Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

Новости за 18.09.2018

სააკაშვილი თანახმაა ფინანსური დახმარება რუსეთიდანაც მიიღოს (ფოტო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის ფინანსური დახმარების თხოვნით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ამომრჩეველს დახმარებისკენ მოუწოდა. ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სააკაშვილს ეკითხება, თუ არის შესაძლებელი თანხის ჩარიცხვა რუსეთიდან, რასაც ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ შესაძლებელია და უარს არ ამბობს იმ ქვეყნიდან თანხის გადმორიცხვაზე, რომელიც ოკუპანტია.

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის პოსტზე დაინიშნა ვალერი ბგანბა, "პარლამენტის" ყოფილი თავმჯდომარე

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ვალერი ბგანბა, სეპარატისტების პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ეს ნაბიჯი მოჰყვა 8 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერის, გენადი გაგულიას დაღუპვას. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბგანბა დაიბადა 1953 წელს გაგრის რაიონის სოფელ ბზიფში, სეპარატისტების პარლამენტის თავმჯდომარე იყო 2012-2017 წლებში.



მატროსოვზე ჩაჯდები და 24 საათის მანძილზე “ობიექტივი” გექნება ჩართული – ირმა ინაშვილის პასუხი სააკაშვილს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter პარლამენტის  ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტები”-ს შესაძლო დაშლაზე საუბრობს. “ახლოვდება დრო, მატროსოვზე ჩაჯდები და 24 საათის მანძილზე “ობიექტივი” გექნება ჩართული.”– პასუხობს ირმა ინაშვილი სააკაშვილს.

ვლადივოსტოკში ისევ გააპროტესტეს გუბერნატორის არჩევნების შედეგი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ზედიზედ მეორე დღეს გაიმართა აქციები პრიმორიეს მხარის გუბერნატორის არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატი ანდრეი იშჩენკო, რომელიც ხმების დათვლის პროცესში თითქმის ბოლო მომენტამდე ლიდერობდა, ირწმუნება, რომ კენჭისყრა გაყალბდა მისი მეტოქის სასარგებლოდ. სამშაბათს ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად გაირკვა, რომ იშჩენკოს მეტოქე, მმართველი „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი ანდრეი ტარასენკო მცირე უპირატესობით იმარჯვებს. ბიულეტენების დათვლა ოფიციალურად 22 სექტემბერს დასრულდება. Читать дальше...

ამერიკული კომპანია „უოლმარტი“ გაყიდვიდან ამოიღებს საბჭოთა სიმბოლოებიან ტანსაცმელს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკული სავაჭრო ქსელი „უოლმარტი“ (Walmart) გაყიდვიდან ამოიღებს საბჭოთა სიმბოლოებიან მაისურებს ბალტიის ქვეყნების მხრიდან პროტესტის გამოთქმის შემდეგ. ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა ევროპარლამენტის წევრმა ლატვიიდან, ინესა ვაიდერემ, რომელსაც „უოლმარტმა“ წერილობით უპასუხა. წერილში აღნიშნულია, რომ „უოლმარტის“ ვებსაიტზე გასაყიდად შეთავაზებული პროდუქციიდან ამოიღებენ საბჭოთა სიმბოლოებიან ტანსაცმელს, ხოლო ჩვეულებრივ მაღაზიებში ის არც აქამდე გაუყიდიათ. სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ ლიეტუვის, ლატვიის... Читать дальше...

ისრაელმა უარყო კავშირი სირიაში რუსი სამხედროების დაღუპვასთან

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა უარყო რუსეთის ბრალდება, რომ მისი ავიაგამანადგურებლები არიან დამნაშავე სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის Ил 20-ის ჩამოგდების გამო. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ გასულ ღამით იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების ობიექტზე, თუმცა, განაცხადა, რომ სირიის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს ისრაელის არმიის თვითმფრინავები უკვე ისრაელის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ. ისრაელმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის გარდა დააკისრა ირანს და ლიბანელი... Читать дальше...



