ევროსაბჭო რუსეთს საქნციებს უგრძელებს - რეზოლუციაში კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი არ არის
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საზაფხულო სესიას ასრულებს. ერთ–ერთი ბოლო რეზოლუცია, რომელიც ევროპელმა დეპუტატებმა მიიღეს რუსეთს სანქციებს უგრძელებს, თუმცა დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი ვერ მოხვდა.
უკვე მომზადებულია კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს საშემოდგომო სესიაზე უყრიან.
ამ დოკუმენტში საუბარია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში წინასასამართლო პატიმრობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
პროექტში ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით კონკრეტული შესწორებები შევიდა.
დოკუმენტის პროექტში საუბარია წინასასამართლო დაკავებებზე ფაქტების ბოროტად გამოყენებაზე, დისკრედიტაციაზე ან პოლიტიკური კონკურენტების ნეიტრალიზაციაზე, ამ შემთხვევაში საუბარია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე.
განმარტებით ბარათში წერია წერია, რომ შერჩევითი და წინასასამართლო დაკავებების სვარაუდოდ ბოროტად გამოყენების ინდივიდუალური მაგალითების რიცხვის შესახებაც. საუბარია იმაზეც, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ გამოეყენებინა არსებული სამართლებრივი მექანიზმები ოპოზიციის დასაშინებლად ან დასასუსტებლად.
„საქართველოს, თურქეთისა და რუსეთის ხელისუფლებისგან უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებას ითხოვენ. განმარტებით ბარათში ყველა ეს საკითხი ჩამოთვლილია. იქ წერია გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას საქმეების შესახებ და საუბარია მათ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შესახებაც,“- აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
დოკუმენტში ყოფილი ხელისუფლების წევრების სახელები და გვარების არსებობას უარყოფს მანანა კობახიძე ის ამბობს, რომ არსებობს ჩანაწერი ნაციონალური მოძრაობის შესახებ, თუმცა მმართველი გუნდი შემოდგომამდე საკუთრ პოზიციას ევროსაბჭოს მიაწვდის და მის შეცვლას მოითხოვს.
„არ წერია არცერთი გვარი ამ რეზოლუციაში არის ჩანაწერი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით და ამაზე ჩვენ გვაქვს შენიშვნები. შემოდგომაზე განიხილება ეს რეზოლუცია და ჩვენ მოვამზადებთ შენიშვნებს. ამ ჩანაწერს მარტო ჩვენ კი არა კომიტეტის წევრთა ნაწილიც არ ეთანხმება,“- აცხადებს მანანა კობახიძე.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე
