Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

Новости за 25.09.2018

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპმა ქვეყნებს ირანის მთავრობის იზოლირებისკენ მოუწოდა

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვის წარმოთქმისას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა მოწოდებით "ყველა ქვეყანამ იზოლაციაში მოაქციოს" ირანის მთავრობა მანამ, სანამ ის განაგრძობს "აგრესიის" პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა. მსოფლიოს ლიდერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა თქვა, ირანის ლიდერები ავრცელებენ ქაოსს, სიკვდილს და ნგრევას, "არ სცემენ პატივს მეზობლებს, საზღვრებს, ქვეყნების სუვერენულ უფლებებს. ირანის ლიდერები ქვეყნის რესურსებს აჩანაგებენ, რათა თავად გამდიდრდნენ და ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, შორს, ქაოსი გაავრცელონ". Читать дальше...

"სააფთიაქო ნარკომანია": სად არის გამოსავალი?

Radiotavisupleba.ge 

ეჭვმიტანილთა პერმანენტული დაკავებების, აფთიაქების დაკეტვის მიუხედავად, „სააფთიაქო ნარკომანია“ მაინც არსებობს და მომხმარებლები კვლავაც ეძებენ სასურველ დოზას.  უცნობია ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებულთა რაოდენობაც, რადგან ამ დროისთვის არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა. სად არის გამოსავალი?

ვარლამ ლიპარტელიანი: `გაჩერებას არ ვაპირებ”

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეხუთედ ავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკზე. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა 2013-2017 წლებში მსოფლიოს პირველობებზე ორ-ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბაქოში მიმდინარე ჩემპიონატზე ლიპარტელიანი ფინალში გავიდა, მაგრამ ნავსი ვერც ამჯერად გატეხა და საერთო მონაგარს კიდევ ერთი ვერცხლი მიამატა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ფინალისშემდგომი კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა.



პროკურატურის განცხადება „პალიტრამედიის“ სტამბაში შესვლაზე

Radiotavisupleba.ge 

“პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) პროკურატურის გამომძიებლების შესვლის თაობაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე... Читать дальше...

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანრმთელობისა და მკურნალობის შესახებ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ივანე მერაბიშვილის ადვოკატებისა და მხარდამჭერების მიერ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები ზიანს აყენებს ისეთ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც სრულიად აპოლიტიკურია და რომელსაც ათასობით პატიმრის ბედი აქვს მინდობილი. „სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე... Читать дальше...

დონალდ ტრამპი: ირანის ხელისუფლება „ქაოსს და სიკვდილს თესავს“

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანის ხელისუფლება თესავს „ქაოსს, სიკვდილსა და ნგრევას“. ამის თაობაზე აშშ-ის ლიდერმა განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რომელზეც ტრამპი საუბრობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ ინტერსებსა და გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი და უკანონო იმიგრაცია. მანამდე ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ არ აპირებს შეხვედრას ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან. "ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომ მოახდინონ ირანის რეჟიმის იზოლაცია"... Читать дальше...

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ „მსოფლიო იტანჯება ნდობის დეფიციტით“

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ კაცობრიობა იტანჯება ნდობის დეფიციტით გამოწვეული უთანხმოებით, რაც ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგს. ანტონიო გუტერეშმა 25 სექტემბერს, სამშაბათს მისასალმებელი სიტყვით გახსნა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სხდომა, რომელზეც მთელი კვირის განმავლობაში მოხსენებებს გააკეთებენ გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერები. „ხელისუფლებების დამოკიდებულება სიცხადეს მოკლებულია, საერთო-საკაცობრიო ფასეულობებს ჩამოშლა ემუქრება. დემოკრატიული პრინციპები ალყაშია მოქცეული და საფუძველი ეცლება კანონის უზენაესობას“... Читать дальше...

პროკურატურა გამოსაკითხად იბარებს ზაზა ოქუაშვილსა და ირაკლი ჩუბინიშვილს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის პროკურატურაში გამოსაკითხად დაბარებულია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც მისი ადვოკატის განცხადებით, იმყოფება დიდ ბრიტანეთში და მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში. საზღვარგარეთ იმყოფება „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილიც, რომელიც მოწმის სახით დაიკითხება ქვეყანაში დაბრუნებისთანავე. სავარაუდოდ, ეს ორი პირიც ფიგურირებს მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიჩონაწერებში, რომელთა გამო თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს. Читать дальше...



ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მესამედ დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ევროპის სამგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს არაერთგზის პრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სამხრეთკორეელ გუამ ჩოსთან მეხუთე დამატებულ წუთზე წააგო და მსოფლიოს პირველობებზე მოპოვებული ვერცხლის მედლების რაოდენობა სამამდე გაზარდა. აზერბაიჯანის ტატამზე ლიპარტელიანმა სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ფინალის გზაზე მან დაამარცხა ფრანგი ალექსანდრ იდირი... Читать дальше...

თელავში დაკავებული ყოფილი პოლიციელი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს

Radiotavisupleba.ge 

თელავში, სოფელ ვარდისუბანში, საქონლის ბაზართან ახლოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაკავებული ყოფილი პოლიციელი დავით ლეგაშვილი  საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც 2 000 ლარის ოდენობით გირაოს გადაიხდის. კონფლიქტის შედეგად დაკავებული ლეგაშვილის საქმეზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. მოსამართლე ზვიად შავაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. თანხის სრულად გადახდამდე დავით ლეგაშვილი პატიმრობაში დარჩება. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. Читать дальше...

გია ჟორჟოლიანი – ვანო მერაბიშვილის შეწყალების წინააღმდეგი ვარ

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დამნაშავეა და მისი შეწყალების წინააღმდეგი ვარ, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომლის განმარტებითვე, მერაბიშვილთან ერთად პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების ბევრ მაღალჩინოსანს ეკისრება. „ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური დამნაშავეა. მასთან ერთად, „ნაციონლური მოძრაობის“ ის წევრები, ვისაც სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ ადმიანს ეკისრება. რა თქმა უნდა, პირადად, ყოველგვარი... Читать дальше...

ქალები პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავენ

Radiotavisupleba.ge 

ქალთა მოძრაობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი 4 ოქტომბერს, 11 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში იწვევენ საპრეზიდენტო კანდიდატებს ქალთა პრობლემების მოგვარებისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასთან დაკავშირებული ხედვების გასაცნობად. „იმისათვის, რომ გავაკეთოთ სწორი და ინფორმირებული არჩევანი, საპრეზიდენტო კანდიდატებს ვთხოვთ, წარმოგვიდგინონ საკუთარი პოლიტიკური პროგრამა ქალთა საკითხებზე. აღნიშნული კონფერენციის პირდაპირ ტრანსლირებას უზრუნველვყოფთ ქალთა მოძრაობისა და სხვა ქალთა ორგანიზაციების ფეისბუკგვერდების საშუალებით. Читать дальше...

პროკურატურა "პალიტრა მედიისგან" ითხოვს ფინანსურ დოკუმენტებს

Radiotavisupleba.ge 

ჰოლდინგი „პალიტრა მედია“ აცხადებს, რომ მისთვის უცნობი საქმის გამოძიების მოტივით, მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ „პალიტრა მედიის“ სტამბაში და სასამართლოს განჩინებით მოითხოვეს “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)” 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება და მიუხედავად იმისა... Читать дальше...

გაიფიცნენ "იმედის" ტელეოპერატორები

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „იმედში“ გაიფიცა საინფორმაციო პროგრამის, „ქრონიკის“ 25 ოპერატორი - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ერთ-ერთმა ტელეოპერატორმა. მისი ინფორმაციით, პროტესტი მოჰყვა სამსახურიდან ორი ოპერატორის გათავისუფლებას და ტესტირებას, რომლის საფუძველზეც ტელეოპერატორების ნაწილს ხელფასი უმნიშვნელოდ გაუზარდეს, ნაწილს კი მნიშვნელოვნად შეუმცირეს. ამავე წყაროს ცნობით, სოლიდარობის ნიშნად გაიფიცა დილის და შუადღის პროგრამების 8 ოპერატორიც. მისივე თქმით, ტელეკომპანიის  ხელმძღვანელები დაპირდნენ, რომ შეხვდებიან... Читать дальше...

ტელეკომპანია "იმედში" თანამშრომელთა უკმაყოფილებაა

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია "იმედში" თანამშრომელთა პროტესტია. ერთმა წყარომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელფასის შემცირების გამო ტელეოპერატორები გაიფიცნენ. სხვა წყარო გაფიცვას არ ადასტურებს. მისი ინფორმაციით, თანამშრომლებმა არხის ხელმძღვანელებს ულტიმატუმის ფორმით მოთხოვეს ხელფასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ამ წყარომ კონკრეტული პრობლემა არ დაგვისახელა. "იმედი" ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობს. 14 საათზე ეთერში გავიდა საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკაც."

