Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

Новости за 30.09.2018

მაკედონიაში რეფერენდუმზე დაფიქსირდა ძლიერი მხარდაჭერა და დაბალი აქტივობა

Radiotavisupleba.ge 

მაკედონიაში დასრულდა უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ შეკითხვისათვის: სურთ თუ არა, რომ მათ ქვეყანას ეწოდოს „ჩრდილოეთ მაკედონია“. ესაა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკასა და მის მეზობელ საბერძნეთს შორის მიღწეული კომპომისული შეთანხმება, რომელიც მაკედონიას გზას უხსნის ნატოსა და ევროკავშირისაკენ. მაკედონიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების ნახევრის დათვლით მიღებული შედეგებით, რეფრენდუმზე მისული ამომრჩევლების 90,08 %-მა კითხვას დადებითი პასუხი გასცა. მაგრამ რეფერენდუმზე დაფიქსირდა დაბალი აქტივობა. Читать дальше...

სამი მოსწავლე დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

სამი მოსწავლე ბიჭი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ნაღმის აფეთქების შედეგად სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში. დონეცკელ სეპარატისტთა ხელმძღვანელობის ცნობით აფეთქება მოხდა დონეცკიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ გორლოვკაში. ამ ქალაქის მერმა, ივან პრიხოდკომ სოციალური მედიით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად 13-15 წლის ბავშვები სეირნობის დროს სათამაშოდ შევიდნენ მიტოვებულ სახლში, რომელიც დანაღმული აღმოჩნდა. „ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით ნაღმების პრობლემას, რაც კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება“, - აცხადებს პრიხოდკო. Читать дальше...

რუსეთში გაიმართა საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის რამდენიმე ქალაქში კვირას გაიმართა მორიგი საპროტესტო აქციები ქვეყანაში საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგ. ხელისუფლებასთან შეთანხმებული შეკრებები გაიმართა როსტოვის, ორენბურგის, ომსკის ოლქებსა და უდმურტეთში. დონის როსტოვში შეკრებილმა ხალხმა, დაახლოებით ასმა კაცმა, რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ მან მოიპარა არა მხოლოდ „პენსიები“, არამედ „თავისუფლება, ღირსება და მომავალი“. კრიტიკა დაატყდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც. რადიო თავისუფლების ცნობით ომსკში გამართულ აქციაზე, რომელიც... Читать дальше...



ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ორშაბათს „ქართული ოცნების“ შეხვედრა გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ორშაბათს დაგეგმილია მმართველი გუნდის შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს. „2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება“, - აღნიშნულია ოფიციალურ პრესრელიზში. მმართველი პოლიტიკური ძალა... Читать дальше...

ირანში უკანონოდ დამზადებული ალკოჰოლური სასმელებით, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ირანის ოთხ პროვინციაში უკანონოდ დამზადებული ალკოჰოლური სასმელებით, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო სასწრაფო დახმარების უწყების მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ დღეებში მთელი ირანის მასშტაბით 302 ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოებში მას შემდეგ, რაც ისინი თვითნაკეთი ალკოჰოლური სასმელებით მოიწამლნენ. როგორც იტყობინებიან, 176 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია. 1979 წლის შემდეგ ირანში ალკოჰოლი აკრძალულია და მისი მოხმარება კანონით ისჯება. ამის მიუხედავად, ბევრი... Читать дальше...

ზაზა სარალიძის თქმით, შესაძლოა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა შს სამინისტროს შენობის წინ გადაინაცვლოს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა, რომ აქციის მონაწილეებისთვის გასაშლელი საწოლი მიეტანა, რის საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მას ძალის გამოყენებით წაართვეს გასაშლელი საწოლი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა ზაზა სარალიძემ, აღნიშნული ქმედება კიდევ ერთი გამოვლინებაა ხელოვნური ბარიერების შექმნისა, ვინაიდან სამართალდამცველები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ართმევენ აქციის მონაწილეებს ნივთებს. Читать дальше...

„ქართული ოცნება“: ირაკლი კობახიძის სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

Radiotavisupleba.ge 

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პოლიტიკური გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. “ქართული ოცნების“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. 30 სექტემბერს არაერთმა მედიასაშუალებამ ელექტრონული ფოსტით მიიღო თითქოსდა ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული განცხადება... Читать дальше...

