Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 01.01.2019

საქართველოში 20 ლარით იზარდება პენსია და ძალაში შედის დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი

Radiotavisupleba.ge 

2019 წლის იანვრიდან საქართველოში 20 ლარით გაიზარდა პენსია. ყველა პენსიონერი თვეში 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს. პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. 1 იანვრიდან ამოქმედდა აგრეთვე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. დამსაქმებელი იხდის დარიცხული ხელფასის 2 %-ს... Читать дальше...

მოლოდინებით სავსე ახალი წლები

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლება ყოველი წლის ბოლოს გვილოცავს ახალი წლის დადგომას. საბჭოთა იდეოლოგია სრულიად უძლური აღმოჩნდა შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციების მიმართ. 12 საათზე შეხვედრა, მეკვლე, ნაძვის ხე, ძველი წლის გაცილება და ახალი წლის დალოცვა, ეს ყველაფერი პოლიტიკისა და იდეოლოგიის მიღმა იმყოფებოდა, თუმცა იდეოლოგია ცდილობდა და ცდილობს ახალი წლის აპოლიტიკური დღესასწაული თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. ძველებურად, „ყველაფერი ახლიდან" - ახალი წლის შეხვედრის სლოგანია საქართველოში. არაფერი იცვლება, მაგრამ ადამიანი მაინც ელოდება ახალს.

აშშ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსაგან მოითხოვს რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ანტიდოპინგური სააგენტო მოითხოვს, რომ ასპარეზობებზე არ იქნენ დაშვებული რუსი სპორტსმენები, რახან უცხოელ ექსპერტებს არ ეძლევათ მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების სათანადოდ შესწავლის შესაძლებლობა. ამის შესახებ იუწყება სპორტული ტელეარხი ESPN ამერიკის ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტ ტრევის ტაიგარტის განცხადებაზე დაყრდნობით.  დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ექსპერტთა ჯგუფს მიეცა წვდომა მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაზე, მაგრამ ექსპერტებს... Читать дальше...



ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა უშიშროების ძალების ბლოკ-პოსტებზე თალიბების თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

თალიბმა ექსტრემისტებმა ავღანელი ჯარისკაცები მოკლეს ჩრდილოეთში მდებარე სარ-ე-პულის პროვინციაში ბლოკ-პოსტებზე თავდასხმისას. რადიო თავისუფლებამ ადგილობრივი წყაროდან მოიპოვა ცნობა, რომ ერთ-ერთი ასეთი თავდასხმისას დაიღუპნენ საიადის რაიონის პოლიციის უფროსი და მისი ოთხი თანამშრომელი. ხოლო საინფორმაციო სააგენტო დე-პე-ა-ს ცნობით, ორ ბლოკ-პოსტზე თავისხმისას მოკლეს ავღანეთის უშიშროების ძალების 23 თანამშრომელი, მათ შორის მაღალი რანგის ოფიციალური პირი დაზვერვის სააგენტოდან. საიადის პროვინციაში რამდენიმე საათი გრძელდებოდა შეტაკება... Читать дальше...

საახალწლო მილოცვები სხვადასხვა ენაზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ახალი წელი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამორჩეული დღეა. გთავაზობთ საახალწლო მილოცვებს მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.   გილოცავთ ახალ წელს (საქართველო) Happy New Year (English) Gezuar Vitin e Ri(Albanian) Joyeux Nouvel An(French) Glückliches neues Jahr(German) Feliz Año Nuevo(Spanish) Gelukkig Nieuwjaar(Dutch ­) Ευτυχισμένο το Νέο Έτος(Greek) С Новым годом(Russian) Kalendis Ianuariis(Latin ­) Yeni Yılınız Kutlu Olsun(Turkish) Athbhliain Shona(Irish) Sretna […]

