123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

Новости за 02.09.2018

სააკაშვილის გასაზიზღრებასაც არ ჰქონია ლიმიტი ისე დააჩაჩანაკა ქსენოფობ კლოუნად იქცა – ჩერგოლეიშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter “ტაბულას” ხე;მძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს: “ერთ დროს მომავლის ლიდერი ისე დააჩაჩანაკა არჩევნების წაგებამ და ძალაუფლების დაკარგვამ, რომ გივი სიხარულიძის მაგვართა ქსენოფობ კლოუნად იქცა. მარგველაშვილმა წამართვა მოქალაქეობაო – თავის პირად გადაწყვეტლებას მარგველაშვილს აბრალებს, როგორც უკანასკნელ მხდალს შეეფერება. თან იქვე აყოლებს, ირანელებს მისცაო. გასაზიზღრებასაც არ ჰქონია ლიმიტი.” – წერს […]

რაფაელ ნადალი: „ბასილაშვილმა ბევრი პრობლემა შემიქმნა“

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგის ლიდერმა - ესპანელმა რაფაელ ნადალმა თამაშის დასრულებისთანავე შეაფასა ნიკოლოზ ბასილაშვილთან მოპოვებული გამარჯვება. ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალი 3 საათი და 18 წუთი გაგრძელდა და ნადალმა ოთხ სეტში მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური - 6:3 6:3 6:7 6:4.  32 წლის ესპანელმა თქვა, რომ საკმაოდ გაუჭირდა და ამაში დამნაშავე ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო.  „საკმაოდ კარგად ვითამაშე და სამ სეტში მოგებაც შემეძლო, მაგრამ... მოწინააღმდეგე ბრწყინვალე იყო. ძალიან ძლიერად ურტყამდა და ბევრი პრობლემა შემიქმნა. Читать дальше...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხ სეტში დამარცხდა რაფაელ ნადალთან

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალიდან გამოეთიშა ამერიკის ღია პირველობას. 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა და საკმაოდ ბევრი პრობლემაც შეუქმნა ამერიკის ღია პირველობის სამგზის გამარჯვებულს. პირველი და მეორე სეტები ბასილაშვილმა ერთნაირი ანგარიშით - 3:6 წააგო. მესამე სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა და 8:6 იმარჯვა. მეოთხეში კი მეტოქეს ოთხი გეიმი აუღო - 4:6. თამაში 3 საათი და 18 წუთი გაგრძელდა. „რაფაელ ნადალმა გაუძლო ფიზიკურ ბრძოლას ნიკოლოზ ბასილაშვილთან... Читать дальше...



სოჭში თვითმფრინავის ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

Radiotavisupleba.ge 

სოჭში აეროპორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და 18 ადამიანი დაშავდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან მდინარის კალაპოტში ჩავარდა და ცეცხლი მოედო. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი 1 სექტემბერს ასრულებდა დაჯდომას უამინდობის პირობებში. აეროპორტის თანამშრომელი დაიღუპა, როცა ის 164 მგზავრისა და ეკიპაჟის ექვსი წევრის ევაკუაციაში მონაწილეობდა. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. UTair-ის ბოინგ 737 მოსკოვიდან ასრულებდა რეისს.

გიორგი ჭელიძეს ბრალი წარუდგინეს

Radiotavisupleba.ge 

ულტრანაციონალისტური დაჯგუფების, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერ გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ჭელიძე იმის შესახებ, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები ფლობდნენ იარაღს, მათ შორის სანადირო თოფს, “ვინჩესტერს”, პისტოლეტს და ნახევრადავტომატურ იარაღებს, ჯერ კიდევ 27 აპრილს ერთ-ერთი... Читать дальше...

ბექა ღვინიაშვილმა ევროპის თასის ფინალში დაამარცხა ავთანდილ ჭრიკიშვილი

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობაში მოხვედრა. მან ბრატისლავაში გამართულ ევროპის თასის ფინალში დაამარცხა უმთავრესი კონკურენტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში სანაკრებო განაცხადში ჩაეწერა. მსოფლიოს პირველობა გაიმართება 20-27 სექტემბერს ბაქოში და საქართველოს ნაკრები ტატამზე ცხრა სპორტსმენით გავა. ბექა ღვინიაშვილის გარდა აზერბაიჯანში გაემგზავრებიან: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)... Читать дальше...

სკოლებში ვითარება გაუარესდა

Radiotavisupleba.ge 

„2015 წლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა სკოლებში მოსწავლის მიერ მოსწავლისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. ოფიციალურად გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2015-2016 წელს 2582, ხოლო 2017-2018 წლებში 3673 ასეთი შემთხვევა აღირიცხა“, - ამის შესახებ განაცხადა დეპუტატმა სერგო რატიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. სერგო რატიანის თქმით, ასევე გაიზარდა სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარების შემთხვევები... Читать дальше...



"ნიუ-იორკ ტაიმსი": აშშ-ის სპეცსამსახურები შეეცადნენ გადაებირებინათ ოლეგ დერიპასკა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სპეცსამსახურები რამდენიმე წლის წინ შეეცადნენ, გადაებირებინათ ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა. ამის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, 2014-2016 წლებში გამოძიების ფედერალური ბიურო და იუსტიციის სამინისტრო შეეცადნენ რუს მილიარდერთან კავშირზე გასვლას. გაზეთის ცნობით, მათ სურდათ მოეპოვებინათ ინფორმაცია აშშ-ში რუსეთის ორგანიზებული დამნაშავეობის შესახებ და რუსეთის შესაძლო ჩარევაზე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება... Читать дальше...

დამნაშავეა სისტემა

Radiotavisupleba.ge 

„ყველა დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1 დეკემბერს, სისტემური ხასიათისაა“ - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტში, რომელიც 2 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განიხილეს კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა. უმრავლესობის წევრები სხდომას არ დასწრებიან.

ამერიკა სენატორ ჯონ მაკკეინს ემშვიდობება

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა და 2 სექტემბერს კრძალავენ მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, იმ სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე, რომელიც მან 1958 წელს დაამთავრა.

ოთარ კახიძე საუბრობს სკოლებში მჩაგვრელების არსებობაზე

Radiotavisupleba.ge 

სკოლებში არიან ჩვეულებრივი ბულერები, რომლებიც მუდმივად ჩაგრავენ სკოლის სხვა მოსწავლეებს და ამ პირების მიმართ ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ეფექტური, პრევენციული ზომების გატარებას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, კომისიის წევრმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ განაცხადა. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. Читать дальше...

გენერალმა მილერმა ჩაიბარა ნატოს ძალების სარდლობა ავღანეთში

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელმა გენერალმა სკოტ მილერმა ოფიციალურა ჩაიბარა ნატოს მრავალეროვნული ძალების სარდლის მოვალეობა ავღანეთში, სადაც თალიბანი აგრძელებს თავდასხმებს ავღანეთის მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების შტაბებსა და პირად შემადგენლობაზე. „წარმატებისათვის, ჩვენ მუდმივად გვმართებს ადაპტირება და მოწინააღმდეგისა და გარემოს შესწავლა“, - განაცხადა მილერმა 2 სექტემბერს ნატოს „მტკიცე მხარადჭერის მისიის“ შტაბ-ბინაში გამართული ცერემონიის დროს. ცერემონიაში მონაწილეობდა აწ უკვე ყოფილი სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, რომელმაც მოუწოდა ექსტრემისტებს... Читать дальше...

დონეცკში ეთხოვებიან ალექსანდრ ზახარჩენკოს, სეპარატისტთა ლიდერს

Radiotavisupleba.ge 

დონეცკში ეთხოვებიან თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ, ალექსანდ ზახარჩენკოს. სეპარატისტთა ოფიციალური წყაროების ცნობით, გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. მათ შორის იმყოფებოდნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ნატალია პოკლონსკაია და ანექსირებული ყირიმის მეთაური სერგეი აკსიონოვი. დონეცკში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ასევე დელეგაციები თვიგამოცხადებული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა დაკრძალვის დღეს გამოაქვეყნა მიმართვა... Читать дальше...

ერაყმა უმასპინძლა რუსეთის, ირანისა და სირიის სამხედრო მაღალჩინოსნებს

Radiotavisupleba.ge 

ერაყის თანახმად, 1 სექტემბერს ბაღდადში გაიმართა მასპინძელი ქვეყნის არმიის ხელმძღვანელობის შეხვედრა სირიის, ირანისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციებთან, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა მოადგილეებით. შეხვედრის თემა იყო რეგიონული უსაფრთხოება და ბრძოლა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, რომლის არმიაც შვიდი წლის განმავლობაში ებრძვის ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხეებს. სირიის ტერიტორაზე... Читать дальше...

ამსტერდამის სადგურში მამაკაცმა გამვლელები დანით დაჭრა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ამსტერდამში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე გამვლელებს თავს დაესხა და ორი ადამიანი დაჭრა – იუწყება Associated Press. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად აშშ-ის მოქალაქეები დაშავდნენ. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს ისიც დაიჭრა. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტში „ტერორისტული მოტივი“ იკვეთება.

საუდის არაბეთმა აღიარა დანაშაული იემენში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისათვის

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიციის წარმომადგენლებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული მშვდიობიანი მოქალქეების დაღუპვისათვის იემენში, კოალიციური ძალების მიერ აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად. საუდის არაბეთი სათავეში უდგას კოალიციას, რომელიც იემენში საერთაშორისოდ აღარებული მთავრობის მხარეზე იბრძვის ჰუთი მეამბოხეების წინააღმდეგ. საავიაციო იერიშის სამიზნე აღმოჩნდა ავტობუსი, რომელშიც, დაზვერვის ცნობით, უნდა ყოფილიყვნენ ჰუთების ლიდერები. მაგრამ, მასში აღმოჩნდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, უმთავრესად კი ბავშვები. Читать дальше...

