დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სავარაუდო პრეტენდენტია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში 2018 წლის ნობელის პრემიის პრეტენდენტთა შორისაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან სინგაპურში გამართული ისტორიული შეხვედრისათვის. სამიტს შედეგად მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის უარი ბირთვულ იარაღზე, რომლის შესაქმნელად ფხენიანი ინტენსიურ ცდებს ატარებდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება ნობელის კომიტეტის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც მოახერხა მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, რათა თავიდან აეცილებინა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე. ივნისის სამიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიმი „გულახდილი“ და „პატივსაცემი“ ადამიანია. ნობელის 2018 წლის მშვიდობის პრემიის ლაურეატის სახელი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი. შესაძლო პრეტენდენტებს შორის 300-ზე მეტი კანდიდატია. „როიტერსის“ თანხმად, ტრამპი, სავარაუდოდ შევა ე.წ. მოკლე სიაში, რომელშიც მოხვედრის შანსი აქვთ ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, მუნ ჩჟე ინს, გერმანიის ფედერალურ კანცლერ, ანგელა მერკელს და რომის პაპ ფრანცისკეს.