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელის ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელის, პოლ უილანის ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და მოსკოვში იმიტომ ჩავიდა, რომ ქორწილში იყო დაპატიჟებული.  უილანი ყოფილი საზღვაო ქვეითია. ოჯახის თანახმად, მასთან კონტაქტი ბოლოს 28 დეკემბერს ჰქონდათ. რადიო თავისუფლებამ 1 იანვარს მოიპოვა ეს ინფორმაცია. ოჯახი შეშფოთებულია უილანის დაკავების გამო, „ეჭვგარეშეს“ უწოდებს მის უდანაშაულობას და გამოთქვამს რწმენას, რომ რუსეთი პატივს სცემს დაკავებულის უფლებებს.  ვრცელდება ასევე ინფორმაცით, რომ აშშ-მა მოითხოვა... Читать дальше...

მაგნიტოგორსკში დაზიანებული სახლის ნანგრევებში 11 თვის ბავშვი იპოვეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად ჩანგრეულ შენობაში იპოვეს 11 თვის ბავშვი, რომელმაც დღეზე მეტი გაძლო ნანგრევებში. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა ბორის დუბროვსკიმ. მისი თქმით, ბავშვი გადაარჩინა იმან, რომ თბილად იყო ჩაცმული და ლოგინში იწვა. რუსეთის მედიის ცნობით, საავადმყოფოებშია მოთავსებული ხუთი დაშავებული, მათ შორის 13 წლის მოზარდი. ამჟამინდელი მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი და უცნობი რჩება 30-ზე მეტის ბედი.  მაგნიტოგორსკში 31... Читать дальше...

დამსაქმებელი დღეიდან ვალდებულია, უბედურ შემთხვევაზე დააზღვიოს მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში დამსაქმებელი 2019 წლის 1 იანვრიდან ვალდებულია, უბედურ შემთხვევაზე დააზღვიოს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული პირები. ასეთ სიახლეს ითვალისწინებს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2018 წლის 7 მარტს იქნა მიღებული. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, „კანონის მოქმედების სფერო მნიშვნელოვნად შეზღუდულია“, რადგან ის არ ვრცელდება დასაქმების ყველა ადგილზე. პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი. Читать дальше...



მოსკოვში 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში საახალწლო ზეიმის დროს 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად. ინციდენტი გორკის პარკში მოხდა. პარკის პრეს-სამსახურის ცნობით, მძიმედ არავინ დაშავებულა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 13 ადამიანს. ინციდენტის დროს გადაღებულ ვიდეოში ჩანს ხიდიდან ათობით ადამიანის ჩავარდნა - როგორც იუწყებიან, ხუთამდე მეტრის სიმაღლიდან. ყველაფერი ხდება, როცა რუსეთის ჰიმნი ჟღერს.  მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გამოაცხადა, რომ გაერკვევა ინციდენტის მიზეზებში.

ფხენიანი იმუქრება აშშ-თან ურთიერთობაში „ახალი გზით“, თუ ვაშინგტონი დაპირებას არ შეასრულებს

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იმუქრება აშშ-თან ურთიერთობაში „ახალი გზით“ წასვლით, თუ ვაშინგტონი არ შეასრულებს „მთელი მსოფლიოს თვალწინ“ მიცემულ დაპირებას და გააგრძელებს სანქციებს ფხენიანის წინააღმდეგ.   1 იანვრის საახალწლო მიმართვაში კიმ ჩენ ინმა შეაქო აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელიც 2018 წლის ივნისში სინგაპურში გაიმართა. მისი თქმით, სამიტის დროს გაიმართა „ნაყოფიერი მოლაპარაკება“ და ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს „კონსტრუქციული იდეები“. იქვე კიმ ჩენ ინმა გამოთქვა მზადყოფნა, ნებისმიერ დროს ისევ შეხვდეს ტრამპს. Читать дальше...