ვაშინგტონი კიდევ 300 მილიონი დოლარით ამცირებს პაკისტანის დახმარებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სამხედრო უწყების თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება 300 მილიონი დოლარით შემცირდეს პაკისტანის სამხედრო დახმარება ისლამაბადის მხრიდან ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლის გამო, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კონე ფოლკნერმა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით წლის დასაწყისიდან შეჩერდა ეგრეთწოდებული „კოალიციური მხარდაჭერის ფონდისა“ და სხვა დახმარების დაფინანსება. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისლამაბადს ადანაშაულებს იმ ექსტრემისტებისათვის თავშესაფრის მიცემისათვის... Читать дальше...

დავით ბაქრაძე: „ჩვენ დავკარგეთ დიდი მეგობარი

Radiotavisupleba.ge 

„საქართველომ დაკარგა ძალიან დიდი მეგობარი. ჩვენ დავკარგეთ ამერიკის კონგრესში, სენატში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან ერთად იმყოფება აშშ-ში სენატორ ჯონ მაკეიინის დაკრძალვაზე, საქართველოს ორკაციანი დელეგაციის შემადგენლობაში. დავით ბაქრაძის თქმით, არ არსებობდა არცერთი წელი, როდესაც საუბარი იყო თავდაცვის დახმარებაზე, საქართველოს უსაფრთხოებაზე, კონგრესს ისე მიეღო თავდაცვის აქტები... Читать дальше...


Музыкальные новости
Тимати

Экс-девушка Тимати Шишкова завела новый роман





Персональные новости
РЭС

Новосибирские энергетики поделились опытом цифровой трансформации





"პუტინის არმია" - პენსიონერების ჯგუფი კრასნოდარიდან

Radiotavisupleba.ge 

დაჯგუფება, რომელიც 2015 წლიდან არსებობს სამხრეთ რუსეთში, კრასნოდარში, ძირითადად პენსიონერებისგან შედგება. ისინი წვავენ ამერიკულ პროდუქციას, ხოტბას ასხამენ პუტინს და წერენ სიმღერებს რუსი ოპოზიციონერების გასამასხარავებლად.

უკრაინა: დონეცკში დაკავებულებს ჩვენებებს სძალავენ

Radiotavisupleba.ge 

დონეცკელი სეპარატისტები ჩვენებებს სძალავენ იმ დაკავებულებს, რომლებიც ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს დაღუპვის შემდეგ დააპატიმრებს. ამას ამტკიცებს პაველ ლისიანსკი - უკრაინის ომბუდსმენის წარმომადგენელი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ლისიანსკის თქმით, სულ სეპარატისტებმა, დონეცკში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც შეეწირა ზახარჩენკოს სიცოცხლე, 14 ადამიანი დააკავეს. როგორც ამტკიცებენ, ოთხი მათგანი გამოტყდა უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. „მაგრამ ეს ფეიკია“, - წერს ლისიანსკი. Читать дальше...

თამარ ჩუგოშვილი: „ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად.”

Radiotavisupleba.ge 

„დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო. დავესწარი სენატორ მაკკეინისადმი მიძღვნილ საპატიო ცერემონიალს და პირველად მქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მომესმინა პრეზიდენტ ობამას, პრეზიდენტ ბუშის, ჰენრი კისინჯერის, სენატორ ლიბერმანის და სხვა უდავოდ დიდი ადამიანების გამოსვლებისთვის”, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია... Читать дальше...

პოლიციამ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკს მიაგნო

Radiotavisupleba.ge 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ დააკავა 1970 წელს დაბადებული გ.თ. რომელსაც ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. „პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.თ.-ს მიერ დანაშაულის დაფარვის მიზნით ავტომანქანიდან გადაგდებული, 23 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და კოდეინის მარილს შეიცავს”, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება დიდი... Читать дальше...

The Chemical Brothers

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომზე The Chemical Brothers-ის შოუ გაიმართა.

სენატორი მაკკეინი: მე მიყვარს საქართველო

Radiotavisupleba.ge 

ის ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცველი და მხარდამჭერი, როცა საქმე საქართველოს პრობლემებსა და გამოწვევებს შეეხებოდა. პუტინის რუსეთის მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეული სენატორი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს ოკუპაციამდეც და ოკუპაციის შემდეგაც.

Спорт в России и мире
Москва

Сотрудники Росгвардии приняли участие в чемпионате Центрального округа по боксу.


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA отреагировала на суперкамбэк Елены Рыбакиной


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Швеция хочет ограничить доступ в Балтийское море российским танкерам





Путин в России и мире
Москва

На окружном полуфинале конкурса «Это у нас семейное» Калмыкию представляют четыре семьи


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко сравнил Всебелорусское народное собрание с «пустотой»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: Западу неинтересны планы Киева по атаке на Крымский мост


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Татьяна Рязапова

Если ты не поступил в колледж или вуз



Москва

20 апреля в Самаре пройдет «Библионочь-2024»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net