დაინგრევა თუ გაძლიერდება - პარლამენტში ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე მსჯელობენ
პარლამენტში ეროვნული ბაკის შემადგენლობიდან ბანკების ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ მომზადებულ კანონის პროექტს განიხილავენ. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრების მიერ შემუშავებულ საკანომმდებლო ინიციატივაზე ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომზე მსჯელობენ. საპარლამენტო უმცირესობა კანონის პროექტს მხარს არ უჭერს. იმას, რომ კანონის პროექტში ხარვეზები არის უმრავლესობაშიც ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ინიციატივაში ცვლილებები განხორციელდება. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განცახადებით კანონის პროექტში უკვე შესულია ის ცვლილებები, რომელიც საბანკო სექტორისთვის იყო მნიშვნელოვანი.
"ბევრი შენიშვნა იყო მათი დიდი ნაწილი გაითვალისწინეს. საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა. 2 წევრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 - მთავრობის მხრიდან და საბანკო მხარის წარმომადგენელი. პრეროგატივა ხელმძღვანელის წარდგენაზე კვლავ ეროვნულ ბანკს დარჩა," - აცხადებს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
ერთიან ნაციონალური მოძრაობაში კი აცადებენ, რომ მსგავსი ინიციატივა საბანკო სექტორს დააზიანებს. უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კანონის პროექტი ეროვნული ბანკის დაკნინება ხდება.
"ამ კანონის პრაქტიკა იყო მსოფლიოში და შეცვალეს, ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ არ მოსწონთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახდენენ თვითონ ინსტიტუტის დაკნინებას,"- აცხადებს დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი.
წარმოდგენილი კანონპროექტისთვის მხარის დაჭერას არ არპირებენ, თავისუფალი დემოკრატებიც. დავით ონოფრიშვილის განცხადებით კანონის პროექტში არის მთელი რიგი ხარვეზები და მათი გამოსწორება არ ხდება.
"მე პირადად და ჩემი თანაპარტიელები არ დავუჭერთ ამ მხარს. ამ კანონის მიღება კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს, ამ ცვლილებებს შეუძლია დაანგრიოს ეროვნული ბანკის დაოუკიდებლობა," - აცხადებს დეპუტატი დავით ონოფრიშვილი.
ავტორი: თეონა ცხომელიძე