ახალი წელი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან

Radiotavisupleba.ge 

ატოცელებს განსხვავებული ახალი წელი ჰქონდათ. სოფელში სტუმრიანობა იყო. პოლიციელები, სამოქალაქო აქტივისტები და ატოცის რამდენიმე მცხოვრები ღამის 12 საათზე საოკუპაციო ზოლზე გავიდნენ და ახალ წელს იქ შეხვდნენ.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება პოპულარული კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი

Radiotavisupleba.ge 

პოპულარულმა უკრაინელმა კომიკოსმა და პროდუსერმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რითაც ბოლო მოეღო მითქმა-მოთქმას მისი შესაძლო კანდიდატურის გარშემო. 40 წლის ზელენსკიმ 31 დეკემბრის საღამოს ტელეარხ "1+1"-ის ეთერში თქვა, რომ კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა, რათა შეეცადოს „უკრაინაში რაიმეს შეცვლას“. მსახიობის აზრით, ამჟამად ყოველ უკრაინელს სამი გზა აქვს: პირველია ცხოვრება ისე როგორც ცხოვრობ და დინებას გაყოლა, მეორე - საშოვარზე უცხოეთში წასვლა და მესამეა გზა... Читать дальше...

რუმინეთი შეუდგა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთი შეუდგა ევროკავშირის ექვსთვიან მორიგე თავმჯდომარეობას ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლისათვის მზადებისა და ბევრ წევრ ქვეყანაში ნაციონალიზმის გაძლიერების ფონზე. 2007 წლის 1 იანვარს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, რუმინეთი პირველად გახდა მისი თავმჯდომარე.  ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 29 დეკემბერს გერმანიის გაზეთ „ველტთან“ ინტერვიუში გამოთქვა შეფასება, რომ „ბუქარესტის მთავრობას სრულად არა აქვს გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელობა“. ეს როლი, იუნკერის აზრით... Читать дальше...

მაგნიტოგორსკში რვამდე გაიზარდა სახლის ნაწილის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში რვამდე გაიზარდა მრავალსართულიანი სახლის ნაწილის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ იუწყებია საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ოპერატიული შტაბიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია შენობის სხვა ნაწილის ჩამონგრევის საფრთხის გამო. ჩელიაბინსკის ოლქში 2 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.  მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი სადარბაზო დაინგრა 31 დეკემბრის დილას, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად. Читать дальше...

ტრამპი „ისტორიული მიღწევების“ წლად მიიჩნევს 2018 წელს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ისტორიული მიღწევების“ წლად მიიჩნევს 2018 წელს. თავის საახალწლო მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი წლის მუშაობის შედეგებით, მისი მთავრობა ყველაზე წარმატებულია აშშ-ის ისტორიაში. მან გაიხსენა მექსიკასთან, კანადასთან და სამხრეთ კორეასთან ხელშეკრულებების დადება, ისევე როგორც ირანთან „საშინელი შეთანხმებიდან“ გასვლა. თავის ერთ-ერთ მიღწევად ტრამპმა ასევე დაასახელა მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეასთან, ახსენა ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა. ... Читать дальше...

ვაჟა-ფშაველას “საახალწლო ფიქრები”

Marshalpress.ge (მარშალ) 

“თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით”   ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში […]

მამუკა ბახტაძე: ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს 

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ იცის - „ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრ გასაჭირს უძლებს“. მან „ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად“ მოიხსენია სიღარიბე და აღნიშნა, რომ მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია სიღარიბის დაძლევისა და ხალხის კეთილდღეობის მიღწევისაკენ.  ბახტაძემ ახსენა დაპირება, რომელიც მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დადო - 600 ათასზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდებაო. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Вероника Кудерметова завершила выступление на турнире WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Строители мостов и дорог удостоены государственных наград


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пообещал потенциальным агрессорам ответ всеми видами оружия




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Это не бомжовые заведения»: 72-летний Александр Розенбаум зарабатывает миллионы на пивном бизнесе



Москва

Психолог Хакимов: к работе после майских праздников стоит готовиться заранее

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net