ირანი მიესალმა თურქეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებულ "იდლიბის გეგმას"
თეირანი, დამასკი და სირიის ოპოზიციური ჯგუფები მიესალმნენ შეთანხმებას, რომელსაც მიაღწიეს თურქეთმა და რუსეთმა სირიის პროვინცია იდლიბზე თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით. ეს რეგიონი სირიელი ოპოზიციის ბოლო საყრდენი არეალია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა პასუხისმგებლობით წარმოებული ინტერნსიური დიპლომატია უწოდა ქმედებას, რომლის შედეგად რუსეთმა, თურქეთმა, და ირანმა წარმატებას მიაღწიეს იდლიბში ომის თავიდან აცილების საქმეში. ზარიფის თქმით, მათ ამასთან მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შეებრძოლონ ექსტრემისტულ ტერორიზმს. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების „ინტენსიური დისკუსიის“ შედეგად 17 სექტემბერს მიღწეული შეთანხმება გულისხმობს მთავრობის ჯარსა და მეამბოხეთა რაზმებს შორის იდლიბის დემილიტარიზებული ზონის შექმნას. სირიის ოპოზიციური ძალები მიესალმებიან შეთანხმებას, რომელიც სირიის მოლაპარაკების კომისიის წარმომადგენლის თქმით, სირიელების სიცოცხლის დაცვას ემსახურება და „მშვიდობისკენ გზის“ ნიშანს წარმოადგენს. მოსკოვი და თეირანი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს უმაგრებენ ზურგს, თურქეთის ხელისუფლება კი ოპოზიციას უჭერს მხარს.