"ჩრდილოეთის ნაკადის" ბიძგები ნატოს ალიანსისათვის
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში გამოიკვეთა უთანხმოება რამდენიმე საკითხის გარშემო. მათ შორის არის ნატო, რომელსაც ტრამპმა "მოძველებული" უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა გერმანია, რომელსაც უწინასწარმეტყველა „სრული დამოკიდებულება“ რუსეთის ენერგეტიკაზე, თუ ბერლინი „დაუყოვნებლად არ შეცვლის კურსს".