123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

Новости за 22.09.2018

„შაბათის კურიერის“ ანონსის გასვლის შემდეგ მეუფე იაკობი განცხადებას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter „შაბათის კურიერის“ გასვლის შემდეგ მეუფე იაკობი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  „ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა.  ახლაც არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ.  ეკლესიის კარი ღიაა ეკლესიის შვილებისთვის. ეკლესია და სამღვდელოება, ყოველთვის ეცდება თავისი სამწყსო დაიცვას შეცდომებისგან.  მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ტელეარხს. ორი […]

პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და იყოს დაფუძნებული დედაქალაქში

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და იყოს დაფუძნებული დედაქალაქში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე გუნდში იყო დისკუსია, რა დროსაც დეპუტატების უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანას დაუჭირა მხარი. „პარლამენტის სასახლე არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის. ეს არის […]

ჩინეთის მთავრობაში აშშ-ის ელჩი გამოიძახეს რუსეთთან დაკავშირებული სანქციების გასაპროტესტებლად

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის მთავრობაში გამოიძახეს პეკინში აშშ-ის ელჩი, რათა ოფიციალურად გაეპროტესტებინათ ვაშინგტონის მიერ ჩინური სამხედრო ორგანიზაციისთვის სანქციების დაკისრება იმისათვის, რომ მან შეიძინა რუსეთის რაკეტები და სამხედრო თვითმფრინავები. 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტისთვის და მისი ხელმძღვანელისთვის დაწესებულ სანქციებს უწოდებს "საერთაშორისო კანონმდებლობის საბაზისო პრინციპების სერიოზულ დარღვევას". განცხადება... Читать дальше...



მარიამ ჯიშკარიანმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოუგო

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიის” დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ საქართველომ დაარღვია კონვენციის მერვე მუხლი.

ლაშა ტალახაძემ არაოფიციალურად გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი

Radiotavisupleba.ge 

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს თავი საქართველოდან შეახსენა. ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე მოძრაობაში - აკვრაში 264-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ორჭიდის ჯამში კი 478 კილოგრამი მოაგროვა! ორივე მაჩვენებელი მსოფლიოს სარეკორდო წონებია, მაგრამ იმის გამო, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია შიდა პირველობებზე დაფიქსირებული შედეგებით მსოფლიოს რეკორდებს არ ცვლის, პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა ამჯერად მხოლოდ საქართველოს რეკორდები გააუმჯობესა. Читать дальше...

ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შესვლას უკრძალავდნენ ოპოზიციას და მედიას

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც შეხვედრა უნდა დაწყებულიყო, შესვლის უფლება არ მისცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მედიის წარმომადგენლებს. შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული, რაც ენმ-ის წარმომადგენელმა, მაია კალანდიამ გააპროტესტა. მათ შესვლა მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას გამოსვლის შემდეგ შეძლეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა მიზანმიმართულად სცადა. Читать дальше...

რუსეთში კვლავ გამოსვლებია საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მასშტაბით კვლავ იმართება გამოსვლები, რომლებითაც აპროტესტებენ მთავრობის გეგმას საპენსიო ასაკის ხუთი წლით გაზრდის შესახებ. მოსკოვში, კომუნისტური პარტიის და სხვა მემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს პოლიციის მონაცემებს, რომ აქციაში 3000 პირი მონაწილეობდა, თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი რიცხვი 22000-მდე იყო. აქციები, რომელთა უმრავლესობა სანქცირებული იყო, რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მთავრობის გეგმამ, საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65... Читать дальше...

ვატიკანმა და ჩინეთმა გააფორმეს შეთანხმება ეპისკოპოსების დასახელების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

ვატიკანი აცხადებს, ჩინეთთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც მას  უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ჩინეთში ეპისკოპოსების დასახელების პროცესში. ამ დრომდე ჩინეთი თავად ასახელებდა ეპისკოპოსებს პეკინის მიერ აღიარებულ კათოლიკე ეკლესიაში. შეთანხმებას ორივე მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა მოაწერეს ხელი პეკინში, 22 სექტემბერს, იმ ფონზე, როცა პაპი ფრანცისკე ბალტიისპირეთში მართავს ტურნეს. ვატიკანის განცხადებით, შეთანხმება არ არის პოლიტიკური ხასიათის და ის მხოლოდ სამღვდელოების საქმეებს უკავშირდება. Читать дальше...