ერაყელი ქურთების ნახევრად ავტონომიურ რეგიონში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

Radiotavisupleba.ge 

ერაყელი ქურთების ნახევრად ავტონომიურ რეგიონში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 700-ზე მეტ კანდიდატი იბრძვის 111 ადგილისთვის. 11 ადგილი შენახულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის: ხუთი თურქმენი კანდიდატებისთვის, ხუთი ქრისტიანებისა და ერთი სომხური თემისთვის. ვარაუდობენ, რომ არჩევნებში ადგილების ლომის წილს მოიპოვებენ ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და მისი მეტოქე ქურთისტანის პატრიოტული კავშირი. უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები 2013 წელს ჩატარდა, მაგრამ 2015 წელს საკანონმდებლო ორგანომ შეწყვიტა... Читать дальше...



„ბავშვები ვერ სუნთქავენ“ - აქცია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

„ბავშვები ვერ სუნთქავენ“, - ამ გზავნილით გაიმართა აქცია დედა ენის ბაღში, რომლის მონაწილეებმაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხის გამო შექმნილ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

იან ჰორნატი: “ჩრდილოეთის ნაკადი 2” ზრდის რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულებას

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში გამოიკვეთა უთანხმოება რამდენიმე საკითხის გარშემო. მათ შორის არის ნატო, რომელსაც ტრამპმა "მოძველებული" უწოდა. რამდენად სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება ალიანსისა და, ზოგადად, დასავლელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობისათვის? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პოლიტოლოგი იან ჰორნატი.

მოკავშირის მკვახე შეძახილი

Radiotavisupleba.ge 

აგვისტოში საქართველოში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტს წინ უსწრებდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. რა გავლენას ახდენს გერმანიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ერთი მხრივ, რუსეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები და, მეორე მხრივ, არცთუ იოლი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან?

ეფბიაი დაუკავშირდა სექსუალურ შევიწროებაში ბრეტ კავანოს კიდევ ერთ ბრალმდებელს

Radiotavisupleba.ge 

გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფბიაი) აგენტები, რომლებიც იძიებენ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ბრეტ კავანოს მიმართ ბრალდებებს სექსუალური შევიწროების თაობაზე, დაუკავშირდნენ 53 წლის დებორა რამირესს, რომელმაც კავანოს ქრისტინ ბლეიზი ფორდის შემდეგ დასდო ბრალი. ამის შესახებ რამირესის ადვოკატი იტყობინება. მან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დათანხმდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. რამირესი თქმით, კავანო შეუფერებლად იქცეოდა დაახლოებით 35 წლის წინათ, იელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი გამართულ წვეულებაზე. Читать дальше...

"ჩრდილოეთის ნაკადის" ბიძგები ნატოს ალიანსისათვის

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში გამოიკვეთა უთანხმოება რამდენიმე საკითხის გარშემო. მათ შორის არის ნატო, რომელსაც ტრამპმა "მოძველებული" უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა გერმანია, რომელსაც უწინასწარმეტყველა „სრული დამოკიდებულება“ რუსეთის ენერგეტიკაზე, თუ ბერლინი „დაუყოვნებლად არ შეცვლის კურსს".

დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სავარაუდო პრეტენდენტია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში 2018 წლის ნობელის პრემიის პრეტენდენტთა შორისაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან სინგაპურში გამართული ისტორიული შეხვედრისათვის. სამიტს შედეგად მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის უარი ბირთვულ იარაღზე, რომლის შესაქმნელად ფხენიანი ინტენსიურ ცდებს ატარებდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება ნობელის კომიტეტის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც მოახერხა მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, რათა თავიდან აეცილებინა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე. Читать дальше...

რუსმა ჟურნალისტმა მუქარის გამო დატოვა ქვეყანა

Radiotavisupleba.ge 

სერგეი კანევმა, რუსმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, დატოვა ქვეყანა, რადგან აქვს შიში, რომ შესაძლოა დევნის ობიექტი გახდეს მისი საქმიანობიდან გამომდინარე. კანევი მონაწილეობას ღებულობდა ჯგუფ „ბელინგკეტის“ მიერ ჩატრებულ გამოძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მის ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობის, ბოშიროვისა ა პეტროვის დადგენას. Bellingcat-ისა და The Insider-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, რომლის ანგარიშშიც 26 სექტემბერ გამოქვეყნდა, სკრიპალების საქმეშე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი... Читать дальше...