დავა „საპარტნიორო ფონდსა“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის

Radiotavisupleba.ge 

როდის შეისწავლის და შეისწავლის თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც აუდიტის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას „საპარტნიორო ფონდს“ სამსახურისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ და საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ოკუპაციის შედეგი მავთულხლართების სახით. დელეგაციის წევრები მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე დავით ვანიშვილს გაესაუბრნენ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გადაადგილების უფლება უკვე წლებია იზღუდება. ვანიშვილის თქმით, რუსეთის მესაზღვრეები მავთულხლართებთან მისულ სტუმრებთან გასაუბრებასაც უკრძალავენ და დაპატიმრებით ემუქრებიან. დავით ვანიშვილი... Читать дальше...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

Radiotavisupleba.ge 

20-27 სექტემბერს ბაქო ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ცხრა სპორტსმენით გამოვა. მამაკაცთა გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა მონაწილე ქვეყნებისთვის დაწესებული კვოტა და შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში მსოფლიო კონკურენციაში ორ-ორი ქართველი ჩაებმება. საქართველოს ნაკრების წინასწარ განაცხადში ერთი ქალიც იყო - აზერბაიჯანში მარიამ ჯანაშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის ფეისბუკის გვერდის ცნობით, ავადმყოფობის გამო მისი ტატამზე გასვლა გამოირიცხა. ბაქოში მხოლოდ მამაკაცთა ნაკრები გაემგზავრა. Читать дальше...

პეკინი მიმართავს ზომებს მისთვის აშშ-ის ახალი ტარიფების დაწესებაზე საპასუხოდ

Radiotavisupleba.ge 

პეკინი მიმართავს ზომებს ჩინური ნაწარმის აშშ-ში იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესებაზე საპასუხოდ. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო „დასანანად“ მიიჩნევს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ახალი გადასახადების შემოღებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვაჭრობის სფეროში ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკების ჩატარება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ჩინური წარმოების 200 მილიარდი დოლარის საქონელზე 10%-ანი გადასახადის დაწესების შესახებ. Читать дальше...

მარიხუანის პარადოქსი: მოიხმარე, თუ მოახერხებ

Radiotavisupleba.ge 

​რა მოვუხერხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას? - დაახლოებით ასეთი იყო შინაარსი  იმ  საკომიტეტო განხილვისა, რომელზეც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამი დღით ეწვია ჩრდილოეთ კორეას

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი სამი დღით ეწვია ჩრდილოეთ კორეას, რაც არის ამ ქვეყანაში სამხრეთკორეელი ლიდერის პირველი ვიზიტი ბოლო 11 წელიწადში. მუნ ჩე ინს ფხენიანის აეროპორტში დახვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. ისინი ერთი მანქანით გაემართნენ საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ რეზიდენციისაკენ, სადაც დღესვე იწყება მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. დღის წესრიგში დგას საკითხები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ორ კორეას შორის ურთიერთობის განვითარება და ფხენიან-ვაშინგტონის დიალოგის გაგრძელება. Читать дальше...

ეროვნული უმცირესობის გამოწვევები და ეუთოს რეკომენდაციები

Radiotavisupleba.ge 

“მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა და ეროვნული უმცირესობები” - ამ თემაზე სასაუბროდ დღეს თბილისს ესტუმრა ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ლამბერტო ზანიერი.

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე კანაფის ექსპორტის განზრახვაში ვიწრო ჯგუფის ინტერესს ხედავს

Radiotavisupleba.ge 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სკეპტიკურადაა განწყობილი ხელისუფლების განცხადებისადმი, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-ექსპორტის დაკანონების შემთხვევაში, ეს სფერო მკაცრად გაკონტროლდება. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსუდან გიცირიძემ განაცხადა, რომ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მხარს უჭერს საქართველოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას და როცა პროცესი დაიწყო, გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს სახელმწიფო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ყურს უგდებს. Читать дальше...

პრეზიდენტობის კანდიდატები და განათლების ხუთი ხედვა

Radiotavisupleba.ge 

რას ფიქრობენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების სისტემაზე, სფეროზე, რომელიც, საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრით, ძირეულ ცვლილებას საჭიროებს, თუმცა, აგერ უკვე წლებია, იდეები, მოსაზრებები, საუბრები, დაწერილი სტრატეგიები ერთმანეთს ცვლის, მაგრამ განათლების სისტემა ისევ ისე, თითქოს უცვლელად, პრობლემების ბუდედ რჩება.

აშშ მკვეთრად შეზღუდავს ლტოლვილების მიღებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოდის წინადადებით, რომ წელიწადში 30 ათასამდე შემცირდეს აშშ-ში თავშესაფრის მიმღები ლტოლვილების რიცხვი. ასეთი განცხადებით 17 მაისს გამოვიდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიუხედავად ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეფასებისა, რომ 2018 წლისთვის განსაზღვრული კვოტაც კი - 45 ათასი - მეტისმეტად დაბალია. ტრამპის ადმინისტრაციას უკვე ბევრჯერ აქვს გამოთქმული უარყოფითი დამოკიდებულება ლტოლვილებისა და სხვა მიგრანტების მიღების მიმართ, რის გამოც მათი მიღების კვოტა ბოლო ათწლეულის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. Читать дальше...