რომის პაპი ბალტიისპირეთში მართავს ტურნეს

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი ფრანცისკე 22 სექტემბერს ვილნიუსში ჩავიდა, რითიც დაიწყო ოთხდღიანი ტურნე ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში, იმ ფონზე, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები წელს თავიანთი დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს აღნიშნავენ. ძირითადად კათოლიკე ლიტვაში ყოფნისას, ფრანცისკე პატივს მიაგებს რეგიონში როგორც ნაცისტების, ისე საბჭოთა კავშირის ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას. "როგორც ვიცით, თავისუფლება ის განძია, რომელსაც მუდმივად უნდა გავუფრთხილდეთ და თაობებს გადავცეთ, როგორც ძვირფასი მემკვიდრეობა" - ამბობს ფრანცისკე ტურნემდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. Читать дальше...

ლავროვი უარყოფს ჩარევას ბოსნია-ჰერცეგოვინის საქმეებში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო დასავლეთის ბრალდება, რომ მოსკოვი ერევა ბოსნია-ჰერცეგოვინის საქნეებში, იმ ფონზე, როცა მან შეხვედრა გამართა რეპუბლიკა სრპსკას ლიდერებთან, ერთეულის ადმინისტრაციულ დედაქალაქში. ლავროვი ბანია ლუკაში 21 სექტემბერს შეხვდა რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტს, მილორად დოდიკს და სერბიის პრემიერ-მინისტრს, ივიცა დაჩიჩს. მან ასევე შეხვედრები გამართა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოშიც, თუმცა იმ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია დაჩიჩს. ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა... Читать дальше...

რუსეთი და ჩინეთი აკრიტიკებენ აშშ-ის მიერ შემოღებულ სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა და ჩინეთმა გააკრიტიკეს აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, დაწესდა მოსკოვის მხრიდან გადადგმული, ზიანის მომტანი ნაბიჯების გამო. როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის ოფიციალური პირები გამოვიდნენ კრიტიკული განცხადებებით 21 სექტემბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-მა შავ სიაში შეიტანა სამ ათეულამდე პირი და კომპანია, რომლებსაც, ვაშინგტონის თქმით, კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სააგენტოებთან. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, სანქციებს "არანაირი ლეგიტიმურობა... Читать дальше...

პანკისის ხეობაში აქცია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

"პანკისობა 2018"-ის ჩაშლის მიუხედავად პანკისის ხეობაში აქცია მიმდინარეობს. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ადგილობრივები სოფელ დუისში შეიკრიბნენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, დაისაჯონ სპეცოპერაციაში მონაწილე პირები. "დღევანდელი ღონისძიება იმიტომ დაგეგმეს, რომ აქ ხალხი გაეშიფრათ. ეს იყო გახარიას სტრატეგია, რომ ხალხი პროვოკაციაზე წამოეგოთ. არ მოხდება ეს, არ გაუვათ ასეთი მეთოდები. ეყოთ ჩვენი სისხლით ფულის კეთება. არავის არაფერი არ შერჩება. ჩვენ შევქმნით ადგილობრივებისგან შემდგარ ჯგუფს... Читать дальше...

აშშ კიდევ ერთხელ გამოდის ჩეჩენი უფლებადამცველის, ტიტიევის გათავისუფლების მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც ჩეჩენი უფლებადამცველის, ოიუბ ტიტიევის სასამართლო პროცესი საზოგადოებისთვის დაიხურა და კიდევ ერთხელ გამოვიდა მისი გათავისუფლების მოწოდებით. "შეგვაშფოთა გუშინ გავრცელებულმა ცნობებმა, რომ ადამიანის უფლებების ჩეჩენი დამცველის, ოიუბ ტიტიევის ნარკოტიკების ფლობის უსაფუძვლო საქმეზე სასამართლომ გადაწყვიტა პროცესი დახუროს საზოგადოებრივი დამკვირვებლებისთვის" - განაცხადა 21 სექტემბერს მაიკლ მერფიმ, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში. Читать дальше...

როჰანი: ირანი არ შეწყვეტს სარაკეტო პროგრამას

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ თეირანი არ შეწყვეტს თავის სარაკეტო პროგრამას, აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად. პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოვიდა ტელევიზიით გადაცემულ სიტყვაში, რომელიც ეძღვნებოდა ირან-ერაყის 1980-88 წლების ომის დაწყების დღეს. "ირანი თავს არ დაანებებს თავის თავდაცვით იარაღს ... მათ შორის რაკეტებს, რომლებიც ასე აბრაზებს ამერიკას" - განაცხადა როჰანიმ. ირანს აქვს ბალისტიკური რაკეტები რადიუსით 3500 კილომეტრამდე, რაც საკმარისია როგორც ისრაელის, ისე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზების მიზანში ამოსაღებად. Читать дальше...