რას მოითხოვენ “ნაჯაორაშვილები”? პოლიციამ მშვიდად უყუროს როგორ იღუპება თაობა? – მანჩო გიორგობიანი ბასიანზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი, რამდენიმე დღის წინ კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებას ეხმაურება. ნაჯა ორაშვილის თქმით, გვიან ღამით კლუბთან ადამიანების, მათ შორის ტურისტების ჩხრეკას და დაკავებას ინტენსიური ხასიათი მიეცა, რის გამოც კლუბის დახურვას და ქვეყნის დატოვებას აპირებს. “რა ვერ გავიგე, იცით? რატომ უკვირს ნაჯა ორაშვილს რეიდები კლუბებში, კლუბებთან და ა.შ.. მხოლოდ საქართველოში? (ლანძღვა-გინებები არ […]

მაკედონიაში ტარდება რეფერენდუმი ქვეყნის სახელის შეცვლაზე

Radiotavisupleba.ge 

მაკედონიაში ტარდება რეფერენდუმი ქვეყნის ოფიციალური სახელწოდების შეცვლის თაობაზე. ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ უჭერენ თუ არა მხარს საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას ეწოდოს „ჩრდილოეთ მაკედონია“. სახელის შეცვლა ქვეყანას გზას უხსნის ნატოსკენ, პერსპექტივაში კი - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სახელის შეცვლას მანამდე მხარი დაუჭირა მაკედონიის პარლამენტმა. მაგრამ ეს ნაბიჯი წინააღმდეგობას აწყდება ქვეყნის პრეზიდენტის, გეორგე ივანოვის მხრიდან, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. Читать дальше...

ხვალ პარლამენტში განსახილველად უნდა შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობას 1 ოქტომბერს ეწურება ვადა პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად. რეგლამენტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში იწყება და გამოთქმული შენიშვნებითა და დასკვნებით, არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა მთავრობას უკან უბრუნდება. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მთავრობა პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს. ამის შემდეგ განხილვის პროცესი პლენარული სხდომების ფორმატში გაგრძელდება. Читать дальше...

„შრომის უსაფრთხოების“ კანონს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება

Radiotavisupleba.ge 

მომავალი კვირიდან პარლამენტი ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. კანონპროექტის თანახმად, კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება. ამასთან, აღნიშნული კანონი ორგანული კანონის სტატუსს შეიძენს, როგორც ამას ახალი რედაქციის კონსტიტუცია ითხოვს. “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალ - ორგანული კანონის პროექტს პირველ ოქტომბერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს. Читать дальше...

ინდონეზიაში 832-ს მიაღწია მსხვერპლთა რაოდენობამ

Radiotavisupleba.ge 

ინდონეზიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომლის თანახმად 832 კაცი დაიღუპა კუნძულ სულავესის სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის შედეგად. ეს ორჯერ აღემატება, დაღუპულთ შესახებ ადრე გამოცხადებულ რიცხვს. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემები სტიქიით დაზარალებული უფრო შორეული რეგიონებიდან. სამაშველო სამუშოებში მონაწილეობას ღებულობენ, როგორც მაშველები და მოხალისეები, ასევე ინდონეზიიის არმიაც. თუმცა მათ საქმიანობას აფერხებს განმეორებით ბიძგები.

სოხუმი ზეიმობს „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს“

Radiotavisupleba.ge 

სოხუმში, თავისუფლების მოედანზე „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. აღლუმი, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ბესლან ცვიჟბა მეთაურობს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გამოსვლით დაიწყო: „დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან და ძმებთან ვზეიმობთ, ჩვენი უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა წმინდა თავისუფლება, რომელსაც ასობით და ათასობით მამაცი აფხაზი შეეწირა. Читать дальше...

საპატრიარქო: მიუღებელია მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის შეურაცხყოფა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მიუღებელია: „პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება. დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს... Читать дальше...

საპატრიარქო: სასულიერო პირთაგან ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა ყოვლად მიუღებელია

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს საპატრიარქო დაუშვებლად მიჩნევს სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვას, ასევე, დამამცირებელ და შეურაცმყოფელ გამონათქვამებს მსოფლიო პატრიარქის მიმართ. „პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება. დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები […]

Спорт в России и мире
Москва

Якутянин победил на первенстве России по настольному теннису


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ставропольцы провели мастер-класс на ВДНХ по изготовлению сувениров из одежды





Путин в России и мире
Москва

Париж решил показать, что такое ядерное сдерживание России по-французски


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Дух разделения в Святой Руси, или Можно ли лишиться сана за отпевание Навального*



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



НОПРИЗ

Удмуртский проект победил в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023



Москва

В Ленобласти спасли мальчика, увязшего в глине в колодце

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net