123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 16.01.2019

დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო და ლიფტი მოწყვიტა – დეტალები დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ

Marshalpress.ge (მარშალ) 

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს იქ მცხოვრები ლადო ვახტანგაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს. “რამდენიმე დღეა მეზობლები უჩივიან გაზის სუნს კორპუსში, გამოძახებული ყავდათ შესაბანისი სამსახური (როგორც მცხოვრებლები ამბობენ) მაგრამ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს ერთერთ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრიბდა ჟონავდა ბუნებრი აირი. დაგროვების შედეგად ერთერთი მეზობლის ბინიდან მოხდა დაგრობილი ბუნებრი აირის დეტონაცია, […]

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა „ცხელი ხაზი“

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის ცნობით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების „ცხელი ხაზი“, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მერიის თანახმად, ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 237 45 31. „ცხელ ხაზზე“ ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორისაა ერთი ბავშვი.

შსს: გამოძიება მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობის მუხლით

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ  დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა." აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის - ერთი მცირეწლოვანია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. აფეთქება დიდ დიღომში... Читать дальше...



„ყაზტრანსგაზ-თბილისი": ზუსტდება დეტალები

Radiotavisupleba.ge 

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. "კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება", - აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში". კომპანია უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ აფეთქებამდე რამდენიმე... Читать дальше...

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები

Radiotavisupleba.ge 

იაშვილის კლინიკაში, სადაც მკურნალობენ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს, იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მათ დაღუპულთა ჭირისუფლებს მიუსამძიმრეს და განაცხადეს, რომ დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 8 ადამიანი იმყოფება საავადმყოფოებში, მათგან 6 ბავშვი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ისინი დილამდე დარჩებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. Читать дальше...

კადიროვმა „ალპური კურორტის“ აშენება განიზრახა

Radiotavisupleba.ge 

სამთო-სათხილამურო კურორტ „ვედუჩის“ წარუმატებელი ამოქმედების შემდეგ ჩეჩნეთში გადაწყვიტეს მწყობრში შეიყვანონ კიდევ ერთი სათხილამურო კურორტი - „კეზენოი-ამი“, ამავე სახელწოდების ტბის რაიონში, ჩეჩნეთის ვედენოსა და დაღესტნის ბოთლიხის რაიონების საზღვარზე. ცნობა ამის შესახებ საკუთარი ინსტაგრამით გაავრცელა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლდეს ბაისულტანოვმა. „ეს არ არის ალპები, არც სკანდინავია და კანადა! ეს არი კეზენოი-ამი - ჩეჩნეთის, კავკასიის, რუსეთის მარგალიტი, დედამიწის ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი ადგილი!“... Читать дальше...

კადიროვმა „ალპიური კურორტის“ აშენება განიზრახა

Radiotavisupleba.ge 

სამთო-სათხილამურო კურორტ „ვედუჩის“ წარუმატებელი ამოქმედების შემდეგ ჩეჩნეთში გადაწყვიტეს მწყობრში შეიყვანონ კიდევ ერთი სათხილამურო კურორტი - „კეზენოი-ამი“, ამავე სახელწოდების ტბის რაიონში, ჩეჩნეთის ვედენოსა და დაღესტნის ბოთლიხის რაიონების საზღვარზე. ცნობა ამის შესახებ საკუთარი ინსტაგრამით გაავრცელა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლდეს ბაისულტანოვმა. „ეს არ არის ალპები, არც სკანდინავია და კანადა! ეს არი კეზენოი-ამი - ჩეჩნეთის, კავკასიის, რუსეთის მარგალიტი, დედამიწის ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი ადგილი!“... Читать дальше...

ბრიტანეთში ტერეზა მეის მთავრობა გადაურჩა პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრას

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მთავრობა გადაურჩა პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრას, რომელიც გაიმართა ოპოზიციური ლეიობრისტული პარტიის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც 15 იანვარს ბრიტანელი კანონმდებლების ორმა მესამედმა უარყო მეის გეგმა "ბრექსიტის" თაობაზე. უნდობლობის კენჭისყრას მეი 19 ხმით გადაურჩა, 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ. ტერეზა მეი მიესალმა შედეგს და თქვა, რომ გააგრძელებს ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგზე მუშაობას. მისი თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესის განსახილველად ის დაუყოვნებლივ... Читать дальше...



დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები

Radiotavisupleba.ge 

დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში იგრძნობოდა გაზის სუნი. ამის გამო მათ გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები... Читать дальше...

პუტინის ერთი დღე სერბეთში

Radiotavisupleba.ge 

ბელგრადში გამგზავრებამდე პუტინმა „მაღალი შეფასება“ მისცა სერბეთის ხელისუფლების მცდელობას შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტისაკენ აღებული კურსი, ხოლო შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ზოგი სხვა ქვეყნის პოლიტიკას ბალკანეთში „დესტაბილიზაციის სეიროზული ფაქტორი“ უწოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. Читать дальше...