ხორბლის წვრილ იმპორტიორებს უპუროდ ტოვებენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 1 ოქტომბრიდან აიკრძალება ავტომობილებით ხორბლის იმპორტი. 3 ათასამდე მძღოლი და ავტომობილის მფლობელი მინისტრის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.


Музыкальные новости
Моргенштерн

У Моргенштерна* что-то случилось? Рэпер пообещал рассказать все на стриме





Персональные новости
Эдит Пиаф

В театре "Модерн" состоялась премьера моноспектакля "Исповедь счастливой женщины. Эдит Пиаф"





მირზა სუბელიანი პატიმრობაში რჩება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი. წინასწარ პატიმრობაში მის დატოვებას ითხოვდა ბრალდების მხარე, რომლის პოზიცია იყო, რომ არსებობს სუბელიანის მიმალვის, ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. თავად მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ზაზა სარალიძეს, ეთანხმება ბრალდების მხარეს და პატიმრობაში დარჩენა სურს, თუმცა, არა იმიტომ, რომ მისი მიმალვის საფრთხე არსებობს. Читать дальше...

გახარია: შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება ხორავას ქუჩის ტრაგედიამაც დააჩქარა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, სამინისტრო განაგრძობს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებას. „არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმირებისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ. გახარიას თქმით, შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება ხორავას ქუჩის ტრაგედიამაც დააჩქარა. "ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან... Читать дальше...

ირანი მიესალმა თურქეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებულ "იდლიბის გეგმას"

Radiotavisupleba.ge 

თეირანი, დამასკი და სირიის ოპოზიციური ჯგუფები მიესალმნენ შეთანხმებას, რომელსაც მიაღწიეს თურქეთმა და რუსეთმა სირიის პროვინცია იდლიბზე თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით. ეს რეგიონი სირიელი ოპოზიციის ბოლო საყრდენი არეალია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა პასუხისმგებლობით წარმოებული ინტერნსიური დიპლომატია უწოდა ქმედებას, რომლის შედეგად რუსეთმა, თურქეთმა, და ირანმა წარმატებას მიაღწიეს იდლიბში ომის თავიდან აცილების საქმეში. ზარიფის თქმით, მათ ამასთან მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი... Читать дальше...

აშშ ახალ ტარიფებს დაუწესებს ჩინური წარმოების საქონელს

Radiotavisupleba.ge 

აშშ აპირებს ახალი ტარიფები დაუწესოს ჩინური წარმოების 200 მილიარდი დოლარის საქონელს. აქტი, რომლის შესახებაც 17 სექტემბერს გამოცხადდა,  კიდევ ერთი ნაბიჯია პეკინთან ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო დროინდელ სავაჭრო ომში. უფრო მაღალი საიმპორტო გადასახადი დაუწესდება 6 ათასი სახეობის სხვაადსხვა საქონელს, მათ შორის, ხელჩანთებს, ბრინჯს და ქსოვილს. ეს აშშ-ის პასუხია  ჩინეთის მიერ ამერიკულ სოაისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქონელზე შემოღებული ზომების მიმართ. პეკინმა მაშინ რეაგირება მოახდინა აშშ-ის წლის დასაწყისში დაწესებულ ტარიფებზე. Читать дальше...

ბათუმში მერიის საპილოტე პროექტმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გაართულა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად შეიცვალა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების მიმართულება და, ამავე დროს, შემცირდა  მიკროავტობუსების რიცხვი.

Спорт в России и мире
Москва

4 современных общественных пространства появятся на севере Москвы в 2024 г


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Энди Роддик

Энди Роддик: «У меня было несколько типов рака кожи с тех пор, как я завершил карьеру»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Крылатчан попросили с пониманием отнестись к спортивному ориентированию





Путин в России и мире
Москва

Уроженец Кировской области с позывным Струна стоял на параде рядом с Путиным


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: великая Победа является главным моментом становления белорусской нации




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Страдающую аллергией Волочкову сильно покусали комары на Мальдивах



Москва

Голландца Йоста Кляйна отстранили от участия в Евровидении из-за скрытого инцидента

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net