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე კონტაქტური იყო. ადგილზე ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” ტექნიკური სამსახური გამოიძახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის […]



ბოლტონი: აშშ სირიიდან ჯარს გაიყვანს ქურთი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას დაასრულებს მას შემდეგ, რაც თურქეთისგან მიიღებს გარანტიას რეგიონში ამერიკის მოკავშირე ქურთების ხელშეუხებლობის შესახებ. ამის შესახებ კვირას, ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტომა. ბოლტონმა აღნიშნა, რომ სირიაში თურქეთის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ვაშინგტონთან უნდა იქნეს შეთანხმებული. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სრულიად უნდა განადგურდეს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“... Читать дальше...

დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას სთხოვენ. შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ისინი 8 იანვარს მიმართავენ. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 40 წლამდე მოქალაქეების დაგროვებითი საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა გაუმართლებლად ზღუდავს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. Читать дальше...

პაციენტსა და ექიმს შორის ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტს შსს იძიებს

Radiotavisupleba.ge 

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმს, ნუკრი ბერიშვილს პაციენტი დაესხა თავს, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა - ამის შესახებ ინფორმაცია ამავე საავადმყოფოს ექიმმა, ნინო პოპიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევა 5 იანვარს მას შემდეგ მოხდა, რაც პაციენტმა ექიმს თავის  ტკივილის გამო ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა. პაციენტისა და კლინიკის მიმღებ ექიმს შორის მომხდარი ინცინდენტის განსხვავებულ მიზეზზე საუბრობს პაციენტის დედა. ტელეკომპანია... Читать дальше...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში დღეს 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა  მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 16:35 საათზე დაბა ჩოხატაურის  სამხრეთ-აღმოსავლეთით 17კმ-ში, სოფელ ჩხაკოურაში დაფიქსირდა.

რუსთავის მერმა სამარშრუტო ტაქსიში ძველი ტარიფი გააკრა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში  მგზავრობის საფასურის 50 თეთრით გაზრდის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თხოვნით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში მგზავრობის გაზრდილი ღირებულების - 2 ლარის აღმნიშვნელი ფურცელი თავად  ჩამოხსნა და ძველი ტარიფი - 1,50 ლარი გააკრა. ამის შემდეგ მძღოლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მერის ეს ქმედება  მათთვის არაფერს ნიშნავს და მგზავრობის ღირებულებას კვლავაც გაზრდილი, 2 ლარის ოდენობის, ტარიფით დატოვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები გაფიცვას აპირებენ. Читать дальше...



ნასას ხელმძღვანელმა გადაწყვიტა გააუქმოს დმიტრი როგოზინის ვიზიტი აშშ-ში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, ნასას ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის ვიზიტი აშშ-ში, რომელიც თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ვიზიტი „გადაიდო“. როგორც აშშ-ის მედიას განუცხადა ბრაიდენსტაინმა, სააგენტომ როგოზინი, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში შედის, შემოდგომაზე დაპატიჟა როსკოსმოსთან „მყარი სამუშაო ურთიერთობების“ შესანარჩუნებლად. მაგრამ, ნასას დირექტორის თქმით... Читать дальше...

პაციენტი ექიმს თავს ნარკოტიკული საშუალების გამო დაესხა

Radiotavisupleba.ge 

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმს, ნუკრი ბერიშვილს პაციენტი დაესხა თავს, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა - ამის შესახებ ინფორმაცია ამავე საავადმყოფოს ექიმმა, ნინო პოპიაშვილმა გაავრცელა. ამ ეტაპზე ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა 5 იანვარს მას შემდეგ მოხდა, რაც პაციენტმა ექიმს თავის ტკივილის გამო ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. Читать дальше...

პარიზში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციის დროს

Radiotavisupleba.ge 

შაბათს, სულ მცირე, 34 ადამიანი დააკავეს პარიზში ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციის დროს. დაკავებულთა რიცხვი ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში, მაგრამ დემონსტრაციებს კვლავაც თან სდევს პოლიციასთან შეტაკებები. ამ შაბათს შეტაკებები მოხდა არა მხოლოდ პარიზში, არამედ რამდენიმე სხვა ქალაქშიც. მთლიანობაში საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან მერვე და წლევანდელ პირველ აქციაში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეობა მიიღო 50 ათასამდე ადამიანმა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე წინა აქციაში, რომელიც ახალი წლის წინა შაბათს გაიმართა. Читать дальше...