ირანში აღლუმზე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

Radiotavisupleba.ge 

ირანის საინფორმაციო სააგენტო "ირნას" ახალი ინფორმაციით, სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა ქვეყნის სამხრეთში გამართულ სამხედრო აღლუმზე თავდასხმას. მანამდე გავრცელებული ცნობებით დაღუპულთა რაოდენობა სამი ადამიანი იყო და ოცი ადამიანი იყო დაჭრილი. სახელმწიფო მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს სამხრეთდასავლეთში მდებარე ქალაქ აჰვაზში, 22 სექტემბერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მიზანში ამოიღეს ტრიბუნა, სადაც ირანის ოფიციალური პირები იყვნენ შეკრებილები და თვალს ადევნებდნენ ყოველწლიურ აღლუმს... Читать дальше...

საჭადრაკო ოლიმპიადა - "მასშტაბური სპორტული ღონისძიება საქართველოში"

Radiotavisupleba.ge 

23 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 185 ქვეყნის მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

„პანკისობა 2018“-ის ყველა ღონისძიება გაუქმდა

Radiotavisupleba.ge 

პანკისში დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. „მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები პროვოკაციაზე მიდიოდნენ და რათა არ დაზიანებულიყო ადგილობრივების და იქ მდგომი ადამიანების ინტერესები, ღონისძიება დროზე ადრე დასრულდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე მცირე ინციდენტი მოხდა. მანქანამ არასწრულწლოვნების მიერ გაკეთებული კორდონი გაარღვია. რამდენიმე ბავშვმა მცირე დაზიანება მიიღო. Читать дальше...

დუისში „პანკისობა 2018“-ის ღონისძიებამდე ინციდენტი მოხდა

Radiotavisupleba.ge 

პანკისში, სოფელ დუისში მცირე ინციდენტი მოხდა. მანქანამ არასწრულწლოვნების მიერ გაკეთებული კორდონი გაარღვია. რამდენიმე ბავშვმა მცირე დაზიანება მიიღო. მანქანის მძღოლი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პანკისში მობილიზებულია პოლიცია. პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დუისში დაგეგმილი "პანკისობის" ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ. თემირლან მაჩალიკაშვილის და, მშობლები და ადგილობრივები სოფელ დუისის სასაფლაოსთან შეიკრიბნენ და თქვეს... Читать дальше...

როჰანი: დონალდ ტრამპი სადამ ჰუსეინის ბედს გაიზიარებს

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტის დროს ისევე დამარცხდება, როგორც ეს სადამ ჰუსეინს მოუვიდა - განაცხადა თეირანში გამართულ სამხედრო აღლუმზე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ. სამხედრო აღლუმი 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომში ირანის გამარჯვებისადმი იყო მიძღვნილი. „ტრამპი სადამ ჰუსეინს ბედს გაიზიარებს. ირანი არ იტყვის უარს თავის თავდაცვით აღჭურვილობაზე, მათ შორის არც რაკეტებზე, რომლებიც ასე აბრაზებს ამერიკას“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

გეგუთის საბავშვო ბაღში 10 აღსაზრდელი მოიწამლა

Radiotavisupleba.ge 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში 10 აღსაზრდელი მოიწამლა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე გეგუთში ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

გეგუთის საბავშვო ბაღში ათზე მეტი აღსაზრდელი მოიწამლა

Radiotavisupleba.ge 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში რამდენიმე აღსაზრდელი მოიწამლა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელებიდან 11 ბავშვი საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას გადის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე გეგუთში ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

Спорт в России и мире
Москва

Баскетболист ЦСКА Хэнлан назвал Москву лучшим местом для жизни


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Россиянин Сафиуллин потерял четыре места в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Московская железная дорога присоединилась к экоакции





Путин в России и мире
Москва

Владимир Путин поздравил ветеранов с 50-летием начала строительства Байкало-Амурской магистрали


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

VII Всебелорусское народное собрание: основные заявления Александра Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Во Франции назвали бредом слова Зеленского про угрозу Путина Европе


Навальный в России и мире
Москва

В РПЦ отказались называть причины запрета в служении иерея Сафронова, отпевавшего Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт «Юрий Башмет, Константин Хабенский, ансамбль «Солисты Москвы». К. Сен-Санс «Карнавал животных»



Москва

У деревни Новосельцево округа Мытищи уберут погибшие деревья

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net