ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ნახევარფინალში გავიდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა სამი შეხვედრა ჩაატარა. მოუგო ფრანგ ალექსანდრ იდირს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს და ეგვიპტელ რამადან დარვიშს. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ აჯობა.
მეორე ნახევარფინალში სამხრეთკორეელი გუამ ჩო და რუსეთის ნაკრების წევრი ნიაზ ილიასოვი იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.