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

როგორც იმედის კლინიკამ დაადასტურა, დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა. მის გარდა მანამდე დაიღუპა სამი ადამიანი. იაშვილის კლინიკაში მოთავსებულია 6 ადამიანი, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია და, კლინიკის დირექციის თქმით, მათ მალე გაწერენ. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

Radiotavisupleba.ge 

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა. როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, აფეთქების შედეგად მთლიანი კორპუსია დაზიანებული, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რამდენი ოჯახის ევაკუაცია შეიძლება განხორციელდეს. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დავით სერგეენკო: დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ექვს ბავშვს, რომლებიც იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ, მსუბუქი ხასიათის დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით დაუზუსტებელია ინფორმაცია მეშვიდე არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობის შესახებ. „სავარაუდოდ დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან სამედიცინო დაწესებულებას თანდათან მიმართავენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. Читать дальше...

კახა საბანაძე: გამოძიება მუშაობს გაზის გაჟონვის ვერსიაზეც

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, დადასტურებულია, რომ დიდ დიღომში მომხდარმა აფეთქებამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. ამ ეტაპზე დგინდება გარდაცვლილთა ასაკი. ჯერჯერობით არ დაზუსტებულა ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ. ღამის 10 საათისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი დაშავებული არასრულწლოვანი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, სავარაუდოდ, დაშავებულია ხუთი ადამიანი, საიდანაც ოთხი - ბავშვია. ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში... Читать дальше...

ევროპის კავშირი მზად არის, გაურკვევლობის გამო 2020 წლისთვის გადადოს ბრექსიტი

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირი მზად არის, ბრექსიტი 2020 წლისთვის გადადოს გაურკვევლობის გამო კავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის პირობების გარშემო. ამის შესახებ ოთხშაბათს იტყობინებოდა გაზეთი „ტაიმსი“. არსებული შეთანხმებების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა 29 მარტს უნდა დატოვოს ევროკავშირი. ევროკავშირის ქვეყნებმა ნოემბერში მოიწონეს ბრექსიტის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა. მას მერე, რაც თემთა პალატაში ჩავარდა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ინიციატივა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს გადადგომა ემუქრება. Читать дальше...

შსს მინისტრის მოადგილე: გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით

Radiotavisupleba.ge 

შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს გამოძება: "ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად იქნას საქმე გამოძიებული. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. დაშავებულთა ზუსტ რაოდენობას ვერ დავასახელებ. გარდაცვლილია სამი ადამიანი. მაქსიმალურადაა მიღებული უსაფრთხოების ზომები და აღარანაირი რისკი არ არსებობს ადგილზე. მიმდინარეობს დაშავებულთა და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება".  16 იანვარს დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა. Читать дальше...

იაშვილის კლინიკა: ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

Radiotavisupleba.ge 

იაშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმის ივანე ჩხეიძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში შეყვანილია სამი მოზარდი: "მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. თუმცა, ახლა ველოდებით კიდევ ერთ პაციენტს. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულთა შორის არის და-ძმა".  დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით დაღუპულია სამი ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრი: აფეთქებისას დაშავებულები არიან არასრულწლოვნები

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, იაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული რამდენიმე ბავშვია მოთავსებული: "ყველა პაციენტს ვნახავ, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საყურადღებოა". შსს-ს ინფორმაციით, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დაღუპულია სამი ადამიანი. ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.


Музыкальные новости
Певец

Певец Сергей Трофимов осудил Лепса за конфликт с фанаткой на концерте в Костроме





Персональные новости
Театр

Театр «У Моста» вернулся в Пермь после трехнедельных гастролей





საპატრულო პოლიცია: დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

საპატრულო პოლიციის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი: "ჩვენთვის როგორც ცნობილია, მოხდა აირის აფეთქება, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ რომ არის სამი გარდაცვლილი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. კორპუსი მთლიანად არის ევაკუირებული, მუშაობს სამაშველო სამსახური და გრძელდება სამაშველო სამუშაოები. ადგილზე მოქალაქეები არ იმყოფებიან, ადგილზე რჩებიან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები" - აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.

შსს: სამი ადამიანი დაიღუპა დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქებისას

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ინფორმაციით სამი ადამიანი ემსხვერპლა დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას შსს უდასტურებს. წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

დიდ დიღომში, სუპერმარკეტ გუდვილთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილ "ბოშიროვსა" და "პეტროვზე" ევროკავშირის სანქციები გავრცელდება

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ სანქციების შემოღებაზე რუსეთის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც გრუ-ს თანამშრომლებად მოიხსენებენ. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი. მათ შორის იქნებიან ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ეჭვმიტანილი არიან გრუ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობაში. რიგი ჟურნალისტური გამოძიებები ამტკიცებს, რომ პეტროვისა და ბოშიროვის მიღმა იმალებიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრები... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Эксперт рассказала, как правильно выбрать одежду для спортзала


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Сафиуллин не смог выйти во второй круг турнира ATP в Барселоне


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Литва настраивает темп российским путешественникам





Путин в России и мире
Москва

Первый пуск «Ангары-А5М» с Восточного запланирован в 2027 году


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Очередные кадровые назначения объявлены в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Владимир Зеленский подтвердил ракетный удар по аэродрому в Джанкое


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Иоганн Себастьян Бах

«Бах vs Рахманинов» из цикла Битва Клавиров под величественными сводами Петрикирхе.



Москва

С 27 по 30 мая 2024 года в Москве состоится юбилейный Форум «Неделя Российского Ритейла»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net