რუსთავში მიკროავტობუსებით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებენ

Radiotavisupleba.ge 

6 იანვარს რუსთავში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულების 50 თეთრით გაზრდა.აქციაზე დაახლოებით 40 ადამიანი შეიკრიბა ტრანსპარანტებით: „არა გაზრდილ ტარიფს", „ძალა ჩვენშია".  29 დეკემბერს, დილიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თერთმეტი სამარშრუტო ხაზიდან შვიდზე მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გაზარდეს. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მძღოლების გადაწყვეტილებას სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევს. მან თქვა, რომ „ტარიფის... Читать дальше...

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე შეჯერდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე თავის პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ უთხრა: "სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას“, - აღნიშნა მეუფე შიომ, რომელმაც არ იცის როდის იქნება ამ საკითხის განხილვა. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის გასარკვევად რადიო თავისუფლება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძესაც დაუკავშირდა. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო

Marshalpress.ge (მარშალ) 

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვა ჩატარდა. საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ. წირვა აღავლინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.

სალომე ზურაბიშვილმა რუხის სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა

Radiotavisupleba.ge 

სამეგრელოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუხის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუხის სამედიცინო ცენტრის ამოქმედება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პრეზიდენტის შეფასებით, საავადმყოფოს ამოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგან კლინიკა, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით, უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს, სამეგრელოსა და მის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრებლებს. Читать дальше...

გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ“ 4 სააფთიაქო ქსელში გაიყიდება

Radiotavisupleba.ge 

გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის „ტამიფლუს“ დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 800 კოლოფი მედიკამენტი 4 სააფთიაქო ქსელს - პსპ-ს, ავერსს, ჯიპისისა და ფარმადეპოს გადასცა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ, სააფთიაქო ქსელების საწყობებს მედიკამენტი 5იანვრს გადაეცათ. მედიკამენტის თბილისის მასშტაბით გადანაწილების შემდეგ... Читать дальше...

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი მიიღო

Radiotavisupleba.ge 

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი გადასცა კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 5 იანვარს მოაწერა ხელი.  ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.  ​უკრაინის ეკლესიის... Читать дальше...

მთის კურორტების კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურიანის დამსვენებლებს დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის

Radiotavisupleba.ge 

მთის კურორტების განვითარების ხელმძღვანელი, თამაზ გამცემლიძე აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადის ზრდამ ნათლად  გამოაჩინა, რომ ბაკურიანი საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას განიცდის, რის დამატებასაც კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი განცხადებაში ბაკურიანის დამსვენებლებს მიმართავს და შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ტურისტების ნაკადმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, განხორციელდა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, თუმცა დამსვენებელთა... Читать дальше...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 5 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვივნენ და  დაბადების დღე მიულოცეს. “ჩვენთვის ბედნიერებაა თქვენთან ურთიერთობის თითოეული წუთი. გულით და სულით მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე, დამდეგი შობა-ახალი წელი უდიდესი პატივისცემით, რასაც თქვენ იმსახურებთ ათწლეულებია. თქვენი ნაღვაწი არის განუზომელი და შეუფასებელი. უღრმესი, გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებთ. მინდა გისურვოთ მხნეობა. Читать дальше...

მიმდინარეობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემის ცერემონია

Radiotavisupleba.ge 

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს გადასცემს კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას  სტამბულის წმ. ტაძარში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრება. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი 5 იანვარს მოაწერა. ​უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოაქვეყნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Динамо» (Москва) одержало победу в третьем матче полуфинала


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Теннисист Рублев разбил ракетку после поражения на турнире в Барселоне


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Лидер социалистов вступился за Ладожское озеро





Путин в России и мире
Москва

IV Конгресс молодых ученых пройдет 20-22 ноября в Сириусе | Новости науки


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

У помощника Лукашенко по общим вопросам нашли три квартиры в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве обвинили Зеленского в неспособности добиться нового пакета помощи от США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Владимир Высоцкий

Актриса Лужина призналась, что у нее не было романа с Высоцким



Москва

Глава СК Бастрыкин взял под свой контроль дело московского нейрохирурга

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net