პენიტენციურ სამსახურს ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

Radiotavisupleba.ge 

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევად შეაფასა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომელიც ეხებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. „2018 წლის 23 სექტემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ სიუჟეტში ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით... Читать дальше...

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ნახევარფინალში გავიდა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა სამი შეხვედრა ჩაატარა. მოუგო ფრანგ ალექსანდრ იდირს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს და ეგვიპტელ რამადან დარვიშს. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ აჯობა. მეორე ნახევარფინალში სამხრეთკორეელი... Читать дальше...


Музыкальные новости
The Beatles

«Если прищуриться, мы похожи на The Beatles» // Евгений Цыганов о своей карьере музыканта





Персональные новости
ВДНХ

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ





რეგიონალური მაუწყებლობის ბარიერები

Radiotavisupleba.ge 

სარეკლამო ბაზრის ზრდის ფონზე, რეგიონალური ტელევიზიების შემოსავლები კვლავ იკლებს, რასაც  ადგილობრივი არხების  დამფუძნებლები მთავრობის გადაწყვეტილებებს,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულაციებსა და დონორთა პოლიტიკაში ცვლილებებს უკავშირებენ.

ვინ წაშალა სხდომის ჩანაწერი - საია პროკურატურას მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივ დავას იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის, წინააღმდეგ.

მხუთავი ჰაერი საქართველოში: რას მოითხოვს ევროკავშირი?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უფრო სუფთა ჰაერი გვექნება და უფრო თავისუფლად ვისუნთქებთ, თუკი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შევასრულებთ, - ირწმუნებიან გარემოსდამცველები.

თამუნა ბოკუჩავა სააფთიაქო ნარკომანიაზე: "ხშირად მშობლები არ ვაღიარებთ, რასაც ვხედავთ"

Radiotavisupleba.ge 

25 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამუნა ბოკუჩავა, ნარკოლოგიური კლინიკის - "ნეოგენის" ფსიქოთერაპევტი. მან ილაპარაკა სააფთიაქო ნარკომანიის ზიანის მასშტაბსა და იმ თავისებურებებზე, რაც ამ ურთულეს პრობლემას ახასიათებს. თამუნა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ სააფთიაქო ნარკომანიის მოზარდებში გავრცელებას ხელს უწყობს მისი მისაწვდომობა, აგრეთვე ის, რომ არ ხდება პრევენცია და ქვეყანაში არ არსებობს არანაირი თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ყველა კომპონენტს მოიცავდა. ფსიქტოთერაპევტი თვლის... Читать дальше...

"არსებული ნარკოპოლიტიკა განგრენაა ჩვენი ქვეყნის"

Radiotavisupleba.ge 

25 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კოკა ლაბარტყავა, სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემასა და ზოგადად, ნარკოპოლიტიკაზე, რომლის შეცვლისთვისაც წლებია იბრძვის სამოქალაქო საზოგადოება და რომლის მიზანიც არის ნარკომომხმარებლების მიმართ მიდგომის ჰუმანიზაცია და მათთვის დასჯის ნაცვლად ჯანდაცვის სერვისების შეთავაზება. კოკა ლაბარტყავა განმარტავს, თუ როგორ ხდება პრიორიტეტების აღრევა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობის, ცვლილებების განხილვისა და პოლიტიკის განხორციელებისას. Читать дальше...

ევროკავშირი ირანს პირდება ამერიკული სანქციებისთვის გვერდის ავლით ურთიერთობას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი აპირებს შექმნას სპეციალური საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ირანთან ფინანსურ ოპერაციებს აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ გადაწყვეტილება გამოაცხადა ნიუ-იორკში, სადაც შეხვდა ირანთან „ბირთვული გარიგების“ მონაწილე ქვეყნების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის და ირანის წარმომადგენლებს. თეირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმება... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Спортсменка из Бутово выиграла «золото» на турнирах по художественной гимнастике


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Виктория Азаренко

Азаренко не смогла пробиться в 1/8 финала турнира в Мадриде, уступив Соррибес-Тормо


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Басманный суд Москвы арестовал продюсера Reuters Константина Габова за помощь ФБК в подготовке материалов



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

Певец Розенбаум похвастался возрождением сети советских пивных в Петербурге



Москва

В Подмосковье наблюдается увеличение спроса на мясо в связи с сезоном шашлыков

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net